მოზაიკა
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახი ეჭვობს, რომ 1985 წელს გარდაცვლილად გამოცხადებული ტყუპები ცოცხლები არიან - "სამშობიაროში მამას თანხა გამოართვეს, რომ იქვე დაეკრძალათ, ჩემებს გვამები არ უნახავთ"
ოჯახი ეჭვობს, რომ 1985 წელს გარდაცვლილად გამოცხადებული ტყუპები ცოცხლები არიან - "სამშობიაროში მამას თანხა გამოართვეს, რომ იქვე დაეკრძალათ, ჩემებს გვამები არ უნახავთ"

ცოტა ხნის წინ მა­რი­ამ ქუ­რას­ბე­დი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ მისი ოჯა­ხი ტყუპ ძმებს ეძებს... მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტყუ­პე­ბი 1985 წელს და­ი­ბად­ნენ, სამ­შო­ბი­ა­რო­ში კი მშობ­ლებს უთხრეს, რომ ბავ­შვე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. ოჯახს ახალ­შო­ბი­ლე­ბის გვა­მი არ უნა­ხავს. ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა ტყუ­პე­ბი ცო­ცხლე­ბი არი­ან მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი და გას­ხვი­სე­ბუ­ლი ბავ­შვის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია.

დე­ტა­ლებ­ზე თა­ვად მა­რი­ამ ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- დიახ, ტყუპ ძმებს ვე­ძებთ. ხელს ვე­რა­ვის და­ვა­დებ, თუმ­ცა ფაქ­ტე­ბის უზუს­ტო­ბაა… არის დე­ტა­ლე­ბი, რაც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არის და სა­ჭი­როა კი­თხვე­ბი და­ის­ვას! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ეჭ­ვე­ბა, ვინ­მემ პა­სუ­ხი გას­ცეს…

- რო­გორც ვიცი, ეჭ­ვე­ბი დო­კუ­მენ­ტებ­მა გა­მო­იწ­ვია...

- დიახ, დო­კუ­მენ­ტე­ბი რაც კი გვაქვს, სრუ­ლი­ად ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვია… გსმე­ნი­ათ ვინ­მე გარ­და­იც­ვა­ლოს და მერე და­ი­ბა­დოს? კი­თხვე­ბი მას შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჯგუ­ფი, "ვე­ძებ" და­არ­სდა. ყვე­ლას მად­ლო­ბა ამ თე­მე­ბის აფი­ში­რე­ბის­თვის. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბევ­რი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ოჯახს, და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, მა­მის მხრი­დან წარ­მო­შო­ბით სვა­ნი, დედა იმე­რე­ლი მყავს. მამა გურ­გენ ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი ის­ტო­რი­კო­სი, მუ­ზე­უმ - ნაკ­რძა­ლის დი­რექ­ტო­რი იყო. სამ­წუ­ხა­როდ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა… დედა თინა მი­ლო­რა­ვა ფი­ლო­ლო­გი და ჟურ­ნა­ლის­ტია.

მა­რი­ა­მი

ტყუ­პე­ბის გარ­და 6 დედ­მა­მიშ­ვი­ლი გა­ვი­ზარ­დეთ, ორი დაგ­ვე­ღუ­პა. უფ­რო­სი - ლაშა ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი (1970-1992) აფხა­ზე­თის ომში და­ი­ღუ­პა. 22 წლის მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და აფხა­ზე­თის ომში და ეშე­რას­თან და­ი­ღუ­პა… სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის სა­ხე­ლო­ბის პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ორ­დე­ნით. მისი სა­ხე­ლი გმირ­თა მო­ე­დან­ზე­ცაა ამოტვიფ­რუ­ლი და დღეს­დღე­ო­ბით, სვა­ნეთ­ში, ლენ­ტე­ხის რა­ი­ონ­ში ( სა­ი­და­ნაც ჩვენ ვართ წარ­მო­შო­ბით ) მისი სა­ხე­ლო­ბის სკო­ლაა… მე­ო­რე ძმა - გი­ორ­გი სამ თვე­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვით და­ი­ღუ­პა, ლიფ­ტის ჭაში ჩა­ვარ­და… უფ­რო­სი ძმა ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კია და ახ­ლაც უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძვის …

მშობ­ლე­ბი გურ­გენ ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი და თინა მი­ლო­რა­ვა 1969 წელს და­ქორ­წინ­დნენ… შე­ძე­ნი­ლი შვი­ლე­ბი ლაშა ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი ( 1970-1992 წლე­ბი) ირაკ­ლი ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი ( და­ი­ბა­და 1974 წელს ), ეთერ ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი ( და­ი­ბა­და 1984 წელს) გი­ორ­გი და შოთა ქუ­რას­ბე­დი­ა­ნე­ბი ( 1985 და­კარ­გუ­ლი ტყუ­პე­ბი, რომ­ლებ­საც ვე­ძებთ) გი­ორ­გი ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი ( 1987-1992) მა­რი­ამ ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი (და­ი­ბა­და 1989 წელს) შოთა ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი (და­ი­ბა­და 1992 წელს)... მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ არც ერთს არ გვქო­ნია არა­ნა­ი­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა, რაც აღ­ნიშ­ნეს ექი­მებ­მა ტყუ­პე­ბის შემ­თხვე­ვა­ში…

მა­რი­ა­მის მშობ­ლე­ბი

- მშობ­ლებს ეჭვი არა­სო­დეს შეჰ­პარ­ვი­ათ?

- მშობ­ლებს ეჭვი არა­სო­დეს შეჰ­პარ­ვი­ათ … ჯგუ­ფი "ვე­ძებ“ რომ შე­იქ­მნა, შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ სამ­შო­ბი­ა­როს სა­საფ­ლა­ო­ე­ბი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და. როცა დე­დამ იმ­შო­ბი­ა­რა, ორი­ვე ბიჭი თბი­ლი­სის მე­ო­თხე სამ­შო­ბი­ა­რო­დან დიღ­მის ინ­კუ­ბა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს - გი­ორ­გი და შოთა ქუ­რას­ბე­დი­ა­ნე­ბი… მე­ა­თე დღეს უთხრეს ჩემს მშობ­ლებს, რომ ბავ­შვე­ბი გა­რეთ ჰყავ­დათ გაყ­ვა­ნი­ლი და გა­უ­ცივ­დათ. შემ­დეგ ჯერ ერ­თის გარ­დაც­ვა­ლე­ბა უთხრეს, მე­ო­რე დღეს - მე­ო­რე­სი. მა­მას თან­ხა გა­მო­არ­თვეს, რომ იქვე და­ეკ­რძა­ლათ. გვა­მე­ბი არ უნა­ხავს…

დრო გა­ვი­და, ამ ჯგუ­ფის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ და ეჭვი გაგ­ვიჩ­ნდა… მყის­ვე იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში მი­ვარ­დით ატი­რე­ბულ დე­დას­თან ერ­თად… იქ გი­ორ­გის და­ბა­დე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მოწ­მო­ბა მოგ­ვცეს. თუმ­ცა ტყუ­პე­ბი და­ი­ბად­ნენ 1985 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს და და­ბა­დე­ბა გა­ტა­რე­ბუ­ლია 9 ოქ­ტომ­ბერს, გარ­დაც­ვა­ლე­ბა კი 8 ოქ­ტომ­ბერს… ანუ ჯერ გარ­და­იც­ვა­ლა, მერე და­ი­ბა­და… შო­თა­ზე ( მე­ო­რე ტყუ­პის­ცალ­ზე) სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ფიქ­სირ­დე­ბა, არც და­ბა­დე­ბა არც გარ­დაც­ვა­ლე­ბა…

მა­რი­ა­მი და-ძმას­თან, გი­ორ­გის­თან და ეთერ­თან ერ­თად

სამ­წუ­ხა­როდ ახლა მძი­მე პე­რი­ო­დი გვაქვს… ჩემს დას კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და სამ­კურ­ნა­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, მას დე­დაც თან ახ­ლავს… მე ჩვე­ნი კა­ნო­ნე­ბის გამო ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ბუ­თე­ბის გა­მო­თხოვ­ნაც არ შე­მიძ­ლია ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. ამი­ტომ მხო­ლოდ გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი შე­ვუკ­ვე­თე… დღეს­დღე­ო­ბით სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ გვაქვს. მხო­ლოდ იმე­დი, რომ "ისიც" გა­ი­კე­თებს ტესტს, ისიც მიხ­ვდე­ბა, რომ რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აკ­ლია მის ცხოვ­რე­ბას, რომ მისი სის­ხლი და ხორ­ცი ელო­დე­ბა…

- სამ­შო­ბი­ა­როს არ მი­მარ­თეთ?

- რო­გორც მოგ­ვახ­სე­ნეს, სამ­შო­ბი­ა­როს არ­ქი­ვი ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლია რე­კონ­სტრუქ­ცი­ის, ხან­ძრის და ათა­სი რა­მის გამო… რო­გორც და­ვას­კვე­ნით, წყვი­ლი კარ­გი "სა­მიზ­ნე" იყო… ოჯახს უკვე სამი შვი­ლი ჰყავ­დათ. ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი, სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლე­ბი, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბით… ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა! უამ­რა­ვი ბავ­შვია გას­ხვი­სე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და სა­ხელ­მწი­ფო არა­ფერს სთხოვს მედ-პერ­სო­ნალს… სარ­ჩელ­ზე გვი­თხრეს, რომ ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო ვერ წა­მო­ვი­წყებთ, მერე ჩემი დის პრობ­ლე­მე­ბი და­ემ­თხვა და ახლა მხო­ლოდ ტეს­ტის იმე­დად ვართ…

- არა­ვინ გა­მო­გეხ­მა­უ­რათ?

- რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბამ მომ­წე­რა, მაგ­რამ ტეს­ტის გა­რე­შე რას გა­ვი­გებთ. პა­ტა­რა შვი­ლი მყავს მეს­მის რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შვი­ლის არ­სე­ბო­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ სიც­რუ­ე­ში ცხოვ­რე­ბას არა­ვინ იმ­სა­ხუ­რებს… მი­თუ­მე­ტეს თუ ის აყ­ვა­ნი­ლი შვი­ლე­ბი გიყ­ვართ, სი­მარ­თლე გა­უმ­ხი­ლეთ! მი­ე­ცით თქვენ­თვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ იცო­დეს სი­მარ­თლე სა­კუ­თა­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მი­ე­ცით უფ­ლე­ბა იყოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი … ტყუპ ძმებს კი - ჩვენ აქ ვართ, გე­ლო­დე­ბით…

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
13

შვილი დიდი ბედნიერებაა. წერილის ავტორი ამბობს, ტყუპების გარდაცვალების შეტყობინების შემდეგ მამამ ფული გადაიხადა ბავშვების დაკრძალვისთვის. დაუშალა ვინმემ მათი დასაფლავება? მაინტერესებს, რატომ არ ნახეს მშობლებმა მათი გარდაცვლილი შვილები? წლების წინ მეუღლის მშობიარობისას მეც გარდამეცვალა შვილი, ჩავიბარე მისი უსიცოცხლო სხეული, პატარა ყუთით გადაცვლილ მამაჩემის გულზე დავასაფლავე. შესაძლოა ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია, მაგრამ გარდაცვილი ჩვილის ნახვის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა, მით უმეტეს მშობლებს. 

მანია
8

ღრმად მწამს რომ მოპარული და გაყიდულნი არიან და ისიც მწამს ამ სურათს თუ ნახავენ მსგავსებას იპოვნიან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ოჯახი ეჭვობს, რომ 1985 წელს გარდაცვლილად გამოცხადებული ტყუპები ცოცხლები არიან - "სამშობიაროში მამას თანხა გამოართვეს, რომ იქვე დაეკრძალათ, ჩემებს გვამები არ უნახავთ"

ოჯახი ეჭვობს, რომ 1985 წელს გარდაცვლილად გამოცხადებული ტყუპები ცოცხლები არიან - "სამშობიაროში მამას თანხა გამოართვეს, რომ იქვე დაეკრძალათ, ჩემებს გვამები არ უნახავთ"

ცოტა ხნის წინ მარიამ ქურასბედიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მისი ოჯახი ტყუპ ძმებს ეძებს... მისი ინფორმაციით, ტყუპები 1985 წელს დაიბადნენ, სამშობიაროში კი მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვები დაიღუპნენ. ოჯახს ახალშობილების გვამი არ უნახავს. ეჭვი, რომ შესაძლოა ტყუპები ცოცხლები არიან მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოციალურ ქსელში უამრავი გაშვილებული და გასხვისებული ბავშვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

დეტალებზე თავად მარიამ ქურასბედიანი გვესაუბრება:

- დიახ, ტყუპ ძმებს ვეძებთ. ხელს ვერავის დავადებ, თუმცა ფაქტების უზუსტობაა… არის დეტალები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის და საჭიროა კითხვები დაისვას! მიუხედავად იმისა, რომ მეეჭვება, ვინმემ პასუხი გასცეს…

- როგორც ვიცი, ეჭვები დოკუმენტებმა გამოიწვია...

- დიახ, დოკუმენტები რაც კი გვაქვს, სრულიად ურთიერთგამომრიცხავია… გსმენიათ ვინმე გარდაიცვალოს და მერე დაიბადოს? კითხვები მას შემდეგ გამიჩნდა, რაც სოციალურ ქსელში ჯგუფი, "ვეძებ" დაარსდა. ყველას მადლობა ამ თემების აფიშირებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ქართული ოჯახისთვის.

რაც შეეხება ჩემს ოჯახს, დავიბადე თბილისში, მამის მხრიდან წარმოშობით სვანი, დედა იმერელი მყავს. მამა გურგენ ქურასბედიანი ისტორიკოსი, მუზეუმ - ნაკრძალის დირექტორი იყო. სამწუხაროდ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა… დედა თინა მილორავა ფილოლოგი და ჟურნალისტია.

მარიამი

ტყუპების გარდა 6 დედმამიშვილი გავიზარდეთ, ორი დაგვეღუპა. უფროსი - ლაშა ქურასბედიანი (1970-1992) აფხაზეთის ომში დაიღუპა. 22 წლის მოხალისედ წავიდა აფხაზეთის ომში და ეშერასთან დაიღუპა… საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით. მისი სახელი გმირთა მოედანზეცაა ამოტვიფრული და დღესდღეობით, სვანეთში, ლენტეხის რაიონში ( საიდანაც ჩვენ ვართ წარმოშობით ) მისი სახელობის სკოლაა… მეორე ძმა - გიორგი სამ თვეში უბედური შემთხვევით დაიღუპა, ლიფტის ჭაში ჩავარდა… უფროსი ძმა ვიცე-პოლკოვნიკია და ახლაც უკრაინაში იბრძვის …

მშობლები გურგენ ქურასბედიანი და თინა მილორავა 1969 წელს დაქორწინდნენ… შეძენილი შვილები ლაშა ქურასბედიანი ( 1970-1992 წლები) ირაკლი ქურასბედიანი ( დაიბადა 1974 წელს ), ეთერ ქურასბედიანი ( დაიბადა 1984 წელს) გიორგი და შოთა ქურასბედიანები ( 1985 დაკარგული ტყუპები, რომლებსაც ვეძებთ) გიორგი ქურასბედიანი ( 1987-1992) მარიამ ქურასბედიანი (დაიბადა 1989 წელს) შოთა ქურასბედიანი (დაიბადა 1992 წელს)... მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთს არ გვქონია არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა, რაც აღნიშნეს ექიმებმა ტყუპების შემთხვევაში…

მარიამის მშობლები

- მშობლებს ეჭვი არასოდეს შეჰპარვიათ?

- მშობლებს ეჭვი არასოდეს შეჰპარვიათ … ჯგუფი "ვეძებ“ რომ შეიქმნა, შემდეგ გავიგეთ, რომ სამშობიაროს სასაფლაოები საერთოდ არ არსებობდა. როცა დედამ იმშობიარა, ორივე ბიჭი თბილისის მეოთხე სამშობიაროდან დიღმის ინკუბატორში გადაიყვანეს - გიორგი და შოთა ქურასბედიანები… მეათე დღეს უთხრეს ჩემს მშობლებს, რომ ბავშვები გარეთ ჰყავდათ გაყვანილი და გაუცივდათ. შემდეგ ჯერ ერთის გარდაცვალება უთხრეს, მეორე დღეს - მეორესი. მამას თანხა გამოართვეს, რომ იქვე დაეკრძალათ. გვამები არ უნახავს…

დრო გავიდა, ამ ჯგუფის შესახებ გავიგეთ და ეჭვი გაგვიჩნდა… მყისვე იუსტიციის სახლში მივარდით ატირებულ დედასთან ერთად… იქ გიორგის დაბადების და გარდაცვალების მოწმობა მოგვცეს. თუმცა ტყუპები დაიბადნენ 1985 წლის 2 ოქტომბერს და დაბადება გატარებულია 9 ოქტომბერს, გარდაცვალება კი 8 ოქტომბერს… ანუ ჯერ გარდაიცვალა, მერე დაიბადა… შოთაზე ( მეორე ტყუპისცალზე) საერთოდ არაფერი ფიქსირდება, არც დაბადება არც გარდაცვალება…

მარიამი და-ძმასთან, გიორგისთან და ეთერთან ერთად

სამწუხაროდ ახლა მძიმე პერიოდი გვაქვს… ჩემს დას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა, მას დედაც თან ახლავს… მე ჩვენი კანონების გამო ელემენტარული საბუთების გამოთხოვნაც არ შემიძლია ოჯახის წევრებზე. ამიტომ მხოლოდ გენეტიკური ტესტი შევუკვეთე… დღესდღეობით სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მხოლოდ იმედი, რომ "ისიც" გაიკეთებს ტესტს, ისიც მიხვდება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი აკლია მის ცხოვრებას, რომ მისი სისხლი და ხორცი ელოდება…

- სამშობიაროს არ მიმართეთ?

- როგორც მოგვახსენეს, სამშობიაროს არქივი ხელმიუწვდომელია რეკონსტრუქციის, ხანძრის და ათასი რამის გამო… როგორც დავასკვენით, წყვილი კარგი "სამიზნე" იყო… ოჯახს უკვე სამი შვილი ჰყავდათ. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სრულიად ჯანმრთელები, კარგი განათლებით… ფაქტი ფაქტად რჩება! უამრავი ბავშვია გასხვისებული მშობლების ნებართვის გარეშე და სახელმწიფო არაფერს სთხოვს მედ-პერსონალს… სარჩელზე გვითხრეს, რომ ხანდაზმულობის გამო ვერ წამოვიწყებთ, მერე ჩემი დის პრობლემები დაემთხვა და ახლა მხოლოდ ტესტის იმედად ვართ…

- არავინ გამოგეხმაურათ?

- რამდენიმე პიროვნებამ მომწერა, მაგრამ ტესტის გარეშე რას გავიგებთ. პატარა შვილი მყავს მესმის რამდენად მნიშვნელოვანია შვილის არსებობა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ სიცრუეში ცხოვრებას არავინ იმსახურებს… მითუმეტეს თუ ის აყვანილი შვილები გიყვართ, სიმართლე გაუმხილეთ! მიეცით თქვენთვის საყვარელ ადამიანს იმის საშუალება რომ იცოდეს სიმართლე საკუთარი წარმომავლობის შესახებ. მიეცით უფლება იყოს სრულფასოვანი ადამიანი … ტყუპ ძმებს კი - ჩვენ აქ ვართ, გელოდებით…

ნახეთ ასევე: