სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"30-მდე ქართველია იქ... ვმუშაობთ, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს" - რას ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სუდანში მყოფი ქართველების მდგომარეობაზე
"30-მდე ქართველია იქ... ვმუშაობთ, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს" - რას ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სუდანში მყოფი ქართველების მდგომარეობაზე

"ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კო­რი­დო­რი გა­კეთ­დეს, ან რა­მე­ნა­ი­რად მოგ­ვე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დრო­უ­ლად გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ იქი­დან და უსაფრ­თხოდ და­ვაბ­რუ­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვილ­მა სუ­დან­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ამ დრო­ის­თვის სუ­დან­ში 30-მდე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, რად­გან შე­ტა­კე­ბე­ბი ისევ გრძელ­დე­ბა.

"ჩვენ კონ­ტაქ­ტზე ვართ ქარ­თვე­ლებ­თან. და­ახ­ლო­ე­ბით, 30-მდე ქარ­თვე­ლია ახლა იქ. რო­გორც ყვე­ლა სხვა ქვე­ყა­ნამ მო­უ­წო­და თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს, ასე­ვე ჩვენც ვთხო­ვეთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ თავი შე­ი­კა­ვონ გა­რეთ გა­მოს­ვლის­გან და გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან. ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კო­რი­დო­რი გა­კეთ­დეს, ან რა­მე­ნა­ი­რად მოგ­ვე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დრო­უ­ლად გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ იქი­დან და უსაფრ­თხოდ და­ვაბ­რუ­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ჩვენ კონ­ტაქ­ტზე ვართ გა­ე­როს ოფის­თა­ნაც და ჩვენ პარტნი­ო­რებ­თან ვართ მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტზე. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტა­პამ­დე არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა სრო­ლე­ბი და შე­ტა­კე­ბე­ბი, რომ რო­მე­ლი­მე მხა­რემ აი­ღოს კონ­ტრო­ლის ქვეშ სი­ტუ­ა­ცია და იმ მხა­რეს­თან მოხ­დეს შემ­დეგ და­ლა­პა­რა­კე­ბა. ვე­ლო­დე­ბით დამ­შვიდ­დეს, ჩა­წყნარ­დეს, რომ მოგ­ვე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ორი­ვე მხა­რეს და­ვე­ლა­პა­რა­კოთ. ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან იმის გამო, რომ შე­ტა­კე­ბებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა უსაფრ­თხოდ არი­ან, არა­ვის არა­ფე­რი არ სჭირს, ჯან­მრთე­ლად არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სუ­დან­ში, არ­მი­ა­სა და გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბა „სწრა­ფი მხარ­და­ჭე­რის ძა­ლებს“ (RSF) შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად 100-მდე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 1100-ს აღ­წევს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!
1

სუდანში რაღა გვინდა?! 

თუ "დახმარებას" ვუწევთ სუდანს დემოკრატიული და ჰუმანური განვითარების მიზნით?

ტექნიკურ და იურიდიულ რჩევებს იმედია ჩვენგან არ მოითხოვენ.

ქართველებს დავეხმაროთ უკრაინაში! და არა რუსეთის მხარეს მდგომ "ვაი-ქართველევს".

Ეეჰ
21

Რას აკეთებდა ეს ხალხი მაგ დაქცეულ და მუსლიმ-ტერორისტების ქვეყანაში? Ეხლა გვიშველეო საჭმელი არა გვაქსო, რა ოხობა გინდათ მაქ, აქ გდებვლიყავით გაგეთოხნად ყანა, მაგრამ არა იქ ურჩევნიათ და ეგდონ იქ არავითარი დახმარება, მასეთი ქართველი არ ჭირდება საქართველოს. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"30-მდე ქართველია იქ... ვმუშაობთ, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს" - რას ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სუდანში მყოფი ქართველების მდგომარეობაზე

"30-მდე ქართველია იქ... ვმუშაობთ, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს" - რას ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სუდანში მყოფი ქართველების მდგომარეობაზე

"ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ იქიდან და უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.

  • მისი თქმით, ამ დროისთვის სუდანში 30-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჯერჯერობით მოლაპარაკებების წარმოება ვერ ხერხდება, რადგან შეტაკებები ისევ გრძელდება.

"ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან. დაახლოებით, 30-მდე ქართველია ახლა იქ. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ იქიდან და უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში.

ჩვენ კონტაქტზე ვართ გაეროს ოფისთანაც და ჩვენ პარტნიორებთან ვართ მჭიდრო კონტაქტზე. სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიმე მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და იმ მხარესთან მოხდეს შემდეგ დალაპარაკება. ველოდებით დამშვიდდეს, ჩაწყნარდეს, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერჯერობით არ გველაპარაკებიან იმის გამო, რომ შეტაკებებში არიან ჩართულები. ქართველები ყველა უსაფრთხოდ არიან, არავის არაფერი არ სჭირს, ჯანმრთელად არიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ (RSF) შორის დაპირისპირება გრძელდება. ექიმების ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1100-ს აღწევს.