გუშინ რაც ვიხილეთ, რა დავარქვა არ ვიცი, „გედის სიმღერა“, თუ რა - პანიკაში მყოფი სანქცირებულების ჯგუფის წევრები ცდილობენ აჩვენონ, რომ თითქოს მათ არაფერი აღელვებთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მოსამართლეების კორპუსის წარმომადგენლების მიერ გუშინ, ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლეების დღის აღნიშვნას.
როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, ის, რაც გუშინ ხდებოდა, მძიმე სანახავი იყო და ეს „ქართული სასამართლოს სახეა“.
"ჩემთვის, როგორც არა მხოლოდ პოლიტიკოსისთვის, არამედ როგორც იურისტისთვის, უმძიმესი სანახავი იყო. ზოგადად, მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები ადამიანები არიან, ქეიფი და დროსტარება, ბუნებრივია, აკრძალული არ არის, თუმცა არსებობს რაღაც ეთიკური სტანდარტები, რაც განსაკუთრებით მოსამართლეებმა უნდა დაიცვან. გუშინ რაც ვიხილეთ, ამას რა დავარქვა არ ვიცი - „გედის სიმღერა“ თუ რა, მძიმე სანახავი იყო. ეს არის სასამართლოს სახე. პანიკაში მყოფი სანქცირებულების ჯგუფის წევრები ცდილობენ, აჩვენონ, რომ თითქოს მათ არაფერი აღელვებთ. საზოგადოების წინაშე დემონსტრირებას ცდილობენ, თითქოს, არაფერი აინტერესებთ . აპირებენ გააგრძელონ ისე, როგორც აქამდე.
მძიმეა, რომ ეს არის სასამართლოს სახე. კეთილსინდისიერი და დამოუკიდებელი მოსამართლეების არსებობა, რომლებიც სისტემაში არიან, მნიშვნელობას კარგავს ამ ფონზე, იმიტომ რომ ზედაპირზე ამოსულია კორუფციონერი მოსამართლეების სურათი, იმიჯი და მაფიოზური დაჯგუფება. ეს ყველაფერი მძიმე ზინას აყენებს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას და არა მხოლოდ სასამართლოს“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
წაიკითხეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო:
მურუსიძემ, სიმღერის დროს, დაასლოკინა. ალბათ, ნათლია კი არა, ნათია ახსენებს.
მეზვრიშვილი ვინ არის? თავი ისე უჭირავს გამარჯობას არ კადრულობს, ვითომ რამეს წარმოადგენს. ამას უნდა დაეკითხონ , ვინ სად იმღერებს და იქეიფებს. ისე ქეიფი არ შეიძლება? აკრძალულია? ლგბტს პარადები შეიძლება და მისი ყოველდღიური პროპაგანდა? ქუჩაში კაცების კოცნაობა მოსულა? მოკლედ სიძულვილში იხრჩობა ქვეყანა. ჩვენ კი მართლაც კელის ვასალები უნდა გავხდეთ, აქეთ გვიბიძგებენ. ფრთიანი ანგელოზი რომელი ხართ? აბა გამოხტით? ყველას აქვს თავისი ცოდვა და ყველას მოეკითხება. ჩვენ კი ცოტა უნდა მივხვდეთ ჩვენ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ ამ ქვეყნისთვის. გახარიასავით ქვეშქვეშა კაცის კი პოლიტიკას უნდა გაეცალოს და მეურნეობას მიხედოს.