Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვარაცხელია იქცა დიად აღმოჩენად..." - ყველაზე დიდი როლი და ჩემპიონობის ყველაზე მოკრძალებული აღნიშვნა: ატირებული "კვარა" და გამოხმაურებები გამარჯვების შემდეგ
"კვარაცხელია იქცა დიად აღმოჩენად..." - ყველაზე დიდი როლი და ჩემპიონობის ყველაზე მოკრძალებული აღნიშვნა: ატირებული "კვარა" და გამოხმაურებები გამარჯვების შემდეგ

ის სულ რა­ღაც 22 წლის არის...

ზუს­ტად ერთი წლის წინ ბევ­რმა არა­ვინ იცო­და მის შე­სა­ხებ და "ნა­პო­ლის" სატ­რანსფე­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დიდ­წი­ლად ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­დნენ.

ის უკვე ჩემ­პი­ო­ნია და ერთი წლის წინ, 10 მი­ლი­ო­ნად შე­ძე­ნი­ლი ბიჭი დღეს მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ში და ასე­ვე ყვე­ლა­ზე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა - სამ­შობ­ლოს დრო­შა შე­მოხ­ვე­უ­ლი იჯდა თა­ვის­თვის გა­სახ­დელ­ში და ჩუ­მად ტი­რო­და...

33 წლის შემ­დეგ "ნა­პო­ლი" იტა­ლი­ის სე­რია ა-ს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და...

ნე­ა­პოლს წუ­ხელ არ ეძი­ნა. ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი ქა­ლა­ქი გა­რეთ იყო და ნა­ნატრ ჩემ­პი­ო­ნო­ბას აღ­ნიშ­ნავ­და.

ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტიმ შექ­მნა გუნ­დი, რო­მელ­მაც არა მხო­ლოდ ნე­ა­პოლს, მთელ იტა­ლი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­პულ ფეხ­ბურთს სა­ო­ცა­რი სე­ზო­ნი აჩუ­ქა. ამ სე­ზო­ნი­სას ბრწყი­ნავ­და ნი­გე­რი­ე­ლი ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი, გუნ­დის დაც­ვის ბურ­ჯად იდგა კო­რე­ე­ლი კიმ მინ-ჯე, ნა­ხე­ვარ­დაც­ვის ხა­ზის გმი­რი იყო სლო­ვა­კი სტა­ნის­ლავ ლო­ბოტ­კა, მაგ­რამ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ვინ­მემ არ აღი­ა­როს, რომ ამ ოქ­როს გუნ­დის მთა­ვარ კო­ზი­რად იქცა სწო­რედ ქარ­თვე­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია.

“ნა­პო­ლის” კა­პი­ტან­მა ჯო­ვა­ნი დი ლო­რენ­ცომ, სე­რია A-ს მო­გე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "კვა­რას" შე­სა­ხებ ისა­უბ­რა:

“კვა­რა? მისი ნა­პო­ლი­ში ჩა­მოს­ვლა და სკუ­დე­ტოს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­გე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შე­დე­გი და ფაქ­ტია. ის ჩუმი ბი­ჭია, მაგ­რამ მო­ე­დან­ზე ფეთ­ქდე­ბა და თავს სა­უ­კე­თე­სოდ სწო­რედ იქ გრძნობს. მან ბევ­რი მატ­ჩის ბედი ჩვენ­თვის სა­სი­კე­თოდ გა­და­წყვი­ტა. ჩვენს წლე­ვან­დელ წარ­მა­ტე­ბა­ში მას ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. "იუ­ვენ­ტუს­თან" 5:1 გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ჩვენ ჩვე­ნი თა­ვის კი­დევ უფრო ძლი­ე­რად ვი­წა­მეთ და ვირ­წმუ­ნეთ, რომ სე­რია A-ს ტრი­უმფთან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვით. სწო­რედ “იუ­ვეს­თან” მატ­ჩის შემ­დეგ დავ­რწმუნ­დით, თუ რამ­ხე­ლა ძალა აქვს "კვა­რა­სა და სპა­ლე­ტის”.

"ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი 33-წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ "ნა­პო­ლის" სკუ­დე­ტოს მო­პო­ვე­ბის მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი არი­ან. მათი გო­ლე­ბი და მო­ე­დან­ზე ურ­თი­ერ­თმოქ­მე­დე­ბა არ­ნა­ხუ­ლი იყო და ამას ქა­ლა­ქი ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვერ და­ი­ვი­წყებს. რო­გორც იქნა, გა­მარ­ჯვე­ბის დღე დად­გა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მი­ლოც­ვებს იღე­ბენ. გუნ­დის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ფეხ­ბურ­თე­ლი ოსი­მე­ნი, რო­მელ­მაც გა­სუ­ლი ორი წლის ტრავ­მე­ბი უკან მო­ი­ტო­ვა და სა­კუ­თა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცა. სი­ურპრი­ზი კვა­რა­ცხე­ლია - მან კა­პი­ტა­ნი შეც­ვა­ლა, რაც ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ გახ­ლდათ და მთე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო.

ციფ­რე­ბი მრავ­ლის­მე­ტყვე­ლია: ოსი­მე­ნის 21 გოლი და 4 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა და კვა­რა­ცხე­ლი­ას 12 გოლი და 10 სა­გო­ლე პასი. ქარ­თვე­ლი კლუ­ბის სპორ­ტულ­მა დი­რექ­ტორ­მა კრის­ტი­ან ჯუნ­ტო­ლიმ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტრანსფე­რის შე­დე­გად გად­მო­ი­ბი­რა. მათი დი­დე­ბუ­ლი თა­მა­ში, რა თქმა უნდა, ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს და ტოპ-კლუ­ბე­ბი ნი­ა­და­გის მო­სინ­ჯვას იწყე­ბენ. პირ­ველ რიგ­ში, ეს ოსი­მენს ეხე­ბა. ის დღეს არა­ნაკ­ლებ 120-150 მი­ლი­ო­ნი ევრო ღირს და კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტი აუ­რე­ლიო დე ლა­უ­რენ­ტი­სი სა­თა­ნა­დო შე­თა­ვა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა თა­ვის ბომ­ბარ­დირს შე­ე­ლი­ოს კი­დეც. ვიქ­ტორს მსურ­ვე­ლე­ბი არ აკ­ლია, მათ შო­რის "ბა­ი­ერ­ნი", პსჟ და "მან­ჩეს­ტე­რი" დიდი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან. ნი­გე­რი­ელს კონ­ტრაქ­ტი 2025 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ გა­აგ­რძე­ლა, დე ლა­უ­რენ­ტისს ტრანსფე­რის სარ­ე­კორ­დო თან­ხად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ბოლო შან­სი დარ­ჩე­ბა.

სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რია ქარ­თვე­ლის სი­ტუ­ა­ცია: ის სულ რა­ღაც 10 მი­ლი­ო­ნად შე­ი­ძი­ნეს, მის­მა ფას­მა ფან­ტას­ტი­კუ­რად მო­ი­მა­ტა და "ნა­პო­ლის­თან" გრძელ­ვა­დი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­თაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ახლა ნე­ა­პო­ლე­ლე­ბი მო­გე­ბუ­ლი სკუ­დე­ტო­თი ხა­რო­ბენ და ჩი­ნე­ბუ­ლი დუ­ე­ტი სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე ქო­მა­გებს კი­დევ მი­ა­ნი­ჭებს სი­ა­მოვ­ნე­ბას", - წერს იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მა "Calciomercato", რომ­ლის თარ­გმან­საც sportall-geაქ­ვეყ­ნებს.

ნე­ა­პო­ლელ­თა ტრი­უმფს გა­მო­ეხ­მა­უ­რა yahoo sports-ი, რო­მელ­მაც "კვა­რა­სა" და ოსი­მენს სტა­ტია მი­უ­ძღვნა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლუბთ:

“ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია “ნა­პო­ლის” უდი­დე­სი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის რან­გში დი­ე­გო მა­რა­დო­ნას შე­უ­ერ­თდნენ მას შემ­დეგ, რაც იტა­ლი­ურ­მა კლუბ­მა სკუ­დე­ტო მე­სა­მედ მო­ი­პო­ვა. მათ და­მან­გრე­ვე­ლი დუ­ე­ტი შექ­მნეს, რო­მე­ლიც ჩემ­პი­ო­ნო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად და თა­ო­ბე­ბის ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა.

ოსი­მე­ნი­სა და კვა­რა­ცხე­ლი­ას კე­დელ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი კი ნე­ა­პო­ლის ქუ­ჩებ­ში დი­ე­გო მა­რა­დო­ნას უმ­შვე­ნებს მხარს.

ქარ­თველ­მა - მარ­ცხე­ნა ფლან­გის ჯა­დო­ქარ­მა, სე­ზონ­ში უკვე 12 გოლი და 10 ასის­ტი მო­აგ­რო­ვა, რაც მსოფ­ლი­ოს ტოპ კლუ­ბე­ბის სა­სურ­ველ­თა სი­ა­ში მო­სახ­ვედ­რად საკ­მა­რის­ზე მე­ტი­ცაა".

"ნა­პო­ლის" გა­მარ­ჯვე­ბას ბრი­ტა­ნუ­ლი "გარ­დი­ა­ნი" ეხ­მა­უ­რე­ბა სტა­ტი­ით, რომ­ლის სა­თა­უ­რია: "არას­დროს უნდა და­ნებ­დე" - აუტ­სა­ი­დე­რი "ნა­პო­ლი" კვლავ იდი­დეს გა­მარ­ჯვე­ბას აღ­წევს".

"ნა­პო­ლი" იყო შე­უბ­რა­ლე­ბე­ლი და ამას­თან­ვე ჯა­დოს­ნუ­რი: ლურ­ჯი ზღვა, რო­მე­ლიც იც­ვლი­და ფორ­მას, რო­მე­ლიც ავ­სებ­და ყვე­ლა­ფერს და რო­მელ­საც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ვე­რა­ფერს უხერ­ხებ­და. ეს იყო ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, რო­მელ­მაც დი­დე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვა, ის სა­ოც­რად მოძ­რა­ობ­და მარ­ცხნივ თუ მარ­ჯვნივ, რი­თაც და­ა­ჰიპ­ნო­ზა "ატა­ლან­ტას" მცვე­ლე­ბი, ეს იყო ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი, რო­მე­ლიც ბურთთან შე­ხე­ბის­თა­ნა­ვე ჟონ­გლი­ო­რო­ბას იწყებ­და და იტან­და გო­ლებს.

კვა­რა­ცხე­ლია იქცა დიად აღ­მო­ჩე­ნად და ოსი­მენ­თან ერ­თად იყო შე­უ­და­რე­ბე­ლი. ნი­გე­რი­ე­ლის ტა­ლან­ტის გახ­სნა ვერ მო­ხერ­ხდა პირ­ველ ორ სე­ზონ­ში ფრან­გუ­ლი "ლი­ლი­დან" "ნა­პო­ლი­ში" გა­დას­ვლის შემ­დეგ. მან წლე­ვან­დელ სე­ზონ­ში ტრავ­მის გამო ვერ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 7 მატჩში, მაგ­რამ სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი მა­ინც ხდე­ბა", - წერს გა­მო­ცე­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, სე­რია A-ს 33-ე ტურ­ში "ნა­პო­ლი" "უდი­ნე­ზეს" ეს­ტუმ­რა. მატ­ჩი ფრედ 1:1 დას­რულ­და, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის და "პარ­ტე­ნო­პეი" სკუ­დე­ტოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ა­ში მე­სა­მედ გახ­და.

იხი­ელთ ასე­ვე:

.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმერიკელი
0

🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪 🇬🇪

💙⚽👑7️⃣7️⃣👑⚽💙 

🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆

დგ
23

ესე საქართველოს გუნდებს უქომქგეთ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"კვარაცხელია იქცა დიად აღმოჩენად..." - ყველაზე დიდი როლი და ჩემპიონობის ყველაზე მოკრძალებული აღნიშვნა: ატირებული "კვარა" და გამოხმაურებები გამარჯვების შემდეგ

"კვარაცხელია იქცა დიად აღმოჩენად..." - ყველაზე დიდი როლი და ჩემპიონობის ყველაზე მოკრძალებული აღნიშვნა: ატირებული "კვარა" და გამოხმაურებები გამარჯვების შემდეგ

ის სულ რაღაც 22 წლის არის...

ზუსტად ერთი წლის წინ ბევრმა არავინ იცოდა მის შესახებ და "ნაპოლის" სატრანსფერო გადაწყვეტილებას დიდწილად ეჭვის თვალით უყურებდნენ.

ის უკვე ჩემპიონია და ერთი წლის წინ, 10 მილიონად შეძენილი ბიჭი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ძვირადღირებული ფეხბურთელია. შეიძლება ითქვას, რომ მან ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ჩემპიონობაში და ასევე ყველაზე მოკრძალებულად აღნიშნა - სამშობლოს დროშა შემოხვეული იჯდა თავისთვის გასახდელში და ჩუმად ტიროდა...

33 წლის შემდეგ "ნაპოლი" იტალიის სერია ა-ს ჩემპიონი გახდა...

ნეაპოლს წუხელ არ ეძინა. ფაქტობრივად, მთელი ქალაქი გარეთ იყო და ნანატრ ჩემპიონობას აღნიშნავდა.

ლუჩანო სპალეტიმ შექმნა გუნდი, რომელმაც არა მხოლოდ ნეაპოლს, მთელ იტალიას, საქართველოს და ევროპულ ფეხბურთს საოცარი სეზონი აჩუქა. ამ სეზონისას ბრწყინავდა ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი, გუნდის დაცვის ბურჯად იდგა კორეელი კიმ მინ-ჯე, ნახევარდაცვის ხაზის გმირი იყო სლოვაკი სტანისლავ ლობოტკა, მაგრამ, შეუძლებელია ვინმემ არ აღიაროს, რომ ამ ოქროს გუნდის მთავარ კოზირად იქცა სწორედ ქართველი ხვიჩა კვარაცხელია.

“ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ, სერია A-ს მოგების შემდეგ, ჟურნალისტებთან "კვარას" შესახებ ისაუბრა:

“კვარა? მისი ნაპოლიში ჩამოსვლა და სკუდეტოს დაუყოვნებლივ მოგება წარმოუდგენელი შედეგი და ფაქტია. ის ჩუმი ბიჭია, მაგრამ მოედანზე ფეთქდება და თავს საუკეთესოდ სწორედ იქ გრძნობს. მან ბევრი მატჩის ბედი ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვიტა. ჩვენს წლევანდელ წარმატებაში მას ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. "იუვენტუსთან" 5:1 გამარჯვების შემდეგ, ჩვენ ჩვენი თავის კიდევ უფრო ძლიერად ვიწამეთ და ვირწმუნეთ, რომ სერია A-ს ტრიუმფთან ძალიან ახლოს ვიყავით. სწორედ “იუვესთან” მატჩის შემდეგ დავრწმუნდით, თუ რამხელა ძალა აქვს "კვარასა და სპალეტის”.

"ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი 33-წლიანი ლოდინის შემდეგ "ნაპოლის" სკუდეტოს მოპოვების მთავარი შემოქმედები არიან. მათი გოლები და მოედანზე ურთიერთმოქმედება არნახული იყო და ამას ქალაქი ძალიან დიდხანს ვერ დაივიწყებს. როგორც იქნა, გამარჯვების დღე დადგა და გულშემატკივრების მილოცვებს იღებენ. გუნდის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ოსიმენი, რომელმაც გასული ორი წლის ტრავმები უკან მოიტოვა და საკუთარი ფასეულობა დაამტკიცა. სიურპრიზი კვარაცხელია - მან კაპიტანი შეცვალა, რაც ადვილი ნამდვილად არ გახლდათ და მთელი სეზონის განმავლობაში დამაჯერებელი იყო.

ციფრები მრავლისმეტყველია: ოსიმენის 21 გოლი და 4 საგოლე გადაცემა და კვარაცხელიას 12 გოლი და 10 საგოლე პასი. ქართველი კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ წარმატებული ტრანსფერის შედეგად გადმოიბირა. მათი დიდებული თამაში, რა თქმა უნდა, ყურადღებას იპყრობს და ტოპ-კლუბები ნიადაგის მოსინჯვას იწყებენ. პირველ რიგში, ეს ოსიმენს ეხება. ის დღეს არანაკლებ 120-150 მილიონი ევრო ღირს და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სათანადო შეთავაზების შემთხვევაში, შეიძლება თავის ბომბარდირს შეელიოს კიდეც. ვიქტორს მსურველები არ აკლია, მათ შორის "ბაიერნი", პსჟ და "მანჩესტერი" დიდი ყურადღებით აკვირდებიან. ნიგერიელს კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და აქედან გამომდინარე, თუ თანამშრომლობა არ გააგრძელა, დე ლაურენტისს ტრანსფერის სარეკორდო თანხად განხორციელების ბოლო შანსი დარჩება.

სრულიად სხვაგვარია ქართველის სიტუაცია: ის სულ რაღაც 10 მილიონად შეიძინეს, მისმა ფასმა ფანტასტიკურად მოიმატა და "ნაპოლისთან" გრძელვადიანი ხელშეკრულებითაა დაკავშირებული.

ახლა ნეაპოლელები მოგებული სკუდეტოთი ხარობენ და ჩინებული დუეტი სეზონის ბოლომდე ქომაგებს კიდევ მიანიჭებს სიამოვნებას", - წერს იტალიური გამოცემა "Calciomercato", რომლის თარგმანსაც sportall-ge აქვეყნებს.

ნეაპოლელთა ტრიუმფს გამოეხმაურა yahoo sports-ი, რომელმაც "კვარასა" და ოსიმენს სტატია მიუძღვნა, რომელშიც ვკითხულუბთ:

“ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” უდიდესი ფეხბურთელების რანგში დიეგო მარადონას შეუერთდნენ მას შემდეგ, რაც იტალიურმა კლუბმა სკუდეტო მესამედ მოიპოვა. მათ დამანგრეველი დუეტი შექმნეს, რომელიც ჩემპიონობის მოსაპოვებლად და თაობების ოცნების ასასრულებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ოსიმენისა და კვარაცხელიას კედელზე შესრულებული ნახატები კი ნეაპოლის ქუჩებში დიეგო მარადონას უმშვენებს მხარს.

ქართველმა - მარცხენა ფლანგის ჯადოქარმა, სეზონში უკვე 12 გოლი და 10 ასისტი მოაგროვა, რაც მსოფლიოს ტოპ კლუბების სასურველთა სიაში მოსახვედრად საკმარისზე მეტიცაა".

"ნაპოლის" გამარჯვებას ბრიტანული "გარდიანი" ეხმაურება სტატიით, რომლის სათაურია: "არასდროს უნდა დანებდე" - აუტსაიდერი "ნაპოლი" კვლავ იდიდეს გამარჯვებას აღწევს".

"ნაპოლი" იყო შეუბრალებელი და ამასთანვე ჯადოსნური: ლურჯი ზღვა, რომელიც იცვლიდა ფორმას, რომელიც ავსებდა ყველაფერს და რომელსაც მოწინააღმდეგე ვერაფერს უხერხებდა. ეს იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც დიდება დამსახურებულად მოიპოვა, ის საოცრად მოძრაობდა მარცხნივ თუ მარჯვნივ, რითაც დააჰიპნოზა "ატალანტას" მცველები, ეს იყო ვიქტორ ოსიმენი, რომელიც ბურთთან შეხებისთანავე ჟონგლიორობას იწყებდა და იტანდა გოლებს.

კვარაცხელია იქცა დიად აღმოჩენად და ოსიმენთან ერთად იყო შეუდარებელი. ნიგერიელის ტალანტის გახსნა ვერ მოხერხდა პირველ ორ სეზონში ფრანგული "ლილიდან" "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ. მან წლევანდელ სეზონში ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა 7 მატჩში, მაგრამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირი მაინც ხდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლი" "უდინეზეს" ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩემპიონობისთვის და "პარტენოპეი" სკუდეტოს გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა.

იხიელთ ასევე:

.