"რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ისევე როგორც ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან", - ამის შესახებ დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.
ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი“ ავრცელებს.
"მე ვესაუბრე უმაღლესი რანგის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ, - საჰაერო მიმოსვლა და რუსეთში ვიზების გაუქმება.
უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ", - განაცხადა კალაშნიკოვმა ეკონომიკურ ფორუმზე სახელწოდებით “რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები”.
კალაშნიკოვის განცხადებითვე, მისთვის რთული იმის თქმა, თუ როდის მოხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება და რა თანმიმდევრობით.
ახლა ხომ გაიგეთ რა უნდა ანალენა ბერბოკს? აი, რატომ აეწვა და გამოქანდა საქართველოში. საქართველოს მთავრობას დავალება უნდა მისცეს, რომ არ გაბედოს რუსეთში მცხოვრები თავისი მოქალაქეებისთვის რაიმე სიკეთის გაკეთება.
რუსეთი მტერია და მტრობას არ მოიშლის, ახლაც გვმტრობს ამ დეზინფორმაციით - ნაცს აძლევს დესტაბილიზაციის "პადაჩას" , "ტოპკა" აუწია, აბა გაგვიმეგობრდა ? როდის , რატომ ?! 40 კმ-ში ტანკები უდგას , აფხაზეთი ოკუპირებულია, ცხინვალიც და სომხეთიდან რაკეტები დამიზნებული, აბა რას ამბობთ, რა მეგობარი, რისი ძმა, დუშმანია, ერთმორწმუნე როგორაა , ურწმუნოა ?!