მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არა რუსულ ფრენებს“ - რესპუბლიკის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მსვლელობა იმართება
"არა რუსულ ფრენებს“ - რესპუბლიკის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მსვლელობა იმართება

"არა რუ­სულ ფრე­ნებს” - ამ მო­წო­დე­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ამ წუ­თებ­ში, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­დე­ნი­დან თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მსვლე­ლო­ბით მი­ე­მარ­თე­ბი­ან.

ისი­ნი აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ცი­ას გა­მარ­თა­ვენ, რი­თაც გა­აპ­რო­ტეს­ტე­ბენ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში პირ­ვე­ლი რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოს­ვლას. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია პარ­ტია "დროა“.

რო­გორც პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პრობ­ლე­მა სწო­რედ იმა­შია, რომ რუ­სეთს ემსხვერ­პლნენ ისე­თი გმი­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: გიგა ოთხო­ზო­რია, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე, დევ­ნი­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ბევ­რი ტან­ჯვა გა­მო­ი­ა­რეს თუნ­დაც იმ თვითმფრი­ნა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც ბომ­ბავ­და სა­ქარ­თვე­ლოს და დღეს ჩა­მო­დის რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი.

მისი თქმით, პირ­ველ რიგ­ში, ეს მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბაა.

"დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, რუ­სე­თის­თვის, ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი და და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ არა­ვის ეგო­ნოს, ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა ნორ­მა­ლუ­რი ამ­ბა­ვია. ასე­ვე, დღეს სა­ღა­მოს პარ­ლა­მენ­ტთან გა­ი­მარ­თე­ბა აქ­ცია. ანუ პრო­ტეს­ტის ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა­დას­ხვა გა­მო­ხატ­ვის ფორ­მაა ფრე­ნის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გა­ნაც კარ­გად გვეს­მის, რომ ეს არის არა უბ­რა­ლოდ ფრე­ნა, არა­მედ ჩვენ სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ზე თავ­დას­ხმა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ღა­ლა­ტი. ნი­შან­დობ­ლი­ვია ის, რომ რო­გორც "აზი­მუ­ტში“ კო­მენ­ტარ­ში თქვეს, პა­ტა­რა "ტრი­უ­კი“ გა­ვა­კე­თეთ და ადრე გავფრინ­დი­თო, რაც უკვე ნიშ­ნავს იმას, რომ ამ აქ­ცი­ას მნიშ­ვნე­ლო­ბა და გავ­ლე­ნა აქვს და მო­უ­წევთ ან­გა­რი­შის გა­წე­ვა. ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ დრო­უ­ლად მი­ვალთ და გა­ვაპ­რო­ტეს­ტებთ. ყვე­ლა და­ი­ნა­ხავს, რომ რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არის მი­უ­ღე­ბე­ლი და ყვე­ლა პრო­ტეს­ტით ხვდე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
4

ელოოო,დაოკდი ელო,დაოკდი.სირცხვიკი ხარ შენი მენტალიტეტით!

დავითი
4

ქართველმა ხალხმა რა დავაშავეთ იმით რომ რუსეთში დავიბადეთ ამაცეც იფიქრეთ თუ ქვენ გვირჩევთ ოჯახები დავანგრიოთ ბავშვები დავკარგოთ ჭირში და ლხინში მონაწილეობა არ მივიღოთ სამშობლო ბავშვებს არ ვანახოთ ვინ არის წინააღმდეგი დაუსვით: +

ავტორი:

"არა რუსულ ფრენებს“ - რესპუბლიკის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მსვლელობა იმართება

"არა რუსულ ფრენებს“ - რესპუბლიკის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მსვლელობა იმართება

"არა რუსულ ფრენებს” - ამ მოწოდებით სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ამ წუთებში, პირველი რესპუბლიკის მოდენიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსვლელობით მიემართებიან.

ისინი აეროპორტის ტერიტორიაზე აქციას გამართავენ, რითაც გააპროტესტებენ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ, თბილისის აეროპორტში პირველი რუსული თვითმფრინავის ჩამოსვლას. აქციის ორგანიზატორია პარტია "დროა“.

როგორც პარტიის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრობლემა სწორედ იმაშია, რომ რუსეთს ემსხვერპლნენ ისეთი გმირები, როგორებიც არიან: გიგა ოთხოზორია, გიორგი ანწუხელიძე, დევნილები, რომლებმაც ბევრი ტანჯვა გამოიარეს თუნდაც იმ თვითმფრინავებით, რომლებიც ბომბავდა საქართველოს და დღეს ჩამოდის რუსული თვითმფრინავი.

მისი თქმით, პირველ რიგში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში მოღალატეობრივი მმართველობაა.

"დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანია "ქართული ოცნებისთვის“, რუსეთისთვის, ჩვენი უკრაინელი და დასავლელი პარტნიორებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ არავის ეგონოს, ფრენების აღდგენა ნორმალური ამბავია. ასევე, დღეს საღამოს პარლამენტთან გაიმართება აქცია. ანუ პროტესტის ძალიან ბევრი სხვადასხვა გამოხატვის ფორმაა ფრენის აღდგენასთან დაკავშირებით, რადგანაც კარგად გვესმის, რომ ეს არის არა უბრალოდ ფრენა, არამედ ჩვენ სუვერენიტეტზე თავდასხმა და "ქართული ოცნების“ ღალატი. ნიშანდობლივია ის, რომ როგორც "აზიმუტში“ კომენტარში თქვეს, პატარა "ტრიუკი“ გავაკეთეთ და ადრე გავფრინდითო, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ აქციას მნიშვნელობა და გავლენა აქვს და მოუწევთ ანგარიშის გაწევა. ამის მიუხედავად ჩვენ დროულად მივალთ და გავაპროტესტებთ. ყველა დაინახავს, რომ რუსული თვითმფრინავები საქართველოში არის მიუღებელი და ყველა პროტესტით ხვდება”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.