კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს თვითონ აშშ-ის სპეცსამსახურების გავრცელებული დეზინფორმაციაა, რუსეთის შეცდომაში შესაყვანად" - შეუშლის თუ არა პენტაგონიდან დოკუმენტების გაჟონვა უკრაინის კონტრშეტევას ხელს?
"ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს თვითონ აშშ-ის სპეცსამსახურების გავრცელებული დეზინფორმაციაა, რუსეთის შეცდომაში შესაყვანად" - შეუშლის თუ არა პენტაგონიდან დოკუმენტების გაჟონვა უკრაინის კონტრშეტევას ხელს?

მსოფ­ლიო ელო­დე­ბა მო­მენტს, როცა უკ­რა­ი­ნა თავ­დაც­ვის რე­ჟი­მი­დან კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გა­და­ვა.

"უკ­რა­ი­ნა სა­გა­ზა­ფხუ­ლო კონ­ტრშე­ტე­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც აპ­რილ-მა­ის­ში უნდა და­ი­წყოს“, - გა­ნა­ცხა­და ჯერ კი­დევ მარ­ტში უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ოლექ­სეი რეზ­ნი­კოვ­მა. მი­სი­ვე თქმით, კონ­ტრშე­ტე­ვა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით იგეგ­მე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი დრო­ის და მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რეზ­ნი­კოვ­მა ისა­უბ­რა იმა­ზეც, თუ რო­დის იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი ფრონტზე მო­კავ­ში­რე­ე­ბის­გან გა­და­ცე­მუ­ლი "ლე­ო­პარ­დის“ ტან­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

"მათ ("ლე­ო­პარ­დის" ტან­კებს) ჩვე­ნი გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კონ­ტრშე­ტე­ვა­ში ნა­ხავთ. კონ­ტრშე­ტე­ვა და­გეგ­მი­ლია რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს ასე­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლია ამინ­დის პი­რო­ბებ­ზე. გა­ზა­ფხულ­ზე ჩვე­ნი მიწა ძა­ლი­ან სვე­ლია. ვფიქ­რობ, მათ აპ­რილ-მა­ის­ში ვი­ხი­ლავთ", - თქვა რეზ­ნი­კოვ­მა.

გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ პენ­ტა­გო­ნის სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ჟონ­ვის გამო, უკ­რა­ი­ნამ თით­ქოს ზო­გი­ერ­თი სამ­ხედ­რო გეგ­მა შეც­ვა­ლა. ამის თა­ო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს მდი­ვან­მა ოლექ­სი და­ნი­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ჟონ­ვა კონ­ტრშე­ტე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გეგ­მებ­ზე არ იმოქ­მე­დებს.

"უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ კონ­ტრშე­ტე­ვის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ბოლო მო­მენ­ტში მოხ­დე­ბა... თუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ მხო­ლოდ ერთი ვა­რი­ან­ტი გვაქვს, ეს ასე არ არის. სამი ვა­რი­ან­ტიც კი ცო­ტაა", - აღ­ნიშ­ნა და­ნი­ლოვ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი, ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნი მი­ი­ღებს.

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან კონ­ტრშე­ტე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და მის რამ­დე­ნი­მე სა­ვა­რა­უ­დო მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს:

- უკ­რა­ი­ნის მხრი­დან შე­საძ­ლო კონ­ტრი­ე­რი­შე­ბის და­წყე­ბის აჟი­ო­ტა­ჟი დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა და მი­მაჩ­ნია, რომ ეს აზი­ა­ნებს უკ­რა­ი­ნის ინ­ტე­რე­სებს... შე­უძ­ლე­ბე­ლია წი­ნას­წარ იმის თქმა, რო­დის და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია. აქ შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ პროგ­ნო­ზი­რე­ბა იმი­სა, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს იმ ანა­ლი­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც იძ­ლე­ვა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი. ის, რომ უკ­რა­ი­ნის არ­მია ემ­ზა­დე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­ტრი­ე­რი­შის და­სა­წყე­ბად, ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რით:

1. შე­ი­ა­რა­ღე­ბის იმ კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი­დან ბევ­რი მათ­გა­ნი, რა­საც ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სავ­ლე­თი გა­დას­ცემს უკ­რა­ი­ნას, გან­კუთ­ვნი­ლია სწო­რედ შე­ტე­ვი­თი და არა თავ­დაც­ვი­თი ბრძო­ლე­ბის­თვის.

2. უზარ­მა­ზა­რი თან­ხა, რაც ომის 13 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩადო იმა­ვე და­სავ­ლეთ­მა (სამ­ხედ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა), უკვე მო­ი­თხოვს გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გის და­დე­ბას უკ­რა­ი­ნის მხრი­დან, რომ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­მა თა­ვი­ანთ ამომ­რჩე­ველს და­ა­ნა­ხონ, რომ გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლე­ბის თან­ხე­ბი წყალ­ში არ გა­დაყ­რი­ლა და უკ­რა­ი­ნის არ­მია შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­და დე­ო­კუ­პა­ცი­ის და­სა­წყე­ბად.

3. მთა­ვა­რი ისაა, რომ თვი­თონ უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბაც ამ­დე­ნი და­უნ­დო­ბე­ლი და­ბომბვი­სა და ფრონ­ტის ხაზ­ზე ახ­ლობ­ლე­ბის და­ღუპ­ვის შემ­დეგ, ელო­დე­ბა, რომ რა­ღაც შე­იც­ვლე­ბა და რომ უკვე უკ­რა­ი­ნა და­ი­წყებს შე­ტე­ვას. ეს ყვე­ლა­ფე­რი თე­ო­რი­უ­ლად იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ შე­ტე­ვა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­წყოს.

- რაც შე­ე­ხე­ბა დრო­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბას, რა­ზეა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

- წვი­მე­ბის სე­ზო­ნი თუ არ დას­რულ­და და ნი­ა­და­გი არ გა­მოშ­რა (რაც აპ­რი­ლის ბო­ლო­სა და მა­ი­სის და­სა­წყის­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, შე­საძ­ლოა - გვი­ა­ნაც), მა­ნამ­დე მძი­მე ჯავ­შან­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­ტრი­ე­რი­შე­ბის და­წყე­ბა, გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა - მძი­მე ჯავ­შან­ტექ­ნი­კის გა­და­ად­გი­ლე­ბის სიჩ­ქა­რე ტა­ლახ­ში მცი­რე იქ­ნე­ბა, ან შე­იძ­ლე­ბა ტან­კი სა­ერ­თო­დაც ჩა­ეფ­ლოს. ძი­რი­თა­დად მა­ნევ­რი­რე­ბა­დი უნდა იყოს ჯავ­შან­სა­ტან­კო პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს სხვა­დას­ხვა მხრი­დან შე­უ­ტე­ვენ. ამი­ტო­მაც მათ სჭირ­დე­ბათ სივ­რცე, რათა გა­ი­შა­ლონ მინ­დორ­ზე და სხვა­დას­ხვა გზი­დან შე­უ­ტი­ონ, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ნაღ­მუ­ლი ექ­ნე­ბათ. მი­მარ­თუ­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ფრონ­ტის ხაზ­ზე, რო­მე­ლიც 800 კმ-ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი, არის რამ­დე­ნი­მე ცხე­ლი წერ­ტი­ლი: ჩრდი­ლო­ეთ­ში სვი­ა­ტო­ვო-კრე­მენ­ნო­ეს მო­ნაკ­ვე­თი, უფრო ქვე­მოთ ბახ­მუ­ტი და შემ­დეგ მო­დის ავ­დი­ევ­კა, უგ­ლე­და­რი, უკვე ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით - ნო­ვოე კა­ხოვ­კა. კონ­ტრი­ე­რი­ში შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყოს, მაგ­რამ იქი­დან რო­მე­ლი იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ესაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ არ უნდა გა­მო­იც­ნოს. სა­ერ­თოდ, მოჩ­ვე­ნე­ბი­თი შე­ტე­ვე­ბი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად ხდე­ბა, მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ა­ნა­წი­ლოს ძა­ლე­ბი და თუ ის მიხ­ვდა, სა­დაა ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მთა­ვა­რი შე­ტე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რა თქმა უნდა, იქ გა­აძ­ლი­ე­რებს დაც­ვას. ჩემი აზ­რით, ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი გაჭ­რა იქ­ნე­ბა ზა­პო­რო­ჟი­ეს მხრი­დან მე­ლი­ტო­პო­ლი-ბერ­დი­ანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე (იმ საგ­ზაო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­და­საჭ­რე­ლად, რო­მე­ლიც რუ­სე­თის როს­ტო­ვის ოლქს აზო­ვის ზღვის გას­წვრივ მიმ­დი­ნა­რე მა­გის­ტრა­ლე­ბით ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­თან აკავ­ში­რებს), რის შე­დე­გა­დაც, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, შუ­ა­ში გა­წყვეტ­დნენ სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებს და შემ­დეგ შეძ­ლებ­დნენ გას­ვლას ყი­რი­მის "ყელ­თან“, რომ­ლი­თაც ის მა­ტე­რი­კულ უკ­რა­ი­ნას უკავ­შირ­დე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, რუ­სე­თის მხა­რე­მაც იცის, ის იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. კოს­მო­სი­დან გა­და­ღე­ბულ სა­დაზვრე­ვო ფო­ტო­ებ­ზეც კარ­გად ჩანს, რომ რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი თავ­დაც­ვი­თი ზღუ­დე­ე­ბი მო­ა­წყეს მდი­ნა­რე დნეპ­რის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს გას­წვრივ, ნო­ვა­ია კა­ხოვ­კას­თან, უგ­ლე­დარ­თან, ასე­ვე, ყი­რი­მის გა­და­სას­ვლელ ყელ­ზე - არ­მი­ანსკის მი­და­მო­ებ­ში, ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის სა­ნა­პი­როს გას­წვრივ (ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო თხრი­ლე­ბი, რკი­ნა-ბე­ტო­ნის პი­რა­მი­დე­ბი და სხვა). რუ­სე­თი, რა თქმა უნდა, და­ნაღ­მავს ტანკსა­შიშ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, გარ­და ამი­სა, შე­ტე­ვა­ზე გა­და­სულ უკ­რა­ი­ნე­ლებს და­ე­მუქ­რე­ბა რუ­სე­თის ავი­ა­ცია. ფაქ­ტია, რომ რუსი ოკუ­პან­ტე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, უფრო მეტ უპი­რა­ტე­სო­ბას ფლო­ბენ ავი­ა­ცი­ა­ში და ასე­ვე, რუ­სე­თის არ­ტი­ლე­რია ეც­დე­ბა, რომ ეს კონ­ტრი­ე­რი­შე­ბი შე­ა­ჩე­როს. ყი­რიმს რაც შე­ე­ხე­ბა, ასეთ დროს ძა­ლე­ბის გა­ფან­ტვა არ არის სწო­რი, უკ­რა­ი­ნას არ ეყო­ფა ძა­ლე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის.

უკ­რა­ი­ნას ექ­ნე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­ტრი­ე­რი­შე­ბის და­წყე­ბის ერთი მთა­ვა­რი მცდე­ლო­ბა და თუ ის ვერ გან­ვი­თარ­და და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მა­შინ ძა­ლი­ან გა­ჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა და­სავ­ლე­თი­დან. ამი­ტომ სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ტრშე­ტე­ვის მომ­ზა­დე­ბა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უზარ­მა­ზა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა.

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, კონ­ტრშე­ტე­ვის დროს ბრძო­ლის ველ­ზე ახა­ლი გერ­მა­ნუ­ლი "ლე­ო­პარ­დე­ბი“ გა­მოჩ­ნდე­ბა... საბ­რძო­ლო მა­სა­ლის რე­სურ­სის მხრივ რუ­სე­თის საქ­მე რო­გო­რაა?

- მთა­ვა­რია, რომ ჩა­მო­სუ­ლი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა - ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და და­სავ­ლეთ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბის ცალ­კე­უ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი და შე­ნა­ერ­თე­ბიც არ გა­იბ­ნეს, ერ­თად იყ­ვნენ, კონ­ტრი­ე­რიშ­ში რომ ჩა­ერ­თონ. ეტყო­ბა ასეც მოხ­დე­ბა - ახალ ძა­ლებს, რომ­ლებ­მაც და­სავ­ლეთ­ში გა­ი­ა­რეს მომ­ზა­დე­ბა, ჯერ უფრთხილ­დე­ბი­ან და ბახ­მუ­ტი­სა და ავ­დე­ევ­კის ბრძო­ლებ­ში არ უშ­ვე­ბენ. პრობ­ლე­მე­ბი, რა თქმა უნდა, ორი­ვე მხა­რეს აქვს, ომის მე-14 თვე გრძელ­დე­ბა და ასე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი სა­არ­ტი­რე­ლიო ბრძო­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­ბის მხრი­დან, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა. რუ­სეთს კი დარ­ჩა სსრკ-ს დრო­ინ­დე­ლი უზარ­მა­ზა­რი სა­წყო­ბე­ბი, მაგ­რამ გა­ვი­და წლე­ბი, ზოგი გა­ნი­ავ­და, ზოგი გა­ყი­დეს, ტექ­ნი­კის უმე­ტე­სო­ბა მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და... ეს ომი გაძ­ლე­ბამ­დეა და გა­მო­ფიტ­ვამ­დე, იქამ­დე, ვისი ეკო­ნო­მი­კაც უფრო "გა­ქა­ჩავს“ - რუ­სე­თის, თუ უკ­რა­ი­ნა-და­სავ­ლე­თის. რო­გორც კი მე­ტე­ო­პი­რო­ბე­ბი გა­მოს­წორ­დე­ბა, ალ­ბათ უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბიც წავა. აქ ერთი ნი­უ­ან­სია - დღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­ი­მე სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ისე, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნოს - არ­სე­ბობს თა­ნამ­გზავ­რუ­ლი დაზ­ვერ­ვა კოს­მო­სი­დან, ათა­სო­ბით დრო­ნი, სა­ჰა­ე­რო და აგენ­ტუ­რუ­ლი დაზ­ვერ­ვა... ამას­თა­ნა­ვე, დაზ­ვერ­ვას­თან ერ­თად მო­წი­ნა­აღ­მდე­გის შტა­ბიც კარ­გად თუ მუ­შა­ობს, ყვე­ლა­ფერს დრო­უ­ლად აღ­მო­ა­ჩე­ნენ. დღეს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­ტე­ვის და­წყე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, მით უფრო ამ ომში, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო პენ­ტა­გო­ნის სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ჟონ­ვის ფაქ­ტზე. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, დო­კუ­მენ­ტებ­ში გან­ხი­ლუ­ლია თე­მე­ბის ფარ­თო სპექტრი, მათ შო­რის კონ­ტრშე­ტე­ვის გეგ­მე­ბიც. ამ­ბო­ბენ, რომ ამის გამო უკ­რა­ი­ნას გეგ­მე­ბის შეც­ვლამ მო­უ­წია...

- პენ­ტა­გონ­თან და­კავ­ში­რე­ბით არის რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბა:

1. რომ ეს მარ­თლაც პენ­ტა­გო­ნის გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი იყო, რო­მე­ლიც რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვამ მო­ი­პა­რა და ნა­წილ-ნა­წილ ავ­რცე­ლებს ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში, რი­თაც აჩ­ვე­ნებს, რომ ამე­რი­კის უსაფრ­თხო­ე­ბა ამ მხრივ არის სუს­ტი, ამას­თა­ნა­ვე, რუ­სეთ­მა თით­ქოს გა­ი­გო უკ­რა­ი­ნა-ამე­რი­კის მო­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი იმა­ვე კონ­ტრი­ე­რი­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

2. ეს არის თვი­თონ აშშ-ს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია, რათა ამით რუ­სე­თი შე­იყ­ვა­ნონ შეც­დო­მა­ში.

3. ეს არც არა­ვი­თა­რი სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი არ არის და ჰა­კე­რე­ბის ერთი მო­რი­გი თა­მა­შია, ვი­ნა­ი­დან იმ დო­კუ­მენ­ტებ­ში აღ­მოჩ­ნდა გა­და­კე­თე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი - პირ­ველ ვა­რი­ან­ტში თუ იყო რე­ა­ლო­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის და­ნა­კარ­გებ­ზე, მე­ო­რე­ში ეს ციფ­რე­ბი უხე­შად იყო შეც­ვლი­ლი - უკ­რა­ი­ნის და­ნა­კარ­გი ბევ­რად გაზ­რდი­ლია, რუ­სე­თის - შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რაც ირე­ა­ლუ­რია.

ავტორი:

"ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს თვითონ აშშ-ის სპეცსამსახურების გავრცელებული დეზინფორმაციაა, რუსეთის შეცდომაში შესაყვანად" - შეუშლის თუ არა პენტაგონიდან დოკუმენტების გაჟონვა უკრაინის კონტრშეტევას ხელს?

"ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს თვითონ აშშ-ის სპეცსამსახურების გავრცელებული დეზინფორმაციაა, რუსეთის შეცდომაში შესაყვანად" - შეუშლის თუ არა პენტაგონიდან დოკუმენტების გაჟონვა უკრაინის კონტრშეტევას ხელს?

მსოფლიო ელოდება მომენტს, როცა უკრაინა თავდაცვის რეჟიმიდან კონტრშეტევაზე გადავა.

"უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, რომელიც აპრილ-მაისში უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ჯერ კიდევ მარტში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა. მისივე თქმით, კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება და შესაბამისი დროის და მეტეოროლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით განხორციელდება.

რეზნიკოვმა ისაუბრა იმაზეც, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი ფრონტზე მოკავშირეებისგან გადაცემული "ლეოპარდის“ ტანკების გამოყენება.

"მათ ("ლეოპარდის" ტანკებს) ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით კონტრშეტევაში ნახავთ. კონტრშეტევა დაგეგმილია რამდენიმე მიმართულებით. ეს ასევე დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. გაზაფხულზე ჩვენი მიწა ძალიან სველია. ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვიხილავთ", - თქვა რეზნიკოვმა.

გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ რამდენიმე დღის წინ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ თითქოს ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა. ამის თაობაზე საუბრისას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ დოკუმენტების გაჟონვა კონტრშეტევასთან დაკავშირებულ გეგმებზე არ იმოქმედებს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილების მიღება ბოლო მომენტში მოხდება... თუ ვინმე ფიქრობს, რომ მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი ცოტაა", - აღნიშნა დანილოვმა.

მისი განმარტებით, ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი მიიღებს.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ambebi.ge-სთან კონტრშეტევის აუცილებლობასა და მის რამდენიმე სავარაუდო მიმართულებაზე საუბრობს:

- უკრაინის მხრიდან შესაძლო კონტრიერიშების დაწყების აჟიოტაჟი დიდი ხანია გრძელდება და მიმაჩნია, რომ ეს აზიანებს უკრაინის ინტერესებს... შეუძლებელია წინასწარ იმის თქმა, როდის და რა მიმართულებით დაიწყება კონკრეტული სამხედრო ოპერაცია. აქ შეიძლება მხოლოდ პროგნოზირება იმისა, რა შეიძლება მოხდეს იმ ანალიზის გათვალისწინებით, რის საშუალებასაც იძლევა დადასტურებული ფაქტები. ის, რომ უკრაინის არმია ემზადება ფართომასშტაბიანი კონტრიერიშის დასაწყებად, ეს განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით:

1. შეიარაღების იმ კონკრეტული სახეობებიდან ბევრი მათგანი, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში დასავლეთი გადასცემს უკრაინას, განკუთვნილია სწორედ შეტევითი და არა თავდაცვითი ბრძოლებისთვის.

2. უზარმაზარი თანხა, რაც ომის 13 თვის განმავლობაში ჩადო იმავე დასავლეთმა (სამხედრო-ეკონომიკური დახმარება), უკვე მოითხოვს გარკვეული შედეგის დადებას უკრაინის მხრიდან, რომ დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა თავიანთ ამომრჩეველს დაანახონ, რომ გადასახადის გადამხდელების თანხები წყალში არ გადაყრილა და უკრაინის არმია შეტევაზე გადავიდა დეოკუპაციის დასაწყებად.

3. მთავარი ისაა, რომ თვითონ უკრაინის მოსახლეობაც ამდენი დაუნდობელი დაბომბვისა და ფრონტის ხაზზე ახლობლების დაღუპვის შემდეგ, ელოდება, რომ რაღაც შეიცვლება და რომ უკვე უკრაინა დაიწყებს შეტევას. ეს ყველაფერი თეორიულად იმაზე მეტყველებს, რომ შეტევა აუცილებლად უნდა დაიწყოს.

- რაც შეეხება დროსა და მიმართულებას, რაზეა ეს დამოკიდებული?

- წვიმების სეზონი თუ არ დასრულდა და ნიადაგი არ გამოშრა (რაც აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისშია მოსალოდნელი, შესაძლოა - გვიანაც), მანამდე მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყენებით ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დაწყება, გამართლებული არ იქნება - მძიმე ჯავშანტექნიკის გადაადგილების სიჩქარე ტალახში მცირე იქნება, ან შეიძლება ტანკი საერთოდაც ჩაეფლოს. ძირითადად მანევრირებადი უნდა იყოს ჯავშანსატანკო პატარა ჯგუფები, რომლებიც მოწინააღმდეგეს სხვადასხვა მხრიდან შეუტევენ. ამიტომაც მათ სჭირდებათ სივრცე, რათა გაიშალონ მინდორზე და სხვადასხვა გზიდან შეუტიონ, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებს, სავარაუდოდ, დანაღმული ექნებათ. მიმართულებას რაც შეეხება, ფრონტის ხაზზე, რომელიც 800 კმ-ზეა გადაჭიმული, არის რამდენიმე ცხელი წერტილი: ჩრდილოეთში სვიატოვო-კრემენნოეს მონაკვეთი, უფრო ქვემოთ ბახმუტი და შემდეგ მოდის ავდიევკა, უგლედარი, უკვე ხერსონის მიმართულებით - ნოვოე კახოვკა. კონტრიერიში შეიძლება ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით დაიწყოს, მაგრამ იქიდან რომელი იქნება მთავარი მიმართულება, ესაა მნიშვნელოვანი და მოწინააღმდეგემ არ უნდა გამოიცნოს. საერთოდ, მოჩვენებითი შეტევები თითქმის ერთდროულად ხდება, მოწინააღმდეგემ შეიძლება გადაანაწილოს ძალები და თუ ის მიხვდა, სადაა ჩაფიქრებული მთავარი შეტევის მიმართულება, რა თქმა უნდა, იქ გააძლიერებს დაცვას. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მომგებიანი გაჭრა იქნება ზაპოროჟიეს მხრიდან მელიტოპოლი-ბერდიანსკის მიმართულებაზე (იმ საგზაო კომუნიკაციის გადასაჭრელად, რომელიც რუსეთის როსტოვის ოლქს აზოვის ზღვის გასწვრივ მიმდინარე მაგისტრალებით ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს), რის შედეგადაც, უკრაინელები, ფაქტობრივად, შუაში გაწყვეტდნენ საოკუპაციო ძალებს და შემდეგ შეძლებდნენ გასვლას ყირიმის "ყელთან“, რომლითაც ის მატერიკულ უკრაინას უკავშირდება.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რუსეთის მხარემაც იცის, ის იღებს ინფორმაციას. კოსმოსიდან გადაღებულ სადაზვრევო ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტებმა სერიოზული თავდაცვითი ზღუდეები მოაწყეს მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ, ნოვაია კახოვკასთან, უგლედართან, ასევე, ყირიმის გადასასვლელ ყელზე - არმიანსკის მიდამოებში, ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროს გასწვრივ (ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, რკინა-ბეტონის პირამიდები და სხვა). რუსეთი, რა თქმა უნდა, დანაღმავს ტანკსაშიშ მიმართულებებს, გარდა ამისა, შეტევაზე გადასულ უკრაინელებს დაემუქრება რუსეთის ავიაცია. ფაქტია, რომ რუსი ოკუპანტები, სამწუხაროდ, უფრო მეტ უპირატესობას ფლობენ ავიაციაში და ასევე, რუსეთის არტილერია ეცდება, რომ ეს კონტრიერიშები შეაჩეროს. ყირიმს რაც შეეხება, ასეთ დროს ძალების გაფანტვა არ არის სწორი, უკრაინას არ ეყოფა ძალები ყველა მიმართულებისთვის.

უკრაინას ექნება ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დაწყების ერთი მთავარი მცდელობა და თუ ის ვერ განვითარდა და წარუმატებელი აღმოჩნდა, მაშინ ძალიან გაჭირდება დამატებითი დახმარების მიღება დასავლეთიდან. ამიტომ სერიოზული კონტრშეტევის მომზადება-განხორციელებას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება.

- როგორც ამბობენ, კონტრშეტევის დროს ბრძოლის ველზე ახალი გერმანული "ლეოპარდები“ გამოჩნდება... საბრძოლო მასალის რესურსის მხრივ რუსეთის საქმე როგორაა?

- მთავარია, რომ ჩამოსული სამხედრო დახმარება - ჯავშანტექნიკა და დასავლეთში მომზადებული უკრაინელი მებრძოლების ცალკეული დანაყოფები და შენაერთებიც არ გაიბნეს, ერთად იყვნენ, კონტრიერიშში რომ ჩაერთონ. ეტყობა ასეც მოხდება - ახალ ძალებს, რომლებმაც დასავლეთში გაიარეს მომზადება, ჯერ უფრთხილდებიან და ბახმუტისა და ავდეევკის ბრძოლებში არ უშვებენ. პრობლემები, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს აქვს, ომის მე-14 თვე გრძელდება და ასეთი ინტენსიური საარტირელიო ბრძოლები, განსაკუთრებით რუსების მხრიდან, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. რუსეთს კი დარჩა სსრკ-ს დროინდელი უზარმაზარი საწყობები, მაგრამ გავიდა წლები, ზოგი განიავდა, ზოგი გაყიდეს, ტექნიკის უმეტესობა მწყობრიდან გამოვიდა... ეს ომი გაძლებამდეა და გამოფიტვამდე, იქამდე, ვისი ეკონომიკაც უფრო "გაქაჩავს“ - რუსეთის, თუ უკრაინა-დასავლეთის. როგორც კი მეტეოპირობები გამოსწორდება, ალბათ უფრო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებიც წავა. აქ ერთი ნიუანსია - დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია რაიმე სამხედრო ოპერაციის განხორციელება ისე, რომ მოწინააღმდეგემ ვერ აღმოაჩინოს - არსებობს თანამგზავრული დაზვერვა კოსმოსიდან, ათასობით დრონი, საჰაერო და აგენტურული დაზვერვა... ამასთანავე, დაზვერვასთან ერთად მოწინააღმდეგის შტაბიც კარგად თუ მუშაობს, ყველაფერს დროულად აღმოაჩენენ. დღეს ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყება მსოფლიოში, მით უფრო ამ ომში, თითქმის შეუძლებელია.

- აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტზე. ოფიციალური პირების განცხადებით, დოკუმენტებში განხილულია თემების ფართო სპექტრი, მათ შორის კონტრშეტევის გეგმებიც. ამბობენ, რომ ამის გამო უკრაინას გეგმების შეცვლამ მოუწია...

- პენტაგონთან დაკავშირებით არის რამდენიმე მოსაზრება:

1. რომ ეს მართლაც პენტაგონის გრიფით საიდუმლო დოკუმენტები იყო, რომელიც რუსეთის დაზვერვამ მოიპარა და ნაწილ-ნაწილ ავრცელებს ინტერნეტ სივრცეში, რითაც აჩვენებს, რომ ამერიკის უსაფრთხოება ამ მხრივ არის სუსტი, ამასთანავე, რუსეთმა თითქოს გაიგო უკრაინა-ამერიკის მომავალი გეგმები იმავე კონტრიერიშებთან დაკავშირებით.

2. ეს არის თვითონ აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რათა ამით რუსეთი შეიყვანონ შეცდომაში.

3. ეს არც არავითარი საიდუმლო დოკუმენტები არ არის და ჰაკერების ერთი მორიგი თამაშია, ვინაიდან იმ დოკუმენტებში აღმოჩნდა გადაკეთებული მონაცემები - პირველ ვარიანტში თუ იყო რეალობასთან მიახლოებული ინფორმაცია მაგალითად, რუსეთ-უკრაინის დანაკარგებზე, მეორეში ეს ციფრები უხეშად იყო შეცვლილი - უკრაინის დანაკარგი ბევრად გაზრდილია, რუსეთის - შემცირებული, რაც ირეალურია.