მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ჭკვიანი ვარსკვლავები - ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კარიერის პარალელურად აკადემიური ხარისხიც მიიღეს
ყველაზე ჭკვიანი ვარსკვლავები - ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კარიერის პარალელურად აკადემიური ხარისხიც მიიღეს

მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი ჰყავს. ხში­რად გვსმე­ნია ის­ტო­რი­ე­ბი ვარ­სკვლა­ვე­ბის შე­სა­ხებ - რო­გორ და­ტო­ვეს სკო­ლა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თავი და­ა­ნე­ბეს სწავ­ლას და თავი საყ­ვა­რელ საქ­მეს მი­უ­ძღვნეს. თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ა­ში ბა­კა­ლავ­რის და მა­გის­ტრის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხიც კი აქვთ.

ვნა­ხოთ, ვის რა მიღ­წე­ვა აქვს და ვინ არი­ან ჰო­ლი­ვუ­დის ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ვარ­სკვლა­ვე­ბი:

  • ემა უოტ­სო­ნი

2014 წელს "ჰარი პო­ტე­რის“ მსა­ხი­ობ­მა ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ინ­გლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის­მცოდ­ნე­ო­ბის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც სწავ­ლობ­და. 2011 წელს ემა გა­ე­როს ქალ­თა კე­თი­ლი ნე­ბის ელჩი გახ­და და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა ქალ­თა უფ­ლე­ბებ­ზე. მან HeForShe კამ­პა­ნი­ის წა­მო­წყე­ბა­შიც შე­ი­ტა­ნა წვლი­ლი და იბ­რძვის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის.

  • ჯე­იმს ფრან­კო

ფრან­კომ UCLA-ს სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნიუ იორ­კის პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, NYU-ში ჩა­ი­რი­ცხა და კი­ნო­გა­და­ღე­ბა ის­წავ­ლა. ჯე­იმს ფრან­კო კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ბრუკ­ლი­ნის კო­ლე­ჯში სწავ­ლობ­და და შემ­დეგ უო­რენ უილ­სო­ნის კო­ლე­ჯში პო­ე­ზი­ის პროგ­რა­მა­საც შე­უ­ერ­თდა. თუმ­ცა ფრან­კოს სწავ­ლის წყურ­ვი­ლი აქ არ მთავ­რდე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის იე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რას ეუფ­ლე­ბო­და.

  • მე­გან მარ­კლი

სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რი, მე­გან მარ­კლი თე­ატრმ­ცოდ­ნე­ო­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებს სწავ­ლობ­და Northwestern-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხიც აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

  • სინ­დი კრო­უ­ფორ­დი

სინ­დი, რა­ო­დენ გა­სა­ო­ცა­რიც არ უნდა იყოს, Northwestern -ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქი­მი­ურ ინ­ჟი­ნე­რი­ას სწავ­ლობ­და. მან თა­ვი­სი პირ­ვე­ლი სა­მო­დე­ლო კონ­ტრაქ­ტით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­რი­ცხად გა­მო­ი­ყე­ნა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც მო­უ­წია სწავ­ლის მი­ტო­ვე­ბა, რათა სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რის­თვის და­ეთ­მო დრო.

პირ­ვე­ლი სა­მო­დე­ლო სა­მუ­შა­ო­დან სულ რა­ღაც 1 წელ­ში კი ის ჟურ­ნალ "ვო­გის“ ფურ­ცლებ­ზე მოხ­ვდა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლე­ბის ექ­ვსე­ულ­შიც და­სა­ხელ­და.

  • ჯონ ლე­ჯენ­დი

მომ­ღე­რალ­მა Georgetown-ის, Morehouse-ის კო­ლე­ჯის და Harvard-ის და­ფი­ნან­სე­ბე­ბი მი­ი­ღო, თუმ­ცა მან სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა, რომ პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეს­წავ­ლა, სა­დაც ის აფრო-ამე­რი­კულ ლი­ტე­რა­ტუ­რას სწავ­ლობ­და. სა­ნამ მუ­სი­კო­სი გახ­დე­ბო­და, ჯონი ბოს­ტონ­ში, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სა­კონ­სულ­ტა­ციო ფირ­მა­ში მუ­შა­ობ­და.

  • ნა­ტა­ლი პორ­ტმა­ნი

ნა­ტა­ლიმ ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, ხოლო სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე იე­რუ­სა­ლი­მის ებ­რა­ულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­ტა­ლის ას­წავ­ლიდ­ნენ, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო. აგ­რეთ­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნა­ტა­ლის სა­მეც­ნი­ე­რო ნა­მუ­შევ­რე­ბი უკვე ორ­ჯერ და­ბეჭ­დეს სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მებ­ში.

  • ჯოდი ფოს­ტე­რი

ჯო­დიმ კი­თხვა 3 წლამ­დე ასაკ­ში თა­ვი­სით ის­წავ­ლა. ის ბავ­შვო­ბი­დან სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას მის­დევ­და, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად ლოს-ან­ჯე­ლე­სის Lycée Français-ში სწავ­ლობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რას სწავ­ლობ­და, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბო­ბას და­უბ­რუნ­და.

  • ევა ლონ­გო­რია

მსა­ხი­ო­ბო­ბამ­დე და პრო­დი­უ­სე­რო­ბამ­დე, ლონ­გო­რია კი­ნე­ზი­ო­ლო­გი­ას (ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მოძ­რა­ო­ბის შეს­წავ­ლის მეც­ნი­ე­რე­ბა) სწავ­ლობ­და ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის შემ­დეგ, ის და­უბ­რუნ­და სწავ­ლას და მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე ჩი­კა­ნოს (მექ­სი­კელ-ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი) კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლა და­ი­წყო ნორთრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

  • ალი­შა ქის

ალი­შა ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრას 7 წლის ასაკ­ში და­ე­უფ­ლა და მა­ნ­ჰე­ტე­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში და­ი­წყო სწავ­ლა, 14 წლის ასაკ­ში უკვე სა­კუ­თარ სიმ­ღე­რებს წერ­და და 16 წლი­სამ სა­უ­კე­თე­სო ნიშ­ნე­ბით და­ამ­თავ­რა ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა. მან კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბაც მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა ამო­მა­ვალ ვარ­სკვლავს 4 კვი­რა­ში მო­უ­წია თა­ვის და­ნე­ბე­ბა, რათა კა­რი­ე­რის­თვის მი­ე­ხე­და. მან ხმის ჩამ­წერ კომ­პა­ნია Columbia Records-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას 15 წლი­სამ მო­ა­წე­რა ხელი.

წყა­რო: insider

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ეჰ
4

განათლება რომ გაგიკვირდებათ აი მაშინ არის საქმე ცუდად! მაგაზე ნასწავლი და ნაკითხი თაობები ჰყავს საქართველოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

ყველაზე ჭკვიანი ვარსკვლავები - ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კარიერის პარალელურად აკადემიური ხარისხიც მიიღეს

ყველაზე ჭკვიანი ვარსკვლავები - ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კარიერის პარალელურად აკადემიური ხარისხიც მიიღეს

მსოფლიოს არაერთი უნიჭიერესი მსახიობი და მომღერალი ჰყავს. ხშირად გვსმენია ისტორიები ვარსკვლავების შესახებ - როგორ დატოვეს სკოლა, უნივერსიტეტი, თავი დაანებეს სწავლას და თავი საყვარელ საქმეს მიუძღვნეს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც სხვადასხვა პროფესიაში ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიური ხარისხიც კი აქვთ.

ვნახოთ, ვის რა მიღწევა აქვს და ვინ არიან ჰოლივუდის ყველაზე ჭკვიანი ვარსკვლავები:

  • ემა უოტსონი

2014 წელს "ჰარი პოტერის“ მსახიობმა ბრაუნის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურისმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მოგვიანებით, ის ოქსფორდის უნივერსიტეტშიც სწავლობდა. 2011 წელს ემა გაეროს ქალთა კეთილი ნების ელჩი გახდა და ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა ქალთა უფლებებზე. მან HeForShe კამპანიის წამოწყებაშიც შეიტანა წვლილი და იბრძვის გენდერული თანასწორობისთვის.

  • ჯეიმს ფრანკო

ფრანკომ UCLA-ს სასწავლებელი დაამთავრა, მოგვიანებით ნიუ იორკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, NYU-ში ჩაირიცხა და კინოგადაღება ისწავლა. ჯეიმს ფრანკო კოლუმბიის უნივერსიტეტში და ბრუკლინის კოლეჯში სწავლობდა და შემდეგ უორენ უილსონის კოლეჯში პოეზიის პროგრამასაც შეუერთდა. თუმცა ფრანკოს სწავლის წყურვილი აქ არ მთავრდება. მოგვიანებით, ის იელის უნივერსიტეტში ლიტერატურას ეუფლებოდა.

  • მეგან მარკლი

სამეფო ოჯახის წევრი, მეგან მარკლი თეატრმცოდნეობასა და საერთაშორისო კვლევებს სწავლობდა Northwestern-ის უნივერსიტეტში და ბაკალავრის ხარისხიც აქვს მიღებული.

  • სინდი კროუფორდი

სინდი, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, Northwestern -ის უნივერსიტეტში ქიმიურ ინჟინერიას სწავლობდა. მან თავისი პირველი სამოდელო კონტრაქტით მიღებული შემოსავალი უნივერსიტეტში ჩასარიცხად გამოიყენა, თუმცა საბოლოოდ, მაინც მოუწია სწავლის მიტოვება, რათა სამოდელო კარიერისთვის დაეთმო დრო.

პირველი სამოდელო სამუშაოდან სულ რაღაც 1 წელში კი ის ჟურნალ "ვოგის“ ფურცლებზე მოხვდა და მოგვიანებით საუკეთესო მოდელების ექვსეულშიც დასახელდა.

  • ჯონ ლეჯენდი

მომღერალმა Georgetown-ის, Morehouse-ის კოლეჯის და Harvard-ის დაფინანსებები მიიღო, თუმცა მან საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში ესწავლა, სადაც ის აფრო-ამერიკულ ლიტერატურას სწავლობდა. სანამ მუსიკოსი გახდებოდა, ჯონი ბოსტონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონსულტაციო ფირმაში მუშაობდა.

  • ნატალი პორტმანი

ნატალიმ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში სწავლობდა. პროფესორები, რომლებიც ნატალის ასწავლიდნენ, აღნიშნავენ, რომ ის განსაკუთრებული სტუდენტი იყო. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ნატალის სამეცნიერო ნამუშევრები უკვე ორჯერ დაბეჭდეს სამეცნიერო გამოცემებში.

  • ჯოდი ფოსტერი

ჯოდიმ კითხვა 3 წლამდე ასაკში თავისით ისწავლა. ის ბავშვობიდან სამსახიობო კარიერას მისდევდა, თუმცა პარალელურად ლოს-ანჯელესის Lycée Français-ში სწავლობდა. მოგვიანებით, იელის უნივერსიტეტში ლიტერატურას სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ მსახიობობას დაუბრუნდა.

  • ევა ლონგორია

მსახიობობამდე და პროდიუსერობამდე, ლონგორია კინეზიოლოგიას (ადამიანის სხეულის მოძრაობის შესწავლის მეცნიერება) სწავლობდა ტეხასის უნივერსიტეტში. მოგვიანებით, კარიერული წინსვლის შემდეგ, ის დაუბრუნდა სწავლას და მაგისტრატურაზე ჩიკანოს (მექსიკელ-ამერიკელი ხალხი) კულტურის შესწავლა დაიწყო ნორთრიჯის უნივერსიტეტში.

  • ალიშა ქის

ალიშა ფორტეპიანოზე დაკვრას 7 წლის ასაკში დაეუფლა და მანჰეტენის ხელოვნების სკოლაში დაიწყო სწავლა, 14 წლის ასაკში უკვე საკუთარ სიმღერებს წერდა და 16 წლისამ საუკეთესო ნიშნებით დაამთავრა ხელოვნების სკოლა. მან კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებაც მოიპოვა, თუმცა ამომავალ ვარსკვლავს 4 კვირაში მოუწია თავის დანებება, რათა კარიერისთვის მიეხედა. მან ხმის ჩამწერ კომპანია Columbia Records-თან თანამშრომლობას 15 წლისამ მოაწერა ხელი.

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა