სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუდანში ბრძოლები გრძელდება: როგორც ირკვევა, ქვეყანაში ჩარჩენილი ქართველების დიდი ნაწილი Geo Sky-ის თანამშრომელია - რას აცხადებენ საგარეო უწყებაში?
სუდანში ბრძოლები გრძელდება: როგორც ირკვევა, ქვეყანაში ჩარჩენილი ქართველების დიდი ნაწილი Geo Sky-ის თანამშრომელია - რას აცხადებენ საგარეო უწყებაში?

BBC -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუ­და­ნა­ში კვლავ უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ქვეყ­ნი­დან, სა­დაც არე­უ­ლო­ბა 16 აპ­რი­ლის ღა­მეს და­ი­წყო, სულ უფრო რთულ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, სუ­დან­ში გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბა "სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლებ­სა" და ქვეყ­ნის რე­გუ­ლა­რულ არ­მი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რაც ამ წუ­თებ­შიც გრძელ­დე­ბა. სუ­და­ნის არ­მი­ამ დე­და­ქა­ლა­ქის ხარ­ტუ­მის მიმ­დე­ბა­რედ და ომ­დურ­მან­ში "სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბის" ბა­ზებ­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა

BBC -მ სუ­და­ნის ექიმ­თა კავ­შირ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ღუ­პუ­ლია 100 - ზე მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, და­შა­ვე­ბუ­ლია 1200-ზე მეტი.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცნო­ბით, სუ­და­ნის დე­და­ქა­ლაქს და მის გარ­შე­მო ის­მის მძი­მე სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის ხმე­ბი.

სუ­და­ნის არ­მი­ის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, გე­ნე­რალ­მა აბ­დელ ფა­ტახ ალ-ბურ­ხა­ნი ალ-ჯა­ზი­რას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ მზა­დაა, აწარ­მო­ოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი "სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლებ­თან". მისი თქმით, თუკი ისი­ნი უარს იტყვი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და არ დაყ­რი­ან ია­რაღს, სუ­და­ნის დე­და­ქა­ლაქ ხარ­ტუმ­სა და ქვეყ­ნის სხვა რე­გი­ო­ნებ­ში შე­იყ­ვა­ნენ სამ­ხედ­რო ძა­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის სუ­დან­ში 30-მდე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მი­დის ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, რათა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კო­რი­დო­რი გა­კეთ­დეს, ან რა­მე­ნა­ი­რად მოგმო­ხერ­ხდეს, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დრო­უ­ლად გა­მოყ­ვა­ნა და მათი სა­ქარ­თვე­ლო­ში უსაფრ­თხოდ დაბ­რუ­ნე­ბა.

"ჩვენ კონ­ტაქ­ტზე ვართ ქარ­თვე­ლებ­თან. და­ახ­ლო­ე­ბით, 30-მდე ქარ­თვე­ლია ახლა იქ. რო­გორც ყვე­ლა სხვა ქვე­ყა­ნამ მო­უ­წო­და თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს, ასე­ვე ჩვენც ვთხო­ვეთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ თავი შე­ი­კა­ვონ გა­რეთ გა­მოს­ვლის­გან და გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან. ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კო­რი­დო­რი გა­კეთ­დეს, ან რა­მე­ნა­ი­რად მოგ­ვე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დრო­უ­ლად გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ იქი­დან და უსაფრ­თხოდ და­ვაბ­რუ­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ჩვენ ასე­ვე კონ­ტაქ­ტზე ვართ გა­ე­როს ოფის­თა­ნაც და ჩვენ პარტნი­ო­რებ­თან ვართ მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტზე. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტა­პამ­დე არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა სრო­ლე­ბი და შე­ტა­კე­ბე­ბი, რომ რო­მე­ლი­მე მხა­რემ აი­ღოს კონ­ტრო­ლის ქვეშ სი­ტუ­ა­ცია და იმ მხა­რეს­თან მოხ­დეს შემ­დეგ და­ლა­პა­რა­კე­ბა. ვე­ლო­დე­ბით დამ­შვიდ­დეს, ჩა­წყნარ­დეს, რომ მოგ­ვე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ორი­ვე მხა­რეს და­ვე­ლა­პა­რა­კოთ. ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან იმის გამო, რომ შე­ტა­კე­ბებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა უსაფრ­თხოდ არი­ან, არა­ვის არა­ფე­რი არ სჭირს, ჯან­მრთე­ლად არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

"რა­დიო თა­ვი­უსფლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით,სუ­დან­ში ჩარ­ჩე­ნილ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის უმ­რავ­ლე­სო­ბა ავი­ა­კომ­პა­ნია Geo Sky-ის თა­ნამ­შრო­მე­ლია - მფრი­ნა­ვე­ბი, ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი და ინ­ჟინ­რე­ბი. კომ­პა­ნი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა შალ­ვა კიკ­ნა­ძემ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" უთხრა, რომ მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უსაფრ­თხოდ არი­ან და მათ­თან, ოჯა­ხის წევ­რე­ბის მსგავ­სად, ხში­რი კონ­ტაქ­ტი აქვთ.

"არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი მხა­რე, ყვე­ლა ელო­დე­ბა დრო­ე­ბით მა­ინც ცე­ცხლის შე­წყვე­ტას, რათა სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია მო­ა­ხერ­ხოს. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მხა­რე­ე­ბი უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში შე­თან­ხმდე­ბი­ან დრო­ე­ბით მა­ინც ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე. რო­გორც კი შე­წყდე­ბა ცე­ცხლი, მზად ვართ მათი ევა­კუ­ა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ", - ამ­ბობს კომ­პა­ნი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­ცე­მას­თან.

გა­ე­როს მი­სი­ამ სუ­დან­ში მხა­რე­ებს მო­უ­წო­და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პა­უ­ზის­კენ, რათა მშვი­დო­ბი­ან­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ შეძ­ლოს ბრძო­ლე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა.

"სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბი“ ეს არის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბა, რო­მე­ლიც არ შე­დის სუ­და­ნის რე­გუ­ლა­რულ არ­მი­ა­ში და არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს. 2019 წელს მათ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მოს­ცილ­და სუ­და­ნის პრე­ზი­დენ­ტი ომარ ალ-ბა­ში­რი. 2021 წელს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, რო­მე­ლიც 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბა, კი­დევ ერთი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marvel
1

უკრაინის თვითფრინავზე და ეკიპაჟზე რას იტყვით? ვინ შეიარაღება ჩაიტანა სუდანში! 

ყველგან სადაც არეულობაა და კაცთაკვლა,რატომღაც უკრაინელები ფიგურირებენ..აბა ერთი კარგად დააკვირდით მოვლენებს :)

ლალუკა
0

ღმერთო მშვიდობით დააბრუნე, სად გვყავს სუდანში ჩასახოცი ხალხი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

სუდანში ბრძოლები გრძელდება: როგორც ირკვევა, ქვეყანაში ჩარჩენილი ქართველების დიდი ნაწილი Geo Sky-ის თანამშრომელია - რას აცხადებენ საგარეო უწყებაში?

სუდანში ბრძოლები გრძელდება: როგორც ირკვევა, ქვეყანაში ჩარჩენილი ქართველების დიდი ნაწილი Geo Sky-ის თანამშრომელია - რას აცხადებენ საგარეო უწყებაში?

BBC -ის ინფორმაციით, სუდანაში კვლავ უმძიმესი ვითარებაა და ინფორმაციის მიღება ქვეყნიდან, სადაც არეულობა 16 აპრილის ღამეს დაიწყო, სულ უფრო რთულდება. შეგახსენებთ, სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ამ წუთებშიც გრძელდება. სუდანის არმიამ დედაქალაქის ხარტუმის მიმდებარედ და ომდურმანში "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

BBC -მ სუდანის ექიმთა კავშირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპულია 100 - ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავებულია 1200-ზე მეტი.

მოქალაქეების ცნობით, სუდანის დედაქალაქს და მის გარშემო ისმის მძიმე საარტილერიო ცეცხლის ხმები.

სუდანის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა აბდელ ფატახ ალ-ბურხანი ალ-ჯაზირასთან განაცხადა, რომ მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები "სწრაფი რეაგირების ძალებთან". მისი თქმით, თუკი ისინი უარს იტყვიან მოლაპარაკებებზე და არ დაყრიან იარაღს, სუდანის დედაქალაქ ხარტუმსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში შეიყვანენ სამხედრო ძალებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის სუდანში 30-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. როგორც მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, მიდის ინტენსიური მუშაობა საქართველოს პარტნიორებთან ერთად, რათა ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ან რამენაირად მოგმოხერხდეს, ჩვენი მოქალაქეების დროულად გამოყვანა და მათი საქართველოში უსაფრთხოდ დაბრუნება.

"ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან. დაახლოებით, 30-მდე ქართველია ახლა იქ. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ იქიდან და უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში.

ჩვენ ასევე კონტაქტზე ვართ გაეროს ოფისთანაც და ჩვენ პარტნიორებთან ვართ მჭიდრო კონტაქტზე. სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიმე მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და იმ მხარესთან მოხდეს შემდეგ დალაპარაკება. ველოდებით დამშვიდდეს, ჩაწყნარდეს, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერჯერობით არ გველაპარაკებიან იმის გამო, რომ შეტაკებებში არიან ჩართულები. ქართველები ყველა უსაფრთხოდ არიან, არავის არაფერი არ სჭირს, ჯანმრთელად არიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

"რადიო თავიუსფლების" ინფორმაციით, სუდანში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს შორის უმრავლესობა ავიაკომპანია Geo Sky-ის თანამშრომელია - მფრინავები, ეკიპაჟის წევრები და ინჟინრები. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ მათი თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან და მათთან, ოჯახის წევრების მსგავსად, ხშირი კონტაქტი აქვთ.

"არა მარტო ქართული მხარე, ყველა ელოდება დროებით მაინც ცეცხლის შეწყვეტას, რათა საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოახერხოს. ვიმედოვნებ, რომ მხარეები უახლოეს საათებში შეთანხმდებიან დროებით მაინც ცეცხლის შეწყვეტაზე. როგორც კი შეწყდება ცეცხლი, მზად ვართ მათი ევაკუაცია მოვახდინოთ", - ამბობს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გამოცემასთან.

გაეროს მისიამ სუდანში მხარეებს მოუწოდა ჰუმანიტარული პაუზისკენ, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ შეძლოს ბრძოლებისგან თავის დაღწევა.

"სწრაფი რეაგირების ძალები“ ეს არის გასამხედროებული ფორმირება, რომელიც არ შედის სუდანის რეგულარულ არმიაში და არ ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს. 2019 წელს მათ მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებას ჩამოსცილდა სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. 2021 წელს ორგანიზაციამ, რომელიც 100 ათასი ადამიანისგან შედგება, კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოახდინა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"