პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავარაუდოდ, ის მოწამლეს..." - სად გაქრა ლუკაშენკო?
"სავარაუდოდ, ის მოწამლეს..." - სად გაქრა ლუკაშენკო?

იმ დროს, როცა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში და­დის და რუ­სეთ­თან ომში დახ­მა­რე­ბას ითხოვს; როცა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჩი­ნე­თის ლი­დე­რის ვა­სა­ლი ხდე­ბა და როცა მისი თურ­ქი მე­გობ­რის - რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნის პრე­ზი­დენ­ტად ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნას გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­ეჭ­ვო მით­ქმა-მოთ­ქმა იზ­რდე­ბა.

9 მა­ისს მოს­კოვ­ში ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო გა­მარ­ჯვე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ აღ­ლუმს კი და­ეს­წრო, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შე­ნიშ­ნეს, რომ იგი საკ­მა­ოდ უქე­ი­ფოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ზო­გი­ერ­თებ­მა ვა­რა­უ­დი გა­მოთ­ქვეს, პრე­ზი­დენტს მკლავ­ში წვე­თო­ვა­ნი გა­დას­ხმის სის­ტე­მა ედ­გაო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან წი­თელ მო­ე­დან­ზე ფე­ხით სი­ა­რუ­ლიც ვე­ღარ შეძ­ლო, თა­ვის დსთ-ელ კო­ლე­გებს ჩა­მორ­ჩა და ელექტრო­მო­ბილ­ზე გა­დაჯ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სა­დილ­ზეც უარი თქვა და მინ­სკში თვითმფრი­ნა­ვით დაბ­რუნ­და. მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია და არ გა­მო­სუ­ლა 9 მა­ისს მინ­სკში გა­მარ­თულ სა­დღე­სას­წა­უ­ლო სა­ღა­მო­ზე. მოკ­ლედ, უკვე 6 დღე გა­ვი­და და ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მო­სუ­ლი არა­ვის უნა­ხავს.

რა მო­უ­ვი­და "ბაც­კას“? რა­ტომ არ­სად ჩანს ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო, რო­მე­ლიც, შემ­თხვე­ვას არას­დროს უშ­ვებს ხე­ლი­დან, რომ ტე­ლე­ეკ­რან­ზე და, ზო­გა­დად, მა­ს­მე­დი­ა­ში რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად გა­მოჩ­ნდეს? თვით ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ბე­ლა­რუ­სის ღერ­ბის, დრო­შის და ჰიმ­ნის დღეა, უი­მი­სოდ აღი­ნიშ­ნა. არა­და, წინა წლებ­ში ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო ამ დღეს ყო­ველ­თვის თვი­თონ გა­მო­დი­ო­და მი­მარ­თვით.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბე­ლა­რუ­სის 68 წლის ლი­დე­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არა მარ­ტო ჟურ­ნა­ლის­ტებს, არა­მედ - პო­ლი­ტი­კო­სებ­საც აინ­ტე­რე­სებთ. ბე­ლა­რუ­სი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, ალ­ბათ, უფრო მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ, მაგ­რამ ვერც ერთი მათ­გა­ნი, ბუ­ნებ­რი­ვია, "ზე­მოთ“ მყო­ფე­ბის და­უ­კი­თხა­ვად "სი­ტყვას ვერ დაძ­რავს“ პრე­ზი­დენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მთავ­რო­ბა კი დუ­მილს ინარ­ჩუ­ნებს. რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში თვლი­ან, რომ იგი, უბ­რა­ლოდ, ავად არის და მალე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა. გა­აგ­რძელთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

სამწუხაროდ ჩვენ ვართ სსრკ იმპერიის ნაგლეჯი, მართალია წალკოტი , მაგრამ წყობა არ გვივარგა, რადგან ის ძალადობრივია , ლენინმა იძალადა გელფანდის ფულებით და დაამხო კანონიერი სუზერენი , შველა მონარქიის აღდგენა და დემოკრატიაა, კონსტიტუციური მონარქია , მეფე კი ბაგრატიონთა დინასტიიდან , რომანოვებთან ნარევიც გამოდგება, არის მგონი კიდევ ეგეთი შემორჩენილი , აქ კი წმინდა სისხლის ბაგრატიონი , ასეთიც არის და არ უნდა ამას ახლა ძახილი ძლივს მოვიშორეთ და ახლა მეფე გვარჩენინეო, მე გეტყვით, ერთი ბაგრატიონის და ათი მათი ჯალაბობის რჩენა ჯობია ათასი ნაკომკავშირალი აწ ყაჩაღი მილიანერ მილიარდერის რჩენას, ეგენი გვძარცვავენ, ბაგრატიონი არ გაგვძარცვავს, არა აქვთ სისხლში, ბალშევიკებს და მათ ბადიშებს კი აქვთ ! კონსტიტუციური მონარქია უმაღლესი დონის დემოკრატიაა და მაგალითები , რომ მაგ პირობებში შეიძლება სოციალურად ორიენტირებული თავისუფალი კონკურენციის ეკონომიკა გქონდეს და უკეთ იცხოვრო ვიდრე დღეს, არის ბრიტანეთი, იაპონია, ნორვეგია, დანია, შვეცია , ნიდერლანდი , გავაგრძელო ? ამაზე უარესი რა უნდა იყოს, ახლა რომაა ?! მე დავირტყამ აზნაურობას, იმდენი გადასახადი მაქვს ნახდი, მეკუთვნის ! ტახტის აზნაური , ალექს, მაგრად ჟღერს -პაპაჩემი საფლავში გადატრიალდება რომ გაიგებს რვა ნომერი გლეხი გააზატდა და შესაძლოა კიდეც აირჩიონ სადმეო , ისე რომ არც ქოცი, არც ნაცი და არც რომელიმეს სატელიტი არ იყოსო ! 

ურე
1

მართლა რო მოკვდეს, ხალხმა რა უნდა ქნას?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"სავარაუდოდ, ის მოწამლეს..." - სად გაქრა ლუკაშენკო?

"სავარაუდოდ, ის მოწამლეს..." - სად გაქრა ლუკაშენკო?

იმ დროს, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებში დადის და რუსეთთან ომში დახმარებას ითხოვს; როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როგორც ამბობენ, ჩინეთის ლიდერის ვასალი ხდება და როცა მისი თურქი მეგობრის - რეჯეფ ერდოღანის პრეზიდენტად ყოფნა-არყოფნას გარკვეული საფრთხე ემუქრება, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საეჭვო მითქმა-მოთქმა იზრდება.

9 მაისს მოსკოვში ალექსანდრე ლუკაშენკო გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს კი დაესწრო, მაგრამ ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ იგი საკმაოდ უქეიფოდ გამოიყურებოდა. ზოგიერთებმა ვარაუდი გამოთქვეს, პრეზიდენტს მკლავში წვეთოვანი გადასხმის სისტემა ედგაო. მოგვიანებით მან წითელ მოედანზე ფეხით სიარულიც ვეღარ შეძლო, თავის დსთ-ელ კოლეგებს ჩამორჩა და ელექტრომობილზე გადაჯდა, საბოლოოდ კი, სადღესასწაულო სადილზეც უარი თქვა და მინსკში თვითმფრინავით დაბრუნდა. მას მონაწილეობა არ მიუღია და არ გამოსულა 9 მაისს მინსკში გამართულ სადღესასწაულო საღამოზე. მოკლედ, უკვე 6 დღე გავიდა და ბელარუსის პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე გამოსული არავის უნახავს.

რა მოუვიდა "ბაცკას“? რატომ არსად ჩანს ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც, შემთხვევას არასდროს უშვებს ხელიდან, რომ ტელეეკრანზე და, ზოგადად, მასმედიაში რაც შეიძლება ხშირად გამოჩნდეს? თვით ისეთი მნიშვნელოვანი საზეიმო ღონისძიება, რომელიც ბელარუსის ღერბის, დროშის და ჰიმნის დღეა, უიმისოდ აღინიშნა. არადა, წინა წლებში ალექსანდრე ლუკაშენკო ამ დღეს ყოველთვის თვითონ გამოდიოდა მიმართვით.

რასაკვირველია, ბელარუსის 68 წლის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა არა მარტო ჟურნალისტებს, არამედ - პოლიტიკოსებსაც აინტერესებთ. ბელარუსი ჩინოვნიკები, ალბათ, უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ ვერც ერთი მათგანი, ბუნებრივია, "ზემოთ“ მყოფების დაუკითხავად "სიტყვას ვერ დაძრავს“ პრეზიდენტის მდგომარეობაზე, მთავრობა კი დუმილს ინარჩუნებს. რუსეთის პოლიტიკურ წრეებში თვლიან, რომ იგი, უბრალოდ, ავად არის და მალე გამოჯანმრთელდება. გააგრძელთ კითხვა