პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
მსოფლიო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ბესტსელერი "Venture Deals - ვენჩურული გარიგებები" BTU-მ ქართულ ენაზე გამოსცა
მსოფლიო ბესტსელერი "Venture Deals - ვენჩურული გარიგებები" BTU-მ ქართულ ენაზე გამოსცა

სტარ­ტა­პე­ბი­სა და ინ­ვეს­ტო­რე­ბის სა­მა­გი­დე წიგ­ნი ბრედ ფელ­დსა და ჯე­ი­სონ მენ­დელ­სო­ნის ავ­ტო­რო­ბით შექ­მნი­ლი Venture Deals ახლა უკვე ქარ­თულ ენა­ზეც ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინი­ცი­რე­ბით და და­ფი­ნან­სე­ბით, წიგ­ნი ითარ­გმნა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის” მიერ და­ი­ბეჭ­და. წიგ­ნის წარ­დგე­ნა გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის ყო­ველ­წლი­ურ სა­მიტ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

წიგ­ნი მოგ­ვი­თხრობს თუ რა არის სა­რის­კო კა­პი­ტა­ლი და რო­გორ უნდა და­ი­დოს გა­რი­გე­ბე­ბი მე­წარ­მე­ებ­სა და ინ­ვეს­ტო­რებს შო­რის, რო­გორ მუ­შა­ობს ფონ­დე­ბის მო­ზიდ­ვის სის­ტე­მა, რა სირ­თუ­ლე­ე­ბია სტარ­ტა­პე­ბი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის ირ­გვლივ დღე­ვან­დელ დი­ნა­მი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ გა­რე­მო­ში.

ბრედ ფელ­დი და ჯე­ი­სონ მენ­დელ­სო­ნი არი­ან ად­რე­უ­ლი ეტა­პის ინ­ვეს­ტო­რე­ბი და სა­რის­კო კა­პი­ტა­ლის ფონ­დის Foundry Group-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი. ორი­ვე მათ­განს აქვს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­რის­კო კა­პი­ტალ­თან მი­მარ­თე­ბით, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მათ ხელ­მი­საწ­ვდო­მი აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნით გა­ხა­დეს.წიგ­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­სურსს წარ­მო­ად­გენს სტარ­ტა­პე­ბის­თვის, ინ­ვეს­ტი­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის და პი­რე­ბის­თვის. ეს სა­ი­მე­დო რე­სურ­სი ოს­ტა­ტუ­რად ასა­ხავს სა­რის­კო კა­პი­ტა­ლის არ­სე­ბით ელე­მენ­ტებს. ის გვაძ­ლევს და­ბა­ლან­სე­ბულ ხედ­ვას, გა­რი­გე­ბის მიღ­წე­ვის სტრა­ტე­გი­ებს, გვიჩ­ვე­ნებს პერ­სპექ­ტი­ვებს პრო­ცე­სის სხვა­დას­ხვა მო­ნა­წი­ლის მხრი­დან და გა­ნი­ხი­ლავს, თუ რო­გორ მუ­შა­ობს ფონ­დე­ბის მო­ზიდ­ვის სის­ტე­მა.Venture Deals ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცია BTU-მ პარტნი­ო­რებ­მა MIT-ის Martin Trust Center-დან მი­ი­ღო. Martin Trust Center არის ინო­ვა­ცი­უ­რი ქსე­ლი MIT-ში, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სტარ­ტა­პებს, სას­წავ­ლო კურ­სებს, ინ­ვეს­ტო­რებს, აქ­სე­ლე­რა­ტორს და ა.შ. ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, Venture Deals ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნია ვენ­ჩუ­რუ­ლი ფონ­დე­ბის და მათ­თან გა­რი­გე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ეს BTU-ს ინი­ცი­რე­ბით, ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი მე­ო­თხე წიგ­ნია, რო­მე­ლიც ინო­ვა­ცი­ე­ბის და მე­წარ­მე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

მსოფლიო ბესტსელერი "Venture Deals - ვენჩურული გარიგებები" BTU-მ ქართულ ენაზე გამოსცა

მსოფლიო ბესტსელერი "Venture Deals - ვენჩურული გარიგებები" BTU-მ ქართულ ენაზე გამოსცა

სტარტაპებისა და ინვესტორების სამაგიდე წიგნი ბრედ ფელდსა და ჯეისონ მენდელსონის ავტორობით შექმნილი Venture Deals ახლა უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიცირებით და დაფინანსებით, წიგნი ითარგმნა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის” მიერ დაიბეჭდა. წიგნის წარდგენა გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ სამიტზე გაიმართება.

წიგნი მოგვითხრობს თუ რა არის სარისკო კაპიტალი და როგორ უნდა დაიდოს გარიგებები მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის, როგორ მუშაობს ფონდების მოზიდვის სისტემა, რა სირთულეებია სტარტაპებისა და მეწარმეობის ირგვლივ დღევანდელ დინამიკურ, ეკონომიკურ გარემოში.

ბრედ ფელდი და ჯეისონ მენდელსონი არიან ადრეული ეტაპის ინვესტორები და სარისკო კაპიტალის ფონდის Foundry Group-ის დამფუძნებლები. ორივე მათგანს აქვს დიდი გამოცდილება სარისკო კაპიტალთან მიმართებით, ეს გამოცდილება მათ ხელმისაწვდომი აღნიშნული წიგნით გახადეს.წიგნი მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს სტარტაპებისთვის, ინვესტირებით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის და პირებისთვის. ეს საიმედო რესურსი ოსტატურად ასახავს სარისკო კაპიტალის არსებით ელემენტებს. ის გვაძლევს დაბალანსებულ ხედვას, გარიგების მიღწევის სტრატეგიებს, გვიჩვენებს პერსპექტივებს პროცესის სხვადასხვა მონაწილის მხრიდან და განიხილავს, თუ როგორ მუშაობს ფონდების მოზიდვის სისტემა.Venture Deals ქართულ ენაზე გამოცემის შესახებ რეკომენდაცია BTU-მ პარტნიორებმა MIT-ის Martin Trust Center-დან მიიღო. Martin Trust Center არის ინოვაციური ქსელი MIT-ში, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულ სტარტაპებს, სასწავლო კურსებს, ინვესტორებს, აქსელერატორს და ა.შ. ცენტრის წარმომადგენლების თქმით, Venture Deals ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია ვენჩურული ფონდების და მათთან გარიგებების შესახებ.

ეს BTU-ს ინიცირებით, ქართულ ენაზე გამოცემული მეოთხე წიგნია, რომელიც ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულებით ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

R