პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამორიცხულია, თავი მოეკლა, 10 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა... სავარაუდოდ მანქანის მართვის დროს გაითიშა" - რას ჰყვებიან ხობში გიგი ზარანდიაზე
"გამორიცხულია, თავი მოეკლა, 10 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა... სავარაუდოდ მანქანის მართვის დროს გაითიშა" - რას ჰყვებიან ხობში გიგი ზარანდიაზე

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი მტკვარ­ში ჩა­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა იქ ცხე­და­რი იპო­ვეს.

  • გარ­დაც­ვლი­ლია ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 24 წლის გიგი ზა­რან­დია, რო­მელ­საც მე­უღ­ლე დარ­ჩა.

მა­მა­კა­ცი "ფორ­დის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით ძლი­ე­რად და­ე­ჯა­ხა ხი­დის ჯე­ბირს და ამის შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლით მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. კად­რებ­ში ჩანს, რომ შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩა გამ­ვლე­ლი, რო­მე­ლიც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბა.

გიგი ზა­რან­დია ბა­ი­კე­რი იყო. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წლე­ბის წინ სწო­რედ ბა­ი­კით მოყ­ვა ავა­რი­ა­ში და მა­შინ 2 კვი­რა კო­მა­ში იყო. შემ­დეგ ბა­ი­კი გა­ყი­და და მან­ქა­ნა იყი­და.

ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზა­რან­დი­ას ახა­ლი მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და მე­უღ­ლე და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქორ­წი­ლი უნდა ჰქო­ნო­და.

  • მისი მე­გო­ბა­რი თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხავს და ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა სა­ჭეს­თან ყოფ­ნი­სას გა­ი­თი­შა.

- ხობ­ში ერთ ეზო­ში გა­ვი­ზარ­დეთ მე და გიგი. ბოლო წლებ­ში თბი­ლის­ში გა­და­ვი­და, სკო­ლა იქ და­ამ­თავ­რა, იქ ის­წავ­ლა და მუ­შა­ობ­და. ამ დი­ლას ჩა­მო­ვას­ვე­ნეთ. გიგი 24 წლის იყო, რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ო­ჯახ­და, მე­უღ­ლე სამი თვის ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე ჰყავს.

- რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად, რა ვერ­სი­ე­ბი გაქვთ ახ­ლობ­ლებს?

- არ ვიცი, ერ­თა­დერ­თი რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ორი წლის უკან შე­ემ­თხვა ძა­ლი­ან მძი­მე ავა­რია, ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ახლა გა­ი­თი­შა მარ­თვის დროს სა­ჭეს­თან. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მშობ­ლე­ბი ჰყავს არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. უპა­ტი­ოს­ნე­სი ბავ­შვი იყო.

- გა­მო­რი­ცხავთ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას?

- კად­რე­ბი ვნა­ხე, ვიცი, ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ გა­მოვ­რი­ცხავ, ამ ბავ­შვს არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და, რომ თავი მო­ეკ­ლა. მომ­ხდა­რის შემ­დეგ თბი­ლის­ში მეც ჩა­მო­ვე­დი, შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ყვე­ლა.

- ახლა ბოლო პე­რი­ო­დი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და?

- დიახ, ოთხი-ხუთი თვის წინ და­ო­ჯახ­და, ათ დღე­ში ქორ­წი­ლი უნდა ჰქო­ნო­დათ. რე­მონ­ტი ჰქონ­დათ სახ­ლში და­ამ­თავ­რეს, სი­მამრს ელო­დე­ბოდ­ნენ, შა­ბათს უნდა ჩა­მოფ­რე­ნი­ლი­ყო. გი­გის 22 წლის ძმა ჰყავს და პა­ტა­რე­ბი კი­დევ გოგო და ბიჭი. ახალ­გაზ­რდა მშობ­ლე­ბი ჰყავს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხი. ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ყვე­ლა. ბე­ბია ემიგ­რან­ტი ჰყავს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გამორიცხულია, თავი მოეკლა, 10 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა... სავარაუდოდ მანქანის მართვის დროს გაითიშა" - რას ჰყვებიან ხობში გიგი ზარანდიაზე

"გამორიცხულია, თავი მოეკლა, 10 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა... სავარაუდოდ მანქანის მართვის დროს გაითიშა" - რას ჰყვებიან ხობში გიგი ზარანდიაზე

ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.

  • გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი 24 წლის გიგი ზარანდია, რომელსაც მეუღლე დარჩა.

მამაკაცი "ფორდის" მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს და ამის შემდეგ ავტომობილით მტკვარში გადავარდა. კადრებში ჩანს, რომ შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტროტუარზე გადაადგილდება.

გიგი ზარანდია ბაიკერი იყო. ახლობლების ინფორმაციით, წლების წინ სწორედ ბაიკით მოყვა ავარიაში და მაშინ 2 კვირა კომაში იყო. შემდეგ ბაიკი გაყიდა და მანქანა იყიდა.

ახლობლების ინფორმაციით, ზარანდიას ახალი მოყვანილი ჰყავდა მეუღლე და რამდენიმე დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა.

  • მისი მეგობარი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა საჭესთან ყოფნისას გაითიშა.

- ხობში ერთ ეზოში გავიზარდეთ მე და გიგი. ბოლო წლებში თბილისში გადავიდა, სკოლა იქ დაამთავრა, იქ ისწავლა და მუშაობდა. ამ დილას ჩამოვასვენეთ. გიგი 24 წლის იყო, რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა, მეუღლე სამი თვის ორსული მეუღლე ჰყავს.

- რა მოხდა რეალურად, რა ვერსიები გაქვთ ახლობლებს?

- არ ვიცი, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ორი წლის უკან შეემთხვა ძალიან მძიმე ავარია, ძალიან ცუდად იყო, აპარატზე შეერთებული, შეიძლება ახლა გაითიშა მართვის დროს საჭესთან. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს არანაირი პრობლემა არ ჰქონია. უპატიოსნესი ბავშვი იყო.

- გამორიცხავთ თვითმკვლელობის ვერსიას?

- კადრები ვნახე, ვიცი, ამბობენ, მაგრამ გამოვრიცხავ, ამ ბავშვს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, რომ თავი მოეკლა. მომხდარის შემდეგ თბილისში მეც ჩამოვედი, შოკირებულები ვართ ყველა.

- ახლა ბოლო პერიოდი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა?

- დიახ, ოთხი-ხუთი თვის წინ დაოჯახდა, ათ დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდათ. რემონტი ჰქონდათ სახლში დაამთავრეს, სიმამრს ელოდებოდნენ, შაბათს უნდა ჩამოფრენილიყო. გიგის 22 წლის ძმა ჰყავს და პატარები კიდევ გოგო და ბიჭი. ახალგაზრდა მშობლები ჰყავს, არაჩვეულებრივი ხალხი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ყველა. ბებია ემიგრანტი ჰყავს.

წაიკითხეთ ასევე: