პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ გამოძიება გაგრძელდება იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება არ გაარკვევს, ვინ გაასაჯაროვა ისინი, - "ამერიკის ხმის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გააკეთა.
"ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და გადავატრიალებთ ყველა ქვას, სანამ არ ვიპოვით წყაროს და გაჟონვის მასშტაბებს“,- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
პენტაგონის ხელმძღვანელი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელმაც დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისივე განმარტებით, პენტაგონმა იცის, რომ დოკუმენტების გამოქვეყნება მოხდა 28 თებერვალსა და 1-ელ მარტს, თუმცა არაფრის თქმა არ შეუძლია იმასთან დაკავშირებით, სხვა დოკუმენტები გამოქვეყნდა თუ არა უფრო ადრე.
"ეს ის არის, რასაც გავარკვევთ გამოძიების გაგრძელებით“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ცნობისთვის, პენტაგონის ერთ-ერთი გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი იმყოფება. 23 მარტს დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში სპეცრაზმის ყველაზე დიდი, 50-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, შემდეგ მოდის ლატვია (17), საფრანგეთი (15), აშშ (14) და ნიდერლანდები (1). დოკუმენტში არ არის აღნიშნული, სად არიან განლაგებული ძალები და რას აკეთებენ ისინი.
არ ხუმრობს ეგ შავი კაცი )))))))))))