სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო კვირები თავს ვიკავებდი განცხადების გაკეთებისგან... დაგეგმილია პროვოკაცია" - რას ამბოს შალვა ხაჭაპურიძე "ვივამედის" განცხადებაზე?
"ბოლო კვირები თავს ვიკავებდი განცხადების გაკეთებისგან... დაგეგმილია პროვოკაცია" - რას ამბოს შალვა ხაჭაპურიძე "ვივამედის" განცხადებაზე?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის" გან­ცხა­დე­ბა გა­მიზ­ნუ­ლია იმის­თვის, რომ მოხ­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხე­ში ან გლ­და­ნის მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა.

რო­გორც ხა­ჭა­პუ­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი იქ­ნე­ბა.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ კი­დევ ერთი პრო­ვო­კა­ცია არის და­გეგ­მი­ლი და ხვა­ლი­დან ოჯახ­თან ერ­თად ეფექ­ტურ მე­ქა­ნიზმს მი­მარ­თა­ვენ.

"ბოლო 3-4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, თავს ვი­კა­ვებ­დით რამე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის­გან. დღეს, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­მა" გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა. დას­კვნის გა­მო­ტა­ნა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ კი­დევ ერთი პრო­ვო­კა­ცი­აა და­გეგ­მი­ლი. არ მგო­ნია, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა­ზე იყოს სა­უ­ბა­რი. ამის შე­სა­ხებ მე და სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს გვე­ცო­დი­ნე­ბო­და. ეცო­დი­ნე­ბო­და, თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლის. ახ­ლა­ხან ვე­სა­უბ­რე ქალ­ბა­ტონ გი­უ­ლის და მის­თვის მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი არ არის. პი­რი­ქით, გა­მიზ­ნუ­ლია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ან ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნონ, ან გლ­და­ნის მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის იქ­ნე­ბა სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა“,- გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს მო­ლო­დი­ნი, რომ დღეს სა­ღა­მოს მოხ­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა.

"ჩვენ, ბოლო ერთი თვე, გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის გამო ჩუ­მად ვი­ყა­ვით, მაგ­რამ, ხვა­ლი­დან მოგ­ვი­წევს სხვა­ნა­ირ რე­ჟიმ­ში გა­დარ­თვა და მუ­შა­ო­ბა. ჩვენ გვაქვს ბერ­კე­ტე­ბი, მე არ მინ­და წი­ნას­წარ ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე ამას მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდეს. ხვა­ლი­დან ამ ბერ­კე­ტებს ავა­მოქ­მე­დებთ.

საფრ­თხე­ე­ბი რე­ა­ლუ­რია, შე­იძ­ლე­ბა დღეს სა­ღა­მო­საც მოხ­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა. ორი ვა­რი­ან­ტია: რუ­სე­თი­დან მი­ი­ღეს და­ვა­ლე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა მოხ­დეს სა­პყრო­ბი­ლე­ში ან „ვი­ვა­მედს“ უნდა ხე­ლე­ბის და­ბა­ნა და სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­შო­რე­ბა. დი­ლი­დან ჩვენ მივ­მარ­თავთ სხვა ეფექ­ტურ მე­ქა­ნიზმს“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

  • ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დი" აცხა­დებს, რომ "იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა" მი­მარ­თოს, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურს, შე­ა­ფა­სოს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ვი­ვა­მედ­ში" შემ­დგო­მი და­ყოვ­ნე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა.

კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს და აცხა­დებს, რომ ბოლო თვის მან­ძილ­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა მხო­ლოდ სიმპტო­მურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, უნ­დობ­ლო­ბას აცხა­დებს მედ­პერ­სო­ნა­ლის მი­მართ და უარს ამ­ბობს შე­თა­ვა­ზე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მა­ზე, რის შე­დე­გა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად იღებს "უზარ­მა­ზარ რე­პუ­ტა­ცი­ულ დარ­ტყმას" და "მედ­პერ­სო­ნა­ლი იძუ­ლე­ბით ვე­რა­ვის უმ­კურ­ნა­ლებს". „ვი­ვა­მე­დის“ გან­ცხა­დე­ბით, ის სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, რა­ზეც თან­ხმო­ბას აცხა­დებს პა­ცი­ენ­ტი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იზი
0

ასეთი ბომბა ამბები თუ გქონდა თავს კვირეების განმავლობაში რატომ იკავებდი

დოი
2

მაგ წევრით ხარ სათრევი აფერისტო და ფულის მონა!

ავტორი:

"ბოლო კვირები თავს ვიკავებდი განცხადების გაკეთებისგან... დაგეგმილია პროვოკაცია" - რას ამბოს შალვა ხაჭაპურიძე "ვივამედის" განცხადებაზე?

"ბოლო კვირები თავს ვიკავებდი განცხადების გაკეთებისგან... დაგეგმილია პროვოკაცია" - რას ამბოს შალვა ხაჭაპურიძე "ვივამედის" განცხადებაზე?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, კლინიკა "ვივამედის" განცხადება გამიზნულია იმისთვის, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ციხეში ან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

როგორც ხაჭაპურიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მესამე პრეზიდენტისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კიდევ ერთი პროვოკაცია არის დაგეგმილი და ხვალიდან ოჯახთან ერთად ეფექტურ მექანიზმს მიმართავენ.

"ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში, თავს ვიკავებდით რამე განცხადების გაკეთებისგან. დღეს, კლინიკა "ვივამედმა" გაავრცელა განცხადება. დასკვნის გამოტანა ძალიან მარტივია - მიხეილ სააკაშვილის მიმართ კიდევ ერთი პროვოკაციაა დაგეგმილი. არ მგონია, რომ საზღვარგარეთ გადაყვანაზე იყოს საუბარი. ამის შესახებ მე და სააკაშვილის ოჯახის წევრებს გვეცოდინებოდა. ეცოდინებოდა, თავად სააკაშვილის. ახლახან ვესაუბრე ქალბატონ გიულის და მისთვის მსგავსი ინფორმაცია ცნობილი არ არის. პირიქით, გამიზნულია, რომ სააკაშვილი ან ციხეში გადაიყვანონ, ან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რაც სააკაშვილისთვის იქნება სასიკვდილო განაჩენის გამოტანა“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ დღეს საღამოს მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა.

"ჩვენ, ბოლო ერთი თვე, გარკვეული საკითხების გამო ჩუმად ვიყავით, მაგრამ, ხვალიდან მოგვიწევს სხვანაირ რეჟიმში გადართვა და მუშაობა. ჩვენ გვაქვს ბერკეტები, მე არ მინდა წინასწარ ამის შესახებ განცხადება გავაკეთო და მოწინააღმდეგე მხარე ამას მომზადებული შეხვდეს. ხვალიდან ამ ბერკეტებს ავამოქმედებთ.

საფრთხეები რეალურია, შეიძლება დღეს საღამოსაც მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. ორი ვარიანტია: რუსეთიდან მიიღეს დავალება, რომ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს საპყრობილეში ან „ვივამედს“ უნდა ხელების დაბანა და სააკაშვილის მოშორება. დილიდან ჩვენ მივმართავთ სხვა ეფექტურ მექანიზმს“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

  • ინფორმაციისთვის, კლინიკა "ვივამედი" აცხადებს, რომ "იძულებული ხდება" მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

კლინიკის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ბოლო თვის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე, რის შედეგადაც სამედიცინო ცენტრი დაუმსახურებლად იღებს "უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას" და "მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს". „ვივამედის“ განცხადებით, ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.

ნახეთ ასევე: