პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეორე ჯიბიდან ამოიღო "მაკაროვის“ ტიპის იარაღი... ამ დროს გავისროლე თავის დაცვის მიზნითო" - რას ჰყვება გოგებაშვილზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?
"მეორე ჯიბიდან ამოიღო "მაკაროვის“ ტიპის იარაღი... ამ დროს გავისროლე თავის დაცვის მიზნითო"  - რას ჰყვება გოგებაშვილზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა გას­რო­ლა თა­ვის დაც­ვის მიზ­ნით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, - ამის შე­სა­ხებ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პი­რა­დი დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რის კა­ხა­ბერ კამ­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა ხა­თუ­ნა ხურ­ცი­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­მარ­ტა, კა­ხა­ბერ კამ­ლა­ძემ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ პირს გას­რო­ლამ­დე, სი­ტყვი­ე­რად მო­უ­წო­და, რომ ია­რა­ღი და­ეგ­დო.

"შევ­ხვდი ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს. 7 თვეა მუ­შა­ობს აღ­ნიშ­ნულ სამ­სა­ხურ­ში, დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლად და იმ დღეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და პირს, რო­მე­ლიც დაჭ­რეს (გივი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი). ამ­ბობს, ჯერ გა­ვი­გო­ნე გას­რო­ლის ხმა და შემ­დეგ და­ვი­ნა­ხე რო­გორ ეს­რო­ლაო, პირ­ვე­ლი რაც გა­ვა­კე­თე, ვუ­თხა­რი - სდექ, პო­ლი­ცი­ა­აო და მო­ვუ­წო­დე ია­რა­ღის დაგ­დე­ბის­კენ და ამა­ზე, მან მე­ო­რე ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო "მა­კა­რო­ვის“ ტი­პის ია­რა­ღიო. ამ დროს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა გა­ის­რო­ლა თა­ვის დაც­ვის მიზ­ნით. ამ­ბობს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ და სიფრ­თხი­ლე გა­მო­ვი­ჩი­ნე, უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფრთხი­ლად ვიქ­ცე­ო­დიო. გან­ზრა­ხუ­ლი ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს არა­ფე­რი არ ჰქო­ნია, აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ გა­ი­მარ­თე­ბა.

ცნო­ბის­თვის, 4 აპ­რილს, თბი­ლის­ში, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე რეს­ტო­რან LA VERA-სთან სრო­ლის დროს ერთი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს და ორი პირი დაჭ­რეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ტა­რე­ბის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პი­რა­დი დაც­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი კ.კ. და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამიგო
3

..მიშას დროს ასეთი არ ხდებოდა! ...მართლა დაამარცხა სააკაშვილმა კრიმინალი! მაგრამ, ცოცხალი თავით არ გვინდა ვაღიაროთ ეს!!!!

ადამიანი
2

როდესაც მაკაროვი აქვთ,მოკლე მანძილზე თოფს არ იყენებენ,ელემენტალური ფსიქოლოგიაა

"მეორე ჯიბიდან ამოიღო "მაკაროვის“ ტიპის იარაღი... ამ დროს გავისროლე თავის დაცვის მიზნითო" - რას ჰყვება გოგებაშვილზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

"მეორე ჯიბიდან ამოიღო "მაკაროვის“ ტიპის იარაღი... ამ დროს გავისროლე თავის დაცვის მიზნითო"  - რას ჰყვება გოგებაშვილზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი?

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გასროლა თავის დაცვის მიზნით განახორციელა, - ამის შესახებ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორის კახაბერ კამლაძის ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს” განუმარტა, კახაბერ კამლაძემ შეიარაღებულ პირს გასროლამდე, სიტყვიერად მოუწოდა, რომ იარაღი დაეგდო.

"შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. 7 თვეა მუშაობს აღნიშნულ სამსახურში, დაცვის თანამშრომლად და იმ დღეს ემსახურებოდა პირს, რომელიც დაჭრეს (გივი მარგველაშვილი). ამბობს, ჯერ გავიგონე გასროლის ხმა და შემდეგ დავინახე როგორ ესროლაო, პირველი რაც გავაკეთე, ვუთხარი - სდექ, პოლიციააო და მოვუწოდე იარაღის დაგდებისკენ და ამაზე, მან მეორე ჯიბიდან ამოიღო "მაკაროვის“ ტიპის იარაღიო. ამ დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გაისროლა თავის დაცვის მიზნით. ამბობს, მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ და სიფრთხილე გამოვიჩინე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფრთხილად ვიქცეოდიო. განზრახული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი არ ჰქონია, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

ცნობისთვის, 4 აპრილს, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე რესტორან LA VERA-სთან სროლის დროს ერთი ადამიანი მოკლეს და ორი პირი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დააკავეს.

იხილეთ ასევე: