პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი

3

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ უნდა დავუახლოვდეთ რუსეთს? რა გვინდა, ისევ რუსეთის ორბიტაზე ტრიალი და აღდგენილ საბჭოთა კავშირში აღმოჩენა?" - როგორ აფასებს ლანა ღოღობერიძე პუტინის გადაწყვეტილებას
"როგორ უნდა დავუახლოვდეთ რუსეთს? რა გვინდა, ისევ რუსეთის ორბიტაზე ტრიალი და აღდგენილ საბჭოთა კავშირში აღმოჩენა?" - როგორ აფასებს ლანა ღოღობერიძე პუტინის გადაწყვეტილებას

ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მი და ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვას აუქ­მებს. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო ეწე­რე­ბა იმ მცი­რე­რი­ცხო­ვან ქვეყ­ნებს შო­რის, ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რუ­სეთს, უკ­რა­ი­ნას­თან ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, პროგ­რე­სი აქვს. ბევ­რმა პუ­ტი­ნის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის პრო­ვო­კა­ცი­ულ ჯილ­დოდ აღიქ­ვა. სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა პუ­ტი­ნის ეს გან­კარ­გუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იმ ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტის წინ, როცა ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა-არ­მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი წყდე­ბა.

ამ არც თუ სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნას ambebi.ge - სთან რე­ჟი­სო­რი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე აფა­სებს:

"დღე­ვან­დელ დღეს, რო­დე­საც ასე მკვეთ­რად არის გა­ყო­ფი­ლი მსოფ­ლიო, რო­დე­საც და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო, მთე­ლი და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცია, რომ­ლის­კე­ნაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვის­წრა­ფით, ასე აშ­კა­რად და­უ­პი­რის­პირ­და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ულ ამ­ბი­ცი­ებს, რო­დე­საც ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მიერ პუ­ტი­ნი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვედ, რო­დე­საც რუ­სე­თი არის ტე­რო­რიზ­მის ხელ­შემ­წყობ ქვეყ­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლი, ჩვე­ნი მარ­თლაც პა­ტა­რა ქვეყ­ნის, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სულ მარ­ტო, რუ­სეთ­თან რა­ი­მე სა­ხით და­ახ­ლო­ე­ბა სრუ­ლი­ად და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია. სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა, რა თქმა უნდა, მათი საქ­მეა, მაგ­რამ ჩვენ­თან ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. რო­გორ უნდა იფ­რი­ნონ იმ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ისე­დაც და­სან­ქცი­რე­ბულ­ნი არი­ან თუ ჩვე­ნე­ბი შე­ე­ხი­დე­ბი­ან? რაც მთა­ვა­რია, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვაა - აი, ახლა, როცა ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ზღურ­ბლზე ვართ, რო­გორ უნდა და­ვუ­ახ­ლოვ­დეთ რუ­სეთს? რა გვინ­და, ისევ რუ­სე­თის ორ­ბი­ტა­ზე ტრი­ა­ლი და აღ­დგე­ნილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აღ­მო­ჩე­ნა? ეს ხომ მარ­თლა სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია?! ეს ბევრ პრობ­ლე­მას შეგ­ვიქ­მნის, ერ­თა­დერ­თი იმე­დი ისაა, რომ მთე­ლი ევ­რო­პაც და ამე­რი­კაც ხე­დავს, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მონ­დო­მე­ბუ­ლია გახ­დეს პროგ­რე­სუ­ლი, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ევ­რო­პის წევ­რი. ეს ჩვენ­თვის იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვი სწრაფ­ვაა, რომ მგო­ნია, ის­ტო­რია ასეთ ნა­ბიჯს ვერ გა­და­ად­გმე­ვი­ნებს ჩვენს ქვე­ყა­ნას.

ისიც გა­სა­გე­ბია, რომ იქ, რუ­სეთ­ში ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ყო­ველ­თვის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია პი­როვ­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სურ­ვი­ლი, რომ მათ ისე­დაც მძი­მე ყოფა შე­უმ­სუ­ბუ­ქო, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ რო­დე­საც სას­წორ­ზე დევს შენი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი, მა­შინ ეს, რა თქმა უნდა, მე­ო­რე პლან­ზე გა­და­დის. დად­გე­ბა ის დრო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ევ­რო­პის ნა­წი­ლი, რუ­სე­თიც უფრო ნორ­მა­ლუ­რი და უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა და მა­შინ ფრე­ნე­ბიც აღ­ვად­გი­ნოთ და, სა­ერ­თო­დაც, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­დეს მას­თან, ჩვე­ნი კულ­ტუ­რე­ბიც და­ახ­ლოვ­დეს ერ­თმა­ნეთ­თან, ეს ნამ­დვი­ლად მო­მინ­დე­ბო­და, მაგ­რამ ახლა არა, - მო­მა­ვალ­ში. მარ­თა­ლია, პუ­ტი­ნი ხელს გვიშ­ლის და­სავ­ლეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა­ში, მაგ­რამ, მგო­ნია, არ გა­მო­უ­ვა, რო­დე­საც ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს იმ იდე­ას, რომ ჩვე­ნი ად­გი­ლი არის და­სავ­ლურ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში. ეს სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი მის­წრა­ფე­ბა იყო, ჩვე­ნი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ემ­თხვე­ვა ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებს და ჩვე­ნი კულ­ტუ­რა არის ევ­რო­პუ­ლი ჰუ­მა­ნის­ტუ­რი კულ­ტუ­რა, ამი­ტომ, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ბო­ლომ­დე ამ აზ­რზე იქ­ნე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება ისაკო დევიძის ბინიდან კადრები, ჩხრეკის დასრულბის შემდეგ - "ნახეთ, რა ხდება"
ავტორი:

"როგორ უნდა დავუახლოვდეთ რუსეთს? რა გვინდა, ისევ რუსეთის ორბიტაზე ტრიალი და აღდგენილ საბჭოთა კავშირში აღმოჩენა?" - როგორ აფასებს ლანა ღოღობერიძე პუტინის გადაწყვეტილებას

"როგორ უნდა დავუახლოვდეთ რუსეთს? რა გვინდა, ისევ რუსეთის ორბიტაზე ტრიალი და აღდგენილ საბჭოთა კავშირში აღმოჩენა?" - როგორ აფასებს ლანა ღოღობერიძე პუტინის გადაწყვეტილებას

ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და ფრენების აკრძალვას აუქმებს. ამ გადაწყვეტილებით, სამწუხაროდ, საქართველო ეწერება იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, ვისთანაც ურთიერთობაში რუსეთს, უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, პროგრესი აქვს. ბევრმა პუტინის ეს გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლებისთვის პროვოკაციულ ჯილდოდ აღიქვა. სრულიად ნათელია, რას ემსახურება პუტინის ეს განკარგულება საქართველოსთვის იმ ისტორიული მომენტის წინ, როცა ბრიუსელში ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი წყდება.

ამ არც თუ სასიამოვნო მოვლენას ambebi.ge - სთან რეჟისორი ლანა ღოღობერიძე აფასებს:

"დღევანდელ დღეს, როდესაც ასე მკვეთრად არის გაყოფილი მსოფლიო, როდესაც დასავლური სამყარო, მთელი დასავლური ცივილიზაცია, რომლისკენაც საუკუნეების განმავლობაში მივისწრაფით, ასე აშკარად დაუპირისპირდა რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, როდესაც ამ საზოგადოებრივი აზრის მიერ პუტინი გამოცხადებულია სამხედრო დამნაშავედ, როდესაც რუსეთი არის ტერორიზმის ხელშემწყობ ქვეყნად აღიარებული, ჩვენი მართლაც პატარა ქვეყნის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო სულ მარტო, რუსეთთან რაიმე სახით დაახლოება სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია. სავიზო რეჟიმის გაუქმება, რა თქმა უნდა, მათი საქმეა, მაგრამ ჩვენთან ფრენების აღდგენა სრულიად მიუღებელია. როგორ უნდა იფრინონ იმ ავიაკომპანიებმა, რომლებიც ისედაც დასანქცირებულნი არიან თუ ჩვენები შეეხიდებიან? რაც მთავარია, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა - აი, ახლა, როცა ისტორიული გადაწყვეტილების ზღურბლზე ვართ, როგორ უნდა დავუახლოვდეთ რუსეთს? რა გვინდა, ისევ რუსეთის ორბიტაზე ტრიალი და აღდგენილ საბჭოთა კავშირში აღმოჩენა? ეს ხომ მართლა სრულიად წარმოუდგენელია?! ეს ბევრ პრობლემას შეგვიქმნის, ერთადერთი იმედი ისაა, რომ მთელი ევროპაც და ამერიკაც ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა მონდომებულია გახდეს პროგრესული, ცივილიზებული ევროპის წევრი. ეს ჩვენთვის იმდენად ბუნებრივი სწრაფვაა, რომ მგონია, ისტორია ასეთ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს ჩვენს ქვეყანას.

ისიც გასაგებია, რომ იქ, რუსეთში ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ, ყოველთვის გასათვალისწინებელია პიროვნება, ადამიანი, ჩვენი მოქალაქეების სურვილი, რომ მათ ისედაც მძიმე ყოფა შეუმსუბუქო, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როდესაც სასწორზე დევს შენი ქვეყნის მომავალი, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, მეორე პლანზე გადადის. დადგება ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ევროპის ნაწილი, რუსეთიც უფრო ნორმალური და უფრო დემოკრატიული ქვეყანა გახდება და მაშინ ფრენებიც აღვადგინოთ და, საერთოდაც, კარგი ურთიერთობა გვქონდეს მასთან, ჩვენი კულტურებიც დაახლოვდეს ერთმანეთთან, ეს ნამდვილად მომინდებოდა, მაგრამ ახლა არა, - მომავალში. მართალია, პუტინი ხელს გვიშლის დასავლეთთან დაახლოებაში, მაგრამ, მგონია, არ გამოუვა, როდესაც ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს იმ იდეას, რომ ჩვენი ადგილი არის დასავლურ ცივილიზებულ სამყაროში. ეს საუკუნეთა განმავლობაში ჩვენი მისწრაფება იყო, ჩვენი ფასეულობები ემთხვევა ევროპულ ფასეულობებს და ჩვენი კულტურა არის ევროპული ჰუმანისტური კულტურა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოებაც ბოლომდე ამ აზრზე იქნება, დარწმუნებული ვარ“.

იხილეთ ასევე: