მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ამ საზოგადოების ნაწილი ვარ..." - თურქი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც პარლამენტში მოსახვედრად იბრძვის
"მე ამ საზოგადოების ნაწილი ვარ..." - თურქი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც პარლამენტში მოსახვედრად იბრძვის

ზე­ი­ნეფ ეს­მე­რაი ოზა­დიქ­ტი გახ­ლავთ ტრანსგენ­დე­რი ქალი, მსა­ხი­ო­ბი და პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც კენ­ჭს იყ­რის თურ­ქე­თის პარ­ლა­მენ­ტში მო­სახ­ვედ­რად.

იგი წარ­დგე­ნი­ლია "თურ­ქე­თის მუ­შა­თა პარ­ტი­ის" მიერ სტამ­ბო­ლის მე-2 ოლ­ქში და გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს ებ­რძო­ლოს დის­კრი­მი­ნა­ცი­ას და პრობ­ლე­მებს, რო­მელ­თა წი­ნა­შეც ქვეყ­ნის ლგბტ თემი დგას.

"თურ­ქეთ­ში ტრანსგენ­დე­რი ქალი უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტია", - ამ­ბობს ეს­მე­რი, რა­შიც გუ­ლის­ხმობს თურ­ქე­თის მმარ­თვე­ლი "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პარ­ტი­ის" ან­ტი­გეი რი­ტო­რი­კას სა­პარ­ლა­მენ­ტო და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ.

მისი კონ­კუ­რენ­ტი არ­ჩევ­ნებ­ში, თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სუ­ლე­ი­მან სო­ი­ლუ ხში­რად ეს­ხმის თავს ლგბტ ადა­მი­ა­ნებს.

"მათ უნ­დათ, რომ თურ­ქეთ­ში კა­ცე­ბი და­ქორ­წინ­დნენ კა­ცებ­ზე და ქა­ლე­ბი და­ქორ­წინ­დნენ ქა­ლებ­ზე, მაგ­რამ უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია, მათ ვერ მო­ა­ხერ­ხეს ჩვე­ნი გა­ტეხ­ვა, რად­გან ჩვენ გვაქვს ძლი­ე­რი ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი“, - თქვა მან 2 მა­ისს სტამ­ბოლ­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე.

თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი ერ­დო­ღა­ნი გა­მოს­ვლე­ბი­სას ხში­რად აკ­რი­ტი­კებს ლგბტ თემს და მათ მხარ­დამ­ჭე­რებს გარ­ყვნი­ლებს უწო­დებს.

ეს­მე­რაი, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ხში­რად გა­ნიც­დი­და ჰო­მო­ფო­ბი­ურ თავ­დას­ხმებს, ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ან­ტი­გეი რი­ტო­რი­კის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­მო­კი­თხვე­ბის შე­დეგ­მა, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­სო­წარ­კვე­თა­ში აგ­დებს.

"თა­ვი­დან მათ სურ­დათ კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის ხმე­ბის მო­პო­ვე­ბა რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებ­ზე თა­მა­შით, მაგ­რამ ჰო­მო­ფო­ბი­ას და ტრანსფო­ბი­ას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო რე­ლი­გი­ას­თან“, - ამ­ბობს ეს­მე­რაი.

ამავდრო­უ­ლად, ტრან­გენ­დე­რი ქალი ში­შობს, რომ ამ მან­კი­ერ­მა რი­ტო­რი­კამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ახა­ლი თავ­დას­ხმე­ბი თურ­ქე­თის ლგბტ თემ­ზე.

"ტრანსგენ­დერ ქა­ლებს კვლავ უმი­ზე­ზოდ აკა­ვე­ბენ, თუნ­დაც სა­ყიდ­ლებ­ზე წა­ვიდ­ნენ, აჯა­რი­მე­ბენ დრეს კო­დის დარ­ღვე­ვის მო­ტი­ვით და აბ­რა­ლე­ბენ "თურ­ქუ­ლი ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­რა­ლუ­რი კო­დექ­სის დარ­ღვე­ვი­სას“...

ეს­მე­რაი ჯერ კი­დევ 1990-იან წლებ­ში გა­ნიც­დი­და, ეთ­ნი­კურ და გენ­დერულ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას - ერთი მხრივ, რო­გორც ქურ­თი ქალი, მე­ო­რე მხრივ კი, რო­გორც ტრანსგენ­დე­რი ქალი. მას ხში­რად აკა­ვებ­დნენ და თავს ეს­ხმოდ­ნენ. მას შემ­დეგ კი, რაც თე­ატ­რა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას შე­უდ­გა და ლგბტ მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვის­ტი გახ­და, პო­ლი­ტი­კის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნდა.

ის ჯერ კი­დევ 2013 წელს შე­უ­ერ­თდა პრო­ქურ­თულ სა­ხალ­ხო დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ას (HDP), მაგ­რამ არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭს იყ­რის "თურ­ქე­თის მუ­შა­თა პარ­ტი­ი­დან".

არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ეს­მე­რა­ის აქვს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სია, რო­მელ­თა გან­ხილ­ვა­საც აპი­რებს პარ­ლა­მენ­ტში. მათ შო­რი­საა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა ლგბტ თე­მის წევ­რე­ბის­თვის და თავ­შე­საფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ტრანსგენ­დე­რი ქა­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ადრე სექ­სინ­დუსტრი­ა­ში მუ­შა­ობ­დნენ.

თურ­ქეთ­ში ცნე­ბა გეი არ არის აკ­რძა­ლუ­ლი, მაგ­რამ კონ­სერ­ვა­ტო­რებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მათი არ­სე­ბო­ბა, ისე­ვე რო­გორც ლგბტ თე­მის მხარ­და­ჭე­რა და დაც­ვა, ძირს უთხრის ტრა­დი­ცი­ულ ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი გეი აღ­ლუ­მე­ბი, სტამ­ბოლ­ში 2015 წელს აიკ­რძა­ლა. ქა­ლა­ქის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "სტამ­ბუ­ლი პრა­ი­დის“ ჩა­ტა­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს და­არ­ღვევს.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვენ­თან, ლგბტ თემ­თან თუ ტრანს ქა­ლებ­თან არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ აქვს, - ამ­ბობს ეს­მე­რაი, - ასე რომ იყოს, ქუ­ჩა­შიც კი ვერ გა­მო­ვი­დო­დით. ​​პრობ­ლე­მე­ბი იმათ აქვთ, ვინც ჩვენს შო­რის დგას. ესე­ნი არი­ან ის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, - სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის მზად ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­სა­ღე­ბა­დო... მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, მე უკვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ვარ, რის მი­ღე­ბაც მათ არ სურთ და ამას სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ..." წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"მე ამ საზოგადოების ნაწილი ვარ..." - თურქი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც პარლამენტში მოსახვედრად იბრძვის

"მე ამ საზოგადოების ნაწილი ვარ..." - თურქი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც პარლამენტში მოსახვედრად იბრძვის

ზეინეფ ესმერაი ოზადიქტი გახლავთ ტრანსგენდერი ქალი, მსახიობი და პოლიტიკოსი, რომელიც კენჭს იყრის თურქეთის პარლამენტში მოსახვედრად.

იგი წარდგენილია "თურქეთის მუშათა პარტიის" მიერ სტამბოლის მე-2 ოლქში და გადაწყვეტილი აქვს ებრძოლოს დისკრიმინაციას და პრობლემებს, რომელთა წინაშეც ქვეყნის ლგბტ თემი დგას.

"თურქეთში ტრანსგენდერი ქალი უკვე პოლიტიკური აქტია", - ამბობს ესმერი, რაშიც გულისხმობს თურქეთის მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" ანტიგეი რიტორიკას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

მისი კონკურენტი არჩევნებში, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ ხშირად ესხმის თავს ლგბტ ადამიანებს.

"მათ უნდათ, რომ თურქეთში კაცები დაქორწინდნენ კაცებზე და ქალები დაქორწინდნენ ქალებზე, მაგრამ უკვე მრავალი წელია, მათ ვერ მოახერხეს ჩვენი გატეხვა, რადგან ჩვენ გვაქვს ძლიერი ოჯახური ტრადიციები“, - თქვა მან 2 მაისს სტამბოლში გამართულ აქციაზე.

თავად პრეზიდენტი ერდოღანი გამოსვლებისას ხშირად აკრიტიკებს ლგბტ თემს და მათ მხარდამჭერებს გარყვნილებს უწოდებს.

ესმერაი, რომელიც წარსულში ხშირად განიცდიდა ჰომოფობიურ თავდასხმებს, ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ანტიგეი რიტორიკის ამჟამინდელი მატება განაპირობა საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელი გამოკითხვების შედეგმა, რაც ხელისუფლებას სასოწარკვეთაში აგდებს.

"თავიდან მათ სურდათ კონსერვატიული ამომრჩევლების ხმების მოპოვება რელიგიურ გრძნობებზე თამაშით, მაგრამ ჰომოფობიას და ტრანსფობიას არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან“, - ამბობს ესმერაი.

ამავდროულად, ტრანგენდერი ქალი შიშობს, რომ ამ მანკიერმა რიტორიკამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი თავდასხმები თურქეთის ლგბტ თემზე.

"ტრანსგენდერ ქალებს კვლავ უმიზეზოდ აკავებენ, თუნდაც საყიდლებზე წავიდნენ, აჯარიმებენ დრეს კოდის დარღვევის მოტივით და აბრალებენ "თურქული ოჯახური ღირებულებების შეურაცხყოფასა და საზოგადოებრივი მორალური კოდექსის დარღვევისას“...

ესმერაი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში განიცდიდა, ეთნიკურ და გენდერულ დისკრიმინაციას - ერთი მხრივ, როგორც ქურთი ქალი, მეორე მხრივ კი, როგორც ტრანსგენდერი ქალი. მას ხშირად აკავებდნენ და თავს ესხმოდნენ. მას შემდეგ კი, რაც თეატრალურ საქმიანობას შეუდგა და ლგბტ მოძრაობის აქტივისტი გახდა, პოლიტიკის მიმართ ინტერესი გაუჩნდა.

ის ჯერ კიდევ 2013 წელს შეუერთდა პროქურთულ სახალხო დემოკრატიულ პარტიას (HDP), მაგრამ არჩევნებში კენჭს იყრის "თურქეთის მუშათა პარტიიდან".

არჩევის შემთხვევაში, ესმერაის აქვს პრიორიტეტების სია, რომელთა განხილვასაც აპირებს პარლამენტში. მათ შორისაა სამუშაო ადგილების შექმნა ლგბტ თემის წევრებისთვის და თავშესაფრით უზრუნველყოფა ტრანსგენდერი ქალებისთვის, რომლებიც ადრე სექსინდუსტრიაში მუშაობდნენ.

თურქეთში ცნება გეი არ არის აკრძალული, მაგრამ კონსერვატორებს მიაჩნიათ, რომ მათი არსებობა, ისევე როგორც ლგბტ თემის მხარდაჭერა და დაცვა, ძირს უთხრის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტრადიციად ქცეული გეი აღლუმები, სტამბოლში 2015 წელს აიკრძალა. ქალაქის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ "სტამბული პრაიდის“ ჩატარება საზოგადოებრივ წესრიგს დაარღვევს.

"ფაქტობრივად, საზოგადოებას ჩვენთან, ლგბტ თემთან თუ ტრანს ქალებთან არანაირი პრობლემა არ აქვს, - ამბობს ესმერაი, - ასე რომ იყოს, ქუჩაშიც კი ვერ გამოვიდოდით. ​​პრობლემები იმათ აქვთ, ვინც ჩვენს შორის დგას. ესენი არიან ის თანამდებობის პირები, რომლებიც აცხადებენ, - საზოგადოება არ არის მზად ლგბტ ადამიანების მისაღებადო... მაგრამ რეალურად, მე უკვე საზოგადოების ნაწილი ვარ, რის მიღებაც მათ არ სურთ და ამას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ..." წყარო

იხილეთ ასევე: