პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე, 1961 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ტ., გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის და შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

რო­გორც შსს-ის ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა თე­ი­მუ­რაზ კუპ­ტა­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­ე­როს ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ოფი­სი­სა და მსოფ­ლიო სა­ბა­ჟო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის - კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის კონ­ტრო­ლის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ფო­თის პორ­ტში გა­მო­ავ­ლი­ნეს რის­კის შემ­ცვე­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი რო­მელ­საც ბრალ­დე­ბუ­ლი მარ­თავ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩხრე­კი­სას, მი­საბ­მე­ლის უკა­ნა ორ კარ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბი­ლი სა­მა­ლა­ვი­დან - 315 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი, 80 კი­ლოგ­რა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნი“ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულს, ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქეს გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და ირა­ნი­დან სომ­ხე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ევ­რო­პა­ში გა­და­ზიდ­ვა, აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ის სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი სა­ზღვაო პორ­ტის გავ­ლით ცდი­ლობ­და, რა დრო­საც იგი და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 262-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლურ და ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, რომ­ლის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია გა­სულ თვე­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბა ბელ­გი­ელ და ჰო­ლან­დი­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ჩვენს მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ბელ­გი­ის სა­მე­ფო­ში, კერ­ძოდ ან­ტვერ­პე­ნის პორ­ტში ორ ეტა­პად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის 1 ტონა და 660 კი­ლოგ­რა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ჰე­რო­ი­ნი“, - გა­ნა­ცხა­და კუ­პა­ტა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაა
2

ფოთამდე როგორ მივიდა მერე?

?!
1

სულ მაინტერესებს, მერე სად მიდის ეს ამოღებულები? ჰუმანიტარული დახმარების სახით აფრიკაში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები
ავტორი:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული ბ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში ფოთის პორტში გამოავლინეს რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი რომელსაც ბრალდებული მართავდა. ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან - 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა, აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის ნათელი მაგალითია გასულ თვეში ჩატარებული ერთობლივი საპოლიციო ღონისძიება ბელგიელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბელგიის სამეფოში, კერძოდ ანტვერპენის პორტში ორ ეტაპად ამოღებული იქნა უპრეცედენტო რაოდენობის 1 ტონა და 660 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი“, - განაცხადა კუპატაძემ.