მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს პრემიერის შვილის გატაცება ბრალდება - "აშოტ ფაშინიანს ქალმა უთხრა რომ, დასაკარგი არაფერი ჰქონდა და სასაფლაოზე გადაწყვეტდა მის ბედს"
ომში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს პრემიერის შვილის გატაცება ბრალდება - "აშოტ ფაშინიანს ქალმა უთხრა რომ, დასაკარგი არაფერი ჰქონდა და სასაფლაოზე გადაწყვეტდა მის ბედს"

ყა­რა­ბა­ღის ომში და­ღუ­პუ­ლი სო­მე­ხი ჯა­რის­კა­ცის ოჯა­ხის წევ­რებს, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის შვი­ლის გა­ტა­ცე­ბა­ში სდე­ბენ ბრალს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, სომ­ხეთ­ში აშოტ ფა­ში­ნი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

"გამ­ტა­ცებ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია "შვი­ლე­ბის ძა­ხი­ლის" წევ­რე­ბი იყ­ვნენ. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის 44-დღი­ა­ნი ომის დროს და­ღუ­პუ­ლი სო­მე­ხი ჯა­რის­კა­ცე­ბის მშობ­ლებ­მა შექ­მნეს. 8 მა­ისს მათ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო...

მომ­ხდარ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის გა­რიკ გა­ლე­ი­ა­ნის, გა­ი­ა­ნე მარ­ტი­რო­სი­ა­ნის, ვი­გენ აზა­ტი­ა­ნი­სა და ვაიდ სა­ა­კი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ" - წერს სომ­ხუ­რი მე­დია.

  • ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის თქმით, არა­ვი­თა­რი გა­ტა­ცე­ბა არ ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ, მათ აშოტ ფა­ში­ნი­ანს აი­ძუ­ლეს მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მა, მან კი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­დახ­ტო­მა სცა­და, რის შემ­დე­გაც მას ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა, თუმ­ცა ეს გან­ზრახ არ მომ­ხდა­რა...

შე­დე­გად, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ვაჟს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ქვე­და კი­დუ­რე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცია "შვი­ლე­ბის ძა­ხი­ლის" წევ­რე­ბი ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

"შვი­ლე­ბის ძა­ხი­ლის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ შე­ნიშ­ნეს, თუ რო­გორ გა­მო­ვი­და აშოტ ფა­ში­ნი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო შე­ნო­ბი­დან მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი იქ აქ­ცი­ას მარ­თავ­დნენ. მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც შემ­დეგ ფი­ზი­კურ­ში გა­და­ი­ზარ­და.

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის შვილს თავს ეს­ხმი­ან. 2 აპ­რილს, სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერ­მა ალენ სი­მო­ნი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ აშოტ ფა­ში­ნი­ანს უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ესხნენ თავს. თუმ­ცა, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ პო­ლი­ცი­ა­ში სა­ჩი­ვა­რი არ შე­სუ­ლა და აშოტ ფა­ში­ნი­ან­მაც, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ გა­მო­ცე­მა Айкакан Жаманак -თან სა­უ­ბარ­ში ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცია "შვი­ლე­ბის ძა­ხი­ლი" გა­რიკ გა­ლე­ი­ანს ეკუთ­ვნის, რომ­ლის შვი­ლიც მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომში და­ი­ღუ­პა. გა­ლე­ი­ა­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შვილ­ზე თავ­დას­ხმას უარ­ყოფს.

"რო­დე­საც აშოტ ფა­ში­ნი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბი­დან გა­მო­ვი­და, მას ომში და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცის, ჟორა მარ­ტი­რო­სი­ა­ნის დედა, გა­ი­ა­ნე მი­უ­ახ­ლოვ­და და მან­ქა­ნით, "ერაბ­ლურ­ში", სამ­ხედ­რო სა­საფ­ლა­ო­ზე წას­ვლა შეს­თა­ვა­ზა. და­ნარ­ჩე­ნებ­მა, ვინც იქ იდ­გნენ, მას უთხრეს, გაჰ­ყო­ლოდ­ნენ სა­საფ­ლა­ო­ზე, რათა ენა­ხა, რა ჩა­ი­დი­ნეს მის­მა მშობ­ლებ­მა" - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, მას შემ­დეგ, რაც ქალ­მა მან­ქა­ნა­ში პრე­მი­ე­რის შვი­ლი ჩას­ვა, 2020 წლის ომსა და ხალ­ხის და­ღუპ­ვა­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რა­საც ქა­ლის მხრი­დან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქმე­დე­ბა ახ­ლდა თან, მან­ქა­ნის სიჩ­ქა­რეს მო­უ­მა­ტა და ხმა­მაღ­ლა ყვი­რო­და, რა დრო­საც ფა­ში­ნი­ა­ნის ვაჟი მან­ქა­ნი­დან ჩას­ვლას შე­ე­ცა­და.

"ქალ­მა უპა­სუ­ხა, რომ მას შვი­ლი მო­უკ­ლეს, და­სა­კარ­გი არა­ფე­რი აქვს და მზად არის თა­ვა­დაც მოკ­ლას აშო­ტი... სამ­ხედ­რო სა­საფ­ლა­ო­ზე უნდა წა­ეყ­ვა­ნა და იქ გა­და­წყვეტ­და მო­ეკ­ლა თუ გა­ეშ­ვა" - წერს გა­მო­ცე­მა.

თუმ­ცა, გა­ლე­ი­ა­ნის მტკი­ცე­ბით, არა­ვი­თა­რი ძალ­და­ტა­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა, მან მშვი­დად გა­ა­ღო მან­ქა­ნის კარი და ჩაჯ­და. "მე მას არც გა­მოვ­ლა­პა­რა­კე­ბი­ვარ... შემ­დეგ­ში რა და რო­გორ მოხ­და, ამის ნახ­ვა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი­თაც შე­უძ­ლი­ათ, ცხა­დია, თუ მო­ი­სურ­ვე­ბენ" - ამ­ბობს ის.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ა­ში სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა თა­ვად აშოტ ფა­ში­ნი­ან­მა, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ 8-დან 12 -წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრიფონი
14

ამ სააკიანებს ბედი არ წყალობთ, საქართველოში და სასომხეთში სროკზე არიან, აზერბაიჟანში არ უშვებენ, მოკლედ კავკასიაში არ დაედგომებათ...

მარტოხელა მგელი!
12

ამ სიტუაციაში ფაშინიანს მორალური უფლება არ აქვს მართოს ქვეყანა, ის უნდა გადადგეს!!!!!

ავტორი:

ომში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს პრემიერის შვილის გატაცება ბრალდება - "აშოტ ფაშინიანს ქალმა უთხრა რომ, დასაკარგი არაფერი ჰქონდა და სასაფლაოზე გადაწყვეტდა მის ბედს"

ომში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს პრემიერის შვილის გატაცება ბრალდება - "აშოტ ფაშინიანს ქალმა უთხრა რომ, დასაკარგი არაფერი ჰქონდა და სასაფლაოზე გადაწყვეტდა მის ბედს"

ყარაბაღის ომში დაღუპული სომეხი ჯარისკაცის ოჯახის წევრებს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შვილის გატაცებაში სდებენ ბრალს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთში აშოტ ფაშინიანის გატაცების მცდელობის მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"გამტაცებლები საზოგადოებრივი ორგანიზაცია "შვილების ძახილის" წევრები იყვნენ. ეს ორგანიზაცია სომხეთ-აზერბაიჯანის 44-დღიანი ომის დროს დაღუპული სომეხი ჯარისკაცების მშობლებმა შექმნეს. 8 მაისს მათ ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით კამპანია წამოიწყო...

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორგანიზაციის წევრების გარიკ გალეიანის, გაიანე მარტიროსიანის, ვიგენ აზატიანისა და ვაიდ სააკიანის წინააღმდეგ" - წერს სომხური მედია.

  • ორგანიზაციის წევრების თქმით, არავითარი გატაცება არ ყოფილა, უბრალოდ, მათ აშოტ ფაშინიანს აიძულეს მანქანაში ჩაჯდომა, მან კი ავტომანქანიდან გადახტომა სცადა, რის შემდეგაც მას ამავე ორგანიზაციის წევრის ავტომობილი დაეჯახა, თუმცა ეს განზრახ არ მომხდარა...

შედეგად, პრემიერ-მინისტრს ვაჟს დაზიანებული აქვს ქვედა კიდურები, ორგანიზაცია "შვილების ძახილის" წევრები ადგილიდან მიიმალნენ.

"შვილების ძახილის" წარმომადგენლების განცხადებით, მათ შენიშნეს, თუ როგორ გამოვიდა აშოტ ფაშინიანი სასამართლო შენობიდან მაშინ, როდესაც ისინი იქ აქციას მართავდნენ. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც შემდეგ ფიზიკურში გადაიზარდა.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნიკოლ ფაშინიანის შვილს თავს ესხმიან. 2 აპრილს, სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა გაავრცელა განცხადება, რომ აშოტ ფაშინიანს უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანები დაესხნენ თავს. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ პოლიციაში საჩივარი არ შესულა და აშოტ ფაშინიანმაც, პრემიერ-მინისტრის კუთვნილებაში არსებულ გამოცემა Айкакан Жаманак -თან საუბარში ეს ინფორმაცია უარყო.

ადგილობრივების ცნობით, ორგანიზაცია "შვილების ძახილი" გარიკ გალეიანს ეკუთვნის, რომლის შვილიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომში დაიღუპა. გალეიანი პრემიერ-მინისტრის შვილზე თავდასხმას უარყოფს.

"როდესაც აშოტ ფაშინიანი ადმინისტრაციული სასამართლოს შენობიდან გამოვიდა, მას ომში დაღუპული ჯარისკაცის, ჟორა მარტიროსიანის დედა, გაიანე მიუახლოვდა და მანქანით, "ერაბლურში", სამხედრო სასაფლაოზე წასვლა შესთავაზა. დანარჩენებმა, ვინც იქ იდგნენ, მას უთხრეს, გაჰყოლოდნენ სასაფლაოზე, რათა ენახა, რა ჩაიდინეს მისმა მშობლებმა" - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ქალმა მანქანაში პრემიერის შვილი ჩასვა, 2020 წლის ომსა და ხალხის დაღუპვაზე დაიწყო საუბარი, რასაც ქალის მხრიდან არაადეკვატური ქმედება ახლდა თან, მანქანის სიჩქარეს მოუმატა და ხმამაღლა ყვიროდა, რა დროსაც ფაშინიანის ვაჟი მანქანიდან ჩასვლას შეეცადა.

"ქალმა უპასუხა, რომ მას შვილი მოუკლეს, დასაკარგი არაფერი აქვს და მზად არის თავადაც მოკლას აშოტი... სამხედრო სასაფლაოზე უნდა წაეყვანა და იქ გადაწყვეტდა მოეკლა თუ გაეშვა" - წერს გამოცემა.

თუმცა, გალეიანის მტკიცებით, არავითარი ძალდატანება არ ყოფილა, მან მშვიდად გააღო მანქანის კარი და ჩაჯდა. "მე მას არც გამოვლაპარაკებივარ... შემდეგში რა და როგორ მოხდა, ამის ნახვა სათვალთვალო კამერებითაც შეუძლიათ, ცხადია, თუ მოისურვებენ" - ამბობს ის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციაში საჩივარი შეიტანა თავად აშოტ ფაშინიანმა, გამოძიება დაწყებულია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 8-დან 12 -წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.