პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატარა მამაცი გულები - ამბები სიკეთესა და იმედზე" - კამპანია "კაცები ზრუნავენ" თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
"პატარა მამაცი გულები - ამბები სიკეთესა და იმედზე" - კამპანია "კაცები ზრუნავენ" თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

25-28 მა­ისს, კამ­პა­ნი­ის „კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ“ ინი­ცი­ა­ტი­ვით, კამ­პა­ნი­ის ახა­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ის, „პა­ტა­რა მა­მა­ცი გუ­ლე­ბი - ამ­ბე­ბი სი­კე­თე­სა და იმედ­ზე“, სტენ­დი თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

სტენ­დი მე-6 პა­ვი­ლი­ონ­ში მო­წყო­ბილ სა­ბავ­შვო სივ­რცე­ში გან­თავ­სდე­ბა და პა­ტა­რე­ბის­თვის და­გეგ­მილ მრა­ვალ­ფე­რო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებს უმას­პინ­ძლებს. ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი: მინ­დია არა­ბუ­ლი, დათო გა­ბუ­ნია, ტო­რე­სა მოსი და დათო გორ­გი­ლა­ძე პა­ტა­რებს წა­უ­კი­თხა­ვენ კრე­ბულ­ში შე­სულ ზღაპ­რებს, ხოლო მწე­რა­ლი და გა­მომ­ცე­მე­ლი ნა­ტა­ლია ტრო­ხი­მი უკ­რა­ი­ნელ ბავ­შვებს მათ მშობ­ლი­ურ ენა­ზე წა­უ­კი­თხავს.

სტენ­დი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი და ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი იქ­ნე­ბა და ბავ­შვებს სხვა­დას­ხვა სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ. მათ შო­რის, ყო­ვე­ლი ზღაპ­რის მოს­მე­ნის შემ­დეგ, ბავ­შვე­ბი შეძ­ლე­ბენ ჩა­ერ­თონ ამ კრე­ბუ­ლის მი­ხედ­ვით სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ ვორ­ქშოფ­ში, რო­მელ­საც კამ­პა­ნი­ის „კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ“ მხარ­დამ­ჭე­რი, მას­წავ­ლე­ბე­ლი გი­ორ­გი ლი­პა­რიშ­ვი­ლი ჩა­ა­ტა­რებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ამ ბმულ­ზე: https://www.facebook.com/events/957282112289618

აღ­ნიშ­ნუ­ლი კრე­ბუ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა 27 მა­ისს, 18:00 სა­ათ­ზე, მწე­რალ­თა სახ­ლში, თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თა და ფეს­ტი­ვა­ლის ფო­კუს ქვეყ­ნის, პო­ლო­ნე­თის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სი­ის, „კულ­ტუ­რა იბ­რძვის“, ფარ­გლებ­ში. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ისა­უბ­რე­ბენ ზღაპ­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი: მინ­დია არა­ბუ­ლი, ნა­ტა­ლია ტრო­ხი­მი, პა­უ­ლა ერი­ზა­ნუ და აფ­სა­ნა იუ­სი­ფო­ვა. შეხ­ვედ­რას მო­დე­რა­ცი­ას გა­უ­წევს მწე­რა­ლი თამ­თა მე­ლაშ­ვი­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ამ ბმულ­ზე: https://www.facebook.com/events/143195188746687

პუბ­ლი­კა­ცია „პა­ტა­რა მა­მა­ცი გუ­ლე­ბი - ამ­ბე­ბი სი­კე­თე­სა და იმედ­ზე“ აერ­თი­ა­ნებს ხუთ სხვა­დას­ხვა ზღა­პარს, რომ­ლე­ბიც შექ­მნეს მწერ­ლებ­მა აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბი­დან - მინ­დია არა­ბულ­მა - სა­ქარ­თვე­ლო­დან, ნა­ტა­ლია ტრო­ხიმ­მა - უკ­რა­ი­ნი­დან, არ­მენ ოჰა­ნი­ან­მა - სომ­ხე­თი­დან, აფ­სა­ნა იუ­სი­ფო­ვამ - აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და პა­უ­ლა ერი­ზა­ნუმ - მოლ­დო­ვი­დან. ზღაპ­რე­ბის ილუსტრა­ცი­ებ­ზე იმუ­შა­ვეს ჰა­რუ­თი­უნ თუ­მა­ღი­ან­მა, სვეტ­ლა­ნა პარ­ფე­ნი­უკ­მა, სე­ვინ­ჯი ყუ­ლი­ე­ვამ, მარი კა­ხუ­რიშ­ვილ­მა და იე­ვ­ჰე­ნია პო­ლო­სი­ნამ, ხოლო წიგ­ნი­სა და ყდის დი­ზა­ი­ნი ილუსტრა­ტორ ხა­ტია ჩი­ტო­რე­ლი­ძეს უკუთ­ვნის. პუბ­ლი­კა­ცია შე­იქ­მნა პროგ­რა­მის “ევ­რო­კავ­ში­რი გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სათ­ვის: ერ­თად გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­სა და გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის და­საძ­ლე­ვად” ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) და გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (UN Women) მიერ, ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით.

პუბ­ლი­კა­ცია ბავ­შვე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის სა­კი­თხა­ვი ზღაპ­რე­ბის კრე­ბუ­ლია გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და ავ­ტო­რე­ბის მშობ­ლი­ურ ენებ­ზე და­ი­ბეჭ­და. წიგ­ნი უფა­სოდ გავ­რცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში - თბი­ლი­სი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლურ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, თბი­ლი­სის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში და ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, მკი­თხვე­ლი კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­როს იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის, სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­სა და კლი­შე­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლის თა­ნას­წო­რი გა­რე­მოს შექ­მნას. ტექ­სტე­ბი, რომ­ლებ­შიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის სო­ციო-ეკო­ნო­მი­კუ­რი კონ­ტექ­სტი, და­ი­წე­რა ისე­თი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ, რო­გო­რი­ცაა: გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, დის­კრი­მი­ნა­ცია, პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბა, კა­ცე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და სხვა.

“თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ებს მო­ი­თხოვს. დღე­ვან­დე­ლი დღის გმი­რე­ბი აღარ ელო­დე­ბი­ან გა­დამ­რჩე­ნელ პრინ­ცებს, ისი­ნი მა­მა­ცე­ბი და მტკი­ცე­ნი არი­ან და თა­ვად წყვე­ტენ სა­კუ­თარ ბედს. თა­ნა­მედ­რო­ვე გმი­რე­ბი, მა­ღა­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბი­დან გად­მომ­დგა­რი დი­დე­ბუ­ლი მე­ფე­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თა­ნაგ­რძნო­ბი­თა და ოც­ნე­ბე­ბით არი­ან სავ­სე.

ეს კრე­ბუ­ლი წარ­მო­ად­გენს გან­სხვა­ვე­ბულ ხედ­ვას ქა­ლე­ბი­სა და კა­ცე­ბის, გო­გო­ე­ბი­სა და ბი­ჭე­ბის რო­ლებ­ზე. ეს გახ­ლავთ მო­რი­გი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და ქცე­ვე­ბის გა­და­ხედ­ვას გვთა­ვა­ზობს. ჩვენ ვა­მა­ყობთ, რომ გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა (UN Women) და გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონდს (UNFPA) შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა, ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით, მხა­რი და­უ­ჭი­როს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კრე­ბუ­ლის გა­მო­ცე­მას” - აცხა­დებს ოლგა ოსა­უ­ლენ­კო, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი „ევ­რო­კავ­ში­რი გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის: ერ­თად გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­სა და გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის და­საძ­ლე­ვად“.

“პა­ტა­რა მა­მა­ცი გუ­ლე­ბი“ ბავ­შვებს სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვან ამ­ბებს უყ­ვე­ბა. ეს კრე­ბუ­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა იმის­თვის, რომ პა­ტა­რებს აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ფიქ­რა­ლი გა­უჩ­ნდეთ, მას­ზე კე­თილ, მა­მაც და გა­ბე­დულ თა­ნა­ტოლ პერ­სო­ნა­ჟებ­თან ერ­თად იფიქ­რონ და მათ­თან ერ­თად გა­დახ­დეთ ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი.

ეს კრე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის­თვი­სა­ცაა, რათა კი­დევ ერთხელ და­ფიქ­რდნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მყა­რად ფეს­ვგად­გმულ სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე და სა­ზი­ა­ნო პრაქ­ტი­კებ­ზე, რო­გო­რი­ცაა არა­თა­ნას­წო­რი გა­რე­მო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, რა­სობ­რი­ვი, ეთ­ნი­კუ­რი თუ გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცია. ძა­ლი­ან გვინ­და, ეს კრე­ბუ­ლი მათი შვი­ლებ­თან გულ­წრფე­ლი დი­ა­ლო­გის და­სა­წყი­სად იქ­ცეს“ - აცხა­დებს ნი­ნია მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „ვიზ­რუ­ნოთ ერ­თად“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა პროგ­რა­მის “ევ­რო­კავ­ში­რი გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სათ­ვის: ერ­თად გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­სა და გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის და­საძ­ლე­ვად” ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) და გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (UN Women) მიერ, ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით.

პროგ­რა­მის მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ნორ­მე­ბის დაძ­ლე­ვას, თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ქა­ლე­ბი­სა და კა­ცე­ბის­თვის და კა­ცე­ბის აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ცეს­ში.

კამ­პა­ნია “კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ” 2014 წელს შე­იქ­მნა გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია Care Together-ის მიერ და მისი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ცე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდა, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის. 2014 წლი­დან, კამ­პა­ნი­ამ „კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ“ არა­ერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა და აქ­ტი­ვო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მათ შო­რის არის მა­მის დღის და­ფუძ­ნე­ბა, სა­ბავ­შვო სა­კი­თხა­ვე­ბის გა­მო­ცე­მა, მა­მე­ბის სკო­ლა, მა­მა­კა­ცუ­რი სა­უბ­რე­ბის სე­მი­ნა­რე­ბი და სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი თუ ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კამ­პა­ნი­ე­ბი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"პატარა მამაცი გულები - ამბები სიკეთესა და იმედზე" - კამპანია "კაცები ზრუნავენ" თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

"პატარა მამაცი გულები - ამბები სიკეთესა და იმედზე" - კამპანია "კაცები ზრუნავენ" თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

25-28 მაისს, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ინიციატივით, კამპანიის ახალი პუბლიკაციის, „პატარა მამაცი გულები - ამბები სიკეთესა და იმედზე“, სტენდი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.

სტენდი მე-6 პავილიონში მოწყობილ საბავშვო სივრცეში განთავსდება და პატარებისთვის დაგეგმილ მრავალფეროვან ღონისძიებებს უმასპინძლებს. ქართველი ავტორები: მინდია არაბული, დათო გაბუნია, ტორესა მოსი და დათო გორგილაძე პატარებს წაუკითხავენ კრებულში შესულ ზღაპრებს, ხოლო მწერალი და გამომცემელი ნატალია ტროხიმი უკრაინელ ბავშვებს მათ მშობლიურ ენაზე წაუკითხავს.

სტენდი მრავალფუნქციური და ინტერაქციული იქნება და ბავშვებს სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემათ. მათ შორის, ყოველი ზღაპრის მოსმენის შემდეგ, ბავშვები შეძლებენ ჩაერთონ ამ კრებულის მიხედვით სპეციალურად შექმნილ ვორქშოფში, რომელსაც კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მხარდამჭერი, მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი ჩაატარებს.

ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე: https://www.facebook.com/events/957282112289618

აღნიშნული კრებულის პრეზენტაცია გაიმართება 27 მაისს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალთან თანამშრომლობითა და ფესტივალის ფოკუს ქვეყნის, პოლონეთის მიერ ორგანიზებული პანელური დისკუსიის, „კულტურა იბრძვის“, ფარგლებში. პრეზენტაციაზე ისაუბრებენ ზღაპრების ავტორები: მინდია არაბული, ნატალია ტროხიმი, პაულა ერიზანუ და აფსანა იუსიფოვა. შეხვედრას მოდერაციას გაუწევს მწერალი თამთა მელაშვილი.

ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე: https://www.facebook.com/events/143195188746687

პუბლიკაცია „პატარა მამაცი გულები - ამბები სიკეთესა და იმედზე“ აერთიანებს ხუთ სხვადასხვა ზღაპარს, რომლებიც შექმნეს მწერლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან - მინდია არაბულმა - საქართველოდან, ნატალია ტროხიმმა - უკრაინიდან, არმენ ოჰანიანმა - სომხეთიდან, აფსანა იუსიფოვამ - აზერბაიჯანიდან და პაულა ერიზანუმ - მოლდოვიდან. ზღაპრების ილუსტრაციებზე იმუშავეს ჰარუთიუნ თუმაღიანმა, სვეტლანა პარფენიუკმა, სევინჯი ყულიევამ, მარი კახურიშვილმა და იევჰენია პოლოსინამ, ხოლო წიგნისა და ყდის დიზაინი ილუსტრატორ ხატია ჩიტორელიძეს უკუთვნის. პუბლიკაცია შეიქმნა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

პუბლიკაცია ბავშვებისა და მშობლების საკითხავი ზღაპრების კრებულია გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ქართულ, ინგლისურ და ავტორების მშობლიურ ენებზე დაიბეჭდა. წიგნი უფასოდ გავრცელდება საქართველოში - თბილისისა და რეგიონების ყველა მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში და ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

პროექტის მიზანია, მკითხველი კიდევ ერთხელ დააფიქროს იმ გამოწვევების, სტერეოტიპებისა და კლიშეების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის თანასწორი გარემოს შექმნას. ტექსტები, რომლებშიც გათვალისწინებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სოციო-ეკონომიკური კონტექსტი, დაიწერა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: გენდერული სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია, პოზიტიური მშობლობა, კაცების ჩართულობა და სხვა.

“თანამედროვე სამყარო თანამედროვე ისტორიებს მოითხოვს. დღევანდელი დღის გმირები აღარ ელოდებიან გადამრჩენელ პრინცებს, ისინი მამაცები და მტკიცენი არიან და თავად წყვეტენ საკუთარ ბედს. თანამედროვე გმირები, მაღალი ციხესიმაგრეებიდან გადმომდგარი დიდებული მეფეებისგან განსხვავებით, თანაგრძნობითა და ოცნებებით არიან სავსე.

ეს კრებული წარმოადგენს განსხვავებულ ხედვას ქალებისა და კაცების, გოგოებისა და ბიჭების როლებზე. ეს გახლავთ მორიგი რეგიონალური ინიციატივა, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრებებისა და ქცევების გადახედვას გვთავაზობს. ჩვენ ვამაყობთ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შესაძლებლობა მიეცა, ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფინანსური დახმარებით, მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი კრებულის გამოცემას” - აცხადებს ოლგა ოსაულენკო, რეგიონალური პროექტის მენეჯერი „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“.

“პატარა მამაცი გულები“ ბავშვებს საინტერესო და მნიშვნელოვან ამბებს უყვება. ეს კრებული შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ პატარებს აუცილებელი საფიქრალი გაუჩნდეთ, მასზე კეთილ, მამაც და გაბედულ თანატოლ პერსონაჟებთან ერთად იფიქრონ და მათთან ერთად გადახდეთ ახალი თავგადასავლები.

ეს კრებული მშობლებისთვისაცაა, რათა კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ სტერეოტიპებზე და საზიანო პრაქტიკებზე, როგორიცაა არათანასწორი გარემო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის, რასობრივი, ეთნიკური თუ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია. ძალიან გვინდა, ეს კრებული მათი შვილებთან გულწრფელი დიალოგის დასაწყისად იქცეს“ - აცხადებს ნინია მაჭარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ თანადამფუძნებელი.

პროექტი ხორციელდება პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და კაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.

კამპანია “კაცები ზრუნავენ” 2014 წელს შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ და მისი მიზანია საქართველოში კაცების ჩართულობის გაზრდა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის. 2014 წლიდან, კამპანიამ „კაცები ზრუნავენ“ არაერთი ინიციატივა და აქტივობა განახორციელა, მათ შორის არის მამის დღის დაფუძნება, საბავშვო საკითხავების გამოცემა, მამების სკოლა, მამაკაცური საუბრების სემინარები და სხვა აქტივობები თუ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.

R