პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მახსოვს, როცა ზაზას ეს ამბავი ვუთხარი, ჩაიკეცა" - ორი მსახიობის ოჯახური იდილია, რომელმაც წლებს გაუძლო და 18 წლის შემდეგ შეძენილი შვილი: ანკა დედის ასლია
"მახსოვს, როცა ზაზას ეს ამბავი ვუთხარი, ჩაიკეცა" - ორი მსახიობის ოჯახური იდილია, რომელმაც წლებს გაუძლო და 18 წლის შემდეგ შეძენილი შვილი: ანკა დედის ასლია

31 მარტს თე­ატ­რა­ლურ­მა სამ­ყა­რომ გვერ­დში მდგო­მი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გა. ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძე თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მო­ა­მა­გე იყო.

ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძის­თვის თე­ატ­რი და ზო­გა­დად, ეს სამ­ყა­რო იყო ყვე­ლა­ფე­რი, მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერც წარ­მო­ედ­გი­ნა. ცნო­ბი­ლია, რომ ბა­ტო­ნი ზაზა მსა­ხი­ობ ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძის მე­უღ­ლე გახ­ლდათ და ამ სამ­სა­ხი­ო­ბო წყვილს თე­ატ­რის შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის.

ერ­თმა­ნე­თი სწო­რედ თე­ატ­რში გა­იც­ნეს, სცე­ნა­ზე გა­თა­მა­შე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა­შიც გაგ­რძელ­და და ოჯა­ხუ­რი იდი­ლია წლებს ით­ვლის.

"ჩემი ოჯა­ხი თე­ატ­რა­ლუ­რია, ჩემი მე­უღ­ლე ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძეც მსა­ხი­ო­ბია. ბევრ სპექ­ტაკლში სცე­ნა­ზე ერ­თად ვდგა­ვართ და ვთა­მა­შობთ... მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მოს­წავ­ლე ვარ. ბა­ტო­ნი მიშა იყო გურუ, ძა­ლი­ან დიდი პე­და­გო­გი, დიდი რე­ჟი­სო­რი. მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი საქ­მე და ცდი­ლობ­და, ჩვენც ასე­ვე გვყვა­რე­ბო­და. ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მე მსა­ხი­ო­ბი არ ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი მე­უღ­ლეც ბა­ტო­ნი მი­შას მო­წა­ფე იყო. ჩემ­თვის თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი არის ყვე­ლა­ფე­რი“, - ამ­ბობ­და ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სპექ­ტაკ­ლი "და­რა­ბებს მიღ­მა გა­ზა­ფხუ­ლია" - ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძე და ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე

ცნო­ბი­ლია, რომ წყვილს 18 წელი შვი­ლი არ უჩ­ნდე­ბო­და. რო­გორც ნი­ნე­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, ეს მათი ცხოვ­რე­ბის დიდი გა­მოც­და იყო, რო­მელ­საც გა­უძ­ლეს. 18 წლის შემ­დეგ გაჩ­ნდა ანკა, რო­მე­ლიც დე­დის ას­ლია. ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძემ პირ­ვე­ლი შვი­ლი 40 წლის ასაკ­ში გა­ა­ჩი­ნა.

ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე: (ინ­ტერ­ვიუ აქ­რი­ვი­დან - GDS)

- 18 წელი არ გვყავ­და შვი­ლი, ეს ძა­ლი­ან დიდი დროა მო­ლო­დი­ნის­თვის. ეს იყო სას­წა­უ­ლი ჩემი ოჯა­ხის­თვის, მე­უღ­ლის­თვის, ოჯა­ხის­თვის, აღ­მოჩ­ნდა რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გვი­ჭერ­და მხარს მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. არა­სო­დეს იმე­დი არ და­მი­კარ­გავს. იყო სა­უ­ბა­რი შვი­ლის აყ­ვა­ნა­ზეც, ახ­ლობ­ლე­ბი ზრუ­ნავ­დნენ ძა­ლი­ან, მაგ­რამ მე მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი მე­უღ­ლის, დე­დამ­თი­ლის, რო­მელ­საც დღე­საც დე­დას ვე­ძა­ხი, მუ­ლის, არ­ჩე­ვა­ნი მე მქონ­და, მე უნდა გა­და­მე­წყვი­ტა, რო­გორ მო­ვიქ­ცე­ო­დი.

თა­ვი­დან­ვე ვთქვი, რომ თუ იქ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა ჩემი, თუ არა­და ესეც ჩემი ჯვა­რია, რო­მელ­საც ვა­ტა­რებ. მყავს ძმის შვი­ლე­ბი, დის შვი­ლი, მუ­ლის შვი­ლე­ბი და ეს ბავ­შვე­ბიც ჩე­მია. ეს ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლი და სატ­კი­ვა­რი ერ­თად გა­სავ­ლე­ლი იყო. ამან უფრო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. ამი­ტომ ვე­მად­ლი­ე­რე­ბი მე მათ, რომ ზე­წო­ლა რომ ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ, რა­ღაც გა­ფუჭ­დე­ბო­და, რა­საც ვერ გა­მო­ვას­წო­რებ­დი.

18 წლის შემ­დეგ რო­დე­საც გა­მო­ვა­ცხა­დე, რომ ეხო­ზე მივ­დი­ო­დი, მახ­სოვს ზა­ზამ ისე­თი თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და, არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა. ეს იყო სიბ­რა­ლუ­ლიც, თა­ნაგ­რძნო­ბაც, ვერ შე­მე­წი­ნა­აღ­მდე­გა.

ჩემი მე­გობ­რე­ბი მომ­ყვე­ბოდ­ნენ, ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი და მა­რი­ნა გე­ლაშ­ვი­ლი, ისი­ნიც ფიქ­რობ­დნენ, ალ­ბათ, რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა სჭირს და გვერ­დში და­ვუდ­გე­ბი­თო. ბევ­რი ნი­შა­ნი მაძ­ლევ­და იმედს, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. და­ვი­წყე ჭამა, მქონ­და რა­ღაც შეგ­რძნე­ბე­ბი. რო­დე­საც აღ­მოჩ­ნდა, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, ვკი­ო­დით სა­მი­ვე. გა­მა­ჩე­რეს, ჯერ პა­ტა­რაა ნა­ყო­ფი, თუ ძა­ლი­ან იკივ­ლებთ, შე­იძ­ლე­ბა რამე და­გე­მარ­თო­თო. მახ­სოვს რო­გორ ვის­რუ­ტავ­დი ამ ცრემ­ლებს. იმ დღეს უნდა მე­თა­მა­შა მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ბოლო სპექ­ტაკ­ლი „ამ­ფიტ­რი­ო­ნი“, ბა­ტო­ნი მიშა ერთი წლის გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

რო­დე­საც მი­თხრეს, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, გა­დავ­წყვი­ტე, რომ თე­ატ­რში არა­სო­დეს დავ­ბრუნ­დე­ბო­დი, ეს ისე­თი რამე მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ყვე­ლა­ფერს თავს და­ვა­ნე­ბებ­დი. რე­პე­ტი­ცია გა­ვაც­დი­ნე, რა­მაც დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია თე­ატ­რში. იქ უკვე სა­უბ­რობ­დნენ, რომ ალ­ბათ ნი­ნე­ლის რამე სჭირ­სო. აქვე არ უნდა მეთ­ქვა ეს ამ­ბა­ვი არ­სად, იმ­დე­ნად პა­ტა­რა იყო ნა­ყო­ფი, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ასე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

თე­ატ­რში რომ შე­ვე­დი, ზაზა მე­ლო­დე­ბო­და და რო­დე­საც ვუ­თხა­რი, მახ­სოვს, ჩა­ი­კე­ცა, კი­ბე­ზე სა­ცო­და­ვად დაჯ­და. შემ­დე­გი პრობ­ლე­მა იყო, რომ სპექ­ტაკ­ლი არ უნდა მე­თა­მა­შა. თან არ გვინ­დო­და ამის თქმა. გოგა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იყო სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, შე­ვე­დი და ვუ­თხა­რი, გოგა, ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა და სპექ­ტაკლს ვერ ვი­თა­მა­შებ-თქო. მი­თხრა, სულ დავ­ხუ­როთ სპექ­ტაკ­ლი, ოღონდ შენ კარ­გად იყა­ვიო.

თე­ატ­რში ყვე­ლა შე­ში­ნე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და, ეგო­ნათ რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა მჭირ­და. შემ­ხვდა რუ­სუ­დან ბოლ­ქვა­ძე, ჩვენ ერთ საგ­რი­მი­ო­რო­ში ვი­ყა­ვით წლე­ბი, მას ვუ­თხა­რი, შემ­დეგ იყო მზია, რო­მელ­საც გა­ვუმ­ხი­ლე ეს ამ­ბა­ვი და ისე გა­მო­ვი­და, რომ ჩემი მშობ­ლე­ბის, დე­დამ­თი­ლის და მუ­ლის გარ­და მთელ­მა თბი­ლის­მა იცო­და. ეს ამ­ბა­ვი ერთი კვი­რა გრძელ­დე­ბო­და. კვი­რის თავ­ზე ჩემს მულს ახ­ლო­ბელ­მა და­უ­რე­კა, მა­რი­ნა, გი­ლო­ცავ ამ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბავ­სო. გა­მო­ლან­ძღა, აღარ მო­ეშ­ვე­ბით ამ ამ­ბავს, რა თქვე­ნი საქ­მე­აო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­ზე ასე­თი რა­ღაც მო­ი­ფიქ­რო­თო. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა იყო, რომ მა­მა­ჩემს თაზო თო­ლო­რა­ია შეხ­ვდა ქუ­ჩა­ში და უთხრა, ძია ნო­დარ, გი­ლო­ცავ, კაცი კი­ნა­ღამ ცუ­დად გახ­და ქუ­ჩა­ში.

პირ­ვე­ლი­ვე დღეს ღრმა ფეხ­მძი­მე გავ­ხდი. წა­მოვ­კოტ­რი­ალ­დი სა­წოლ­ზე და გა­მო­ვა­ცხა­დე, რაც მინ­დო­და. შემ­ხვდა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გი­ნე­კო­ლო­გი ცია მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მამ­შო­ბი­ა­რა კი­დეც, ეს ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ ქალი ყო­ფი­ლი­ყო. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ქალი რო­გორ შე­იძ­ლე­ბაო, მაგ­რამ ვთქვი და სი­ტყვას არ გა­დავ­სულ­ვარ. მად­ლი­ე­რი ვარ მისი, დავ­პირ­დი, ყო­ველ წელს მო­ვიყ­ვან ჩემ ქა­ლიშ­ვილს - მეთ­ქი და ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხე. რო­დე­საც ვკი­თხე, ახლა რა გა­ვა­კე­თო, მი­თხრა, ნი­ნე­ლი, გა­ა­კე­თე ის, რაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გინ­დო­და და ვერ აკე­თებ­დი.

ეს იყო ძილი, კი­თხვა, ჭამა, არაფ­რის კე­თე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რი ნე­ბივ­რო­ბა, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მე არა­სო­დეს მქო­ნია. რო­დე­საც ვკი­თხე, ბევ­რი უნდა ვი­ა­რო? მი­თხრა, გსი­ა­მოვ­ნებს იარე, არ გსი­ა­მოვ­ნებს, და­ჯე­ქი სკამ­ზე და ისუნ­თქე სუფ­თა ჰა­ე­რი. ეს იყო ნე­ტა­რე­ბის ცხრა თვე. ანა რომ და­ი­ბა­და, ორი თვე პი­რის და­ბა­ნის პრო­ცე­სიც არ მახ­სოვს. არ მე­ძი­ნა, სუნ­თქავს, არ სუნ­თქავს, სულ თავ­ზე ვე­დე­ქი.

ანა - ნი­ნე­ლის და ზა­ზას ქა­ლიშ­ვი­ლი

ორ­სუ­ლო­ბა - ეს იყო ძა­ლი­ან დიდი სტრე­სი, მაგ­რამ სი­ხა­რუ­ლის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამ ფონ­ზე გა­მიჩ­ნდა ბუ­ლე­მია, ძა­ლი­ან გავ­სუქ­დი. ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, რას მო­ვეს­წა­რი, შენ ხარ სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი და მე ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძეო. მეც­ვა ეკა მა­მა­ლა­ძის შვი­ლის ფეხ­საც­მე­ლი 42 ზომა. იმი­ტომ რომ ზაზა რომ თე­ატ­რში მი­დი­ო­და, ვერ ვიხ­რე­ბო­დი რომ ფეხ­საც­მე­ლი ჩა­მეც­ვა. ტრან­სპორ­ტში ვერ ვჯდე­ბო­დი, ყვე­ლა­ფე­რი მა­ღი­ზი­ა­ნებ­და და ფე­ხით დავ­დი­ო­დი იქვე ეკ­ლე­სი­ა­ში.

სპექ­ტაკ­ლი "ჰა­რა­ლე­თი" - ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძე და ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე

ჩუ­მად მკვე­ბავ­დნენ ზა­ზას მე­გობ­რე­ბი. ზაზა ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ნერ­ვი­უ­ლობ­და. მახ­სოვს ერთხელ მი­რე­კავს მე­რა­ბი, ეკა მა­მა­ლა­ძის მე­უღ­ლე და მე­კი­თხე­ბა, წა­ვი­და? - იცი­ან, რომ ზაზა ჭა­მას მიკ­რძა­ლავს. - რა მო­გი­ტა­ნო, ხინ­კა­ლი ამო­გი­ტა­ნო? - ქა­ბა­ბიც ამო­მი­ტა­ნე, ვე­უბ­ნე­ბი მე. მე­თერ­თმე­ტე სარ­თულ­ზე ფე­ხით ამო­დი­ო­და ხინ­კლი­თა და ქა­ბა­ბით მე­რაბ ქუ­თა­თე­ლა­ძე.

მე და­ფე­თე­ბუ­ლი დედა ვარ, მაგ­რამ ზაზა კი­დევ უა­რე­სია. 19 წლის გო­გოს თეფ­ში უნდა და­უ­დოს, ეს და­ვუჭ­რათ, ეს და­ვუ­დოთ. კი­დევ კარ­გი გაგ­ვექ­ცა, უკვე ბრე­მენ­შია, სწავ­ლობს და იქ ცხოვ­რობს. ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი­ყო...

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირინა სტურუა
2

ნინელი, მიყვარხარ აგერ უკვე 50 წელია))) შენი პირველი ინტერვიუ სკოლის ბოლო ზარზე

(ლესელიძეზე ჩავიწერეთ) სადღაც უნდა ქონდეს მამას. არ ვარ საქართველოში 28 წელია. უთუოდ მოვიძიებ და ერთად მოვუსმინოთ.

კითხულობდი სამხედროს გაკვეთილს (ნ.დუმბაძის "მე ვხედავ მზეს")

მამაჩემმა ცაიწერა და გითხრა: "დიდი მსახიობი რომ გახდები - მოვუსმინოთ"

მარინა
14

ვიზიარებ,ნათელი მის ხსოვნას.თქვენ და თქვენმა შვილმა დიდხანს იცოცხლეთ მისი მოგონებისთვის💔

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მახსოვს, როცა ზაზას ეს ამბავი ვუთხარი, ჩაიკეცა" - ორი მსახიობის ოჯახური იდილია, რომელმაც წლებს გაუძლო და 18 წლის შემდეგ შეძენილი შვილი: ანკა დედის ასლია

"მახსოვს, როცა ზაზას ეს ამბავი ვუთხარი, ჩაიკეცა" - ორი მსახიობის ოჯახური იდილია, რომელმაც წლებს გაუძლო და 18 წლის შემდეგ შეძენილი შვილი: ანკა დედის ასლია

31 მარტს თეატრალურმა სამყარომ გვერდში მდგომი ადამიანი დაკარგა. ზაზა მიქაშავიძე თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე იყო.

ზაზა მიქაშავიძისთვის თეატრი და ზოგადად, ეს სამყარო იყო ყველაფერი, მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოედგინა. ცნობილია, რომ ბატონი ზაზა მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის მეუღლე გახლდათ და ამ სამსახიობო წყვილს თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ერთმანეთი სწორედ თეატრში გაიცნეს, სცენაზე გათამაშებული სიყვარული ცხოვრებაშიც გაგრძელდა და ოჯახური იდილია წლებს ითვლის.

"ჩემი ოჯახი თეატრალურია, ჩემი მეუღლე ზაზა მიქაშავიძეც მსახიობია. ბევრ სპექტაკლში სცენაზე ერთად ვდგავართ და ვთამაშობთ... მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე ვარ. ბატონი მიშა იყო გურუ, ძალიან დიდი პედაგოგი, დიდი რეჟისორი. მას ძალიან უყვარდა თავისი საქმე და ცდილობდა, ჩვენც ასევე გვყვარებოდა. ის რომ არ ყოფილიყო, მე მსახიობი არ ვიქნებოდი. ჩემი მეუღლეც ბატონი მიშას მოწაფე იყო. ჩემთვის თუმანიშვილის სახელობის თეატრი არის ყველაფერი“, - ამბობდა ნინელი ჭანკვეტაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

სპექტაკლი "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" - ზაზა მიქაშავიძე და ნინელი ჭანკვეტაძე

ცნობილია, რომ წყვილს 18 წელი შვილი არ უჩნდებოდა. როგორც ნინელი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ეს მათი ცხოვრების დიდი გამოცდა იყო, რომელსაც გაუძლეს. 18 წლის შემდეგ გაჩნდა ანკა, რომელიც დედის ასლია. ნინელი ჭანკვეტაძემ პირველი შვილი 40 წლის ასაკში გააჩინა.

ნინელი ჭანკვეტაძე: (ინტერვიუ აქრივიდან - GDS)

- 18 წელი არ გვყავდა შვილი, ეს ძალიან დიდი დროა მოლოდინისთვის. ეს იყო სასწაული ჩემი ოჯახისთვის, მეუღლისთვის, ოჯახისთვის, აღმოჩნდა რომ უამრავი ადამიანი გვიჭერდა მხარს მთელ საქართველოში. არასოდეს იმედი არ დამიკარგავს. იყო საუბარი შვილის აყვანაზეც, ახლობლები ზრუნავდნენ ძალიან, მაგრამ მე მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის, დედამთილის, რომელსაც დღესაც დედას ვეძახი, მულის, არჩევანი მე მქონდა, მე უნდა გადამეწყვიტა, როგორ მოვიქცეოდი.

თავიდანვე ვთქვი, რომ თუ იქნება, იქნება ჩემი, თუ არადა ესეც ჩემი ჯვარია, რომელსაც ვატარებ. მყავს ძმის შვილები, დის შვილი, მულის შვილები და ეს ბავშვებიც ჩემია. ეს ჩვენი სიხარული და სატკივარი ერთად გასავლელი იყო. ამან უფრო დაგვაახლოვა. ამიტომ ვემადლიერები მე მათ, რომ ზეწოლა რომ ყოფილიყო, ალბათ, რაღაც გაფუჭდებოდა, რასაც ვერ გამოვასწორებდი.

18 წლის შემდეგ როდესაც გამოვაცხადე, რომ ეხოზე მივდიოდი, მახსოვს ზაზამ ისეთი თვალებით შემომხედა, არასოდეს დამავიწყდება. ეს იყო სიბრალულიც, თანაგრძნობაც, ვერ შემეწინააღმდეგა.

ჩემი მეგობრები მომყვებოდნენ, ნინო სუხიშვილი და მარინა გელაშვილი, ისინიც ფიქრობდნენ, ალბათ, რაღაც უბედურება სჭირს და გვერდში დავუდგებითო. ბევრი ნიშანი მაძლევდა იმედს, რომ ორსულად ვიყავი. დავიწყე ჭამა, მქონდა რაღაც შეგრძნებები. როდესაც აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი, ვკიოდით სამივე. გამაჩერეს, ჯერ პატარაა ნაყოფი, თუ ძალიან იკივლებთ, შეიძლება რამე დაგემართოთო. მახსოვს როგორ ვისრუტავდი ამ ცრემლებს. იმ დღეს უნდა მეთამაშა მიშა თუმანიშვილის ბოლო სპექტაკლი „ამფიტრიონი“, ბატონი მიშა ერთი წლის გარდაცვლილი იყო.

როდესაც მითხრეს, რომ ორსულად ვიყავი, გადავწყვიტე, რომ თეატრში არასოდეს დავბრუნდებოდი, ეს ისეთი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ყველაფერს თავს დავანებებდი. რეპეტიცია გავაცდინე, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თეატრში. იქ უკვე საუბრობდნენ, რომ ალბათ ნინელის რამე სჭირსო. აქვე არ უნდა მეთქვა ეს ამბავი არსად, იმდენად პატარა იყო ნაყოფი, შეიძლება ყველაფერი ასე არ დასრულებულიყო.

თეატრში რომ შევედი, ზაზა მელოდებოდა და როდესაც ვუთხარი, მახსოვს, ჩაიკეცა, კიბეზე საცოდავად დაჯდა. შემდეგი პრობლემა იყო, რომ სპექტაკლი არ უნდა მეთამაშა. თან არ გვინდოდა ამის თქმა. გოგა მარგველაშვილი იყო სამხატვრო ხელმძღვანელი, შევედი და ვუთხარი, გოგა, ასეთი სიტუაციაა და სპექტაკლს ვერ ვითამაშებ-თქო. მითხრა, სულ დავხუროთ სპექტაკლი, ოღონდ შენ კარგად იყავიო.

თეატრში ყველა შეშინებული მიყურებდა, ეგონათ რაღაც უბედურება მჭირდა. შემხვდა რუსუდან ბოლქვაძე, ჩვენ ერთ საგრიმიოროში ვიყავით წლები, მას ვუთხარი, შემდეგ იყო მზია, რომელსაც გავუმხილე ეს ამბავი და ისე გამოვიდა, რომ ჩემი მშობლების, დედამთილის და მულის გარდა მთელმა თბილისმა იცოდა. ეს ამბავი ერთი კვირა გრძელდებოდა. კვირის თავზე ჩემს მულს ახლობელმა დაურეკა, მარინა, გილოცავ ამ სასიხარულო ამბავსო. გამოლანძღა, აღარ მოეშვებით ამ ამბავს, რა თქვენი საქმეაო, როგორ შეიძლება ადამიანზე ასეთი რაღაც მოიფიქროთო. მეორე შემთხვევა იყო, რომ მამაჩემს თაზო თოლორაია შეხვდა ქუჩაში და უთხრა, ძია ნოდარ, გილოცავ, კაცი კინაღამ ცუდად გახდა ქუჩაში.

პირველივე დღეს ღრმა ფეხმძიმე გავხდი. წამოვკოტრიალდი საწოლზე და გამოვაცხადე, რაც მინდოდა. შემხვდა არაჩვეულებრივი გინეკოლოგი ცია მერაბიშვილი, რომელმაც მამშობიარა კიდეც, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ქალი ყოფილიყო. მეუბნებოდნენ, ასეთ სიტუაციაში ქალი როგორ შეიძლებაო, მაგრამ ვთქვი და სიტყვას არ გადავსულვარ. მადლიერი ვარ მისი, დავპირდი, ყოველ წელს მოვიყვან ჩემ ქალიშვილს - მეთქი და ვეღარ მოვახერხე. როდესაც ვკითხე, ახლა რა გავაკეთო, მითხრა, ნინელი, გააკეთე ის, რაც მთელი ცხოვრება გინდოდა და ვერ აკეთებდი.

ეს იყო ძილი, კითხვა, ჭამა, არაფრის კეთება. აბსოლუტური ნებივრობა, რისი საშუალებაც მე არასოდეს მქონია. როდესაც ვკითხე, ბევრი უნდა ვიარო? მითხრა, გსიამოვნებს იარე, არ გსიამოვნებს, დაჯექი სკამზე და ისუნთქე სუფთა ჰაერი. ეს იყო ნეტარების ცხრა თვე. ანა რომ დაიბადა, ორი თვე პირის დაბანის პროცესიც არ მახსოვს. არ მეძინა, სუნთქავს, არ სუნთქავს, სულ თავზე ვედექი.

ანა - ნინელის და ზაზას ქალიშვილი

ორსულობა - ეს იყო ძალიან დიდი სტრესი, მაგრამ სიხარულისგან გამოწვეული. ამ ფონზე გამიჩნდა ბულემია, ძალიან გავსუქდი. ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი მეუბნებოდა, რას მოვესწარი, შენ ხარ სოფიკო ჭიაურელი და მე ნინელი ჭანკვეტაძეო. მეცვა ეკა მამალაძის შვილის ფეხსაცმელი 42 ზომა. იმიტომ რომ ზაზა რომ თეატრში მიდიოდა, ვერ ვიხრებოდი რომ ფეხსაცმელი ჩამეცვა. ტრანსპორტში ვერ ვჯდებოდი, ყველაფერი მაღიზიანებდა და ფეხით დავდიოდი იქვე ეკლესიაში.

სპექტაკლი "ჰარალეთი" - ზაზა მიქაშავიძე და ნინელი ჭანკვეტაძე

ჩუმად მკვებავდნენ ზაზას მეგობრები. ზაზა ამაზე სერიოზულად ნერვიულობდა. მახსოვს ერთხელ მირეკავს მერაბი, ეკა მამალაძის მეუღლე და მეკითხება, წავიდა? - იციან, რომ ზაზა ჭამას მიკრძალავს. - რა მოგიტანო, ხინკალი ამოგიტანო? - ქაბაბიც ამომიტანე, ვეუბნები მე. მეთერთმეტე სართულზე ფეხით ამოდიოდა ხინკლითა და ქაბაბით მერაბ ქუთათელაძე.

მე დაფეთებული დედა ვარ, მაგრამ ზაზა კიდევ უარესია. 19 წლის გოგოს თეფში უნდა დაუდოს, ეს დავუჭრათ, ეს დავუდოთ. კიდევ კარგი გაგვექცა, უკვე ბრემენშია, სწავლობს და იქ ცხოვრობს. ამოჩემებული ჰქონდა, რომ საზღვარგარეთ წასულიყო...