პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტის ინსტიტუტის მორიგ ჯერზე დაკნინების მიზნით, "ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის" - სალომე სამადაშვილი
"პრეზიდენტის ინსტიტუტის მორიგ ჯერზე დაკნინების მიზნით, "ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის" - სალომე სამადაშვილი

პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის მო­რიგ ჯერ­ზე დაკ­ნი­ნე­ბის მიზ­ნით და ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის სა­ბო­ტა­ჟის დღის წეს­რი­გით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­და­წყვი­ტა და­ი­წყოს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სრუ­ლი უზურ­პა­ცი­ის პრო­ცე­სი და მო­ემ­ზა­დოს არ­ჩევ­ნე­ბის ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ დე­პუ­ტატ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

სა­მა­დაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ ინი­ცი­რე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და პრე­ზი­დენტს მო­უ­წო­და, ვე­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ნი­ხი­ლოს.

დე­პუ­ტა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ეს ნა­ბი­ჯი იდ­გმე­ბა იმის­თვის, რათა ერთი მხრივ, პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ჩა­ვი­დეს მისი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეკ­ვე­ცის ფონ­ზე. ამავდრო­უ­ლად, რო­გორც სა­მა­დაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ცვლი­ლე­ბე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნებს და მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბას.

"ახლა, როცა ახ­ლოვ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­რიგ ჯერ­ზე იწყებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­სის სა­ბო­ტაჟს. თქვენ იცით, რომ უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში უნდა გა­მოქ­ვეყ­ნდეს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­ფა­სე­ბა და ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ზი­ტი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გეგ­მავს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში. სწო­რედ ამ ვი­ზი­ტის წინ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის მო­რიგ ჯერ­ზე დაკ­ნი­ნე­ბის მიზ­ნით და ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის სა­ბო­ტა­ჟის დღის წეს­რი­გით "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­და­წყვი­ტა და­ი­წყოს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სრუ­ლი უზურ­პა­ცი­ის პრო­ცე­სი და მო­ემ­ზა­დოს არ­ჩევ­ნე­ბის ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბის­თვის. ეს სჭირ­დე­ბათ იმი­ტომ, რომ ყვე­ლა გა­მო­კი­თხვით დას­ტურ­დე­ბა, რომ არ­ჩევ­ნებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ წა­ა­გებს. ეს არის ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის გამ­ყა­რე­ბის­კენ და ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის ხე­ლის­შეშ­ლის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. მსურს მო­ვუ­წო­დო პრე­ზი­დენტს, ღიად და­ა­ფიქ­სი­როს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, გა­ნი­ხი­ლოთ თქვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მისი კა­ნო­ნად გა­დაქ­ცე­ვის­თვის ხე­ლის შე­საშ­ლე­ლად და ასე­ვე, გა­დად­გათ ის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც მოგ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში თქვე­ნი გა­მოს­ვლა გახ­დეს ის­ტო­რი­უ­ლი, იყოს გარ­დამ­ტე­ხი, რათა სი­ცხა­დე შე­ვი­ტა­ნოთ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის, სად დგას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რა არის პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვა­ნი და სად დგას ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში და­უფ­ლე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას. "ლელო“ გა­მარ­თავს კონ­სულ­ტა­ცი­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, რად­გან იცით, რომ აშშ-მ მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად გა­მო­ა­ცხა­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. შე­სა­ბა­მი­სად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ და­ი­ნი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პირ­და­პირ ბა­რი­კა­დებს აღ­მარ­თავს ამ ქვეყ­ნის­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის გზა­ზე და ეს არის პა­სუ­ხი ასე­ვე სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რის­თვის, რო­მელ­მაც გა­სა­გე­ბად და­ა­ფიქ­სი­რა სა­კუ­თა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბით. მო­ვუ­წო­დებ პრე­ზი­დენტს, გა­ა­კე­თოს მკა­ფიო შე­ფა­სე­ბა და მკა­ფი­ოდ აჩ­ვე­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ დგას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხა­რეს ამ მცდე­ლო­ბა­ში, როცა მო­რიგ ჯერ­ზე ად­გი­ლი აქვს მცდე­ლო­ბას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხრი­დან წაგ­ვარ­თვას და მოგვპა­როს შან­სი მი­ვი­ღოთ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი“,- გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

უმ­რავ­ლე­სო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვით, ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის და ე.წ. პრო­ფე­სი­უ­ლი წევ­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვის და პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­დგე­ნის პრე­რო­გა­ტი­ვა პრე­ზი­დენ­ტის ნაც­ვლად, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ექ­ნე­ბა. იც­ვლე­ბა მათ არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა და კვო­რუ­მი - თუკი პარ­ლა­მენ­ტი ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე­სა და წევ­რებს სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით (76 ხმა) მხარს და­უ­ჭერს, თა­ნამ­დე­ბო­ბას 5 წლის ვა­დით და­ი­კა­ვე­ბენ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსსა“ და პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტში ცვლი­ლე­ბე­ბი ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს და ის ბი­უ­როს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

გაყალბების მართლაც ოსტატები სულ გაყალბებაზე რომ ლაპარაკობთ, არ გრცხვენიათ? თქვენ ხალხი მართლა დებილი ან დემენციით დაავადებული ხომ არ გგონიათ.

იოველი
0

ანუ "არჩევნების ტოტალური გაყალბება" აქამდე არ ყოფილა? კალანდარიშვილი უშლის ხელს?

თქვენ მეცოცხეები თავმჯდომარედ თარხნიშვილს და ჭიაბერაშვილს თუ დაუჭერთ მხარს :)

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"პრეზიდენტის ინსტიტუტის მორიგ ჯერზე დაკნინების მიზნით, "ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის" - სალომე სამადაშვილი

"პრეზიდენტის ინსტიტუტის მორიგ ჯერზე დაკნინების მიზნით, "ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის" - სალომე სამადაშვილი

პრეზიდენტის ინსტიტუტის მორიგ ჯერზე დაკნინების მიზნით და ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის დღის წესრიგით, "ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა დაიწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაციის პროცესი და მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის, - ამის შესახებ "ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამადაშვილი "ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა და პრეზიდენტს მოუწოდა, ვეტოს გამოყენება განიხილოს.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რათა ერთი მხრივ, პრეზიდენტი ევროპარლამენტში ჩავიდეს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შეკვეცის ფონზე. ამავდროულად, როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს და მიშელის შეთანხმებას.

"ახლა, როცა ახლოვდება რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ევროკავშირში, "ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე იწყებს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის საბოტაჟს. თქვენ იცით, რომ უახლოეს კვირებში უნდა გამოქვეყნდეს ევროკავშირის შუალედური შეფასება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს ევროპარლამენტში. სწორედ ამ ვიზიტის წინ პრეზიდენტის ინსტიტუტის მორიგ ჯერზე დაკნინების მიზნით და ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის დღის წესრიგით "ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა დაიწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაციის პროცესი და მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის. ეს სჭირდებათ იმიტომ, რომ ყველა გამოკითხვით დასტურდება, რომ არჩევნებს "ქართული ოცნება“ წააგებს. ეს არის ტოტალიტარული რეჟიმის გამყარებისკენ და ევროპული მომავლის ხელისშეშლისკენ გადადგმული ნაბიჯი. მსურს მოვუწოდო პრეზიდენტს, ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია კანონპროექტზე, განიხილოთ თქვენი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენება მისი კანონად გადაქცევისთვის ხელის შესაშლელად და ასევე, გადადგათ ის ნაბიჯები, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ევროპარლამენტში თქვენი გამოსვლა გახდეს ისტორიული, იყოს გარდამტეხი, რათა სიცხადე შევიტანოთ მთელი მსოფლიოსთვის, სად დგას ქართველი ხალხი, რა არის პრეზიდენტის არჩევანი და სად დგას ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანაში დაუფლებულია პოლიტიკურ ძალაუფლებას. "ლელო“ გამართავს კონსულტაციებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან იცით, რომ აშშ-მ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა. შესაბამისად, "ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი პირდაპირ ბარიკადებს აღმართავს ამ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების გზაზე და ეს არის პასუხი ასევე სტრატეგიული მოკავშირისთვის, რომელმაც გასაგებად დააფიქსირა საკუთარი პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. მოვუწოდებ პრეზიდენტს, გააკეთოს მკაფიო შეფასება და მკაფიოდ აჩვენოს საზოგადოებას, რომ დგას ქართველი ხალხის მხარეს ამ მცდელობაში, როცა მორიგ ჯერზე ადგილი აქვს მცდელობას "ქართული ოცნების" მხრიდან წაგვართვას და მოგვპაროს შანსი მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა სამადაშვილმა.

უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ მიმართულებით "საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია "ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.