პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აპრილი - წიგნის ჩუქების თვე" – "ბიბლუსი ჯგუფი" ვირუსულ კამპანიას იწყებს
"აპრილი - წიგნის ჩუქების თვე" – "ბიბლუსი ჯგუფი" ვირუსულ კამპანიას იწყებს

მსოფ­ლიო 23 აპ­რილს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ყვე­ლა­ზე დიდ ქსელს „ბიბ­ლუსს“ სურს, მთე­ლი თვე, აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ აქ­ცი­ოს. ამ იდე­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად უკვე და­გეგ­მი­ლია არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა, CSR პრო­ექ­ტი, ვი­ზი­ტი, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­გეგ­მი­ლია სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში, მათ შო­რის, სკვე­რებ­სა და თე­ატ­რებ­ში. აპ­რი­ლის თვე­ში კომ­პა­ნია უამ­რავ ადა­მი­ანს უმ­ზა­დებს მო­უ­ლოდ­ნელ სი­ურპრიზს. „ბიბ­ლუ­სის“ მი­ზა­ნია, კამ­პა­ნია გახ­დეს ვირუ­სუ­ლი და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­დეს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბით და ზო­გა­დად, წიგ­ნის კი­თხვით.

„ბიბ­ლუს­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ კომ­პა­ნია წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ზრდა­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს.

„გვინ­და წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე, 23 აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ ვაქ­ცი­ოთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ საქ­მი­ა­ნო­ბის და სტრა­ტე­გი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი წიგ­ნის პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდაა. ჩვე­ნი დე­ვი­ზიც ამა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს - „წა­ი­კი­თხე წიგ­ნე­ბი, უკე­თე­სად იქ­ნე­ბი“. ამ მიზ­ნით, ყო­ველ­წლი­უ­რად სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. წელ­საც და­გეგ­მი­ლია კრე­ა­ტი­უ­ლი და ვირუ­სუ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბი, უამ­რა­ვი სი­ურპრი­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ამას­თან, „ბიბ­ლუ­სი“, რო­გორც მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნია, არა­ერთ CSR აქ­ტი­ვო­ბას გეგ­მავს,“ - აცხა­დე­ბენ „ბიბ­ლუს­ში“.

23 აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღედ 1923 წელს გა­მო­ცხა­და. 23 აპ­რი­ლი ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის უი­ლი­ამ შექ­სპი­რი­სა და მი­გელ დე სერ­ვან­ტე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღე­ბია. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის ტრა­დი­ცია 2019 წლი­დან დამ­კვიდ­რდა და მას შემ­დეგ ყო­ველ­წლი­უ­რად აღი­ნიშ­ნე­ბა.

R

ავტორი:

"აპრილი - წიგნის ჩუქების თვე" – "ბიბლუსი ჯგუფი" ვირუსულ კამპანიას იწყებს

"აპრილი - წიგნის ჩუქების თვე" – "ბიბლუსი ჯგუფი" ვირუსულ კამპანიას იწყებს

მსოფლიო 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღეს აღნიშნავს, საქართველოში კი წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდ ქსელს „ბიბლუსს“ სურს, მთელი თვე, აპრილი წიგნის ჩუქების თვედ აქციოს. ამ იდეის განსახორციელებლად უკვე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, CSR პროექტი, ვიზიტი, ღონისძიებები და პროექტები, რომლებიც წიგნის ჩუქების წახალისებას ისახავს მიზნად. აქტივობები დაგეგმილია სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის, სკვერებსა და თეატრებში. აპრილის თვეში კომპანია უამრავ ადამიანს უმზადებს მოულოდნელ სიურპრიზს. „ბიბლუსის“ მიზანია, კამპანია გახდეს ვირუსული და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს წიგნის ჩუქებით და ზოგადად, წიგნის კითხვით.

„ბიბლუსში“ განმარტავენ, რომ კომპანია წიგნის პოპულარიზაციის ზრდაზე აქტიურად მუშაობს.

„გვინდა წიგნის ჩუქების დღე, 23 აპრილი წიგნის ჩუქების თვედ ვაქციოთ. მოგეხსენებათ, „ბიბლუსი ჯგუფის“ საქმიანობის და სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი წიგნის პოპულარობის ზრდაა. ჩვენი დევიზიც ამაზე მიგვანიშნებს - „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“. ამ მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა საინტერესო პროექტი ხორციელდება. წელსაც დაგეგმილია კრეატიული და ვირუსული კამპანიები, უამრავი სიურპრიზი და საინტერესო აქტივობები. ამასთან, „ბიბლუსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, არაერთ CSR აქტივობას გეგმავს,“ - აცხადებენ „ბიბლუსში“.

23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღედ 1923 წელს გამოცხადა. 23 აპრილი ცნობილი მწერლების უილიამ შექსპირისა და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების თარიღებია. საქართველოში კი წიგნის ჩუქების ტრადიცია 2019 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

R