სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ სტივენ კინგის "სალიმს ლოტზე" წიგნის წაკითხვამდე
რა უნდა იცოდეთ სტივენ კინგის "სალიმს ლოტზე" წიგნის წაკითხვამდე

კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა პა­ტა­რა წყნარ ქა­ლაქ­ში, სა­დაც 1319 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. „სე­ლიმს ლოტი“ - ასე ჰქვია გა­მო­გო­ნილ ქა­ლაქს, სა­დაც რო­მა­ნი ვი­თარ­დე­ბა.

ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი ბენ მე­ი­ერ­სი სა­ლიმს-ლოტ­ში ბავ­შვო­ბის ში­შე­ბის და­საძ­ლე­ვად და ახა­ლი წიგ­ნის და­სა­წე­რად მი­დის. ქა­ლაქ­ში ის გა­იც­ნობს გო­გო­ნას, სა­ხე­ლად სი­უ­ზენს და მათ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გრძნო­ბა უჩ­ნდე­ბათ. ბენი ასე­ვე ხვდე­ბა მეტ ბურკს, ჯიმი კო­დის და მამა კა­ლა­ჰენს, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში რა­ღაც ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ხდე­ბა...

ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა იმით, რომ პრო­ვინ­ცი­ულ ამე­რი­კულ ქა­ლაქ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გაქ­რო­ბას იწყე­ბენ - სა­თი­თა­ოდ და მთე­ლი ოჯა­ხე­ბით. ვერც ახ­ლობ­ლებ­მა და ვერც პო­ლი­ცი­ამ ვერ იპო­ვა ისი­ნი. და როცა იმე­დი თით­ქოს სა­მუ­და­მოდ გაქ­რა, და­კარ­გუ­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ და ქა­ლა­ქი სა­ში­ნე­ლე­ბის­გან შე­ირ­ყა...

„სა­ლიმს-ლოტი“ სტი­ვენ კინ­გის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში წიგ­ნე­ბის ხუ­თე­ულ­ში იკა­ვებს ად­გილს.

რო­მა­ნის სა­თა­უ­რი პირ­და­პი­რი მი­ნიშ­ნე­ბაა ქა­ლაქ სა­ლემ­ზე, რო­მე­ლიც ფარ­თოდ არის ცნო­ბი­ლი პო­პუ­ლა­რულ კულ­ტუ­რა­ში, რო­გორც „ჯა­დოქ­რებ­ზე ნა­დი­რო­ბის ად­გი­ლი“. 1914 წელს ქა­ლა­ქი თით­ქმის მთლი­ა­ნად და­იწ­ვა დიდი ხან­ძრის შე­დე­გად.

წიგ­ნი გა­და­ღე­ბუ­ლია ორ ფილ­მად: 1979 და 2004 წლებ­ში. თა­ვად კინ­გის სი­ტყვე­ბით, რო­მა­ნი ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო, რო­გორც ბრემ სტო­კე­რის „დრა­კუ­ლას“ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მო­გო­ნე­ბა. თა­ვის მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში „სიკ­ვდი­ლის ცეკ­ვა“ კინ­გი წერს:

„...ჩემს რო­მანს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვამ­სგავ­სებ­დი ბრემ სტო­კე­რის „დრა­კუ­ლას“ და ცოტა ხნის შემ­დეგ, მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ სა­ინ­ტე­რე­სო თა­მაშს - ლი­ტე­რა­ტუ­რულ რე­კეტ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი. ლოტი ბურ­თია, დრა­კუ­ლა - კე­დე­ლი. მე ვეს­ვრი ბურთს კე­დელს, რომ და­ვი­ნა­ხო, საით აის­ხლი­ტავს, და ისევ ვურ­ტყამ. სხვა­თა შო­რის, ზო­გი­ერ­თი ტრა­ექ­ტო­რია გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო და ამ ფაქტს იმით ავ­ხსნი, რომ ჩემი ბურ­თი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში არ­სე­ბობ­და, კე­დე­ლი კი მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის პრო­დუქ­ტი იყო.“

ამ რო­მან­ში მთა­ვა­რი გმი­რი პირ­ვე­ლა­დაა მწე­რა­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კინ­გი ხში­რად იყე­ნებ­და „მწე­რალს“, რო­გორც თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გმირს.

ქა­ლა­ქი სა­ლიმს-ლოტი ნახ­სე­ნე­ბია ემი­ნე­მის სიმ­ღე­რა­ში „Lose Yourself" და ნირ­ვა­ნას სიმ­ღე­რა­ში „Serve The Servants“. ამ რო­მანს სა­ინ­ტე­რე­სო კავ­ში­რე­ბი აქვს კინ­გის სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან. მა­გა­ლი­თად, მო­თხრო­ბა­ში „იე­რუ­სა­ლიმს-ლოტი“, რო­მე­ლიც „სა­ლიმს-ლო­ტამ­დეა“ და­წე­რი­ლი, მწე­რა­ლი იმ ბო­რო­ტე­ბის ფეს­ვებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ამ ქა­ლაქ­ში ერთი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ გა­მოვ­ლინ­და. ასე­ვე, მო­თხრო­ბა „მარ­ტო გზა­ში“, აღ­წერს სა­ლე­მის ლოტ­ში მომ­ხდა­რი კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

სა­ლიმს-ლოტი ნახ­სე­ნე­ბია ბე­ნის სა­უ­ბარ­ში, წიგნ­ში „ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის სა­საფ­ლაო“ და „ის“ მთა­ვა­რი გმი­რი, თვით­კონ­ცენ­ტრა­ცი­ის­თვის იმე­ო­რებს იმა­ვე გა­მო­ნათ­ქვამს, რა­საც მარკ პეტ­რი „ლოტ­ში“. წიგ­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი, მამა კა­ლა­გა­ნი, ბნე­ლი კოშ­კის ციკ­ლის (ნა­წი­ლე­ბი V-VII) უმ­ნიშ­ვნე­ლო პერ­სო­ნა­ჟია. საგ­ზაო ნი­შა­ნი „სა­ლი­მის ლოტ­ზე“ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია "It", "Pet Cemetery", "Dream Catcher" და "Dark Tower-5".

სა­ლიმს-ლო­ტის გარ­შე­მო მდე­ბა­რე ქა­ლა­ქე­ბი სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია, მაგ­რამ თა­ვად სა­ლიმს-ლოტი ავ­ტო­რის წარ­მო­სახ­ვის ნა­ყო­ფია და ნე­ბის­მი­ე­რი მსგავ­სე­ბა მას­ში მოხ­სე­ნი­ე­ბულ და რე­ა­ლუ­რად მცხოვ­რებ პირ­თა შო­რის მხო­ლოდ წი­ნას­წარ გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი დამ­თხვე­ვის ნა­წი­ლია.

სტი­ვენ კინ­გის „სა­ლიმს-ლოტი“ ქარ­თულ ენა­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“, „პორ­ტა­ლის“ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მოს­ცა. „პორ­ტა­ლი“ ფენ­ტე­ზი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნი­მუ­შებს გთა­ვა­ზობთ. წიგ­ნის შე­ძე­ნას „ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­სა და ონ­ლა­ინ www.palitrlal.ge-ის სა­იტ­ზე შეძ­ლებთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
........
1

ვააააა

ნუცა
1

ბნელი კოშკის თარგმნა როდის უნდა დაასრულოთ? 2 წელიწადში ერთხელ გამოდის შემდეგი ნაწილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რა უნდა იცოდეთ სტივენ კინგის "სალიმს ლოტზე" წიგნის წაკითხვამდე

რა უნდა იცოდეთ სტივენ კინგის "სალიმს ლოტზე" წიგნის წაკითხვამდე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პატარა წყნარ ქალაქში, სადაც 1319 ადამიანი ცხოვრობს. „სელიმს ლოტი“ - ასე ჰქვია გამოგონილ ქალაქს, სადაც რომანი ვითარდება.

ცნობილი მწერალი ბენ მეიერსი სალიმს-ლოტში ბავშვობის შიშების დასაძლევად და ახალი წიგნის დასაწერად მიდის. ქალაქში ის გაიცნობს გოგონას, სახელად სიუზენს და მათ ერთმანეთის მიმართ გრძნობა უჩნდებათ. ბენი ასევე ხვდება მეტ ბურკს, ჯიმი კოდის და მამა კალაჰენს, მაგრამ ქალაქში რაღაც ძალიან უცნაური ხდება...

ყველაფერი იწყება იმით, რომ პროვინციულ ამერიკულ ქალაქში ადამიანები გაქრობას იწყებენ - სათითაოდ და მთელი ოჯახებით. ვერც ახლობლებმა და ვერც პოლიციამ ვერ იპოვა ისინი. და როცა იმედი თითქოს სამუდამოდ გაქრა, დაკარგულები დაბრუნდნენ და ქალაქი საშინელებისგან შეირყა...

„სალიმს-ლოტი“ სტივენ კინგის ყველაზე საშიში წიგნების ხუთეულში იკავებს ადგილს.

რომანის სათაური პირდაპირი მინიშნებაა ქალაქ სალემზე, რომელიც ფართოდ არის ცნობილი პოპულარულ კულტურაში, როგორც „ჯადოქრებზე ნადირობის ადგილი“. 1914 წელს ქალაქი თითქმის მთლიანად დაიწვა დიდი ხანძრის შედეგად.

წიგნი გადაღებულია ორ ფილმად: 1979 და 2004 წლებში. თავად კინგის სიტყვებით, რომანი ჩაფიქრებული იყო, როგორც ბრემ სტოკერის „დრაკულას“ ლიტერატურული მოგონება. თავის მონოგრაფიაში „სიკვდილის ცეკვა“ კინგი წერს:

„...ჩემს რომანს მიზანმიმართულად ვამსგავსებდი ბრემ სტოკერის „დრაკულას“ და ცოტა ხნის შემდეგ, მეჩვენებოდა, რომ საინტერესო თამაშს - ლიტერატურულ რეკეტბურთს ვთამაშობდი. ლოტი ბურთია, დრაკულა - კედელი. მე ვესვრი ბურთს კედელს, რომ დავინახო, საით აისხლიტავს, და ისევ ვურტყამ. სხვათა შორის, ზოგიერთი ტრაექტორია განსაკუთრებით საინტერესო იყო და ამ ფაქტს იმით ავხსნი, რომ ჩემი ბურთი მეოცე საუკუნეში არსებობდა, კედელი კი მეცხრამეტე საუკუნის პროდუქტი იყო.“

ამ რომანში მთავარი გმირი პირველადაა მწერალი. მოგვიანებით, კინგი ხშირად იყენებდა „მწერალს“, როგორც თავისი ნაწარმოებების გმირს.

ქალაქი სალიმს-ლოტი ნახსენებია ემინემის სიმღერაში „Lose Yourself" და ნირვანას სიმღერაში „Serve The Servants“. ამ რომანს საინტერესო კავშირები აქვს კინგის სხვა ნაწარმოებებთან. მაგალითად, მოთხრობაში „იერუსალიმს-ლოტი“, რომელიც „სალიმს-ლოტამდეა“ დაწერილი, მწერალი იმ ბოროტების ფესვებზე საუბრობს, რომელიც ამ ქალაქში ერთი საუკუნის შემდეგ გამოვლინდა. ასევე, მოთხრობა „მარტო გზაში“, აღწერს სალემის ლოტში მომხდარი კატასტროფის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

სალიმს-ლოტი ნახსენებია ბენის საუბარში, წიგნში „შინაური ცხოველების სასაფლაო“ და „ის“ მთავარი გმირი, თვითკონცენტრაციისთვის იმეორებს იმავე გამონათქვამს, რასაც მარკ პეტრი „ლოტში“. წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირი, მამა კალაგანი, ბნელი კოშკის ციკლის (ნაწილები V-VII) უმნიშვნელო პერსონაჟია. საგზაო ნიშანი „სალიმის ლოტზე“ მოხსენიებულია "It", "Pet Cemetery", "Dream Catcher" და "Dark Tower-5".

სალიმს-ლოტის გარშემო მდებარე ქალაქები სრულიად რეალურია, მაგრამ თავად სალიმს-ლოტი ავტორის წარმოსახვის ნაყოფია და ნებისმიერი მსგავსება მასში მოხსენიებულ და რეალურად მცხოვრებ პირთა შორის მხოლოდ წინასწარ განუსაზღვრელი დამთხვევის ნაწილია.

სტივენ კინგის „სალიმს-ლოტი“ ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L-მა“, „პორტალის“ სერიის ფარგლებში გამოსცა. „პორტალი“ ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს გთავაზობთ. წიგნის შეძენას „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებსა და ონლაინ www.palitrlal.ge-ის საიტზე შეძლებთ.