პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატარა ანხელის დაკარგვა არ ყოფილა ერთადერთი ტრაგედია, მანამდე სამჯერ მომეშალა მუცელი" - ჯორჯინა როდრიგესი ცხოვრების რთულ პერიოდზე
"პატარა ანხელის დაკარგვა არ ყოფილა ერთადერთი ტრაგედია, მანამდე სამჯერ მომეშალა მუცელი" - ჯორჯინა როდრიგესი ცხოვრების რთულ პერიოდზე

Netflix-ზე კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს პარტნი­ო­რის, ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის მე­ო­რე ნა­წი­ლის თრე­ი­ლე­რი გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც ჯორ­ჯი­ნა ცხოვ­რე­ბის რთულ ეტაპ­ზე სა­უბ­რობს. ფილ­მის პრე­მი­ე­რა პა­რას­კევ­საა და­გეგ­მი­ლი.

თით­ქმის ერთი წე­ლია გა­სუ­ლი, რაც კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუმ და ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გეს­მა ბელა ეს­მე­რალ­დას და­ბა­დე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სი­ხა­რულ­თან ერ­თად, მისი ტყუ­პი ძმის, ან­ხე­ლის და­კარ­გვის ტრა­გე­დი­აც გა­ნი­ცა­დეს.

დო­კუ­მენ­ტურ ფილმში, "I am Georgina”, ქალი ამ­ბობს, რომ მა­ნამ­დე 3-ჯერ მო­ე­შა­ლა მუ­ცე­ლი.

"თი­თო­ე­ულ ულტრაბ­გე­რით გა­მოკ­ვლე­ვა­ზე ში­შით მივ­დი­ო­დი. ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან მა­ნამ­დე სამ­ჯერ მო­მე­შა­ლა მუ­ცე­ლი და სახ­ლში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვბრუნ­დე­ბო­დი ხოლ­მე", - ასე აღ­წერს ფეხ­ბურ­თე­ლის პარტნი­ო­რი გი­ნე­კო­ლოგ­თან ვი­ზი­ტებს.

ბე­ლას გარ­და, წყვილს კი­დევ ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, გო­გო­ნა, სამი წლის ალა­ნა ჰყავს. პორ­ტუ­გა­ლი­ელ ფეხ­ბურ­თელს მათ გარ­და 3 შვი­ლი ჰყავს, 12 წლის კრიშ­ტი­ა­ნუ ჯუ­ნი­ო­რი და 4 წლის ტყუ­პი, ევა და მა­ტეო.

იმის გამო, რომ ჯორ­ჯი­ნა რო­ნალ­დუს ყვე­ლა შვილს თა­ნა­ბარ სიყ­ვა­რულს უნა­წი­ლებს და დე­დო­ბას უწევს, 29 წლის ინფლუ­ენ­სე­რი თვლის, რომ - "ის სუ­პერ­დე­და და სუ­პერ­ქა­ლია“.

"ისევ ისე­თი ვე­ღარ ვიქ­ნე­ბი, რო­გო­რიც ადრე ვი­ყა­ვი. როცა ბე­ლას ვუ­ყუ­რებ, ვფიქ­რობ ხოლ­მე, ან­ხე­ლიც (გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლი) ასე­თი იქ­ნე­ბო­და თუ არა.. სი­მარ­თლე ისაა, რომ ამა­ზე ფიქ­რი მი­ჭირს, თით­ქოს ჯერ კი­დევ ვერ ვე­გუ­ე­ბი ან­ხე­ლის და­კარ­გვას. ჩემს შვი­ლებს ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბი, რომ მათი პა­ტა­რა ძმა ცა­შია, ის დაფ­რი­ნავს, რად­გან სი­ა­რუ­ლი არ უნდა“, - ამ­ბობს ჯორ­ჯი­ნა.

ახლა ჯორ­ჯი­ნა ცდი­ლობს, რომ ძლი­ე­რი იყოს: “ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ გრძელ­დე­ბა. არა­ერ­თი მი­ზე­ზი მაქვს, რომ ძლი­ე­რი ვიყო და ცხოვ­რე­ბა გან­ვაგ­რძო. ახლა ჩემი პრი­ო­რი­ტე­ტი ოჯა­ხია, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და მად­ლი­ე­რი ვარ", - ამ­ბობს როდ­რი­გე­სი.

ფეხ­ბურ­თე­ლის თქმით კი, ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად და­ქორ­წინ­დე­ბი­ან - "ერთ დღე­საც დავ­ქორ­წინ­დე­ბით. ეს დე­და­ჩე­მის ოც­ნე­ბა­ცაა", - ამ­ბობს კრიშ­ტი­ა­ნუ.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

Natashka
0

კარგი ოჯახია,, ბედნიერებას ვუსურვებ

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"პატარა ანხელის დაკარგვა არ ყოფილა ერთადერთი ტრაგედია, მანამდე სამჯერ მომეშალა მუცელი" - ჯორჯინა როდრიგესი ცხოვრების რთულ პერიოდზე

"პატარა ანხელის დაკარგვა არ ყოფილა ერთადერთი ტრაგედია, მანამდე სამჯერ მომეშალა მუცელი" - ჯორჯინა როდრიგესი ცხოვრების რთულ პერიოდზე

Netflix-ზე კრიშტიანუ რონალდუს პარტნიორის, ჯორჯინა როდრიგესის შესახებ დოკუმენტური ფილმის მეორე ნაწილის თრეილერი გამოქვეყნდა, სადაც ჯორჯინა ცხოვრების რთულ ეტაპზე საუბრობს. ფილმის პრემიერა პარასკევსაა დაგეგმილი.

თითქმის ერთი წელია გასული, რაც კრიშტიანუ რონალდუმ და ჯორჯინა როდრიგესმა ბელა ესმერალდას დაბადებით გამოწვეულ სიხარულთან ერთად, მისი ტყუპი ძმის, ანხელის დაკარგვის ტრაგედიაც განიცადეს.

დოკუმენტურ ფილმში, "I am Georgina”, ქალი ამბობს, რომ მანამდე 3-ჯერ მოეშალა მუცელი.

"თითოეულ ულტრაბგერით გამოკვლევაზე შიშით მივდიოდი. ძალიან დაძაბული ვიყავი, რადგან მანამდე სამჯერ მომეშალა მუცელი და სახლში განადგურებული ვბრუნდებოდი ხოლმე", - ასე აღწერს ფეხბურთელის პარტნიორი გინეკოლოგთან ვიზიტებს.

ბელას გარდა, წყვილს კიდევ ერთი საერთო შვილი, გოგონა, სამი წლის ალანა ჰყავს. პორტუგალიელ ფეხბურთელს მათ გარდა 3 შვილი ჰყავს, 12 წლის კრიშტიანუ ჯუნიორი და 4 წლის ტყუპი, ევა და მატეო.

იმის გამო, რომ ჯორჯინა რონალდუს ყველა შვილს თანაბარ სიყვარულს უნაწილებს და დედობას უწევს, 29 წლის ინფლუენსერი თვლის, რომ - "ის სუპერდედა და სუპერქალია“.

"ისევ ისეთი ვეღარ ვიქნები, როგორიც ადრე ვიყავი. როცა ბელას ვუყურებ, ვფიქრობ ხოლმე, ანხელიც (გარდაცვლილი შვილი) ასეთი იქნებოდა თუ არა.. სიმართლე ისაა, რომ ამაზე ფიქრი მიჭირს, თითქოს ჯერ კიდევ ვერ ვეგუები ანხელის დაკარგვას. ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მათი პატარა ძმა ცაშია, ის დაფრინავს, რადგან სიარული არ უნდა“, - ამბობს ჯორჯინა.

ახლა ჯორჯინა ცდილობს, რომ ძლიერი იყოს: “ცხოვრება რთულია, მაგრამ გრძელდება. არაერთი მიზეზი მაქვს, რომ ძლიერი ვიყო და ცხოვრება განვაგრძო. ახლა ჩემი პრიორიტეტი ოჯახია, ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ", - ამბობს როდრიგესი.

ფეხბურთელის თქმით კი, ისინი აუცილებლად დაქორწინდებიან - "ერთ დღესაც დავქორწინდებით. ეს დედაჩემის ოცნებაცაა", - ამბობს კრიშტიანუ.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა