პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი, რაც უნივერსიტეტში ხდება, მე მეხება!" - ბრძოლა ქართული ენის დასაცავად: როგორ პასუხობდა მარიკა ლორთქიფანიძე საქართველოს მტრებს?
"ყველაფერი, რაც უნივერსიტეტში ხდება, მე მეხება!" - ბრძოლა ქართული ენის დასაცავად: როგორ პასუხობდა მარიკა ლორთქიფანიძე საქართველოს მტრებს?

45 წელი გა­ვი­და 1978 წლის 14 აპ­რი­ლი­დან, რო­დე­საც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ხმა აი­მაღ­ლა საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ და მშობ­ლი­უ­რი ენა და­იც­ვა. თბი­ლის­ში ხალ­ხმრა­ვა­ლი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მცდე­ლო­ბას, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ენის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი შეც­ვლის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. 1977 წელს ახა­ლი საბ­ჭო­თა კონ­სტი­ტუ­ცია მი­ი­ღეს, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭო კი გა­ნი­ხი­ლავ­და ახალ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ გეგ­მას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქარ­თუ­ლი აღარ იქ­ნე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო ენა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა­მაც დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღამ კი კულ­მი­ნა­ცი­ას 1978 წე­ლის 14 აპ­რილს მი­აღ­წია.

დე­მონ­სტრან­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებს მხარს უჭერ­დნენ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ავან­გარ­დში იყო ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. 1978 წლის მოვ­ლე­ნე­ბი ბევ­რმა კარ­გად იცის ჩვენ­ში, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლია ის­ტო­რია, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი ენის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სის გა­უქ­მე­ბას მა­ნამ­დეც მო­უ­სინ­ჯეს ნი­ა­და­გი, რა­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უმწვა­ვე­სად და­უ­პი­რის­პირ­და ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა.

თვი­თონ ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა იხ­სე­ნებ­და, 1975 წელს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო ნა­წი­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა რო­გორც და­ი­ბა­რა და უთხრა, - რექ­ტორ­მა და­მა­ვა­ლა გად­მოგ­ცეთ, რომ თქვენს ფა­კულ­ტეტ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­გა­ნი რუ­სულ ენა­ზე უნდა წა­ი­კი­თხო­თო. იმ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რის გამ­გე უკი­დუ­რე­სად აღაშ­ფო­თა ამ წი­ნა­და­დე­ბამ და სას­წრა­ფოდ გა­და­წყვი­ტა რექ­ტორ­თან გაპ­რო­ტეს­ტე­ბა, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად მოს­კოვ­ში აღ­მოჩ­ნდა წა­სუ­ლი. ჩა­მო­სულს კი უკვე და­ახ­ვედ­რეს ლორ­თქი­ფა­ნი­ძის პრო­ტეს­ტის ამ­ბა­ვი, რის შემ­დე­გაც და­ი­ბა­რა ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა და ჰკი­თხა თურ­მე, - რა ობსტრუქ­ცი­ას მი­წყო­ბო… მა­შინ ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს უთ­ქვამს,- თუ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ სწო­რი არ ვარ, მო­ვიწ­ვი­ოთ დიდი საბ­ჭო და გა­მო­ჩე­ნილ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა, აკა­დე­მი­კო­სებ­მა, პრო­ფე­სო­რებ­მა გა­და­წყვი­ტონ ეს სა­კი­თხიო. ამის შემ­დეგ რექ­ტორს უკან და­უ­ხე­ვია, - მე ის კი არ მით­ქვამს, სწავ­ლა იყოს-მეთ­ქი რუ­სუ­ლად, მხო­ლოდ ის ვთქვი, რუ­სე­თი­დან მო­ვიწ­ვი­ოთ - გაც­ვლის წე­სით ლექ­ტო­რე­ბიო. სა­ვა­რა­უ­დოდ ფიქ­რობ­და, რომ ასე ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კას აღ­შფო­თე­ბას გა­ა­ნე­ლებ­და.

ამის შემ­დეგ კი ტაქ­ტი­კა შეც­ვა­ლა თურ­მე, და­ი­წყო სა­თი­თა­ოდ და­ბა­რე­ბა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნე­ბი­სა, რო­მელ­თაც გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­ჭი­როა ზო­გი­ერ­თი საგ­ნის რუ­სუ­ლად წა­კი­თხვაო... თან ყვე­ლა ეს პირი გა­უფრ­თხი­ლე­ბია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს არ შე­ა­ტყო­ბი­ნოთ, რომ ამ სა­კი­თხზე და­გი­ბა­რე­თო… რუ­სი­ფი­კა­ცი­ის ამ­გვარ­მა და­უ­ფა­რავ­მა ცდამ გა­ნაც­ვიფ­რა თურ­მე ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნე­ბი და პრო­ფე­სო­რე­ბი, თუმ­ცა ყვე­ლას როდი ეყო მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი გა­ბე­დუ­ლე­ბა, რომ პრო­ტეს­ტი გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა. აღ­მოჩ­ნდნენ ისეთ­ნიც, რო­მელ­თაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს რექ­ტო­რის წი­ნა­და­დე­ბას. უმე­ტე­სო­ბამ დუ­მი­ლი არ­ჩია. მხო­ლოდ ნა­წილ­მა გა­ნა­ცხა­და მტკი­ცე უარი. ღიად და­თან­ხმდა მხო­ლოდ ერთ-ერთი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, რაც, რა თქმა უნდა, შე­ი­ტყო მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და აღ­შფო­თე­ბუ­ლი შე­ვი­და რექ­ტორ­თან, - ან მე დავ­ტო­ვებ უნი­ვერ­სი­ტეტს, ან თქვე­ნო. ის ამ­შვი­დებ­და, - ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­კა, თქვენს კა­თედ­რას არ ეხე­ბა, თქვენ რა გა­წუ­ხებ­თო. ამა­ზე ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს მი­უ­გია, - ყვე­ლა­ფე­რი, რაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხდე­ბა, მე მე­ხე­ბაო...

მოკ­ლედ, სა­ბო­ლო­ოდ მოხ­და ისე, რომ აღ­მო­სავ­ლუ­რი ენე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ერთ-ერ­თმა დო­ცენ­ტმა გა­ბე­და და წა­ი­კი­თხა თურ­მე რუ­სუ­ლად ლექ­ცია, მომ­დევ­ნო ლექ­ცი­ა­ზე კი მას აუ­დი­ტო­რია ცა­რი­ე­ლი დახ­ვდა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სტუ­დენ­ტე­ბის გულ­წრფელ პრო­ტესტს მხა­რი და­უ­ჭი­რა მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ... ხოლო იმ დო­ცენტს რთუ­ლი დღე აწია, ეს უკა­ნას­კნე­ლი, თურ­მე თავს ასე იმარ­თლებ­და, - რა ვქნა, პარ­ტკომ­ში და­მა­ვა­ლე­სო. სა­ბო­ლო­ოდ მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­და ცენ­ტრა­ლურ კო­მი­ტე­ტამ­დე, სა­დაც პრო­ტეს­ტმა ისე შე­ა­ში­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი კო­მუ­ნის­ტე­ბი, რომ უკან და­ი­ხი­ეს, ამ­ტკი­ცებ­დნენ, - ასე­თი მი­თი­თე­ბა არა­ვის გა­უ­ცია და ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­და­სა­წყვე­ტი­აო... ამის შემ­დეგ რექ­ტორ­მა გა­უქ­მე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და თა­ვი­სი­ვე გა­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბა. ცხა­დია, რომ ცენ­ტრა­ლურ­მა კო­მი­ტეტ­მა ყო­ვე­ლი­ვე ამით ნი­ა­და­გის ზონ­დი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და და­ი­ნა­ხა რა, ასე­თი ერ­თსუ­ლო­ვა­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, იმ ეტაპ­ზე უკან და­ხე­ვის პო­ლი­ტი­კა არ­ჩია.

ცოტა თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნი, რომ არ სმე­ნო­დეს მა­ინც მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხე­ლი, რაც მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მი­თა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით მი­იღ­წე­ვა. მას­ზე, მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა და კვლა­ვაც და­ი­წე­რე­ბა. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ა­ნის" სა­არ­ქი­ვო სტა­ტი­ი­დან:

  • "მზად­დე­ბო­და თავ­დას­ხმა სა­ქარ­თვე­ლო­ზე. პრე­ზი­დენტ გამ­სა­ხურ­დი­ას ბრძა­ნე­ბა გა­უ­ცია, მა­რი­კა სას­წრა­ფოდ გა­და­აფ­რი­ნეთ მოს­კოვ­სო"

"მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე - კონ­გრე­სებ­ზე, კონ­გრე­სებს შო­რის მო­საწ­ვევ ყრი­ლო­ბებ­ზე, კო­ლოკ­ვი­უ­მებ­ზე, სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის დღე­ებ­ზე, იდე­ო­ლო­გი­ის სა­კი­თხე­ბი­სად­მი მი­ძღვნილ თავ­ყრი­ლო­ბებ­ზე - გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ებ­ში, სა­დაც მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე მარ­თლაც რომ შე­უც­ვლე­ლი და სრუ­ლი­ად შე­უ­და­რე­ბე­ლი გახ­ლდათ. რა პრობ­ლე­მაც უნდა წა­მოჭ­რი­ლი­ყო, მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის ფარ­თო ჰო­რი­ზონ­ტი­სა და მეც­ნი­ე­რუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის წყა­ლო­ბით, სა­კად­რის პა­სუხს სცემ­და ყვე­ლა თავ­დამ­სხმელს იქვე, უს­წრა­ფე­სად, რო­მელ­თაც ხში­რად უცხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბიც უმაგ­რებ­დნენ ზურგს, არ ვიცი, თა­ვი­ან­თი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბით, თუ სხვა რამ მი­ზე­ზე­ბით, მი­ზე­ზი კი მრა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო...

ვინ გას­ცემ­და პა­სუხს ცნო­ბილ მეც­ნი­ერს, ამე­რი­კელ ბი­ზან­ტი­ნო­ლოგ­სა და კავ­კა­სი­ო­ლოგს, პრო­ფე­სორ ნინა გე­ორ­გი­ევ­ნა გარ­სო­ი­ანს, ანდა მისი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის, უფრო მე­ტად ცნო­ბი­ლი კი­რილ თუ­მა­ნო­ვის თვალ­საზ­რი­სებს, მა­ვან­თა მიერ ატა­ცე­ბულ­სა და გა­ზი­ა­რე­ბულს?! მხო­ლოდ მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე იდგა ლა­მა­ზი, კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის, დინ­ჯი, თავ­და­ჭე­რი­ლი, დახ­ვე­წი­ლი, ტაქ­ტი­ა­ნი, ღირ­სე­ბით აღვსი­ლი, ტკბილ­მო­უ­ბა­რი, მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლი, გა­უ­ტე­ხე­ლი ადა­მი­ა­ნი, ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე მდგო­მი, "ვი­თარ­ცა კე­დე­ლი, ქვით­კი­რით ნა­გე­ბი"...

ლა­მა­ზი, ყვე­ლა ასაკ­ში სიმ­პა­თი­უ­რი, მომ­ხიბ­ლა­ვი, შე­სა­ნიშ­ნა­ვად აგე­ბუ­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო ხმით, მკვეთ­რი დიქ­ცი­ით, ორა­ტო­რუ­ლი ნი­ჭით, ფარ­თო ერუ­დი­ცი­ით, თავ­შე­კა­ვე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი უნა­რით, თა­ვის და­ჭე­რის სა­ნი­მუ­შო ფორ­მით ან­და­მა­ტი­ვით იზი­დავ­და მსმე­ნელს, და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - გან­ზო­გა­დე­ბის შე­სა­შუ­რი უნა­რი მას ყვე­ლა­სა­გან გა­მო­არ­ჩევ­და...

  • კი­დევ ერთი თვი­სე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა, რო­გორც პო­ლე­მის­ტი - სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სა­ჯა­როდ გამ­ყალ­ბებ­ლე­ბის, ათას­გვა­რი ფალ­სი­ფი­კა­ტო­რე­ბის, ქვეყ­ნი­სა და ერის შე­უ­რა­ცხმყოფ­ლე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ზე უს­წრა­ფე­სი რე­ა­გი­რე­ბით. ერთ მა­გა­ლითს დავ­ჯერ­დე­ბი მხო­ლოდ. ეს იყო 1991 წლის აგ­ვის­ტო. მოს­კოვ­ში იმარ­თე­ბო­და ბი­ზან­ტი­ნო­ლოგ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სი (8-15 აგ­ვის­ტო).

კონ­გრე­სის მუ­შა­ო­ბა დას­რულ­და. მე­ო­რე თუ მე­სა­მე დღეს ჩვენს ნო­მერ­ში ზარი გა­ის­მა. ქალ­ბა­ტონ მა­რი­ამს სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში უხ­მობ­დნენ. რო­გორც ღა­მით თა­ვად მი­ამ­ბო, იქ დახ­ვედ­რია ორი ქალ­ბა­ტო­ნი, ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ოგ­რა­ფია-გე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - ჯე­მი­ლა მეს­ხია და ნა­თე­ლა ..., ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჯა­რის­კაც­თა დე­დე­ბის" სა­ქარ­თვე­ლოს გან­ყო­ფი­ლე­ბის წევ­რე­ბი, მოს­კოვს მოვ­ლი­ნე­ბულ­ნი რა­ღაც ფო­რუმ­ზე. აქ შე­უ­ტყვი­ათ, რომ თურ­მე მზად­დე­ბო­და დიდი თავ­დას­ხმა სა­ქარ­თვე­ლო­ზე. მათ და­უ­რე­კავთ სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მა­ინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის, ბა­ტონ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თვის და ეს ამ­ბა­ვი შე­უ­ტყო­ბი­ნე­ბი­ათ. პრე­ზი­დენტს ბრძა­ნე­ბა გა­უ­ცია, სას­წრა­ფოდ მო­ნა­ხეთ ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა და გა­და­აფ­რი­ნეთ მოს­კოვ­სო.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და­ად­გი­ნა ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ა­მის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და ამ­რი­გად მოხ­ვდა იგი ამ ფო­რუმ­ზე. დარ­ბაზ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე შიშს აუ­ტა­ნია - ზღვა ხალ­ხი, უმ­კაც­რე­სი წე­სე­ბის დაც­ვით შეშ­ვე­ბა, რაც, თა­ვის­თა­ვად, უკვე თა­ვი­დან­ვე იწ­ვევს უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბას, არც ერთი ნაც­ნო­ბი სახე, მარ­ტო, სულ მარ­ტო... კი­დევ კარ­გი, ყვე­ლას სახე თა­ვი­დან ნათ­ლად არ და­მი­ნა­ხავს, თვა­ლი­ე­რე­ბის დრო არ იყო და სა­ხე­ებ­საც ვერ ვარ­ჩევ­დიო, იგო­ნებ­და თან­და­თან. შენს მტერს, რაც მე იქ გა­ვი­გო­ნეო, მი­თხრა და მი­ამ­ბო ან­დრეა სა­ხა­რო­ვი­სა და სხვა­თა გა­მოს­ვლის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ ეს კი­დევ არა­ფე­რი, აი, მერე მოხ­და რაც მოხ­და, ნამ­დვილ შოკ­ში ჩა­აგ­დო ან­დრეა სა­ხა­რო­ვის მე­უღ­ლის, ქალ­ბა­ტონ ელენ ბო­ნე­რის გა­მოს­ვლამ, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სი­ტყვის მეტი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს "მი­უ­ძღვნა". "აი მა­შინ, ერთი კი გა­ვი­გო­ნე ჩემი გვა­რი და მეტი არა­ფე­რი, არა­ფე­რი არ ვიცი, რო­გორ ავ­დე­ქი, რო­გორ გა­ვე­მარ­თე ტრი­ბუ­ნის­კენ, რო­მე­ლიც ჩემ­გან ასე შორს იდგა, რო­გორ ავე­დი, დავ­დე­ქი კა­თედ­რას­თან... გა­დავ­ხე­დე დარ­ბაზს და რას ვხე­დავ - ყვე­ლა რიგ­ში, რო­მელ­საც გაწ­ვდა ჩემი მხედ­ვე­ლო­ბა, სამ­ხედ­რო­ე­ბი, სამ­ხედ­რო­ე­ბი და მხო­ლოდ სამ­ხედ­რო­ე­ბი...

გა­და­ჭე­დი­ლი დარ­ბა­ზი ბრწყი­ნავ­და თვა­ლის­მომჭრე­ლი ორ­დე­ნე­ბით. ერთი კი ამო­ვი­სუნ­თქე და და­ვი­წყე", - ამ­ბობ­და. ბუ­ზის გაფ­რე­ნის ხმას გა­ი­გო­ნებ­დით. სმე­ნა­დაქ­ცე­ულ­მა, გაქ­ვა­ვე­ბულ­მა დარ­ბაზ­მა, თით­ქოს, სუნ­თქვა შე­წყვი­ტა. ერთი ადა­მი­ა­ნის ფე­ხის ხმა კი გა­უ­გო­ნია - ეს ქალ­ბა­ტო­ნი ელენ ბო­ნე­რი ბრძან­დე­ბო­და, რო­მელ­საც სას­წრა­ფოდ და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და­უ­ტო­ვე­ბია იქა­უ­რო­ბა, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა კი გა­მოს­ვლის და­სას­რულს მქუ­ხა­რე ტა­შით გა­მო­უ­ცი­ლე­ბი­ათ თა­ვის ად­გი­ლამ­დე. "ნე­ტავ, რო­გორ არ გა­მის­კდა გული", ამ სი­ტყვე­ბით და­ას­რუ­ლა თხრო­ბა..." წყა­რო

  • ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის წევ­რი მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე 2018 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. 1922 წელს და­ბა­დე­ბულ­მა, მო­მა­ვალ­მა წარ­მა­ტე­ბულ­მა მეც­ნი­ერ­მა და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. 1947 წლი­დან მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტში უმ­ცროს მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლად, 1956 წლი­დან უფ­როს მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლად, 1966 წლი­დან წამ­ყვან მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლად, 1972-78 წლებ­ში მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის კა­თედ­რის გამ­გედ. იყო ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი. 2000 წელს და­ა­ჯილ­დო­ვეს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს 100-ზე მეტი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი, მათ შო­რის 10 წიგ­ნი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგ
1

Ანდრეა არა. Ანდრეი.

თამაზ
12

მარიკა ლორთქიფანიძე ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იბრძოდა, რატომ? აშკარაა, მას, და მის შვილს არ ესმოდათ რა ბოროტებას ჩადიოდნენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ყველაფერი, რაც უნივერსიტეტში ხდება, მე მეხება!" - ბრძოლა ქართული ენის დასაცავად: როგორ პასუხობდა მარიკა ლორთქიფანიძე საქართველოს მტრებს?

"ყველაფერი, რაც უნივერსიტეტში ხდება, მე მეხება!" - ბრძოლა ქართული ენის დასაცავად: როგორ პასუხობდა მარიკა ლორთქიფანიძე საქართველოს მტრებს?

45 წელი გავიდა 1978 წლის 14 აპრილიდან, როდესაც ქართველმა ხალხმა ხმა აიმაღლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ და მშობლიური ენა დაიცვა. თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა. მოქალაქეები აპროტესტებდნენ კომუნისტური პარტიის მცდელობას, რომელიც ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი შეცვლისკენ იყო მიმართული. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუცია მიიღეს, საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭო კი განიხილავდა ახალ კონსტიტუციურ გეგმას, რომლის მიხედვითაც ქართული აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა საქართველოს ტერიტორიაზე, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. საპროტესტო ტალღამ კი კულმინაციას 1978 წელის 14 აპრილს მიაღწია.

დემონსტრანტების უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ, თუმცა საპროტესტო გამოსვლებს მხარს უჭერდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. წინააღმდეგობის ავანგარდში იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე. 1978 წლის მოვლენები ბევრმა კარგად იცის ჩვენში, მაგრამ ნაკლებად ცნობილია ისტორია, როდესაც ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმებას მანამდეც მოუსინჯეს ნიადაგი, რასაც უნივერსიტეტში უმწვავესად დაუპირისპირდა ქალბატონი მარიკა.

თვითონ ქალბატონი მარიკა იხსენებდა, 1975 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილის თანამშრომელმა როგორც დაიბარა და უთხრა, - რექტორმა დამავალა გადმოგცეთ, რომ თქვენს ფაკულტეტზე რამდენიმე საგანი რუსულ ენაზე უნდა წაიკითხოთო. იმჟამად საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე უკიდურესად აღაშფოთა ამ წინადადებამ და სასწრაფოდ გადაწყვიტა რექტორთან გაპროტესტება, რომელიც იმჟამად მოსკოვში აღმოჩნდა წასული. ჩამოსულს კი უკვე დაახვედრეს ლორთქიფანიძის პროტესტის ამბავი, რის შემდეგაც დაიბარა ქალბატონი მარიკა და ჰკითხა თურმე, - რა ობსტრუქციას მიწყობო… მაშინ ლორთქიფანიძეს უთქვამს,- თუ მიგაჩნიათ, რომ სწორი არ ვარ, მოვიწვიოთ დიდი საბჭო და გამოჩენილმა მეცნიერებმა, აკადემიკოსებმა, პროფესორებმა გადაწყვიტონ ეს საკითხიო. ამის შემდეგ რექტორს უკან დაუხევია, - მე ის კი არ მითქვამს, სწავლა იყოს-მეთქი რუსულად, მხოლოდ ის ვთქვი, რუსეთიდან მოვიწვიოთ - გაცვლის წესით ლექტორებიო. სავარაუდოდ ფიქრობდა, რომ ასე ქალბატონი მარიკას აღშფოთებას გაანელებდა.

ამის შემდეგ კი ტაქტიკა შეცვალა თურმე, დაიწყო სათითაოდ დაბარება ფაკულტეტის დეკანებისა, რომელთაც განუცხადა, რომ საჭიროა ზოგიერთი საგნის რუსულად წაკითხვაო... თან ყველა ეს პირი გაუფრთხილებია ლორთქიფანიძეს არ შეატყობინოთ, რომ ამ საკითხზე დაგიბარეთო… რუსიფიკაციის ამგვარმა დაუფარავმა ცდამ განაცვიფრა თურმე ფაკულტეტის დეკანები და პროფესორები, თუმცა ყველას როდი ეყო მოქალაქეობრივი გაბედულება, რომ პროტესტი განეცხადებინა. აღმოჩნდნენ ისეთნიც, რომელთაც მხარი დაუჭირეს რექტორის წინადადებას. უმეტესობამ დუმილი არჩია. მხოლოდ ნაწილმა განაცხადა მტკიცე უარი. ღიად დათანხმდა მხოლოდ ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, რაც, რა თქმა უნდა, შეიტყო მარიკა ლორთქიფანიძემ და აღშფოთებული შევიდა რექტორთან, - ან მე დავტოვებ უნივერსიტეტს, ან თქვენო. ის ამშვიდებდა, - ქალბატონო მარიკა, თქვენს კათედრას არ ეხება, თქვენ რა გაწუხებთო. ამაზე ლორთქიფანიძეს მიუგია, - ყველაფერი, რაც უნივერსიტეტში ხდება, მე მეხებაო...

მოკლედ, საბოლოოდ მოხდა ისე, რომ აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ერთ-ერთმა დოცენტმა გაბედა და წაიკითხა თურმე რუსულად ლექცია, მომდევნო ლექციაზე კი მას აუდიტორია ცარიელი დახვდა. როგორც ამბობენ, სტუდენტების გულწრფელ პროტესტს მხარი დაუჭირა მარიკა ლორთქიფანიძემ... ხოლო იმ დოცენტს რთული დღე აწია, ეს უკანასკნელი, თურმე თავს ასე იმართლებდა, - რა ვქნა, პარტკომში დამავალესო. საბოლოოდ მომხდარის თაობაზე ინფორმაცია მივიდა ცენტრალურ კომიტეტამდე, სადაც პროტესტმა ისე შეაშინა ადგილობრივი კომუნისტები, რომ უკან დაიხიეს, ამტკიცებდნენ, - ასეთი მითითება არავის გაუცია და ეს ნებაყოფლობით პროფესორ-მასწავლებლების გადასაწყვეტიაო... ამის შემდეგ რექტორმა გაუქმებულად გამოაცხადა თავისივე გაცემული ბრძანება. ცხადია, რომ ცენტრალურმა კომიტეტმა ყოველივე ამით ნიადაგის ზონდირება მოახდინა და დაინახა რა, ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობა, იმ ეტაპზე უკან დახევის პოლიტიკა არჩია.

ცოტა თუ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომ არ სმენოდეს მაინც მარიკა ლორთქიფანიძის სახელი, რაც მუხლჩაუხრელი შრომითა და მიზანმიმართული საქმიანობით მიიღწევა. მასზე, მის საქმიანობაზე არაერთხელ დაწერილა და კვლავაც დაიწერება. გთავაზობთ ნაწყვეტებს ჟურნალ "ისტორიანის" საარქივო სტატიიდან:

  • "მზადდებოდა თავდასხმა საქართველოზე. პრეზიდენტ გამსახურდიას ბრძანება გაუცია, მარიკა სასწრაფოდ გადააფრინეთ მოსკოვსო"

"მისი მოღვაწეობა საერთაშორისო ფორუმებზე - კონგრესებზე, კონგრესებს შორის მოსაწვევ ყრილობებზე, კოლოკვიუმებზე, სამეცნიერო კონფერენციებზე, მეცნიერებისა და კულტურის დღეებზე, იდეოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ თავყრილობებზე - გამართულ დისკუსიებში, სადაც მარიკა ლორთქიფანიძე მართლაც რომ შეუცვლელი და სრულიად შეუდარებელი გახლდათ. რა პრობლემაც უნდა წამოჭრილიყო, მისი მოღვაწეობის ფართო ჰორიზონტისა და მეცნიერული ინტერესების წყალობით, საკადრის პასუხს სცემდა ყველა თავდამსხმელს იქვე, უსწრაფესად, რომელთაც ხშირად უცხოელი მეცნიერებიც უმაგრებდნენ ზურგს, არ ვიცი, თავიანთი გულუბრყვილობით, თუ სხვა რამ მიზეზებით, მიზეზი კი მრავალი შეიძლებოდა ყოფილიყო...

ვინ გასცემდა პასუხს ცნობილ მეცნიერს, ამერიკელ ბიზანტინოლოგსა და კავკასიოლოგს, პროფესორ ნინა გეორგიევნა გარსოიანს, ანდა მისი თანამემამულის, უფრო მეტად ცნობილი კირილ თუმანოვის თვალსაზრისებს, მავანთა მიერ ატაცებულსა და გაზიარებულს?! მხოლოდ მარიამ ლორთქიფანიძე.

აუდიტორიის წინაშე იდგა ლამაზი, კეთილშობილური გარეგნობისა და წარმომავლობის, დინჯი, თავდაჭერილი, დახვეწილი, ტაქტიანი, ღირსებით აღვსილი, ტკბილმოუბარი, მაგრამ პრინციპული, გაუტეხელი ადამიანი, ქვეყნის სადარაჯოზე მდგომი, "ვითარცა კედელი, ქვითკირით ნაგები"...

ლამაზი, ყველა ასაკში სიმპათიური, მომხიბლავი, შესანიშნავად აგებული, სასიამოვნო ხმით, მკვეთრი დიქციით, ორატორული ნიჭით, ფართო ერუდიციით, თავშეკავების არაჩვეულებრივი უნარით, თავის დაჭერის სანიმუშო ფორმით ანდამატივით იზიდავდა მსმენელს, და ყველაზე მთავარი - განზოგადების შესაშური უნარი მას ყველასაგან გამოარჩევდა...

  • კიდევ ერთი თვისებით ხასიათდება ქალბატონი მარიკა, როგორც პოლემისტი - საქართველოს ისტორიის საჯაროდ გამყალბებლების, ათასგვარი ფალსიფიკატორების, ქვეყნისა და ერის შეურაცხმყოფლების გამონათქვამებზე უსწრაფესი რეაგირებით. ერთ მაგალითს დავჯერდები მხოლოდ. ეს იყო 1991 წლის აგვისტო. მოსკოვში იმართებოდა ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო კონგრესი (8-15 აგვისტო).

კონგრესის მუშაობა დასრულდა. მეორე თუ მესამე დღეს ჩვენს ნომერში ზარი გაისმა. ქალბატონ მარიამს საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სასტუმროს ადმინისტრაციაში უხმობდნენ. როგორც ღამით თავად მიამბო, იქ დახვედრია ორი ქალბატონი, ჩვენი უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის თანამშრომლები - ჯემილა მესხია და ნათელა ..., ორგანიზაცია "ჯარისკაცთა დედების" საქართველოს განყოფილების წევრები, მოსკოვს მოვლინებულნი რაღაც ფორუმზე. აქ შეუტყვიათ, რომ თურმე მზადდებოდა დიდი თავდასხმა საქართველოზე. მათ დაურეკავთ საქართველოს იმჟამაინდელი პრეზიდენტისთვის, ბატონ ზვიად გამსახურდიასთვის და ეს ამბავი შეუტყობინებიათ. პრეზიდენტს ბრძანება გაუცია, სასწრაფოდ მონახეთ ქალბატონი მარიკა და გადააფრინეთ მოსკოვსო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადგინა ქალბატონი მარიამის ადგილსამყოფელი და ამრიგად მოხვდა იგი ამ ფორუმზე. დარბაზში შესვლისთანავე შიშს აუტანია - ზღვა ხალხი, უმკაცრესი წესების დაცვით შეშვება, რაც, თავისთავად, უკვე თავიდანვე იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას, არც ერთი ნაცნობი სახე, მარტო, სულ მარტო... კიდევ კარგი, ყველას სახე თავიდან ნათლად არ დამინახავს, თვალიერების დრო არ იყო და სახეებსაც ვერ ვარჩევდიო, იგონებდა თანდათან. შენს მტერს, რაც მე იქ გავიგონეო, მითხრა და მიამბო ანდრეა სახაროვისა და სხვათა გამოსვლის შესახებ საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, აი, მერე მოხდა რაც მოხდა, ნამდვილ შოკში ჩააგდო ანდრეა სახაროვის მეუღლის, ქალბატონ ელენ ბონერის გამოსვლამ, რომელმაც თავისი სიტყვის მეტი ნაწილი საქართველოს "მიუძღვნა". "აი მაშინ, ერთი კი გავიგონე ჩემი გვარი და მეტი არაფერი, არაფერი არ ვიცი, როგორ ავდექი, როგორ გავემართე ტრიბუნისკენ, რომელიც ჩემგან ასე შორს იდგა, როგორ ავედი, დავდექი კათედრასთან... გადავხედე დარბაზს და რას ვხედავ - ყველა რიგში, რომელსაც გაწვდა ჩემი მხედველობა, სამხედროები, სამხედროები და მხოლოდ სამხედროები...

გადაჭედილი დარბაზი ბრწყინავდა თვალისმომჭრელი ორდენებით. ერთი კი ამოვისუნთქე და დავიწყე", - ამბობდა. ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. სმენადაქცეულმა, გაქვავებულმა დარბაზმა, თითქოს, სუნთქვა შეწყვიტა. ერთი ადამიანის ფეხის ხმა კი გაუგონია - ეს ქალბატონი ელენ ბონერი ბრძანდებოდა, რომელსაც სასწრაფოდ და დემონსტრაციულად დაუტოვებია იქაურობა, ქალბატონი მარიკა კი გამოსვლის დასასრულს მქუხარე ტაშით გამოუცილებიათ თავის ადგილამდე. "ნეტავ, როგორ არ გამისკდა გული", ამ სიტყვებით დაასრულა თხრობა..." წყარო

  • ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორთქიფანიძე 2018 წელს გარდაიცვალა. 1922 წელს დაბადებულმა, მომავალმა წარმატებულმა მეცნიერმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1956 წლიდან უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1966 წლიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, 1972-78 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 2000 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი.