სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვცდილობთ მივაწოდოთ მათ წყალი, საკვები და დიზელი“ - რა მდგომარეობაში არიან სუდანში ჩარჩენილი ქართველები და რა ხდება ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირების მე-6 დღეს?
"ვცდილობთ მივაწოდოთ მათ წყალი, საკვები და დიზელი“ - რა მდგომარეობაში არიან სუდანში ჩარჩენილი ქართველები და რა ხდება ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირების მე-6 დღეს?

სუ­დან­ში ქვეყ­ნის არ­მი­ა­სა და "სწრა­ფი მხარ­და­ჭე­რის ძა­ლებს“ შო­რის ბოლო 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თდღი­ა­ნი ზავი მე­ო­რედ ამოქ­მედ­და. და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მე­თა­უ­რებ­მა კი­დევ ერთხელ და­დეს პი­რო­ბა, რომ 24 სა­ა­თით ცე­ცხლს შე­წყვეტ­დნენ, თუმ­ცა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­თან­ხმე­ბა ისევ და­ირ­ღვა.

პირ­ვე­ლად დრო­ე­ბი­თი ზავი, 19 აპ­რი­ლის სა­ღა­მოს ამოქ­მედ­და, თუმ­ცა მა­ლე­ვე დას­რულ­და... ამ დრომ­დე არ გახ­სნი­ლა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც ხარ­ტუ­მის მო­სახ­ლე­ო­ბას დე­და­ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

სუ­და­ნის არ­მი­ა­სა და "სწრა­ფი მხარ­და­ჭე­რის ძა­ლებს" შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა 15 აპ­რილს და­ი­წყო. შე­ტა­კე­ბებს 300-მდე ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა დაჭ­რილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2600-ს აღე­მა­ტე­ბა.

ახლა მსოფ­ლი­ოს­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოც ელის, რომ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ე­ბი მე­სა­მედ მა­ინც შე­ას­რუ­ლე­ბენ პი­რო­ბას და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დე­რე­ფანს გახ­სნი­ან. დე­და­ქა­ლაქ ხარ­ტუმ­ში, სა­დაც მე­ექ­ვსე დღეა გრძელ­დე­ბა შე­ტა­კე­ბე­ბი, 30-ზე მეტი ქარ­თვე­ლი რჩე­ბა. ორი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის, MyWay Airlines-ისა და Geo Sky-ს მფრი­ნა­ვე­ბი, ბორტგამ­ცი­ლებ­ლე­ბი და ინ­ჟინ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სუ­დან­ში სა­მუ­შაო მივ­ლი­ნე­ბით იყ­ვნენ ჩა­სუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და ქარ­თვე­ლე­ბის დამ­საქ­მე­ბე­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი მათ ევა­კუ­ა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, რომ სუ­დან­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი სამ­შვი­დო­ბოს გა­მო­იყ­ვა­ნონ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბას ყვე­ლა პარტნი­ორ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია ამ სა­კი­თხზე, თუმ­ცა ჯერ ვერ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა ვერ გეგ­მავს თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გაყ­ვა­ნას და არც კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღია ცნო­ბი­ლი.

"ჩვენ მუდ­მი­ვი კავ­ში­რი გვაქვს ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ე­ებ­თა­ნაც. და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობთ მი­ვა­წო­დოთ მათ წყა­ლი, საკ­ვე­ბი და დი­ზე­ლი“, - გა­ნუ­ცხა­და მან "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას".

კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში სად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­საკ­ვე­ბი­სა და წყლის მა­რა­გი ეწუ­რე­ბა. სუ­დან­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სია. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დე­და­ქა­ლა­ქი­დან გაქ­ცე­ვას სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ.

მო­სახ­ლე­ო­ბას არ აქვს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა კი კო­ლაფ­სის საფრ­თხის წი­ნა­შეა. გა­ე­რო და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სუ­დან­ში კონ­ფლიქ­ტი უკი­დუ­რე­სად გამ­წვავ­და. ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაა სუ­და­ნის არ­მი­ა­სა და გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბა "სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლებს“ შო­რის, რომ­ლებ­საც ყო­ფი­ლი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ. არ­მი­ის მე­თა­უ­რია სუ­და­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი გარ­და­მა­ვა­ლი საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, გე­ნე­რა­ლი ალ-ბურ­ჰა­ნი, ხოლო "სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბის“ - გე­ნე­რა­ლი და­გა­ლო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სუ­დან­ში და­პი­რის­პი­რე­ბა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. არ­მი­ა­სა და გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბა "სწრა­ფი მხარ­და­ჭე­რის ძა­ლებს“ შო­რის ვერ ხერ­ხდე­ბა შე­თან­ხმე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა გა­და­ვი­დეს ქვე­ყა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე. სუ­დანს სამ­ხედ­რო გე­ნერ­ლე­ბი მარ­თა­ვენ მას შემ­დეგ, რაც 2019 წელს, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ომარ ალ-ბა­ში­რი და­ამ­ხეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ვცდილობთ მივაწოდოთ მათ წყალი, საკვები და დიზელი“ - რა მდგომარეობაში არიან სუდანში ჩარჩენილი ქართველები და რა ხდება ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირების მე-6 დღეს?

"ვცდილობთ მივაწოდოთ მათ წყალი, საკვები და დიზელი“ - რა მდგომარეობაში არიან სუდანში ჩარჩენილი ქართველები და რა ხდება ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირების მე-6 დღეს?

სუდანში ქვეყნის არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის ბოლო 2 დღის განმავლობაში, ერთდღიანი ზავი მეორედ ამოქმედდა. დაპირისპირებული მხარეების მეთაურებმა კიდევ ერთხელ დადეს პირობა, რომ 24 საათით ცეცხლს შეწყვეტდნენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება ისევ დაირღვა.

პირველად დროებითი ზავი, 19 აპრილის საღამოს ამოქმედდა, თუმცა მალევე დასრულდა... ამ დრომდე არ გახსნილა ჰუმანიტარული დერეფანი, რომელიც ხარტუმის მოსახლეობას დედაქალაქის დატოვების შესაძლებლობას მისცემს.

სუდანის არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. შეტაკებებს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა დაჭრილთა რაოდენობა 2600-ს აღემატება.

ახლა მსოფლიოსთან ერთად, საქართველოც ელის, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები მესამედ მაინც შეასრულებენ პირობას და ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნიან. დედაქალაქ ხარტუმში, სადაც მეექვსე დღეა გრძელდება შეტაკებები, 30-ზე მეტი ქართველი რჩება. ორი ავიაკომპანიის, MyWay Airlines-ისა და Geo Sky-ს მფრინავები, ბორტგამცილებლები და ინჟინრები, რომლებიც სუდანში სამუშაო მივლინებით იყვნენ ჩასული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქართველების დამსაქმებელი ავიაკომპანიები მათ ევაკუაციაზე მუშაობას განაგრძობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, რომ პირველივე შესაძლებლობას გამოიყენებენ, რომ სუდანში ჩარჩენილი ქართველები სამშვიდობოს გამოიყვანონ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს საგარეო უწყებას ყველა პარტნიორსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქვს კომუნიკაცია ამ საკითხზე, თუმცა ჯერ ვერცერთი ქვეყანა ვერ გეგმავს თავისი მოქალაქეების გაყვანას და არც კონკრეტული თარიღია ცნობილი.

"ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ჩვენს მოქალაქეეებთანაც. და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მივაწოდოთ მათ წყალი, საკვები და დიზელი“, - განუცხადა მან "რადიო თავისუფლებას".

კონფლიქტის ზონაში სადგილობრივ მოსახლეობასაკვებისა და წყლის მარაგი ეწურება. სუდანში ჰუმანიტარული კრიზისია. მედიის ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქიდან გაქცევას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

მოსახლეობას არ აქვს მედიკამენტები, ჯანდაცვის სისტემა კი კოლაფსის საფრთხის წინაშეა. გაერო დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

ამ რამდენიმე დღის წინ, სუდანში კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა. ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირებაა სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო "სწრაფი რეაგირების ძალების“ - გენერალი დაგალო. შეიძლება ითქვას, რომ სუდანში დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის ვერ ხერხდება შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე. სუდანს სამხედრო გენერლები მართავენ მას შემდეგ, რაც 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ავტორიტარული პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი დაამხეს.