პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
33 კაციდან მხოლოდ 8 გადარჩა... - როგორ გადაურჩა წლების წინ უმძიმეს ავიაკატასტროფას ჯამლეტ ხუხაშვილი და როგორ იბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ
33 კაციდან მხოლოდ 8 გადარჩა... - როგორ გადაურჩა წლების წინ უმძიმეს ავიაკატასტროფას ჯამლეტ ხუხაშვილი და როგორ იბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ

წლე­ბის წინ, ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი მისი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს დღეს უნდა შე­ხე­ბო­და, როცა ის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფი­სას, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბე­ლი გა­დარ­ჩა. რა თქმა უნდა, ეს ამ­ბა­ვი ვი­ცო­დი, მაგ­რამ თუ ეს დღე 4 აპ­რი­ლი იყო, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მქონ­და. თა­ვის­თა­ვად ისე და­ემ­თხვა, რომ 3 აპ­რილს და­ვუ­რე­კე და შეხ­ვედ­რა­ზე მე­ო­რე დღის­თვის შე­ვუ­თან­ხმდი. ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარს რო­გორ ვი­ტყვი, 4 აპ­რილს ჩემი მე­ო­რე და­ბა­დე­ბის დღე­აო, - მი­თხრა...

ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ებ­რა­ელ­თა მსოფ­ლიო კონ­გრე­სის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე და ბევ­რი ტი­ტუ­ლის, რე­გა­ლი­ის პატ­რო­ნი ჯამ­ლეტ ხუ­ხაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად 2023 წლის 5 აპ­რილს 78 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

  • გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ჩვე­ნი სა­არ­ქი­ვო სტა­ტი­ი­დან:

"1970 წლის 4 აპ­რი­ლი გახ­ლდათ, ზა­პო­რო­ჟი­ე­ში ჩემს ნა­თე­სა­ვებ­თან მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დი (ბი­ძაშ­ვილს შვი­ლი შე­ე­ძი­ნა) რე­ი­სით თბი­ლი­სი-ქუ­თა­ი­სი-როს­ტო­ვი-ზა­პო­რო­ჟიე. ამა­ვე დროს, თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვი" ზა­პო­რო­ჟი­ეს "მე­ტა­ლურგს" ეთა­მა­შე­ბო­და და ვი­ფიქ­რე, თან თა­მაშ­საც და­ვეს­წრე­ბი და რა­დი­ო­სა და გა­ზეთს მატ­ჩის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც მი­ვაწ­ვდი-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ჩავ­ჯე­ქი "ილ 14-ში", რო­მელ­საც სულ 28 ად­გი­ლი ჰქონ­და. რე­ი­სის ნო­მე­რი იყო 2903. ეკი­პაჟს საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლი პი­ლო­ტი - კოზ­მა ბი­ტი­ე­ვი მე­თა­უ­რობ­და, რო­მე­ლიც იმ რე­ი­სის შემ­დეგ დამ­სა­ხუ­რე­ბულ პენ­სი­ა­ზე მი­დი­ო­და.

თვითმფრი­ნავ­ში ბოლო რიგ­ში, რბილ სა­ვარ­ძლებ­ზე აღ­მოვ­ჩნდი. რად­გა­ნაც ბოლო რიგ­ში გახ­ლდით, ამი­ტომ შევ­ნიშ­ნე, რომ სა­ლონ­ში ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი ამო­ვი­და, რო­მე­ლიც ოჯა­ხუ­რი ტრა­გე­დი­ის გამო ჩვენ­თან ერ­თად ვერ მო­დი­ო­და და რა­დისტს ეხ­ვე­წე­ბო­და, იქ­ნებ ჩემი ფუნ­ქცია შე­ი­თავ­სოო. მა­შინ თვითმფრი­ნავ­ში მგზავ­რებს საფ­რენ კან­ფე­ტებს ური­გებ­დნენ, ვი­საც აფ­რე­ნა-დაფ­რე­ნი­სას ყურ­ში უჭერ­და, კან­ფე­ტი მგზავ­რო­ბი­სას ეხ­მა­რე­ბო­და. ჰოდა, ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი რა­დისტს ეუბ­ნე­ბო­და, - იქ­ნებ მგზავ­რებს კან­ფე­ტიც და­უ­რი­გო და ზო­გა­დად ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ციო, მე ვერ ვიქ­ნე­ბიო. ამ ფაქ­ტის­თვის ყუ­რა­დღე­ბა იმ წუ­თებ­ში დი­დად არ მი­მიქ­ცე­ვია, მხო­ლოდ მა­შინ გა­მახ­სენ­და, როცა ის უბე­დუ­რე­ბა მოხ­და... ბორტგამ­ცი­ლებ­ლის გა­რე­შე ვიფ­რი­ნეთ, მისი ფუნ­ქცია იმ 22 წლის რა­დის­ტმა შე­ას­რუ­ლა, რო­მელ­საც თა­ვის საქ­მეც ბევ­რი ჰქონ­და და შე­იძ­ლე­ბა, ბო­ლომ­დე ვერც და­ა­რი­გა კან­ფე­ტე­ბი... რო­გორც ჩანს, არც იმას მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, რომ მგზავ­რებს ქამ­რე­ბი შე­ეკ­რათ... რო­დე­საც თვითმფრი­ნავს გეზი ზა­პო­რო­ჟი­ის­კენ უნდა აეღო, იქვე აე­რო­პორ­ტში პა­ტა­რა რეს­ტო­რან­ში, კოზ­მა ბი­ტი­ევ­მა ეკი­პა­ჟის წევ­რებ­თან ერ­თად ივახ­შმა და რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა მეტი მო­უ­ვი­დათ... თვითმფრი­ნა­ვი რომ აფ­რინ­და, უკვე და­ღა­მე­ბუ­ლი იყო. წინა რიგ­ში ჩემი მე­ზო­ბე­ლი, ერთი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი კაცი - მიშა იჯდა, რო­მე­ლიც ზა­პო­რო­ჟი­ე­ში "ზა­პო­რო­ჟე­ცის" ძრა­ვის ნა­წი­ლის შე­სა­ძე­ნად მი­დი­ო­და. ვუ­თხა­რი, იქ­ნებ გად­მოჯ­დე უკან და ვი­ლა­პა­რა­კოთ-მეთ­ქი. მი­თხრა, ჩემ­თან ერ­თად მო­დის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ზა­პო­რო­ჟი­ე­ში ასე­ვე ძრა­ვის ნა­წი­ლე­ბის შე­ძე­ნა უნდა. სა­სა­უბ­რო თემა გვაქ­ვსო და არ გად­მო­ვი­და...

რად­გან ნა­თე­სა­ვებ­თან სტუმ­რად მივ­დი­ო­დი, რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ვემ­ზა­დე, ახა­ლი ფეხ­საც­მე­ლი ჩა­ვიც­ვი, მაგ­რამ მა­ლე­ვე მო­მი­ჭი­რა და გა­ვი­ხა­დე, მერე ჩა­მე­ძი­ნა კი­დეც. ძილ­ში თვითმფრი­ნა­ვის მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბა ვიგ­რძე­ნი და თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე, ილუ­მი­ნა­ტორ­ში გა­ვი­ხე­დე - თვითმფრი­ნა­ვი სას­წა­უ­ლებ­რი­ვი სის­წრა­ფით ეშ­ვე­ბო­და. ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და. გა­მიკ­ვირ­და, მაგ­რამ გაკ­ვირ­ვე­ბა ვე­ღარ მო­ვას­წა­რი, როცა ვიგ­რძე­ნი, რომ თვითმფრი­ნა­ვი მი­წას და­ას­კდა. რამ­დე­ნი­მე წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში "ილ 14-მა" ჯერ ირ­ბი­ნა და მერე შუ­ა­ზე გა­ი­ყო, წინა ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად მოს­წყდა... იმ დროს გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. გო­ნე­ბის და­კარ­გვა ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე წამი გაგ­რძელ­და. თვა­ლე­ბი რომ გა­ვა­ხი­ლე, ადა­მი­ა­ნე­ბის გან­წი­რუ­ლი წი­ვილ-კი­ვი­ლი მეს­მო­და. მივ­ხვდი, რა სა­ში­ნე­ლე­ბაც მოხ­და... გარ­შე­მო ყვე­ლა­ფერს მხო­ლოდ მთვა­რე ანა­თებ­და. ბენ­ზი­ნის სუნი მეცა. მივ­ხვდი, იქა­უ­რო­ბა დრო­ზე უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ფეხი არ მე­მორ­ჩი­ლე­ბო­და. შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ მო­ტე­ხი­ლი მქონ­და. და­ვეყ­რდე­ნი იმას, ვინც უკეთ და­დი­ო­და და გად­მოვ­ხტი ად­გი­ლი­დან, სა­დაც ვი­ჯე­ქი, მაგ­რამ და­ვახ­ტი გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი მე­ზო­ბე­ლი მიშა აღ­მოჩ­ნდა... გული შე­მი­წუხ­და, ამას­თან, უკვე თვითმფრი­ნა­ვის წინა ნა­წი­ლიც და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც ნაგ­ლე­ჯე­ბად იყო ქცე­უ­ლი და მას­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ აზე­ლი­ლი.

რო­გორც მერე გა­ვი­გე, და­ი­ღუ­პა პა­ტა­რა ბავ­შვიც... 33 კა­ცი­დან მხო­ლოდ 8 გა­დავ­რჩით... თვითმფრი­ნა­ვი მოხ­ნულ მი­წა­ზე და­ვარ­და და ამორ­ტი­ზა­ტო­რო­ბა ხნუ­ლებ­მა გას­წია. ამი­ტომ არ აფეთ­ქდა. მერე ისიც გა­ირ­კვა, რომ თურ­მე რამ­დე­ნი­მე მეტრში, უზარ­მა­ზა­რი ჯერ წყალ­ჩა­უს­ხა­მი, მო­ბე­ტო­ნე­ბუ­ლი წყალ­სა­ცა­ვი იყო. თვითმფრი­ნა­ვი რომ არ გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, ყვე­ლა­ფე­რი იქ დამ­თავ­რდე­ბო­და, ვერც ერთი გა­დავ­რჩე­ბო­დით...

გა­ვი­და დრო, მო­ვი­და მაშ­ვე­ლი რაზ­მი, "სას­წრა­ფო". მე­გო­ნა, რომ იქ ფეხ­მო­ტე­ხი­ლი ვი­დე­ქი და თან, ფეხ­საც­მე­ლი არ მეც­ვა. მაშ­ვე­ლებ­მა იქა­უ­რო­ბას წრე შე­მო­არ­ტყეს, წინ მი­ვი­წევ­დი და ვე­უბ­ნე­ბი, გა­მიშ­ვით, თვითმფრი­ნავ­ში ახა­ლი ფეხ­საც­მე­ლი დამ­რჩა-მეთ­ქი. რომ ვე­ღარ გა­მა­ჩე­რეს, ერთ-ერ­თმა კა­პი­ტან­მა თა­ვის მო­ად­გი­ლეს უთხრა, - ეს გიჟი მო­ა­შო­რეთ აქე­დან, ფეხ­საც­მლის დარ­დი აქვს, არა­და, შე­იძ­ლე­ბა, თვითმფრი­ნა­ვი წუთი წუთ­ზე აფეთ­ქდე­სო... ექი­მებ­მა სა­კა­ცე­ზე დაგ­ვაწ­ვი­ნეს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს... იმან მიშ­ვე­ლა, რომ ჩემ გვერ­დით მე­ო­რე სა­ვარ­ძე­ლი ცა­რი­ე­ლი იყო, თან ძა­ლი­ან რბი­ლი სა­ვარ­ძლე­ბი გახ­ლდათ, რომ­ლებ­მაც ამორ­ტი­ზა­ტო­რო­ბა გა­მი­წია...

- ფეხი მარ­თლაც მო­ტე­ხი­ლი გქონ­დათ?

- არა, გაბ­ზა­რუ­ლი... სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩემ­თან ერ­თად იწვა თო­მა­ძე, იმ ეკი­პა­ჟის ერთ-ერთი წევ­რი. ბა­ტო­ნი თო­მა­ძე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თა­ვი­დან "ასა­წყო­ბი" გახ­და. გვერ­დით პა­ლა­ტა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი და მახ­სოვს, მისი გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი, - მთლი­ა­ნად და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი იყო. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გრძე­ლი პი­ჟა­მა ჩა­მაც­ვეს, სხვა ზომა არ ჰქონ­დათ, ყა­ვარ­ჯნე­ბით დავ­დი­ო­დი... ჩემს სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­ვიდ­ნენ: ჩემი ძმა, ბი­ძაშ­ვი­ლი და მისი მე­გობ­რე­ბი. ყა­ვარ­ჯნებ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი, გრძე­ლი პი­ჟა­მით რომ და­მი­ნა­ხეს, რო­მელ­შიც ფე­ხე­ბი კარ­გად არ მი­ჩან­და, ჩემ­მა ძმამ შე­ი­ცხა­და: - ვა­ი­მე, ფე­ხე­ბი აღარ აქ­ვსო. და­ვუყ­ვი­რე: ნუ გე­ში­ნია, ორი­ვე ფეხი მაქვს-მეთ­ქი. მის სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და...

თბი­ლის­ში დნეპ­რო­პეტ­როვ­სკი­დან ვბრუნ­დე­ბო­დით. აე­რო­პორ­ტში რომ მი­ვე­დით, ბი­ლე­თე­ბი არ იყო. უფ­როსს ვუ­თხა­რი, რომ ჯამ­ლეტ ხუ­ხაშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, იმ სა­ბე­დის­წე­რო რე­ი­სი­დან. ყვე­ლა­ნი ფეხ­ზე დად­გნენ: სა­ჰა­ე­რო გმი­რი გვეს­ტუმ­რაო! თვითმფრი­ნავ­ში უბი­ლე­თოდ შეგ­ვიშ­ვეს (მა­შინ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი მო­დი­ო­და). ოღონდ, ფეხ­ზე ვი­დე­ქით... წინ, ეკი­პაჟ­თან ახ­ლოს. თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლისს რომ მო­უ­ახ­ლოვ­და, უეც­რად რა­დის­ტის ყვი­რი­ლი გა­ვი­გო­ნე: არ დაჯ­დეთ, სას­წრა­ფოდ მო­აბ­რუ­ნეთ თვითმფრი­ნა­ვი, ჭექა-ქუ­ხი­ლია, ავ­ფეთ­ქდე­ბი­თო. შე­მო­აბ­რუ­ნეს და მინ­დორ­ში დას­ვეს... იქ 6 სა­ა­თი ვი­ყა­ვით, სა­ი­და­ნაც რო­გორც იქნა, თბი­ლის­ში გად­მოვფრინ­დით. ასე დას­რულ­და ჩემი სა­ო­ცა­რი მგზავრობა...

იმ უბე­დუ­რე­ბი­დან, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, მიშა ქორ­ქი­ას მა­მის გას­ვე­ნე­ბა­ში გახ­ლდით და მი­შამ ერთი ნა­ი­ა­რე­ვი კაცი გა­მაც­ნო და მი­თხრა - ესეც შენ­სა­ვით ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფი­სას გა­დარ­ჩაო. რო­დე­საც ვკი­თხე: სად მოხ­და ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა-მეთ­ქი, ზა­პო­რო­ჟი­ე­შიო. ეს ის თო­მა­ძე გახ­ლდათ, ეკი­პა­ჟის წევ­რი, რო­მე­ლიც იმ ღა­მით ჩემ გვერ­დით პა­ლა­ტა­ში მო­ა­თავ­სეს... რად­გა­ნაც ეს ამ­ბა­ვი 4 აპ­რილს მოხ­და, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბა­დე­ბის დღეს 4-ში ვიხ­დი­დი. არა­და, 13 აპ­რილს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი...

- წლე­ბის შემ­დეგ, ამ გან­საც­დელს რო­გორ შე­ა­ფა­სებთ? რა იყო ის თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- გან­საც­დე­ლი ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი მქო­ნია: 1975 წელს სა­ში­ნელ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოვ­ყე­ვი... იქაც საღ­სა­ლა­მა­თი გა­დავ­რჩი... 60-იან წლებ­ში დიდ ჩხუბ­ში მოვ­ხვდი, თავ­ში ავ­ტო­მა­ტის კონ­და­ხი ჩა­მარ­ტყეს, და­ვე­ცი და ბორ­დი­უ­რის კი­დეს თავი და­ვარ­ტყი. კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი მქონ­და. არა­მი­ან­ცის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვმკურ­ნა­ლობ­დი. იმის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ვი­წყე. ლა­პა­რა­კიც კი თა­ვი­დან ვის­წავ­ლე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ალ­ბათ იღ­ბა­ლია... ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნი 20-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი სი­მაღ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­დე­ბა, თავს და­არ­ტყამს და ცხოვ­რე­ბას და­ას­რუ­ლებს...

- ის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა თქვენ­თვის არ იყო გაკ­ვე­თი­ლი?

- თუ ასე იყო, მა­შინ თვითმფრი­ნავ­ში აღარ უნდა დავ­მჯდა­რი­ყა­ვი... იმ სა­ში­ნე­ლე­ბის შემ­დეგ შიში აღარ მაქვს. რომ მი­რე­კა­ვენ და მე­კი­თხე­ბი­ან - ჯამ­ლეტ, რო­გორ ხარ? ვე­უბ­ნე­ბი - სპორ­ტუ­ლად! "შიში ვერ იხ­სნის სიკ­ვდილ­სა, ცუ­დია დაღ­რე­ჯი­ლო­ბა"... მძი­მე გან­საც­დე­ლის დროს, რო­გორც ჩანს, ღმერ­თი გაძ­ლევს ძა­ლას და გა­ნი­ჭებს ზედ­მე­ტი თმე­ნის უნარს. მოკ­ლედ, ცხოვ­რე­ბა­ში იღ­ბა­ლია სა­ჭი­რო“...

  • იღ­ბა­ლია ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რიო, ამ­ბობ­და და სამ­ჯერ სიკ­ვდილს გა­დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ანს არც ისე დიდი ხნის წინ ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მის შე­ექ­მნა - უიშ­ვი­ა­თე­სი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს: ლიმ­ფო­მა თვა­ლის ფსკერ­ზე. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ის­რა­ელ­ში გა­ი­ა­რა, მკურ­ნა­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­შიც აგ­რძე­ლებ­და. მხნედ იყო და ცდი­ლობ­და, ყვე­ლა პრობ­ლე­მას გამ­კლა­ვე­ბო­და.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი წლის მკურ­ნა­ლო­ბა ის­რა­ელ­ში გა­ვი­ა­რე. თვა­ლის ფსკერ­ზე 25 ქი­მია გა­მი­კე­თეს, ეს მთე­ლი წლის კურ­სია. ამ 25-მა ქი­მი­ამ, რო­მე­ლიც ნემ­სით შე­მიყ­ვა­ნეს თვალ­ში, თა­ვი­სი საქ­მე გა­ა­კე­თა. მერე ორი ათა­სი ფოტო გა­და­ი­ღეს, ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­მი­ტა­რეს და ნა­ხეს, რომ სიმ­სივ­ნუ­რი სივ­რცე შე­კუმ­შუ­ლი იყო. ანუ, ქი­მი­ამ სიმ­სივ­ნუ­რი სივ­რცე უკუ­აქ­ცია, მაგ­რამ მერე მცი­რე­ო­დე­ნი გა­უ­გებ­რო­ბა წარ­მო­იშ­ვა და ისევ ქი­მი­ა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. ისევ მი­ხე­დეს და მო­უ­ა­რეს. ყვე­ლა­ფე­რი უმაღ­ლე­სი რან­გის ექი­მებ­მა გა­მი­კე­თეს. ის­რა­ელ­ში უძ­ლი­ე­რე­სი ექი­მის პრო­ტო­კო­ლით ვმკურ­ნა­ლობ­დი, რომ პრო­ცე­სი ბო­ლომ­დე მი­მეყ­ვა­ნა. ახლა უკვე აქ, თბი­ლის­ში ვაგ­რძე­ლებ მკურ­ნა­ლო­ბას. მე მა­ინც ვიბ­რძვი. ქი­მი­ას ვებ­რძვი, ბო­ტა­ნი­კა­საც და ფი­ზი­კა­საც..." - ხუმ­რობ­და თა­ვი­სე­ბუ­რად ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან"...

"ორი კვი­რაც არ გა­სუ­ლა, ჩემო ჯამ­ლეტ... რო­გორ გა­გე­ხარ­და ჩემი ნახ­ვა, ისე ალა­პა­რაკ­დი, რითი გე­სი­ა­მოვ­ნე­ბი­ნათ შენ და ევას აღარ იცო­დით. ნუთუ ბოლო შეხ­ვედ­რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ჩვე­ნო უფ­რო­სო ძმაო?! ნა­თელ­ში იყოს შენი ერ­თგუ­ლი სული, ჩემო ჯამ­ლეტ! ჩვენ კი სა­ნამ ვიქ­ნე­ბით, ვერ და­გი­ვი­წყებთ!" - და­წე­რა მუ­სი­კოს­მა მო­რის ჯა­ნაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბა­ტო­ნი ჯამ­ლე­ტის ერთ-ერთ ბოლო ფოტო.

  • ambebi.ge მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ჯამ­ლეტ ხუ­ხაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს მის ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და კო­ლე­გებს

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
11
2

ეჰ ჩემი ბავშობის კომენტატორი: ყოჩაღ შერმადინი:( გაანათლოს მისი სული

ბადრი
0

ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი სული. ებრაელთა ფესახის პირველ დღეს დასტოვა ცოდვილი დედამიწა, გათავისუფლდა ტკივილისაგან და შეერთო მარადისობას. ისე როგორც ერთ დროს ებრაელობამ დასტოვა ეგვიპტე და სამუდამოდ გათავისუფლდა მონობისაგან.

სიყვარულით გემშვიდობება შენი საქართველო ჯამლეტ ბატონო :(

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

33 კაციდან მხოლოდ 8 გადარჩა... - როგორ გადაურჩა წლების წინ უმძიმეს ავიაკატასტროფას ჯამლეტ ხუხაშვილი და როგორ იბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ

33 კაციდან მხოლოდ 8 გადარჩა... - როგორ გადაურჩა წლების წინ უმძიმეს ავიაკატასტროფას ჯამლეტ ხუხაშვილი და როგორ იბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ

წლების წინ, ჩვენი საუბარი მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს უნდა შეხებოდა, როცა ის ავიაკატასტროფისას, ფაქტობრივად, სრულიად უვნებელი გადარჩა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ვიცოდი, მაგრამ თუ ეს დღე 4 აპრილი იყო, ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. თავისთავად ისე დაემთხვა, რომ 3 აპრილს დავურეკე და შეხვედრაზე მეორე დღისთვის შევუთანხმდი. ინტერვიუზე უარს როგორ ვიტყვი, 4 აპრილს ჩემი მეორე დაბადების დღეაო, - მითხრა...

ამ სიტყვების ავტორი ცნობილი ჟურნალისტი, სპორტული კომენტატორი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე და ბევრი ტიტულის, რეგალიის პატრონი ჯამლეტ ხუხაშვილი გახლდათ, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 2023 წლის 5 აპრილს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • გთავაზობთ ამონარიდებს ჩვენი საარქივო სტატიიდან:

"1970 წლის 4 აპრილი გახლდათ, ზაპოროჟიეში ჩემს ნათესავებთან მივემგზავრებოდი (ბიძაშვილს შვილი შეეძინა) რეისით თბილისი-ქუთაისი-როსტოვი-ზაპოროჟიე. ამავე დროს, თბილისის "ლოკომოტივი" ზაპოროჟიეს "მეტალურგს" ეთამაშებოდა და ვიფიქრე, თან თამაშსაც დავესწრები და რადიოსა და გაზეთს მატჩის შესახებ ინფორმაციასაც მივაწვდი-მეთქი. მოკლედ, ჩავჯექი "ილ 14-ში", რომელსაც სულ 28 ადგილი ჰქონდა. რეისის ნომერი იყო 2903. ეკიპაჟს საკმაოდ გამოცდილი პილოტი - კოზმა ბიტიევი მეთაურობდა, რომელიც იმ რეისის შემდეგ დამსახურებულ პენსიაზე მიდიოდა.

თვითმფრინავში ბოლო რიგში, რბილ სავარძლებზე აღმოვჩნდი. რადგანაც ბოლო რიგში გახლდით, ამიტომ შევნიშნე, რომ სალონში ბორტგამცილებელი ამოვიდა, რომელიც ოჯახური ტრაგედიის გამო ჩვენთან ერთად ვერ მოდიოდა და რადისტს ეხვეწებოდა, იქნებ ჩემი ფუნქცია შეითავსოო. მაშინ თვითმფრინავში მგზავრებს საფრენ კანფეტებს ურიგებდნენ, ვისაც აფრენა-დაფრენისას ყურში უჭერდა, კანფეტი მგზავრობისას ეხმარებოდა. ჰოდა, ბორტგამცილებელი რადისტს ეუბნებოდა, - იქნებ მგზავრებს კანფეტიც დაურიგო და ზოგადად ყურადღება მიაქციო, მე ვერ ვიქნებიო. ამ ფაქტისთვის ყურადღება იმ წუთებში დიდად არ მიმიქცევია, მხოლოდ მაშინ გამახსენდა, როცა ის უბედურება მოხდა... ბორტგამცილებლის გარეშე ვიფრინეთ, მისი ფუნქცია იმ 22 წლის რადისტმა შეასრულა, რომელსაც თავის საქმეც ბევრი ჰქონდა და შეიძლება, ბოლომდე ვერც დაარიგა კანფეტები... როგორც ჩანს, არც იმას მიაქცია ყურადღება, რომ მგზავრებს ქამრები შეეკრათ... როდესაც თვითმფრინავს გეზი ზაპოროჟიისკენ უნდა აეღო, იქვე აეროპორტში პატარა რესტორანში, კოზმა ბიტიევმა ეკიპაჟის წევრებთან ერთად ივახშმა და როგორც ამბობდნენ, ალკოჰოლის მიღება მეტი მოუვიდათ... თვითმფრინავი რომ აფრინდა, უკვე დაღამებული იყო. წინა რიგში ჩემი მეზობელი, ერთი ქართველი ებრაელი კაცი - მიშა იჯდა, რომელიც ზაპოროჟიეში "ზაპოროჟეცის" ძრავის ნაწილის შესაძენად მიდიოდა. ვუთხარი, იქნებ გადმოჯდე უკან და ვილაპარაკოთ-მეთქი. მითხრა, ჩემთან ერთად მოდის ადამიანი, რომელსაც ზაპოროჟიეში ასევე ძრავის ნაწილების შეძენა უნდა. სასაუბრო თემა გვაქვსო და არ გადმოვიდა...

რადგან ნათესავებთან სტუმრად მივდიოდი, რაღაცნაირად მოვემზადე, ახალი ფეხსაცმელი ჩავიცვი, მაგრამ მალევე მომიჭირა და გავიხადე, მერე ჩამეძინა კიდეც. ძილში თვითმფრინავის მკვეთრი მოძრაობა ვიგრძენი და თვალი გავახილე, ილუმინატორში გავიხედე - თვითმფრინავი სასწაულებრივი სისწრაფით ეშვებოდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. გამიკვირდა, მაგრამ გაკვირვება ვეღარ მოვასწარი, როცა ვიგრძენი, რომ თვითმფრინავი მიწას დაასკდა. რამდენიმე წამის განმავლობაში "ილ 14-მა" ჯერ ირბინა და მერე შუაზე გაიყო, წინა ნაწილი მთლიანად მოსწყდა... იმ დროს გონება დავკარგე. გონების დაკარგვა ალბათ რამდენიმე წამი გაგრძელდა. თვალები რომ გავახილე, ადამიანების განწირული წივილ-კივილი მესმოდა. მივხვდი, რა საშინელებაც მოხდა... გარშემო ყველაფერს მხოლოდ მთვარე ანათებდა. ბენზინის სუნი მეცა. მივხვდი, იქაურობა დროზე უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ფეხი არ მემორჩილებოდა. შეგრძნება მქონდა, რომ მოტეხილი მქონდა. დავეყრდენი იმას, ვინც უკეთ დადიოდა და გადმოვხტი ადგილიდან, სადაც ვიჯექი, მაგრამ დავახტი გარდაცვლილ ადამიანს, რომელიც სამწუხაროდ, ჩემი მეზობელი მიშა აღმოჩნდა... გული შემიწუხდა, ამასთან, უკვე თვითმფრინავის წინა ნაწილიც დავინახე, რომელიც ნაგლეჯებად იყო ქცეული და მასში ადამიანები იყვნენ აზელილი.

როგორც მერე გავიგე, დაიღუპა პატარა ბავშვიც... 33 კაციდან მხოლოდ 8 გადავრჩით... თვითმფრინავი მოხნულ მიწაზე დავარდა და ამორტიზატორობა ხნულებმა გასწია. ამიტომ არ აფეთქდა. მერე ისიც გაირკვა, რომ თურმე რამდენიმე მეტრში, უზარმაზარი ჯერ წყალჩაუსხამი, მობეტონებული წყალსაცავი იყო. თვითმფრინავი რომ არ გაჩერებულიყო, ყველაფერი იქ დამთავრდებოდა, ვერც ერთი გადავრჩებოდით...

გავიდა დრო, მოვიდა მაშველი რაზმი, "სასწრაფო". მეგონა, რომ იქ ფეხმოტეხილი ვიდექი და თან, ფეხსაცმელი არ მეცვა. მაშველებმა იქაურობას წრე შემოარტყეს, წინ მივიწევდი და ვეუბნები, გამიშვით, თვითმფრინავში ახალი ფეხსაცმელი დამრჩა-მეთქი. რომ ვეღარ გამაჩერეს, ერთ-ერთმა კაპიტანმა თავის მოადგილეს უთხრა, - ეს გიჟი მოაშორეთ აქედან, ფეხსაცმლის დარდი აქვს, არადა, შეიძლება, თვითმფრინავი წუთი წუთზე აფეთქდესო... ექიმებმა საკაცეზე დაგვაწვინეს და საავადმყოფოში წაგვიყვანეს... იმან მიშველა, რომ ჩემ გვერდით მეორე სავარძელი ცარიელი იყო, თან ძალიან რბილი სავარძლები გახლდათ, რომლებმაც ამორტიზატორობა გამიწია...

- ფეხი მართლაც მოტეხილი გქონდათ?

- არა, გაბზარული... საავადმყოფოში ჩემთან ერთად იწვა თომაძე, იმ ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი. ბატონი თომაძე შეიძლება ითქვას, თავიდან "ასაწყობი" გახდა. გვერდით პალატაში იყო მოთავსებული და მახსოვს, მისი განწირული ყვირილი, - მთლიანად დასახიჩრებული იყო. საავადმყოფოში გრძელი პიჟამა ჩამაცვეს, სხვა ზომა არ ჰქონდათ, ყავარჯნებით დავდიოდი... ჩემს სანახავად ჩამოვიდნენ: ჩემი ძმა, ბიძაშვილი და მისი მეგობრები. ყავარჯნებზე დაყრდნობილი, გრძელი პიჟამით რომ დამინახეს, რომელშიც ფეხები კარგად არ მიჩანდა, ჩემმა ძმამ შეიცხადა: - ვაიმე, ფეხები აღარ აქვსო. დავუყვირე: ნუ გეშინია, ორივე ფეხი მაქვს-მეთქი. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა...

თბილისში დნეპროპეტროვსკიდან ვბრუნდებოდით. აეროპორტში რომ მივედით, ბილეთები არ იყო. უფროსს ვუთხარი, რომ ჯამლეტ ხუხაშვილი ვიყავი, იმ საბედისწერო რეისიდან. ყველანი ფეხზე დადგნენ: საჰაერო გმირი გვესტუმრაო! თვითმფრინავში უბილეთოდ შეგვიშვეს (მაშინ ასეთი რაღაცები მოდიოდა). ოღონდ, ფეხზე ვიდექით... წინ, ეკიპაჟთან ახლოს. თვითმფრინავი თბილისს რომ მოუახლოვდა, უეცრად რადისტის ყვირილი გავიგონე: არ დაჯდეთ, სასწრაფოდ მოაბრუნეთ თვითმფრინავი, ჭექა-ქუხილია, ავფეთქდებითო. შემოაბრუნეს და მინდორში დასვეს... იქ 6 საათი ვიყავით, საიდანაც როგორც იქნა, თბილისში გადმოვფრინდით. ასე დასრულდა ჩემი საოცარი მგზავრობა...

იმ უბედურებიდან, რამდენიმე წლის შემდეგ, მიშა ქორქიას მამის გასვენებაში გახლდით და მიშამ ერთი ნაიარევი კაცი გამაცნო და მითხრა - ესეც შენსავით ავიაკატასტროფისას გადარჩაო. როდესაც ვკითხე: სად მოხდა ავიაკატასტროფა-მეთქი, ზაპოროჟიეშიო. ეს ის თომაძე გახლდათ, ეკიპაჟის წევრი, რომელიც იმ ღამით ჩემ გვერდით პალატაში მოათავსეს... რადგანაც ეს ამბავი 4 აპრილს მოხდა, რამდენიმე წლის განმავლობაში დაბადების დღეს 4-ში ვიხდიდი. არადა, 13 აპრილს ვარ დაბადებული...

- წლების შემდეგ, ამ განსაცდელს როგორ შეაფასებთ? რა იყო ის თქვენს ცხოვრებაში?

- განსაცდელი ცხოვრებაში ბევრი მქონია: 1975 წელს საშინელ ავტოკატასტროფაში მოვყევი... იქაც საღსალამათი გადავრჩი... 60-იან წლებში დიდ ჩხუბში მოვხვდი, თავში ავტომატის კონდახი ჩამარტყეს, დავეცი და ბორდიურის კიდეს თავი დავარტყი. კლინიკური სიკვდილი მქონდა. არამიანცის საავადმყოფოში ვმკურნალობდი. იმის შემდეგ ცხოვრება თავიდან დავიწყე. ლაპარაკიც კი თავიდან ვისწავლე. ეს ყველაფერი ალბათ იღბალია... ზოგჯერ ადამიანი 20-სანტიმეტრიანი სიმაღლიდან ჩამოვარდება, თავს დაარტყამს და ცხოვრებას დაასრულებს...

- ის ავიაკატასტროფა თქვენთვის არ იყო გაკვეთილი?

- თუ ასე იყო, მაშინ თვითმფრინავში აღარ უნდა დავმჯდარიყავი... იმ საშინელების შემდეგ შიში აღარ მაქვს. რომ მირეკავენ და მეკითხებიან - ჯამლეტ, როგორ ხარ? ვეუბნები - სპორტულად! "შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა"... მძიმე განსაცდელის დროს, როგორც ჩანს, ღმერთი გაძლევს ძალას და განიჭებს ზედმეტი თმენის უნარს. მოკლედ, ცხოვრებაში იღბალია საჭირო“...

  • იღბალია ცხოვრებაში ყველაფერიო, ამბობდა და სამჯერ სიკვდილს გადარჩენილ ადამიანს არც ისე დიდი ხნის წინ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემის შეექმნა - უიშვიათესი დიაგნოზი დაუსვეს: ლიმფომა თვალის ფსკერზე. მკურნალობის კურსი ისრაელში გაიარა, მკურნალობას საქართველოშიც აგრძელებდა. მხნედ იყო და ცდილობდა, ყველა პრობლემას გამკლავებოდა.

"ფაქტობრივად, მთელი წლის მკურნალობა ისრაელში გავიარე. თვალის ფსკერზე 25 ქიმია გამიკეთეს, ეს მთელი წლის კურსია. ამ 25-მა ქიმიამ, რომელიც ნემსით შემიყვანეს თვალში, თავისი საქმე გააკეთა. მერე ორი ათასი ფოტო გადაიღეს, ყველანაირი გამოკვლევა ჩამიტარეს და ნახეს, რომ სიმსივნური სივრცე შეკუმშული იყო. ანუ, ქიმიამ სიმსივნური სივრცე უკუაქცია, მაგრამ მერე მცირეოდენი გაუგებრობა წარმოიშვა და ისევ ქიმიაზე გადავიდნენ. ისევ მიხედეს და მოუარეს. ყველაფერი უმაღლესი რანგის ექიმებმა გამიკეთეს. ისრაელში უძლიერესი ექიმის პროტოკოლით ვმკურნალობდი, რომ პროცესი ბოლომდე მიმეყვანა. ახლა უკვე აქ, თბილისში ვაგრძელებ მკურნალობას. მე მაინც ვიბრძვი. ქიმიას ვებრძვი, ბოტანიკასაც და ფიზიკასაც..." - ხუმრობდა თავისებურად ჟურნალ "თბილისელებთან"...

"ორი კვირაც არ გასულა, ჩემო ჯამლეტ... როგორ გაგეხარდა ჩემი ნახვა, ისე ალაპარაკდი, რითი გესიამოვნებინათ შენ და ევას აღარ იცოდით. ნუთუ ბოლო შეხვედრა უნდა ყოფილიყო, ჩვენო უფროსო ძმაო?! ნათელში იყოს შენი ერთგული სული, ჩემო ჯამლეტ! ჩვენ კი სანამ ვიქნებით, ვერ დაგივიწყებთ!" - დაწერა მუსიკოსმა მორის ჯანაშვილმა სოციალურ ქსელში და გამოაქვეყნა ბატონი ჯამლეტის ერთ-ერთ ბოლო ფოტო.

  • ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს

იხილეთ ასევე: