პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განადგურებული ვარ" - პირველი ჩვენება და დეტალები 32 წლის ბრიტანელი მედდის პროცესიდან, რომელსაც 7 ჩვილის მკვლელობა და 10-ის მოკვლის მცდელობა ბრალდება
"განადგურებული ვარ" - პირველი ჩვენება და დეტალები 32 წლის ბრიტანელი მედდის პროცესიდან, რომელსაც 7 ჩვილის მკვლელობა და 10-ის მოკვლის მცდელობა ბრალდება

7 ჩვი­ლის მკვლე­ლო­ბა­სა და კი­დევ 10-ის მოკ­ვლის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ექთ­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. მედ­და პო­ლი­ცი­ამ 2018 წელს და­ა­კა­ვა და ბრა­ლი 2020 წელს წა­უ­ყე­ნეს. რვათ­ვი­ან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას, 33 წლის ლუსი ლეტ­ბიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ის ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვის­თვის მუ­შა­ობ­და, და არა მათ­თვის ზი­ა­ნის მი­სა­ყე­ნებ­ლად". პრო­ცეს­ზე ქალ­მა ყვე­ლა ბრალ­დე­ბა უარ­ყო და თქვა, რომ ის "გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია", რად­გან ამ­გვარ სას­ტიკ და­ნა­შა­ულს აბ­რა­ლე­ბენ.

შე­გახ­სნე­ბეთ, რომ ლუსი ლეტ­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, 2015-2016 წლებ­ში, 7 ჩვი­ლის მკვლე­ლო­ბა­სა და კი­დევ 10-ის მოკ­ვლის მცდე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

ლეტ­ბის ორი ოფი­ცე­რი ქალი ახ­ლდა სა­სა­მარ­თლო­ში. მედ­დას ჰკი­თხეს, რო­გორ იგ­რძნო თავი, როცა ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს, რა­ზეც უპა­სუ­ხა: "სა­შინ­ლად, უბ­რა­ლოდ არ მჯე­რო­და ეს. გავ­ნად­გურ­დი. ალ­ბათ, ამა­ზე უა­რე­სი რამ, რა­შიც ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა ბრა­ლი დას­დო, არ არ­სე­ბობს",- უპა­სუ­ხა ქალ­მა.

მას შემ­დეგ, რაც ლეტ­ბი 2016 წელს ახალ­შო­ბილ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან მოხ­სნეს, მედ­დას თქმით, ის თა­ვის მოკ­ვლა­ზეც ფიქ­რობ­და. მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ თა­ნამ­შრომ­ლებს ჩვი­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მა­ღალ ციფრ­თან მედ­დის კავ­შირ­ზე ეჭვი გა­უჩ­ნდათ. ლეტ­ბის თქმით, გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან მოხ­სნამ მის ფსი­ქი­კა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და და ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის­გან თავს იზო­ლი­რე­ბუ­ლად გრძნობ­და.

ლუსი ლეტ­ბიმ ტი­რი­ლით უთხრა ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს: "ჩემი სამ­სა­ხუ­რი ჩემი ცხოვ­რე­ბა იყო. სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ, უბ­რა­ლოდ, მთე­ლი ჩემი სამ­ყა­რო შე­ჩერ­და. ამან ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა, ჩემი ცხოვ­რე­ბაც და იმე­დე­ბიც. ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა". ლეტ­ბის დღი­ურ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც ჰკი­თხეს, რო­მელ­შიც ის წერს, რომ "კონ­ცენ­ტრა­ცია უჭირს", "ვერ სუნ­თქავს", და "სა­კუ­თა­რი თავი სძულს". ყო­ფილ­მა მედ­დამ უპა­სუ­ხა, რომ ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც ის ახალ­შო­ბილ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან მოხ­სნეს. "უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი. ვფიქ­რობ­დი, რომ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი ვი­ყა­ვი, ან ისე­თი რამ გა­ვა­კე­თე, რა­მაც ბავ­შვებს ავნო."

როცა მო­სა­მარ­თლემ ჰკი­თხა, რა­ტომ და­წე­რა დღი­ურ­ში ფრა­ზე­ბი "მე ბო­რო­ტი ვარ" და "მე ეს გა­ვა­კე­თე", მან უპა­სუ­ხა: "იმი­ტომ, რომ იმ დროს მე­გო­ნა, არას­წო­რად მო­ვი­ქე­ცი და თავი ცუდი ადა­მი­ა­ნი მე­გო­ნა. ვფიქ­რობ­დი, რომ უნე­ბუ­რად და­ვუშ­ვი შეც­დო­მე­ბი".

ლეტ­ბიმ მისი და­კა­ვე­ბა ტრავ­მა­ტუ­ლად და­ა­ხა­სი­ა­თა და თქვა, რომ 2018 წელს, როცა ის პირ­ვე­ლად და­ა­კა­ვეს, ის პი­ჟა­მო­ე­ბით მი­იყ­ვა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

მო­სა­მარ­თლემ ლეტ­ბის ისიც ჰკი­თხა, რა­ტომ ეძებ­და იმ ჩვი­ლე­ბის მშობ­ლე­ბის "ფე­ის­ბუ­ქის" პრო­ფი­ლებს, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მან მოკ­ლა. დი­აგ­რა­მა­ზე, რო­მე­ლიც დარ­ბაზ­ში წა­რად­გი­ნეს, ასო­ბით ძი­ე­ბა იყო, რო­მე­ლიც ლი­ვერ­პუ­ლის ქალ­თა სა­ა­ვად­მყო­ფოს ჩვი­ლე­ბის მშობ­ლებს მო­ი­ცავ­და. ქა­ლის თქმით, ეს მხო­ლოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო გა­ა­კე­თა. სა­სა­მარ­თლო­ში ცნო­ბი­ლი გახ­და ისიც, რომ ლეტ­ბიმ თა­ვი­სი­ვე მოკ­ლუ­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს სამ­ძიმ­რის ბა­რა­თე­ბიც კი გა­უგ­ზავ­ნა.

ჯერ­ჯე­რო­ბით, ლუსი ლეტ­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღი უც­ნო­ბია.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
O.K.
33

სასწაულია, ქალი მკვლელი? არ მჯერა, ფემიციდს აქვს ადგილი, სასწრაფოდ ქართველო ლიბერასტებო ატეხეთ ამბავი, მერე ვაიოპოზიციავ, დაუდექით გვერდით და იქნებ გადავაგდოთ ეს იმპოტენტი მთავრობა..

ანი
4

ეს ყველაფერს უარყოფს. საინტერესოა, მართლა ამან ქნა თუ არა? არის კიდევ ვინმე ვინც ეხმარებოდა ან ვერავინ როგორ ვერ დაინახა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"განადგურებული ვარ" - პირველი ჩვენება და დეტალები 32 წლის ბრიტანელი მედდის პროცესიდან, რომელსაც 7 ჩვილის მკვლელობა და 10-ის მოკვლის მცდელობა ბრალდება

"განადგურებული ვარ" - პირველი ჩვენება და დეტალები 32 წლის ბრიტანელი მედდის პროცესიდან, რომელსაც 7 ჩვილის მკვლელობა და 10-ის მოკვლის მცდელობა ბრალდება

7 ჩვილის მკვლელობასა და კიდევ 10-ის მოკვლის მცდელობაში ბრალდებული ექთნის სასამართლო პროცესი გრძელდება. მედდა პოლიციამ 2018 წელს დააკავა და ბრალი 2020 წელს წაუყენეს. რვათვიან სასამართლო პროცესზე პირველი ჩვენების მიცემისას, 33 წლის ლუსი ლეტბიმ განაცხადა, რომ ის ბავშვებზე ზრუნვისთვის მუშაობდა, და არა მათთვის ზიანის მისაყენებლად". პროცესზე ქალმა ყველა ბრალდება უარყო და თქვა, რომ ის "განადგურებულია", რადგან ამგვარ სასტიკ დანაშაულს აბრალებენ.

შეგახსნებეთ, რომ ლუსი ლეტბის გაერთიანებულ სამეფოში, 2015-2016 წლებში, 7 ჩვილის მკვლელობასა და კიდევ 10-ის მოკვლის მცდელობაში ედება ბრალი.

ლეტბის ორი ოფიცერი ქალი ახლდა სასამართლოში. მედდას ჰკითხეს, როგორ იგრძნო თავი, როცა ბრალდება წაუყენეს, რაზეც უპასუხა: "საშინლად, უბრალოდ არ მჯეროდა ეს. გავნადგურდი. ალბათ, ამაზე უარესი რამ, რაშიც ვინმეს შეიძლება ბრალი დასდო, არ არსებობს",- უპასუხა ქალმა.

მას შემდეგ, რაც ლეტბი 2016 წელს ახალშობილთა განყოფილებიდან მოხსნეს, მედდას თქმით, ის თავის მოკვლაზეც ფიქრობდა. მისი გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ თანამშრომლებს ჩვილების გარდაცვალების მაღალ ციფრთან მედდის კავშირზე ეჭვი გაუჩნდათ. ლეტბის თქმით, განყოფილებიდან მოხსნამ მის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედა და ოჯახისა და მეგობრებისგან თავს იზოლირებულად გრძნობდა.

ლუსი ლეტბიმ ტირილით უთხრა ნაფიც მსაჯულებს: "ჩემი სამსახური ჩემი ცხოვრება იყო. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, უბრალოდ, მთელი ჩემი სამყარო შეჩერდა. ამან ყველაფერი შეცვალა, ჩემი ცხოვრებაც და იმედებიც. ყველაფერი გაქრა". ლეტბის დღიურში გაკეთებული ჩანაწერების შესახებაც ჰკითხეს, რომელშიც ის წერს, რომ "კონცენტრაცია უჭირს", "ვერ სუნთქავს", და "საკუთარი თავი სძულს". ყოფილმა მედდამ უპასუხა, რომ ეს ჩანაწერები მას შემდეგ გააკეთა, რაც ის ახალშობილთა განყოფილებიდან მოხსნეს. "უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ არაკომპეტენტური ვიყავი, ან ისეთი რამ გავაკეთე, რამაც ბავშვებს ავნო."

როცა მოსამართლემ ჰკითხა, რატომ დაწერა დღიურში ფრაზები "მე ბოროტი ვარ" და "მე ეს გავაკეთე", მან უპასუხა: "იმიტომ, რომ იმ დროს მეგონა, არასწორად მოვიქეცი და თავი ცუდი ადამიანი მეგონა. ვფიქრობდი, რომ უნებურად დავუშვი შეცდომები".

ლეტბიმ მისი დაკავება ტრავმატულად დაახასიათა და თქვა, რომ 2018 წელს, როცა ის პირველად დააკავეს, ის პიჟამოებით მიიყვანეს განყოფილებაში.

მოსამართლემ ლეტბის ისიც ჰკითხა, რატომ ეძებდა იმ ჩვილების მშობლების "ფეისბუქის" პროფილებს, რომლებიც, სავარაუდოდ, მან მოკლა. დიაგრამაზე, რომელიც დარბაზში წარადგინეს, ასობით ძიება იყო, რომელიც ლივერპულის ქალთა საავადმყოფოს ჩვილების მშობლებს მოიცავდა. ქალის თქმით, ეს მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო გააკეთა. სასამართლოში ცნობილი გახდა ისიც, რომ ლეტბიმ თავისივე მოკლული ბავშვების მშობლებს სამძიმრის ბარათებიც კი გაუგზავნა.

ჯერჯერობით, ლუსი ლეტბის სასამართლო პროცესის დასრულების თარიღი უცნობია.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა