პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება - ახალგაზრდებმა დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ... აწი დაფიქრდნენ" - მეუფე იაკობი
"ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება - ახალგაზრდებმა დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ... აწი დაფიქრდნენ" - მეუფე იაკობი

"ადრე თუ გვი­ან მოგ­ვი­წევს მაგ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა თუ გვინ­და, რომ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ მსოფ­ლი­ო­ში ვი­ყოთ, თო­რემ ჯვა­რი გვწე­რია, რომ ან ევ­რო­პა­ზე, ან ამე­რი­კა­ზე, ან ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ზე ვფიქ­რობ­დეთ, რომ მტე­რია", - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ის, გა­მო­ეხ­მა­უ­რა თბი­ლის­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და აღ­ნიშ­ნა, ახალ­გაზ­რდე­ბი უნდა და­ფიქ­რდნენ იმა­ზე, რომ ვინ­მეს რუ­სე­თის­კენ, რომ წა­ეყ­ვა­ნა ქვე­ყა­ნა, უბ­რა­ლო გა­მოს­ვლით უკან არ და­აბ­რუ­ნებ­დნენ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ 90-იან წლებ­ში მსოფ­ლი­ომ შეც­დო­მა კი არ და­უშ­ვა, არა­მედ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, რო­დე­საც ბალ­ტი­ის­პი­რეთ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოც არ მი­ი­ღო ევ­რო­კავ­შირ­ში.

"ვნა­ხეთ თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და ბევ­რს გა­უკ­ვირ­და ახალ­გაზ­რდე­ბის ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბა, ასე­თი სუ­ლი­ე­რი შე­მარ­თე­ბა. ეტყო­ბა, არ იც­ნო­ბენ ქარ­თველ ადა­მი­ა­ნებს. უცხო­ე­ლე­ბი რომ არ იც­ნო­ბენ გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ჩვენ­თა­ნაც უკ­ვირთ ხოლ­მე ახალ­გაზ­რდე­ბის გა­მოს­ვლა. თი­თო­ე­ულს უნ­დო­და კარ­გი ცხოვ­რე­ბა და ძი­ე­ბა­ში არი­ან, რა არის კარ­გი, არ უნ­დათ რუ­სე­თი და უნ­დათ სა­ქარ­თვე­ლო ისეთ ად­გი­ლას იყოს, სა­დაც სი­კე­თე იქ­ნე­ბა და გან­ვი­თარ­დე­ბი­ან. რა არის კარ­გი? - მე მი­ხა­რია, რად­გან ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა სა­უ­კე­თე­სო თა­ო­ბაა. ჩვე­ნი თა­ო­ბაც თუ გაგ­ვახ­სენ­დე­ბა, გვახ­სოვს, რომ ჩვენ­ზე გა­და­ი­ა­რა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ბო­ლოს რა სიმ­წა­რეც ხდე­ბო­და და ჩვენ ვი­ყა­ვით იმ ამ­ბე­ბის მომსწრე­ე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც, თუ რამე სირ­თუ­ლე. ჩემ­თვის სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებ­ში ისევ ქარ­თუ­ლი სული ჩქეფს და ჩვე­ნი ერი არ გა­და­შენ­დე­ბა. აქ მთა­ვა­რი ერთი რამ არის, ისი­ნი გა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის­თვის, რომ კარ­გი უნ­დო­დათ თა­ვის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ჩემი ქვე­ყა­ნა ვინ­მემ რუ­სე­თის­კენ, რომ წა­იყ­ვა­ნოს ახალ­გაზ­რდებს წინ და­ვა­ყე­ნებ?! მე გა­ვალ თვი­თონ და მე და ჩვე­ნი თა­ო­ბა იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი, რად­გან არ გვინ­და ახალ­გაზ­რდებს ცივი ნი­ა­ვი მი­ვა­კა­როთ, თუ რამე დარ­ტყმაა, ჩვენ მი­ვი­ღებთ. და­ი­ჯე­რეს, რომ რუ­სეთ­ში მიგ­ვარ­ბე­ნი­ნებ­დნენ და გა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ აწი მა­ინც და­ფიქ­რდნენ, ვინ­მეს რომ რუ­სეთ­ში წა­ვეყ­ვა­ნეთ, უბ­რა­ლო გა­მოს­ვლით სხვა­გან გაგ­ვიშ­ვებ­დნენ, ან და­გაბ­რუ­ნებ­დნენ?! შევ­ხე­დოთ საფ­რან­გეთ­ში რა ხდე­ბა პენ­სი­ებ­ზე, ლა­მის ხოც­ვა-ჟლე­ტა აქვთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში რამე, რომ ხდე­ბა მა­შინ წუ­ხან ხოლ­მე მსოფ­ლიო ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­ში რომ - ეს რო­გორ ხდე­ბა, დე­მოკ­რა­ტი­ას მი­ხე­დეთ და რამე არ და­ა­შა­ვო­თო. ახალ­გაზ­რდებ­საც მივ­მარ­თავ, ნუთუ მსოფ­ლი­ო­ში, ჩვენს სა­ზღვარს გა­რეთ უცხო ქვეყ­ნის და უცხო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც ჰგო­ნი­ათ, რომ თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე მე­ტად უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, ამ სი­სუ­ლე­ლეს ვინ­მე და­ი­ჯე­რებს?! ეს ხომ დიდი სი­სუ­ლე­ლეა.

სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი გზა არ­ჩე­უ­ლი აქვს, ჩვენ გვინ­და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა და მთე­ლი სა­უ­ბა­რი მი­დის კან­დი­და­ტო­ბა­ზე. ჩვე­ნი ბრა­ლია კან­დი­და­ტე­ბი თუ არ ვართ?! 90-იან წლებ­ში შეც­დო­მა კი არ და­უშ­ვა მსოფ­ლი­ომ, არა­მედ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, რო­დე­საც ბალ­ტი­ის­პი­რეთ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოც არ მი­ი­ღეს ევ­რო­კავ­შირ­ში თუ სხვა­დას­ხვა ალი­ან­სში და დღეს რა დღე­შიც ვართ, ხომ ხე­დავთ?! მოლ­დო­ვაც ახ­სენ­დე­ბათ, უკ­რა­ი­ნაც ახ­სენ­დე­ბათ და სა­ქარ­თვე­ლო­ში იტყვი­ან ევ­რო­კავ­შირს და მა­შინ­ვე რა­ღაც უნდა მოხ­დეს.

ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი არას­დროს არ უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს იდე­ო­ლო­გი­ას. იდეა სხვა არის და იდე­ო­ლო­გია სხვა. იდე­ო­ლო­გია კო­მუ­ნის­ტებს ჰქონ­დათ, ფა­შის­ტებს ჰქონ­დათ და ჩვენ იდე­ო­ლო­გი­ის მსხვერ­პლნი არ უნდა გავ­ხდეთ“, - აღ­ნიშ­ნა ია­კობ­მა.

მე­უ­ფე ია­კო­ბის შე­ფა­სე­ბით, უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომი კი­დევ დიდ­ხანს არ დას­რულ­დე­ბა.

„ახალ­გაზ­რდო­ბას ვთხოვ, შე­ხე­დონ, რა ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში. არის სა­ში­ნე­ლი ომი, ამას ჰქვია პრო­ქ­სი­ო­მი. მიმ­დი­ნა­რე­ობს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. უნდა დავ­ფიქ­რდეთ, არის დიდი ჭი­დი­ლი. რუსი ცდი­ლობს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დამ­კვიდ­რდეს და თან ფიქ­რობს, ცოტა ხან­ში ისე გა­მო­ფი­ტავს ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს, რომ ხალ­ხი გა­მო­ვა თა­ვი­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და მა­გით ეშ­ვე­ლე­ბა რუ­სეთს. მე­ო­რე მხა­რე ფიქ­რობს, რომ ცოტა ხან­ში ია­რა­ღის გა­რე­შე დარ­ჩე­ბა რუ­სე­თი და ასე­ვე, ხალ­ხი გა­მო­ვა და შეც­ვლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ეს ომი ალ­ბათ, კი­დევ დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა და ჯვა­რი სწე­რია სხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეც რომ არ გა­და­ვი­დეს. ჩვენ არ გვე­ში­ნია, თუ მტე­რი შე­მო­ვი­და დავ­ხვდე­ბით რო­გორც შეგ­ვეძ­ლე­ბა, მაგ­რამ ძა­ლით ისეთ ომში რა­ტომ უნდა ჩა­ერ­თო, რო­მელ­საც ამე­რი­კაც ერი­დე­ბა და ევ­რო­პაც. სა­ქარ­თვე­ლოს რომ უჭირს, რო­გორ გვეხ­მა­რე­ბი­ან?! მხო­ლოდ დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ მო­წო­დე­ბით.

ჩემ­თვის სა­მარ­ცხვი­ნოა, უკ­რა­ი­ნა, სა­ნამ ომს და­ი­წყებ­და ოპო­ზი­ცი­აც შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი ჰყავ­და, ძი­რი­თა­დი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბიც და­ხუ­რუ­ლი ჰქონ­და და კო­რუფ­ცია რო­გორც რუ­სეთ­ში, ისე­ვე ყვა­ო­და და ომია და მი­ი­ღეს (ევ­რო­კავ­შირ­ში), მოლ­დო­ვაც მი­ი­ღეს და ჩვენ არ გვაძ­ლე­ვენ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს.

რო­დე­საც ასე­თი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას აპი­რებ, უნდა აუხ­სნა ადა­მი­ა­ნებს რა­ტომ არის სა­ჭი­რო. რო­დე­საც თქვეს ნა­ხეთ, რომ სხვა­დას­ხვა ძა­ლამ და­ი­წყო, რომ ამას იმი­ტომ იღებთ, რომ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი მტრე­ბად მი­გაჩ­ნი­ა­თო. ეს და­ი­წყო იმ პარ­ტი­ებ­მა, რომ­ლებ­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა უნ­დათ და ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­მა, რომ­ლე­ბიც უდი­დეს ფულს იღე­ბენ უცხო­ე­თი­დან.

ადრე თუ გვი­ან მოგ­ვი­წევს მაგ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა თუ გვინ­და, რომ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ მსოფ­ლი­ო­ში ვი­ყოთ, თო­რემ ჯვა­რი გვწე­რია, რომ ან ევ­რო­პა­ზე, ან ამე­რი­კა­ზე, ან ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ზე ვფიქ­რობ­დეთ, რომ მტე­რია.

ერთ-ერთი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი ომის დამ­ნა­შა­ვედ შე­ი­რა­ცხა, სა­სა­მარ­თლომ გას­ცა მისი და­კა­ვე­ბის ბრძა­ნე­ბა, არ ვიცი ომი, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს თავს იტყუ­ე­ბენ თუ რა არის, ვინ ვის და­ა­კა­ვებს და მა­შინ­ვე, ჩი­ნეთ­მა რა გა­ა­კე­თა?! ჩა­ვი­და და შეხ­ვდა, რად­გან არაფ­რად არ ჩა­აგ­დო, რად­გან იმ სა­სა­მარ­თლოს წევ­რე­ბი არ არი­ან არც ამე­რი­კა, არც ჩი­ნე­თი და არც რუ­სე­თი. თუ არ მო­უ­გე რუ­სეთს, რო­გორ გინ­და და­ი­ჭი­რო. სა­ინ­ტე­რე­სოა, ქვე­ყა­ნა­ში, რომ ჩა­ა­კი­თხონ ვინ­მე გა­ბე­დავს და­ჭე­რას?! ვინ­მეს უნდა არე­უ­ლო­ბა?! თა­ვის­თან, რომ არე­უ­ლო­ბა არ იყოს და უკ­რა­ი­ნის გა­რეთ, რომ არ გა­ვი­დეს ფულს ხომ მა­გა­ში იხ­დი­ან და ია­რა­ღი­თაც ხომ მა­გი­ტომ ამა­რა­გე­ბენ?! ამი­ტომ, და­ფიქ­რე­ბა გვმარ­თებს.

კი ვი­ძა­ხით შე­იძ­ლე­ბა მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი და­ი­წყო­სო, მაგ­რამ თავს თუ არ მო­ვი­ტყუ­ებთ და­წყე­ბუ­ლია უკვე და ღმერ­თმა ქნას, რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც არის იქაც დამ­თავ­რდეს და აღარ გა­ი­შა­ლოს სხვა ქვეყ­ნებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზ
1

ორჯონიკიძეებმა კრემლის დავალება ჩააგდეს. ახლა კი აეწვათ. 

უხ
2

რახდება მამაო!😂

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება - ახალგაზრდებმა დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ... აწი დაფიქრდნენ" - მეუფე იაკობი

"ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება - ახალგაზრდებმა დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ... აწი დაფიქრდნენ" - მეუფე იაკობი

"ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, თორემ ჯვარი გვწერია, რომ ან ევროპაზე, ან ამერიკაზე, ან ნებისმიერ ქვეყანაზე ვფიქრობდეთ, რომ მტერია", - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

ის, გამოეხმაურა თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, ახალგაზრდები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ვინმეს რუსეთისკენ, რომ წაეყვანა ქვეყანა, უბრალო გამოსვლით უკან არ დააბრუნებდნენ.

მან ასევე ისაუბრა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 90-იან წლებში მსოფლიომ შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ბალტიისპირეთთან ერთად საქართველოც არ მიიღო ევროკავშირში.

"ვნახეთ თბილისში განვითარებული მოვლენები და ბევრს გაუკვირდა ახალგაზრდების ასეთი აქტიურობა, ასეთი სულიერი შემართება. ეტყობა, არ იცნობენ ქართველ ადამიანებს. უცხოელები რომ არ იცნობენ გასაგებია, მაგრამ ჩვენთანაც უკვირთ ხოლმე ახალგაზრდების გამოსვლა. თითოეულს უნდოდა კარგი ცხოვრება და ძიებაში არიან, რა არის კარგი, არ უნდათ რუსეთი და უნდათ საქართველო ისეთ ადგილას იყოს, სადაც სიკეთე იქნება და განვითარდებიან. რა არის კარგი? - მე მიხარია, რადგან ახალგაზრდა თაობა საუკეთესო თაობაა. ჩვენი თაობაც თუ გაგვახსენდება, გვახსოვს, რომ ჩვენზე გადაიარა საბჭოთა კავშირის ბოლოს რა სიმწარეც ხდებოდა და ჩვენ ვიყავით იმ ამბების მომსწრეები და მონაწილეებიც, თუ რამე სირთულე. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ქართველ ახალგაზრდებში ისევ ქართული სული ჩქეფს და ჩვენი ერი არ გადაშენდება. აქ მთავარი ერთი რამ არის, ისინი გამოსულები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ კარგი უნდოდათ თავისთვის და საქართველოსთვის. ჩემი ქვეყანა ვინმემ რუსეთისკენ, რომ წაიყვანოს ახალგაზრდებს წინ დავაყენებ?! მე გავალ თვითონ და მე და ჩვენი თაობა იქნება პირველი, რადგან არ გვინდა ახალგაზრდებს ცივი ნიავი მივაკაროთ, თუ რამე დარტყმაა, ჩვენ მივიღებთ. დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ და გამოვიდნენ, მაგრამ აწი მაინც დაფიქრდნენ, ვინმეს რომ რუსეთში წავეყვანეთ, უბრალო გამოსვლით სხვაგან გაგვიშვებდნენ, ან დაგაბრუნებდნენ?! შევხედოთ საფრანგეთში რა ხდება პენსიებზე, ლამის ხოცვა-ჟლეტა აქვთ. საქართველოში რამე, რომ ხდება მაშინ წუხან ხოლმე მსოფლიო ხელისუფლებებში რომ - ეს როგორ ხდება, დემოკრატიას მიხედეთ და რამე არ დააშავოთო. ახალგაზრდებსაც მივმართავ, ნუთუ მსოფლიოში, ჩვენს საზღვარს გარეთ უცხო ქვეყნის და უცხო ხელისუფლების წარმომადგენელი ერთი ადამიანი მაინც ჰგონიათ, რომ თითოეულ ჩვენგანზე მეტად უყვარს საქართველო, ამ სისულელეს ვინმე დაიჯერებს?! ეს ხომ დიდი სისულელეა.

საქართველოს თავისი გზა არჩეული აქვს, ჩვენ გვინდა ცივილიზებული ცხოვრება და მთელი საუბარი მიდის კანდიდატობაზე. ჩვენი ბრალია კანდიდატები თუ არ ვართ?! 90-იან წლებში შეცდომა კი არ დაუშვა მსოფლიომ, არამედ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ბალტიისპირეთთან ერთად საქართველოც არ მიიღეს ევროკავშირში თუ სხვადასხვა ალიანსში და დღეს რა დღეშიც ვართ, ხომ ხედავთ?! მოლდოვაც ახსენდებათ, უკრაინაც ახსენდებათ და საქართველოში იტყვიან ევროკავშირს და მაშინვე რაღაც უნდა მოხდეს.

ქართველი ადამიანი არასდროს არ უნდა დაემორჩილოს იდეოლოგიას. იდეა სხვა არის და იდეოლოგია სხვა. იდეოლოგია კომუნისტებს ჰქონდათ, ფაშისტებს ჰქონდათ და ჩვენ იდეოლოგიის მსხვერპლნი არ უნდა გავხდეთ“, - აღნიშნა იაკობმა.

მეუფე იაკობის შეფასებით, უკრაინა-რუსეთის ომი კიდევ დიდხანს არ დასრულდება.

„ახალგაზრდობას ვთხოვ, შეხედონ, რა ხდება მსოფლიოში. არის საშინელი ომი, ამას ჰქვია პროქსიომი. მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე. უნდა დავფიქრდეთ, არის დიდი ჭიდილი. რუსი ცდილობს ტერიტორიაზე დამკვიდრდეს და თან ფიქრობს, ცოტა ხანში ისე გამოფიტავს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ხალხი გამოვა თავისი ხელისუფლების წინააღმდეგ და მაგით ეშველება რუსეთს. მეორე მხარე ფიქრობს, რომ ცოტა ხანში იარაღის გარეშე დარჩება რუსეთი და ასევე, ხალხი გამოვა და შეცვლის ხელისუფლებას. ეს ომი ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ჯვარი სწერია სხვა ტერიტორიებზეც რომ არ გადავიდეს. ჩვენ არ გვეშინია, თუ მტერი შემოვიდა დავხვდებით როგორც შეგვეძლება, მაგრამ ძალით ისეთ ომში რატომ უნდა ჩაერთო, რომელსაც ამერიკაც ერიდება და ევროპაც. საქართველოს რომ უჭირს, როგორ გვეხმარებიან?! მხოლოდ დემოკრატიისკენ მოწოდებით.

ჩემთვის სამარცხვინოა, უკრაინა, სანამ ომს დაიწყებდა ოპოზიციაც შევიწროებული ჰყავდა, ძირითადი ტელევიზიებიც დახურული ჰქონდა და კორუფცია როგორც რუსეთში, ისევე ყვაოდა და ომია და მიიღეს (ევროკავშირში), მოლდოვაც მიიღეს და ჩვენ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს.

როდესაც ასეთი კანონის მიღებას აპირებ, უნდა აუხსნა ადამიანებს რატომ არის საჭირო. როდესაც თქვეს ნახეთ, რომ სხვადასხვა ძალამ დაიწყო, რომ ამას იმიტომ იღებთ, რომ ჩვენი პარტნიორები მტრებად მიგაჩნიათო. ეს დაიწყო იმ პარტიებმა, რომლებმაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ და ასევე, რამდენიმე არასამთავრობოებმა, რომლებიც უდიდეს ფულს იღებენ უცხოეთიდან.

ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, თორემ ჯვარი გვწერია, რომ ან ევროპაზე, ან ამერიკაზე, ან ნებისმიერ ქვეყანაზე ვფიქრობდეთ, რომ მტერია.

ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ომის დამნაშავედ შეირაცხა, სასამართლომ გასცა მისი დაკავების ბრძანება, არ ვიცი ომი, რომ მიმდინარეობს თავს იტყუებენ თუ რა არის, ვინ ვის დააკავებს და მაშინვე, ჩინეთმა რა გააკეთა?! ჩავიდა და შეხვდა, რადგან არაფრად არ ჩააგდო, რადგან იმ სასამართლოს წევრები არ არიან არც ამერიკა, არც ჩინეთი და არც რუსეთი. თუ არ მოუგე რუსეთს, როგორ გინდა დაიჭირო. საინტერესოა, ქვეყანაში, რომ ჩააკითხონ ვინმე გაბედავს დაჭერას?! ვინმეს უნდა არეულობა?! თავისთან, რომ არეულობა არ იყოს და უკრაინის გარეთ, რომ არ გავიდეს ფულს ხომ მაგაში იხდიან და იარაღითაც ხომ მაგიტომ ამარაგებენ?! ამიტომ, დაფიქრება გვმართებს.

კი ვიძახით შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოსო, მაგრამ თავს თუ არ მოვიტყუებთ დაწყებულია უკვე და ღმერთმა ქნას, რა ტერიტორიაზეც არის იქაც დამთავრდეს და აღარ გაიშალოს სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა იაკობმა.