პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ვითარება "ყვარლის ტბასთან" - "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულებს შორის არიან პარტიის წევრები და აქტივისტები
როგორია ვითარება "ყვარლის ტბასთან" - "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულებს შორის არიან პარტიის წევრები და აქტივისტები

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ყვარ­ლის ტბას­თან" მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე პარ­ტი­ის რამ­დე­ნი­მე წევ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტია და­კა­ვე­ბუ­ლი.

პარ­ტი­ის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის, სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი არი­ან.

"ამ პრო­ტეს­ტი­სას და­კა­ვე­ბუ­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რი დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვა­ნი, ასე­ვე, სა­გა­რე­ჯოს, გურ­ჯა­ა­ნის, ყვარ­ლის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან - და­ვით დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი, რა­მაზ ქე­რე­ჭაშ­ვი­ლი, ნიკა ღო­ნი­აშ­ვი­ლი. და­კა­ვე­ბუ­ლი არის ასე­ვე, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რი ტიტე გე­დე­ნი­ძე, პარ­ტი­ის წევ­რე­ბი - გი­ორ­გი და ალი­კა მი­რა­ქო­ვე­ვე­ბი, ბექა პა­პაშ­ვი­ლი, ლაშა ხუს­კი­ვა­ძე და ნიკა ნარ­სია”, - ნათ­ქვა­მია პარ­ტი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • ცნო­ბის­თვის, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია და ის სას­ტუმ­რო „ყვარ­ლის ტბა­ზე“ იმ­ყო­ფე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ოჯა­ხი კა­ხეთ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ქორ­წი­ლი ლავ­რო­ვის სი­ძის, ალექ­სან­დრე ვი­ნო­კუ­რო­ვის ძმას ექ­ნე­ბა.

სას­ტუმ­რო „ყვარ­ლის ტბის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლის „ყვარ­ლის ტბა­ზე“ სტუმ­რო­ბა სი­მარ­თლე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ლავ­რო­ვის გვა­რით სას­ტუმ­რო­ში სტუ­მა­რი არ ფიქ­სირ­დე­ბა და არც აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0516
7

ხოშტარიას რატომ არ აკავებენ? ის არის ამ არეულობის მოთავე.

ქუთაისელი
6

რატომ არ გაუვიდათ და არ გასდით ნაცებს "გავრილოვის ღამე", 5 ივლისი, "რუსული კანონი", ლაზარეს "გმირობა", მოსამართლეების სანქციები, IRI-ს კვლევები, ზოგიერთი ევროპარლამენტარის შეფასებები, ავიარეისები რუსული თვითმფრინავებით , ლავროვის შვილის მაზლის ქორწილი და სხვა. იმიტომ, რომ მათთან ბევრი სიყალბეა. სიყალბეა, რომ მიშა პუტინის პატიმარია, სიყალბეა, რომ ბიძინა არაფორმალური მმართველია, სიყალბეა, რომ ოცნება პრორუსულია, სიყალბეა, რომ კანონი რუსულია. ეს თვითონაც კარგად იციან. ეს ყველაფერი მათთვის მხოლოდ ინსტრუმენტებია, რევოლუციის მოსაწყობად და ხელისუფლებაში დასაბრუნელად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

როგორია ვითარება "ყვარლის ტბასთან" - "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულებს შორის არიან პარტიის წევრები და აქტივისტები

როგორია ვითარება "ყვარლის ტბასთან" - "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულებს შორის არიან პარტიის წევრები და აქტივისტები

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, "ყვარლის ტბასთან" მიმდინარე აქციაზე პარტიის რამდენიმე წევრი და სამოქალაქო აქტივისტია დაკავებული.

პარტიის ცნობით, დაკავებულებს შორის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრები არიან.

"ამ პროტესტისას დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი, ასევე, საგარეჯოს, გურჯაანის, ყვარლის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან - დავით დიღმელაშვილი, რამაზ ქერეჭაშვილი, ნიკა ღონიაშვილი. დაკავებული არის ასევე, “ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე, პარტიის წევრები - გიორგი და ალიკა მირაქოვევები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე და ნიკა ნარსია”, - ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.

  • ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.