პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქოლ - ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი" - თამარ ბაჩალიაშვილი მამა
"ქოლ - ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი" - თამარ ბაჩალიაშვილი მამა

"ქოლ - ცენ­ტრის“ საქ­მეს შე­ე­წი­რა ჩემი შვი­ლი - სუს-მა მო­მიკ­ლა შვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მა­მამ, ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე, თა­ვად უთხრა, რომ საქ­მე "ქოლ - ცენ­ტრს“ ეხე­ბო­და.

ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მისი შვი­ლის საქ­მის ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით ითხოვს.

"შე­კე­რი­ლი საქ­მეა, რა თქმა უნდა. და­წყე­ბი­დან გა­ყალბ­და ეს საქ­მე. ხე­ლახ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბა­ზე უნდა და­ი­წყოს. რა­საც სერ­გო შუ­ბი­თი­ძე იძა­ხის, სი­მარ­თლეა. ასე­თი ხალ­ხი კი­დევ არი­ან, კი­დევ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან. ახლა უკვე და­ი­წყო ეს ტალ­ღა, მოვ­ლენ და მოვ­ლენ.

"ქოლ - ცენ­ტრის“ საქ­მეს შე­ე­წი­რა ჩემი შვი­ლი. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი კუ­რი­რებ­და. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ვის და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­და, ეს მერე გა­მოჩ­ნდე­ბა. სუს-მა მო­მიკ­ლა შვი­ლი, ეს ნაღ­დია.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე მი­თხრა, მე ვიცი, რომ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი კუ­რი­რებს ამ საქ­მე­სო. მამა, რა­ღა­ცას მი­ზა­მე­ნო, ასე იძახ­და. ასე უცებ ვერ დავ­ტო­ვებ ამ სამ­სა­ხურ­სო,“ - გა­ნა­ცხა­და ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ყო­ფილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, სერ­გო შუ­ბი­თი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბაა და მას თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა.

ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შე­საძ­ლო ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სერ­გო შუ­ბი­თი­ძე გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რა, თუმ­ცა შუ­ბი­თი­ძეს დღეს ჩვე­ნე­ბა არ მი­უ­ცია. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, სერ­გო შუ­ბი­თი­ძის სურ­ვი­ლია, რომ მან გა­მო­ძი­ე­ბის კი­თხვებს მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე უპა­სუ­ხოს.

შე­გახ­სე­ნებთ, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 2020 წლის 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა და საქ­მე და­ი­ხუ­რა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქებე
0

ქოლცენტრებს BBC იძიებს კეზერაშვილის არის ხუთი ნაცი დაჭერილია, კილაძს გელბახიანის და კიდე მესამის ქოკცენტრის ფილიალები დალუქულია მიმდინარეობს გამოძიება, ანუ რა გამოდის ვის უნდა მოეკლა ეს გოგო, რატომ იყო გასაიდუმლოებული მათი საქმიანობა? ტვინს თუ გაანძრევთ მიხვდებით.ჩემი აზრით გამოძიება მივა ვივამედის გმირთან.

ხოოოოო
5

ნაცები კი მართლა დიდოსტატები არიან ჭირისუფლების გამოყენების.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ქოლ - ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი" - თამარ ბაჩალიაშვილი მამა

"ქოლ - ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი" - თამარ ბაჩალიაშვილი მამა

"ქოლ - ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი - სუს-მა მომიკლა შვილი, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თამარ ბაჩალიაშვილმა, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, თავად უთხრა, რომ საქმე "ქოლ - ცენტრს“ ეხებოდა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მისი შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მკვლელობის მუხლით ითხოვს.

"შეკერილი საქმეა, რა თქმა უნდა. დაწყებიდან გაყალბდა ეს საქმე. ხელახლა გამოძიება მკვლელობაზე უნდა დაიწყოს. რასაც სერგო შუბითიძე იძახის, სიმართლეა. ასეთი ხალხი კიდევ არიან, კიდევ გამოჩნდებიან. ახლა უკვე დაიწყო ეს ტალღა, მოვლენ და მოვლენ.

"ქოლ - ცენტრის“ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი. ლილუაშვილი კურირებდა. ლილუაშვილი ვის დავალებას ასრულებდა, ეს მერე გამოჩნდება. სუს-მა მომიკლა შვილი, ეს ნაღდია.

გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მითხრა, მე ვიცი, რომ ლილუაშვილი კურირებს ამ საქმესო. მამა, რაღაცას მიზამენო, ასე იძახდა. ასე უცებ ვერ დავტოვებ ამ სამსახურსო,“ - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ამ განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა შუბითიძეს დღეს ჩვენება არ მიუცია. ადვოკატის განმარტებით, სერგო შუბითიძის სურვილია, რომ მან გამოძიების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხოს.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

იხილეთ ასევე: