"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ვარკეთილში გუშინ მომხდარ საზარელ ავარიას ეხმაურება და საავტომობილო სიჩქარის ლიმიტის შემცირებაზე საუბრობს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს სიჩქარის ლიმიტები გადასახედია ქალაქის გზებზე, დასახლებულ პუნქტებში.
"არ მოგვწონს ხოლმე როცა სიჩქარის ლიმიტების შემცირებაზე იწყება საუბარი, არადა მერამდენე მოზარდი უნდა დაზარალდეს აგრესიული მართვის გამო. სიჩქარის ლიმიტები გადასახედია ქალაქის გზებზე, დასახლებულ პუნქტებში, სკოლის ზონების შექმნა აუცილებელია, ტროტუარებზე ბავშვები ( და ზრდასრულები) არ უნდა იღუპებოდნენ აგრესიული მძღოლების მიერ.
მძღოლებს არ უნდა მიეცეთ მაღალი სიჩქარის განვითარების შესაძლებლობა ქალაქში! 2022 წელს თბილისში, წინა წელთან შედარებით საგზაო შემთხვევების და დაშავებულთა ოდენობა შემცირებულია 6%-ით, ხოლო დაღუპვა გაზრდილია 8 %-ით. სტატისტიკა გვეუბნება რაღაც შესაცვლელი გვაქვს" - წერს ეკა ლალიაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ კალოუბნის ქუჩაზე ავარია მოხდა. შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი გოგონა სკოლის მოსწავლე იყო.
თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, ხოლო შემდეგ იქვე მდგარ ბავშვს. მძღოლი მიიმალა, თუმცა პოლიციამ დღეს იდ დააკავა.
ნახეთ ასევე:
არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის მართვის უფლება სამუდამოდ (ან 10 წლით მაინც) უნდა ჩამოერთვას, ყოველგვარი შემდგომი შეღავათის გარეშე!
წესების დარღვევებზე ჯარიმები უნდა გამკაცრდეს - შეიძლება დიფერენცირებაც: თუ 10 წლის ოპელს კონკრეტულ დარღვევაზე 100 ლარს ვახდევინებთ, ძვირადღირებული და მძლავრძრავიანი მანქანის მძღოლი 1000 ლარით დაჯარიმდეს!
ტექდათვალიერება უნდა გახდეს რეალური და არა ფორმალური და კორუფციის წყარო ... ვიცი შემთხვევა, რომ ტექდათვალიერების გავლის შემდეგ მიკროავტობუსის მძღოლმა მანქანის ნაწილი მოხსნა და კოლეგას ათხოვა დათვალიერების გასავლელად ...
დაზსრდეს კი არა გარდსიცვალოს და ოჯახი გაუბედურდეს! 60 მაქსიმუმ დს პატარა ქუჩებზე 20-30. სასჯელი უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ამასწინად ეზოდან ისრ გამოვარდა მანქანა ( ალბატ 50თ), მაგრამ იმ პატარა მონაკვეთზე საკმარისია კაცის მოსაკლავად. როდესაც " გაზაობ" ნაკლებად საშიში არაა, ვიდრე იარაღის ტარება. რირს ბავშვის სიცოცხლედ ეს ყველაფერი?