პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კამპანია "Starring Georgia" 5 აგვისტოს დაიწყება - რა ეღირება ბილეთები
კამპანია "Starring Georgia" 5 აგვისტოს დაიწყება - რა ეღირება ბილეთები

5 აგ­ვის­ტო­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში „ვარკსკვლავთცვე­ნა“ იწყე­ბა. უკვე ვი­ცით ის ექ­ვსი­ვე არ­ტის­ტი, რო­მე­ლიც ზა­ფხულ­ში, „Black Sea Arena-ს“ გუნ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით, კამ­პა­ნია „Starring Georgia-ს“ ფარ­გლებ­ში გვეწ­ვე­ვა. ცნო­ბი­ლია, მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი ჯგუ­ფის, „The Killers-ის“ კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლეთ­ბის ფა­სიც, რო­მე­ლიც, ად­გი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 100-დან 500 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ამ და სხვა კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია „Black Sea Arena-ს“ ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე - BSA.ge.

კონ­ცერ­ტე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა „Black Sea Arena-ზე“; შეკ­ვე­თილ­ში, სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში და „მი­ხელ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე“. 5-დან 31 აგ­ვის­ტომ­დე მსე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­დგე­ბა: „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“, „The Killers“, „All Day I Dream“ და „Imagine Dragons “.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ასე­თი რან­გის არ­ტის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ ყო­ფი­ლან. ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ეხ­მა­რე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო გა­სარ­თო­ბი ინ­დუსტრი­ის რუ­კა­ზე აციმ­ციმ­დე­ბა და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ეყ­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი მას­შტა­ბის არ­ტის­ტე­ბის სა­მო­მავ­ლო სტუმ­რო­ბის პრო­ცესს. გარ­და ამი­სა, ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­უჩ­ნდე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში მო­უს­მი­ნონ საყ­ვა­რელ მუ­სი­კო­სებს, რო­მელ­თა კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბა მათი ოც­ნე­ბაა.

ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, რო­მელ­თაც არ მო­უ­წევთ საყ­ვა­რე­ლი ჯგუ­ფის კონ­ცერ­ტზე სა­ზღვრგა­რეთ წას­ვლა, უფრო სწო­რად, წას­ვლა­ზე უა­რის თქმა, ფი­ნან­სუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გამო. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში, სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში და­ეს­წრე­ბი­ან იმ არ­ტის­ტე­ბის კონ­ცერტს, რო­მელ­თა ცო­ცხლად მოს­მე­ნა­საც წლე­ბია, ელო­დე­ბი­ან.

კულ­ტუ­რუ­ლი დატ­ვირ­თვის გარ­და, კამ­პა­ნია „Starring Georgia-ს“ უდი­დე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რი ახ­ლავს თან. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­დუსტრი­აა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ქვეყ­ნის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზულ როლს თა­მა­შობს. მსგავ­სი კამ­პა­ნია ზრდის ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბას და მას შე­სა­ბა­მი­სი ტუ­რის­ტუ­ლი სეგ­მენ­ტის მო­ზიდ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. სა­უ­ბა­რია მა­ღალ­მხარ­ჯვე­ლუ­ნა­რი­ან სეგ­მენტზე, რომ­ლის ზე­გავ­ლე­ნაც ეკო­ნო­მი­კა­ზე ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად პო­ზი­ტი­უ­რია. ეს გახ­ლავთ შან­სი, დე­და­მი­წის სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნონ სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა.

რა­ტომ შე­არ­ჩია „Black Sea Arena-ს“ გუნ­დმა კონ­კრე­ტუ­ლად ეს არ­ტის­ტე­ბი და რას მის­ცემს კამ­პა­ნია „Starring Georgia“ სა­ქარ­თვე­ლოს? „Ambebi.ge“ „Black Sea Arena-ს“ პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯერს, ციცი იაშ­ვილ­სა და „Black Sea Arena-ს“ დი­რექ­ტორს, ტატო ხარ­ჩი­ლა­ვას ესა­უბ­რა.

რო­გორც ციცი იაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს კამ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია იქ­ნე­ბა. მისი თქმით, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში გახ­დე­ბა მთა­ვა­რი ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იკაშ­კა­შებს. რე­გი­ო­ნა­ლუ­რად, მსგავ­სი მას­შტა­ბის კონ­ცერ­ტე­ბი წელს არ იგეგ­მე­ბა, რაც აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მიმ­ზიდ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა გახ­დეს რო­გორც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი არ­ტის­ტე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტი­ლი­დან, ასე­ვე, მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რო­მე­ლიც, პი­რო­ბი­თად, ევ­რო­პას­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლებ ფა­სად და­ეს­წრე­ბა სა­სურ­ველ კონ­ცერტს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„რამ­დე­ნი­მე არ­ტის­ტი ტურ­ნეს პე­რი­ოდ­ში „დავ­ბუ­ქეთ“, რაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი მოვ­ლე­ნაა. ამ დროს არ­ტის­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბენ და სა­ერ­თა­შო­რი­სო PR კამ­პა­ნი­ას ეწე­ვი­ან. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო მათი ტურ­ნეს ნა­წი­ლი ხდე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს ისე­თი ქვეყ­ნე­ბის გვერ­დით, რო­გო­რი­ცაა: შვე­ი­ცა­რია, გერ­მა­ნია, ავ­სტრია, არაბ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი და ა.შ. ეს ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­ყო­ფი არ არის და შე­იძ­ლე­ბა, აქ ამ არ­ტის­ტე­ბის მო­სას­მე­ნად ჩა­მო­ვი­დეს. ამ კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნიც ეს გახ­ლავთ და მთავ­რო­ბაც ამი­ტომ უჭერს მას მხარს. კი­დევ ერთხელ დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ნდო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­აა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ციცი იაშ­ვილ­მა.

რო­გორც მან­ვე გან­მარ­ტა, უშუ­ა­ლოდ კონ­ცერ­ტე­ბის მსვლე­ლო­ბის გარ­და, პო­პუ­ლა­რუ­ლი არ­ტის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი, რა­საც მთე­ლი მსოფ­ლიო და­აკ­ვირ­დე­ბა.

„არ­ტის­ტე­ბი გარ­კვე­ულ პე­რი­ოდს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ატა­რე­ბენ. მათ­თან ერ­თად „მოგ­ზა­უ­რო­ბენ“ მათი მიმ­დევ­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან და ყო­ველ­წუ­თი­ე­რად ეც­ნო­ბი­ან ახალ-ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც მათ საყ­ვა­რელ არ­ტისტსა და სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ზე დიდი აუ­დი­ტო­რი­აა, რო­მელ­საც პირ­და­პირ შე­გიძ­ლია მის­წვდე და ზუს­ტად ის შეს­თა­ვა­ზო, რაც მას და­ა­ინ­ტე­რე­სებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს დიდ სუ­რათ­ში გა­მოვ­სა­ხოთ და კარ­გად წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლი,“ - აღ­ნიშ­ნა ციცი იაშ­ვილ­მა.

და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი 6 არ­ტის­ტი ჟან­რობ­რი­ვად ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ეს ძა­ლი­ან კარ­გია იმის­თვის, რომ „Starring Georgia-ს“ შე­სა­ხებ რაც შე­იძ­ლე­ბა უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­გოს და მეტ­მა მათ­გან­მა იპო­ვოს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ­ტის­ტი. რო­გორც „Black Sea Arena-ს“ დი­რექ­ტო­რი ტატო ხარ­ჩი­ლა­ვა აღ­ნიშ­ნავს, ეს არ არის ერთ კონ­კრე­ტულ გე­მოვ­ნე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი კამ­პა­ნია. „Starring Georgia“ სა­ხალ­ხო პრო­ექ­ტია, რო­მელ­შიც ყვე­ლას გე­მოვ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია.

„არ­ტის­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მათ აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას: თუ რა დო­ნე­ზე არი­ან ისი­ნი, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით; რო­მელ ფეს­ტი­ვა­ლებ­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას; რამ­დე­ნი და რა სა­ხის ჯილ­დო აქვთ მი­ღე­ბუ­ლი; სად უკ­რა­ვენ; რამ­დე­ნი ტურ­ნე აქვთ და ა.შ. მათი კა­რი­ე­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა ჩვენ­თვის ერ­თგვა­რი გა­მო­ძა­ხი­ლია იმი­სა, გა­მარ­თლე­ბუ­ლია თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი არ­ტის­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოწ­ვე­ვა. ქარ­თვე­ლე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა არა­ვი­სას ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, ამი­ტომ მსოფ­ლი­ო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი მუ­სი­კო­სე­ბი ჩვენ­თა­ნაც აქ­ტუ­ა­ლუ­რე­ბი არი­ან.

გარ­და ამი­სა, ფო­რუ­მებ­ზე თუ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კარ­გად ჩანს, რა უს­მე­ნენ ქარ­თვე­ლე­ბი. ამას­თან ერ­თად, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის გე­მოვ­ნე­ბა­საც, რად­გან იქი­დან ბევრ სტუ­მარს ვე­ლო­დე­ბით. სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი თუ თურ­ქე­თი ბოლო დროს ნამ­დვი­ლად არ არი­ან კონ­ცერ­ტე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც „Starring Georgia“ მათ­თვის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

სამ­წუ­ხა­როდ, მო­მა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­ტარ­დეს ჩვენს მე­გო­ბარ უკ­რა­ი­ნა­ში. დღეს­დღე­ო­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, „Starring Georgia-ს“ ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტებს ისი­ნიც და­ეს­წრე­ბი­ან,“ - გა­ნა­ცხა­და ტატო ხარ­ჩი­ლა­ვამ.

კამ­პა­ნია 5 აგ­ვის­ტოს „Nile Rodgers & Chic-ის“ კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნე­ბა, რო­მე­ლიც „Black Sea Arena-ს“ ე.წ. Front Stage-ზე გა­ი­მარ­თე­ბა და გაგ­რძელ­დე­ბა 6 აგ­ვის­ტოს იმა­ვე ლო­კა­ცი­ა­ზე „FKJ-ის“ (French Kiwi Juice) კონ­ცერ­ტით. 10 აგ­ვის­ტოს კამ­პა­ნია შეკ­ვე­თილ­ში, სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. აქ ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე ჰა­უ­სი­სა და ტექ­ჰა­უ­სის სცე­ნის გა­მორ­ჩე­ულ არ­ტის­ტი, „Damian Lazarus“ და­უკ­რავს. 15 აგ­ვის­ტოს „Black Sea Arena-ს“ 10 000-მა­ყუ­რებ­ლი­ა­ნი მთა­ვა­რი სცე­ნა და­ეთ­მო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კის უკვე ლე­გენ­დად ქვე­ულ ბენ­დს - „The Killers-ს“. 18 აგ­ვის­ტოს კვლავ სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში გა­ი­მარ­თე­ბა ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რი­ია - „All Day I Dream“. 31 აგ­ვის­ტოს კი, „მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ო­ნი“, „Imagine Dragons-ს“ უმას­პინ­ძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე1
1

 ფასი არ თქვეს! ხარჩილავას ურჩევნია წალენჯიხის მერს ამოუდგეს გვერდში და ეს ვაი ვარსკვლავები და ვაი ბლეკსიი არენა გაითხარეთ უკან. იაშვილი ციცი თუ კვიცი!! რა ხელფასი აქვს და რას გვიკეთბს! რაში უხდით ხელფასს ეს დარბაზი რომ შეინახონ!? ბილეთის ფასს ვერ წერთ!? აა შეგრცხვათ. გვეცოდინება ვინ წავა ამ კონცერტზე ხომ იტრაბახებენ ჩვენი "პატრიოტი" ქართველები. ჩვენ რომ ერი ვიყოთ დარბაზი ცარიელი უნდა იყოს! ვეთანხმები ზოგიერთ კომენტარის აზრს!!!

ბადრი
0

რა ვარსკვლავთცვენა, ვინმეს გაგიგიათ ამ ანსამბლების შესახებ რამე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

კამპანია "Starring Georgia" 5 აგვისტოს დაიწყება - რა ეღირება ბილეთები

კამპანია "Starring Georgia" 5 აგვისტოს დაიწყება - რა ეღირება ბილეთები

5 აგვისტოდან საქართველოში „ვარკსკვლავთცვენა“ იწყება. უკვე ვიცით ის ექვსივე არტისტი, რომელიც ზაფხულში, „Black Sea Arena-ს“ გუნდის ორგანიზებით, კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში გვეწვევა. ცნობილია, მაგალითად, ერთ-ერთი ჯგუფის, „The Killers-ის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთბის ფასიც, რომელიც, ადგილების მიხედვით, 100-დან 500 ლარამდე მერყეობს. ამ და სხვა კონცერტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია „Black Sea Arena-ს“ ოფიციალურ ვებგვერდზე - BSA.ge.

კონცერტები გაიმართება „Black Sea Arena-ზე“; შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში და „მიხელ მესხის სტადიონზე“. 5-დან 31 აგვისტომდე მსენელის წინაშე წარდგება: „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“, „The Killers“, „All Day I Dream“ და „Imagine Dragons “.

აღსანიშნავია, რომ ასეთი რანგის არტისტები საქართველოში ჯერ არ ყოფილან. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანას ძალიან ბევრი მიმართულებით დაეხმარება. პირველ რიგში, საქართველო გასართობი ინდუსტრიის რუკაზე აციმციმდება და საფუძველი ჩაეყრება ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის არტისტების სამომავლო სტუმრობის პროცესს. გარდა ამისა, ჩვენს თანამოქალაქეებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, საკუთარ ქვეყანაში მოუსმინონ საყვარელ მუსიკოსებს, რომელთა კონცერტზე დასწრება მათი ოცნებაა.

ეს განსაკუთრებით მნიშვენლოვანი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ მოუწევთ საყვარელი ჯგუფის კონცერტზე საზღვრგარეთ წასვლა, უფრო სწორად, წასვლაზე უარის თქმა, ფინანსური ფაქტორების გამო. სასიხარულოა, რომ ქართველი ახალგაზრდები საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში დაესწრებიან იმ არტისტების კონცერტს, რომელთა ცოცხლად მოსმენასაც წლებია, ელოდებიან.

კულტურული დატვირთვის გარდა, კამპანია „Starring Georgia-ს“ უდიდესი ეკონომიკური ფაქტორი ახლავს თან. ეს ძალიან საინტერესო ინდუსტრიაა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციონირებაში სერიოზულ როლს თამაშობს. მსგავსი კამპანია ზრდის ქვეყნის ცნობადობას და მას შესაბამისი ტურისტული სეგმენტის მოზიდვაში ეხმარება. საუბარია მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტზე, რომლის ზეგავლენაც ეკონომიკაზე ყოველთვის მნიშვნელოვნად პოზიტიურია. ეს გახლავთ შანსი, დედამიწის სხვადასხვა წერტილში მყოფმა ადამიანებმა აღმოაჩინონ საქართველო, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულება.

რატომ შეარჩია „Black Sea Arena-ს“ გუნდმა კონკრეტულად ეს არტისტები და რას მისცემს კამპანია „Starring Georgia“ საქართველოს? „Ambebi.ge“ „Black Sea Arena-ს“ პროექტების მენეჯერს, ციცი იაშვილსა და „Black Sea Arena-ს“ დირექტორს, ტატო ხარჩილავას ესაუბრა.

როგორც ციცი იაშვილმა აღნიშნა, ეს კამპანია საქართველოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ამიერკავკასიაში გახდება მთავარი ადგილი, რომელიც ამ მიმართულებით იკაშკაშებს. რეგიონალურად, მსგავსი მასშტაბის კონცერტები წელს არ იგეგმება, რაც აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, მიმზიდველი ქვეყანა გახდეს როგორც ზემოხსენებული არტისტების გულშემატკივრებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ასევე, მეზობელი ქვეყნების მოსახლეობისთვის, რომელიც, პირობითად, ევროპასთან შედარებით, ნაკლებ ფასად დაესწრება სასურველ კონცერტს საქართველოში.

„რამდენიმე არტისტი ტურნეს პერიოდში „დავბუქეთ“, რაც განსაკუთრებულად კარგი მოვლენაა. ამ დროს არტისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ და საერთაშორისო PR კამპანიას ეწევიან. როდესაც საქართველო მათი ტურნეს ნაწილი ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებს ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, არაბთან გაერთიანებული საამიროები და ა.შ. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოში ნამყოფი არ არის და შეიძლება, აქ ამ არტისტების მოსასმენად ჩამოვიდეს. ამ კამპანიის მიზანიც ეს გახლავთ და მთავრობაც ამიტომ უჭერს მას მხარს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქვეყნის განვითარებაში,“ - განაცხადა ციცი იაშვილმა.

როგორც მანვე განმარტა, უშუალოდ კონცერტების მსვლელობის გარდა, პოპულარული არტისტები საქართველოში სხვადასხვა აქტივობაში იქნებიან ჩართული, რასაც მთელი მსოფლიო დააკვირდება.

„არტისტები გარკვეულ პერიოდს ჩვენს ქვეყანაში ატარებენ. მათთან ერთად „მოგზაურობენ“ მათი მიმდევრები სოციალური ქსელებიდან და ყოველწუთიერად ეცნობიან ახალ-ახალ ინფორმაციას, რომელიც მათ საყვარელ არტისტსა და საქართველოს უკავშირდება. ეს ყველაზე დიდი აუდიტორიაა, რომელსაც პირდაპირ შეგიძლია მისწვდე და ზუსტად ის შესთავაზო, რაც მას დააინტერესებს. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს დიდ სურათში გამოვსახოთ და კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი,“ - აღნიშნა ციცი იაშვილმა.

დაანონსებული 6 არტისტი ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანია. ეს ძალიან კარგია იმისთვის, რომ „Starring Georgia-ს“ შესახებ რაც შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს და მეტმა მათგანმა იპოვოს მისთვის საინტერესო არტისტი. როგორც „Black Sea Arena-ს“ დირექტორი ტატო ხარჩილავა აღნიშნავს, ეს არ არის ერთ კონკრეტულ გემოვნებაზე მორგებული კამპანია. „Starring Georgia“ სახალხო პროექტია, რომელშიც ყველას გემოვნება გათვალისწინებულია.

„არტისტების შერჩევისას ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ აქტუალურობას: თუ რა დონეზე არიან ისინი, მსოფლიოს მასშტაბით; რომელ ფესტივალებში იღებენ მონაწილეობას; რამდენი და რა სახის ჯილდო აქვთ მიღებული; სად უკრავენ; რამდენი ტურნე აქვთ და ა.შ. მათი კარიერული აქტივობა ჩვენთვის ერთგვარი გამოძახილია იმისა, გამართლებულია თუ არა კონკრეტული არტისტის საქართველოში მოწვევა. ქართველების მუსიკალური გემოვნება არავისას ჩამოუვარდება, ამიტომ მსოფლიოში აქტუალური მუსიკოსები ჩვენთანაც აქტუალურები არიან.

გარდა ამისა, ფორუმებზე თუ სოციალურ ქსელებში კარგად ჩანს, რა უსმენენ ქართველები. ამასთან ერთად, ვითვალისწინებთ მეზობელი ქვეყნების გემოვნებასაც, რადგან იქიდან ბევრ სტუმარს ველოდებით. სომხეთი, აზერბაიჯანი თუ თურქეთი ბოლო დროს ნამდვილად არ არიან კონცერტებით განებივრებული, ამიტომაც „Starring Georgia“ მათთვის კარგი შესაძლებლობაა.

სამწუხაროდ, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონცერტები ჩატარდეს ჩვენს მეგობარ უკრაინაში. დღესდღეობით, უკრაინელები საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან, შესაბამისად, „Starring Georgia-ს“ ფარგლებში გამართულ კონცერტებს ისინიც დაესწრებიან,“ - განაცხადა ტატო ხარჩილავამ.

კამპანია 5 აგვისტოს „Nile Rodgers & Chic-ის“ კონცერტით გაიხსნება, რომელიც „Black Sea Arena-ს“ ე.წ. Front Stage-ზე გაიმართება და გაგრძელდება 6 აგვისტოს იმავე ლოკაციაზე „FKJ-ის“ (French Kiwi Juice) კონცერტით. 10 აგვისტოს კამპანია შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში გადაინაცვლებს. აქ ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის თანამედროვე ჰაუსისა და ტექჰაუსის სცენის გამორჩეულ არტისტი, „Damian Lazarus“ დაუკრავს. 15 აგვისტოს „Black Sea Arena-ს“ 10 000-მაყურებლიანი მთავარი სცენა დაეთმობა თანამედროვე მუსიკის უკვე ლეგენდად ქვეულ ბენდს - „The Killers-ს“. 18 აგვისტოს კვლავ სოციალურ სივრცეში გაიმართება ელექტრონული მუსიკის ღონისძიებათა სერიია - „All Day I Dream“. 31 აგვისტოს კი, „მიხეილ მესხის სტადიონი“, „Imagine Dragons-ს“ უმასპინძლებს.