მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასრულდა ესე ამბავი... ლევანს არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო დარჩენა" - გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას ტოვებს
"გასრულდა ესე ამბავი... ლევანს არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო დარჩენა" - გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"გას­რულ­და ესე ამ­ბა­ვი... მე­გობ­რე­ბო, ხვალ ჩემი ბოლო დღე იქ­ნე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­ში. არ ჩა­მოვ­თვლი უამ­რავ ფაქ­ტორს, რა­ტო­მაც მე ამ ეტაპ­ზე აპა­რატ­ში საქ­მი­ა­ნო­ბას ვერ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი. ამ კვი­რა­ში დავ­წე­რე გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და 31 მარ­ტის 12 სა­ა­თი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღარ ვიქ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლე.

ლე­ვანს არ­ჩე­ვის დღეს­ვე ვუ­თხა­რი, რომ მარ­ტის ბო­ლომ­დე შე­მეძ­ლო მხო­ლოდ დარ­ჩე­ნა აპა­რატ­ში, რად­გან და­სას­რუ­ლე­ბე­ლი იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო ან­გა­რი­ში და სხვა მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ე­ბი. დავ­წე­რეთ მე და კო­ლე­გებ­მა დიდი და მსუ­ყე ან­გა­რი­ში და შემ­დეგ კვი­რას იხი­ლავთ ყვე­ლა.

62 თვის მან­ძილ­ზე ნინო ლომ­ჯა­რი­ას­თან და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის უამ­რავ გა­და­სა­რევ კო­ლე­გას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და მი­უ­ხე­და­ვად სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­დი­სა და გა­მუდ­მე­ბუ­ლი თავ­დასმხე­ბი­სა, გვქონ­და ერთი ამო­ცა­ნა - ყვე­ლა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი და უფ­ლებ­დარ­ღვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის პრობ­ლე­მის გა­მოვ­ლე­ნა და შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნოს­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თვა რომ ეს გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნათ. ყო­ველ­თვის ვი­ა­მა­ყებ - რაც კი სა­ხალ­ხო დამ­ცველს აქვს ან თე­ო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ვი­ყე­ნეთ ამ ხუთ წე­ლი­წად­ში.

ვი­ყა­ვით მუ­დამ იქ, სა­დაც პრობ­ლე­მა იყო და არას­დროს შეგ­ვში­ნე­ბია ვინ­მე­სი ან რა­მე­სი. დღეს, როცა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურს ვას­რუ­ლებ, ვარ ამა­ყი. 2018 წელს და­ვი­სა­ხე მიზ­ნად, რომ ბავ­შვუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით მე­კე­თე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მის ფარ­გლებ­ში და რა­ღაც დო­ზით ვფიქ­რობ, გა­მო­მი­ვი­და. ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მხვდე­ბა ქუ­ჩა­ში, რო­მე­ლიც მად­ლო­ბას მე­უბ­ნე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბის გამო. ძა­ლი­ან ვიბ­ნე­ვი ხოლ­მე იმ მო­მენ­ტში, მაგ­რამ სი­ხა­რუ­ლის­გან ფრე­ნით ვაგ­რძე­ლებ ხოლ­მე გზას. ეხლა რომ ვფიქ­რობ, სა­ჯა­რო მო­ხე­ლის­თვის ეს ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა.

ღმერ­თია მო­წა­მე, მინ­დო­და სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის გაგ­რძე­ლე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე და გა­ვა­კე­თე, მაგ­რამ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ავ­ტო­რებ­მა არა­აო. არა უშავს რა­ღაც პე­რი­ო­დი “დიდი ავი­ა­ცი­ი­დან” მივ­დი­ვარ და ჩემი სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში (ამა­ზე ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით დავ­წერ) ნაკ­ლე­ბი სა­ჯა­რო­ო­ბა მექ­ნე­ბა, მაგ­რამ თე­მა­ტი­კა და მი­ზა­ნი კვლავ მსგავ­სი და დი­ა­დი იქ­ნე­ბა დიდი მად­ლო­ბა ნი­ნოს ნდო­ბის­თვის, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ე­ბის­თვის.

მად­ლო­ბა ჩემს კო­ლე­გებს აპა­რატ­ში, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად იდ­გნენ ყვე­ლა საქ­მის უკან. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ჩემს ოჯახს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის გა­გე­ბით ეკი­დე­ბოდ­ნენ სა­მუ­შაო გრა­ფიკს და დატ­ვირ­თუ­ლო­ბას. მად­ლო­ბა პარტნი­ორ უფ­ლე­ბამ­დაც­ვე­ლებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და დო­ნო­რებს. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც აპა­რატს უცხა­დებ­და მხარ­და­ჭე­რას სხვა­დას­ხვა ფორ­მით!

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც აპა­რა­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას აშუ­ქებ­და 5 წლის მან­ძილ­ზე და აძ­ლი­ე­რებ­და უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვის მსხვერ­პლებს. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ყო­ველ­თვის მათი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვიქ­ნე­ბი. სხვა რომ გვერ­დით გა­დავ­დოთ, ჩემ­თვის ეს სამ­სა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, სა­დაც ჯამ­ში 10 წელ­ზე მეტი მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და სა­დაც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი ბევ­რი წლის წინ" - წერს ბურ­ჯა­ნა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
1

ეს ტიპი რომ მიდის კარგია ძალიან, მაგრამ მაინც ნაცების ბუდეა ეს ინსტიტუტი!

მაკა
1

ეგ და ეგეთები სახალხო დამცველის აპარატს რომ ტოვებენ, მხოლოდ მისასალმებელია, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ვიწროპარტიული ინტერესების და ანტიქართული საქმიანობის გარდა არაფრერს აკეთებდნენ. მართლა ხალხის და მოსახლეობის პრობლემებზე არათუ როდესმე უზრუნიათ, არც დაინტერესებულან. სამაგიეროდ, გამწარებული იცავდნენ სააკაშვილის და სხვა "ელიტური" სისხლის სამართლის დამნასავეებს, ანტიქართული საქმიანობით დაკავებულ არასამთავროებს, ჟურნალისტებს, საპატრიარქოს მტრებს. ახლა მთავარია, სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეებზე ნაწილობრივ მაინც იზრუნონ.

ავტორი:

"გასრულდა ესე ამბავი... ლევანს არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო დარჩენა" - გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

"გასრულდა ესე ამბავი... ლევანს არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო დარჩენა" - გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"გასრულდა ესე ამბავი... მეგობრებო, ხვალ ჩემი ბოლო დღე იქნება სახალხო დამცველის აპარატში. არ ჩამოვთვლი უამრავ ფაქტორს, რატომაც მე ამ ეტაპზე აპარატში საქმიანობას ვერ გავაგრძელებდი. ამ კვირაში დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და 31 მარტის 12 საათიდან ოფიციალურად აღარ ვიქნები საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.

ლევანს არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო მხოლოდ დარჩენა აპარატში, რადგან დასასრულებელი იყო საპარლამენტო ანგარიში და სხვა მიმდინარე საქმეები. დავწერეთ მე და კოლეგებმა დიდი და მსუყე ანგარიში და შემდეგ კვირას იხილავთ ყველა.

62 თვის მანძილზე ნინო ლომჯარიასთან და სახალხო დამცველის აპარატის უამრავ გადასარევ კოლეგასთან ერთად ვიყავი საჯარო სამსახურში და მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა და გამუდმებული თავდასმხებისა, გვქონდა ერთი ამოცანა - ყველა გაჭირვებული და უფლებდარღვეული ადამიანის პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის რეკომენდაციით მიმართვა რომ ეს გამოესწორებინათ. ყოველთვის ვიამაყებ - რაც კი სახალხო დამცველს აქვს ან თეორიულად შეიძლება ჰქონდეს, ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ ამ ხუთ წელიწადში.

ვიყავით მუდამ იქ, სადაც პრობლემა იყო და არასდროს შეგვშინებია ვინმესი ან რამესი. დღეს, როცა საჯარო სამსახურს ვასრულებ, ვარ ამაყი. 2018 წელს დავისახე მიზნად, რომ ბავშვური გულწრფელობით მეკეთებინა ყველაფერი ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში და რაღაც დოზით ვფიქრობ, გამომივიდა. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მხვდება ქუჩაში, რომელიც მადლობას მეუბნება საქმიანობის გამო. ძალიან ვიბნევი ხოლმე იმ მომენტში, მაგრამ სიხარულისგან ფრენით ვაგრძელებ ხოლმე გზას. ეხლა რომ ვფიქრობ, საჯარო მოხელისთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.

ღმერთია მოწამე, მინდოდა საჯარო სამსახურის გაგრძელება და ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, მაგრამ რუსული კანონის ავტორებმა არააო. არა უშავს რაღაც პერიოდი “დიდი ავიაციიდან” მივდივარ და ჩემი სამომავლო საქმიანობის ფარგლებში (ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ) ნაკლები საჯაროობა მექნება, მაგრამ თემატიკა და მიზანი კვლავ მსგავსი და დიადი იქნება დიდი მადლობა ნინოს ნდობისთვის, ამ შესაძლებლობისთვის და დამოუკიდებლობის გარანტიებისთვის.

მადლობა ჩემს კოლეგებს აპარატში, რომლებიც რეალურად იდგნენ ყველა საქმის უკან. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, რომლებიც ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ სამუშაო გრაფიკს და დატვირთულობას. მადლობა პარტნიორ უფლებამდაცველებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დონორებს. მადლობა ყველას, ვინც აპარატს უცხადებდა მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით!

განსაკუთრებული მადლობა ყველა ჟურნალისტს, რომელიც აპარატის საქმიანობას აშუქებდა 5 წლის მანძილზე და აძლიერებდა უფლებადარღვევის მსხვერპლებს. წარმატებებს ვუსურვებ სახალხო დამცველის აპარატს სამომავლო საქმიანობაში. ყოველთვის მათი დიდი გულშემატკივარი ვიქნები. სხვა რომ გვერდით გადავდოთ, ჩემთვის ეს სამსახური ცხოვრების ნაწილია, სადაც ჯამში 10 წელზე მეტი მაქვს გატარებული და სადაც ყველაზე ძვირფასი ადამიანი გავიცანი ბევრი წლის წინ" - წერს ბურჯანაძე.