მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახური ტრადიცია“ - კამილა პარკერ-ბოულზის დიდი ბებია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფის საყვარელი იყო
"ოჯახური ტრადიცია“ - კამილა პარკერ-ბოულზის დიდი ბებია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფის საყვარელი იყო

მეფე ჩარლ­ზის, პრინ­ცე­სა დი­ა­ნას და კა­მი­ლა პარ­კერ ბო­ულ­ზის სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ სკან­და­ლად მი­იჩ­ნე­ვა. თუმ­ცა, ბევ­რმა არ იცის, რომ კა­მი­ლა თა­ვი­სი ოჯა­ხი­დან ერ­თა­დერ­თი არ ყო­ფი­ლა, ვინც სა­მე­ფო წყვილს შო­რის ჩად­გა - კა­მი­ლას დიდი ბე­ბია, ელის კე­პე­ლი მეფე ედუ­არდ VII-ის საყ­ვა­რე­ლი იყო.

ელის ფრე­დე­რი­კა ედ­მონ­სტო­ნი 1868 წელს, არის­ტოკ­რა­ტულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და: მისი მამა სა­მე­ფო სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ად­მი­რა­ლი იყო. გო­გო­ნა შოტ­ლან­დი­ა­ში, დანტრი­ტის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში იზ­რდე­ბო­და და 23 წლის ასაკ­ში ლე­ი­ტე­ნანტ-პოლ­კოვ­ნიკ ჯორჯ კე­პელ­ზე და­ქორ­წინ­და.

წაბ­ლის­ფე­რი თმით, ფერ­მკრთა­ლი კა­ნით, დიდი ლურ­ჯი თვა­ლე­ბით და ვიწ­რო წე­ლით ელი­სი ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი ეპო­ქის სი­ლა­მა­ზის ყვე­ლა სტან­დარტს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ლონ­დონ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, ელი­სი ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი წრის ნა­წი­ლი გახ­და. ფულ­მა და კავ­ში­რებ­მა მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. სწო­რედ ასე, 1898 წელს პრინ­ცი ალ­ბერტ ედუ­არ­დი გა­იც­ნო. ელი­სი მა­შინ 29 წლის იყო, ედუ­არ­დი - 54.

მეფე ედუ­არდ VII და დე­დო­ფა­ლი ალექ­სან­დრა

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ელის­სა და ჯორჯს ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბა ჰქონ­დათ. წყვი­ლი ერ­თად ორ ქა­ლიშ­ვილს, ვი­ო­ლეტ­სა და სო­ნი­ას ზრდი­და. ჯორ­ჯის­თვის ცო­ლის ღა­ლა­ტი პრობ­ლე­მას არ წამ­რო­ად­გენ­და. ამ­ბობ­და კი­დეც: "არ მა­წუ­ხებს რა­საც აკე­თებს. ვიცი, რომ ბო­ლოს მა­ინც ჩემ­თან დაბ­რუნ­დე­ბა.“ ამას ალ­ბათ ხელს ის ფაქ­ტიც უწყობ­და, რომ მეფე კე­პე­ლე­ბის ოჯახს ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და - მან ელისს ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბი გა­დას­ცა, მისი მე­უღ­ლე კი მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხურ­ში და­ა­წი­ნა­უ­რა. ამი­ტომ, როცა ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ედუ­არდ VII ელი­სის სა­ნა­ხა­ვად მოს­ვლას აპი­რებ­და, ჯორ­ჯი სახ­ლს ყო­ველ­გვა­რი პრობ­ლე­მის გა­რე­შე ტო­ვებ­და და მე­ფეს ცოლ­თან გან­მარ­ტო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, დე­დო­ფა­ლი ალექ­სან­დრა და­ნი­ე­ლი და ელის კა­პე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი იყ­ვნენ. პრინ­ცე­სა დი­ა­ნას­გან გან­სხვა­ვე­ბით, პრობ­ლე­მას ვერ ხე­დავ­და იმა­ში, რომ "ქორ­წი­ნე­ბა­ში სამ­ნი იყ­ვნენ". მან თა­ვი­დან­ვე მისი ქმრის ელის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სარ­გებ­ლოდ მი­იჩ­ნია, რად­გან მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­მო­ა­შო­რა მე­ფეს სკან­და­ლუ­რი საყ­ვა­რე­ლი დე­ი­ზი უორ­ვი­კი. ელი­სი გა­ცი­ლე­ბით ფრთხი­ლი იყო და არ ახა­სი­ა­თებ­და არას­ტა­ბი­ლუ­რი ქცე­ვა. ამ­ბო­ბენ, რომ ის დე­დო­ფალს სა­ჩუქ­რე­ბი­თაც ანე­ბივ­რებ­და. და.

9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ელის კე­პე­ლი მე­ფის ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ შეკ­რე­ბა­ზე მას­თან ერ­თად ჩნდე­ბო­და და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­წლი­ურ ვი­ზიტ­ზე დაჰ­ყვე­ბო­და, სა­დაც დე­დოფ­ლის­თვის შე­სა­ფე­რის დახ­ვედ­რას იღებ­და.

1910 წლის 6 მა­ისს ედუ­არდ VII გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. სა­სიკ­ვდი­ლო სა­რე­ცელ­თან სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის გვერ­დით, მისი საყ­ვა­რე­ლიც იდგა - ის­ტე­რი­კა­ში ჩა­ვარ­დნილ ელისს ოთა­ხი იძუ­ლე­ბით და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.

ედუ­არ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ახა­ლი მე­ფის ბრძა­ნე­ბით, ელისს ოჯახ­თან ერ­თად ინ­გლი­სის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია. მომ­დევ­ნო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი იტა­ლი­ა­ში, ალ­ჟირ­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ჩი­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რობ­დნენ. 1912 წელს კი ისევ ლონ­დონ­ში დაბ­რუნ­დნენ. პირ­ველ მსოფ­ლიო ომის დროს, ელი­სი სა­კუ­თარ სა­სახ­ლე­ში რე­გუ­ლა­რულ შეხ­ვედ­რებს აწყობ­და და არა­ერთ ბრი­ტა­ნელ დიპ­ლო­მატ­სა და პო­ლი­ტი­კოსს მას­პინ­ძლობ­და.

1925 წელს ჯორ­ჯი და ელი­სი ფლო­რენ­ცი­ა­ში და­სახ­ლდნენ, ვი­ლა­ში, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც გა­ლი­ლეო გა­ლი­ლე­ის ეკუთ­ვნო­და. მათ ოჯახს სხვა­დას­ხვა დროს ბრი­ტა­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­ჩე­ნი­ლი წევ­რე­ბი, მათ შო­რის უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლი სტუმ­რობ­და.

ცოლ-ქმარ კე­პე­ლე­ბის 56-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა 1947 წელს, ელი­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბით დას­რულ­და, ორ თვე­ში კი ჯორ­ჯიც გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და ანი შა­ვიშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

როგორც ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი მეფე ედუ­არდ VII მოწამლეს სწორედ ამ ღალატის გამო,რამაც გამოიწვია გულის შეტევა.

Qeto
5

ეტყობა გენეტიკურად მოდგამთ მავნებლობა და სხვისი ოჯახების გაუბედურება...

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ოჯახური ტრადიცია“ - კამილა პარკერ-ბოულზის დიდი ბებია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფის საყვარელი იყო

"ოჯახური ტრადიცია“ - კამილა პარკერ-ბოულზის დიდი ბებია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფის საყვარელი იყო

მეფე ჩარლზის, პრინცესა დიანას და კამილა პარკერ ბოულზის სასიყვარულო სამკუთხედი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკანდალად მიიჩნევა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ კამილა თავისი ოჯახიდან ერთადერთი არ ყოფილა, ვინც სამეფო წყვილს შორის ჩადგა - კამილას დიდი ბებია, ელის კეპელი მეფე ედუარდ VII-ის საყვარელი იყო.

ელის ფრედერიკა ედმონსტონი 1868 წელს, არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა: მისი მამა სამეფო საზღვაო ძალების ადმირალი იყო. გოგონა შოტლანდიაში, დანტრიტის ციხესიმაგრეში იზრდებოდა და 23 წლის ასაკში ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ჯორჯ კეპელზე დაქორწინდა.

წაბლისფერი თმით, ფერმკრთალი კანით, დიდი ლურჯი თვალებით და ვიწრო წელით ელისი ვიქტორიანული ეპოქის სილამაზის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა.

მეუღლესთან ერთად ლონდონში გადასვლის შემდეგ, ელისი ქალაქის მთავარი სოციალური წრის ნაწილი გახდა. ფულმა და კავშირებმა მაღალ საზოგადოებაში თავის დამკვიდრების საშუალება მისცა. სწორედ ასე, 1898 წელს პრინცი ალბერტ ედუარდი გაიცნო. ელისი მაშინ 29 წლის იყო, ედუარდი - 54.

მეფე ედუარდ VII და დედოფალი ალექსანდრა

ყველაფრის მიუხედავად, ელისსა და ჯორჯს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. წყვილი ერთად ორ ქალიშვილს, ვიოლეტსა და სონიას ზრდიდა. ჯორჯისთვის ცოლის ღალატი პრობლემას არ წამროადგენდა. ამბობდა კიდეც: "არ მაწუხებს რასაც აკეთებს. ვიცი, რომ ბოლოს მაინც ჩემთან დაბრუნდება.“ ამას ალბათ ხელს ის ფაქტიც უწყობდა, რომ მეფე კეპელების ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა - მან ელისს ერთ-ერთი კომპანიის აქციები გადასცა, მისი მეუღლე კი მაღალანაზღაურებად სამსახურში დააწინაურა. ამიტომ, როცა ეუბნებოდნენ, რომ ედუარდ VII ელისის სანახავად მოსვლას აპირებდა, ჯორჯი სახლს ყოველგვარი პრობლემის გარეშე ტოვებდა და მეფეს ცოლთან განმარტოების საშუალებას აძლევდა.

როგორც ამბობენ, დედოფალი ალექსანდრა დანიელი და ელის კაპელი მოკავშირეები იყვნენ. პრინცესა დიანასგან განსხვავებით, პრობლემას ვერ ხედავდა იმაში, რომ "ქორწინებაში სამნი იყვნენ". მან თავიდანვე მისი ქმრის ელისთან ურთიერთობა სასარგებლოდ მიიჩნია, რადგან მისი საშუალებით ჩამოაშორა მეფეს სკანდალური საყვარელი დეიზი უორვიკი. ელისი გაცილებით ფრთხილი იყო და არ ახასიათებდა არასტაბილური ქცევა. ამბობენ, რომ ის დედოფალს საჩუქრებითაც ანებივრებდა. და.

9 წლის განმავლობაში ელის კეპელი მეფის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ყველა საზოგადოებრივ შეკრებაზე მასთან ერთად ჩნდებოდა და სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურ ვიზიტზე დაჰყვებოდა, სადაც დედოფლისთვის შესაფერის დახვედრას იღებდა.

1910 წლის 6 მაისს ედუარდ VII გულის შეტევით გარდაიცვალა. სასიკვდილო სარეცელთან სამეფო ოჯახის წევრების გვერდით, მისი საყვარელიც იდგა - ისტერიკაში ჩავარდნილ ელისს ოთახი იძულებით დაატოვებინეს.

ედუარდის გარდაცვალების შემდეგ, ახალი მეფის ბრძანებით, ელისს ოჯახთან ერთად ინგლისის დატოვება მოუწია. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ისინი იტალიაში, ალჟირსა და აღმოსავლეთ ჩინეთში მოგზაურობდნენ. 1912 წელს კი ისევ ლონდონში დაბრუნდნენ. პირველ მსოფლიო ომის დროს, ელისი საკუთარ სასახლეში რეგულარულ შეხვედრებს აწყობდა და არაერთ ბრიტანელ დიპლომატსა და პოლიტიკოსს მასპინძლობდა.

1925 წელს ჯორჯი და ელისი ფლორენციაში დასახლდნენ, ვილაში, რომელიც ოდესღაც გალილეო გალილეის ეკუთვნოდა. მათ ოჯახს სხვადასხვა დროს ბრიტანეთის საზოგადოების გამოჩენილი წევრები, მათ შორის უინსტონ ჩერჩილი სტუმრობდა.

ცოლ-ქმარ კეპელების 56-წლიანი თანაცხოვრება 1947 წელს, ელისის გარდაცვალებით დასრულდა, ორ თვეში კი ჯორჯიც გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე:

მოამზადა ანი შავიშვილმა