მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნანუკამ მისი გაღიმება შეძლო" - როგორია კამერებს მიღმა, როგორ ცხოვრობს და რას ამხელს პირად ცხოვრებაზე ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი (ფოტოები)
"ნანუკამ მისი გაღიმება შეძლო" - როგორია კამერებს მიღმა, როგორ ცხოვრობს და რას ამხელს პირად ცხოვრებაზე ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი (ფოტოები)

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, თურ­ქეთ­ში და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა მოხ­და. იმ დღე­ებ­ში უამ­რა­ვი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი გა­ერ­თი­ან­და და და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად არა­ერ­თი მა­რა­თო­ნი მო­ა­წყვეს. ერთ-ერთ ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეთერ­ში გა­დი­ო­და, წამ­ყვან­მა თქვა, რომ და­რე­კა მსა­ხი­ობ­მა ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰან­მა და 900 ათა­სი ლირა (121 ათა­სი ლარი) გა­ი­ღო.

მას შემ­დეგ ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში იბ­რა­ჰი­მი მა­ნამ­დეც ცნო­ბი­ლი იყო. ქარ­თვე­ლებ­მა მას სე­რი­ალ­ში "სხვი­სი შვი­ლი" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის გამო "გა­უ­ცი­ნა­რი კაცი" შე­არ­ქვეს, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც სე­რი­ა­ლი მთა­ვარ­მა გმირ­მა ქალ­მა და­ტო­ვა და მის ნაც­ვლად ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა, კაცი, რო­მე­ლიც არ იცი­ნო­და, ახლა ხში­რად იღი­მის, სე­რი­ა­ლის ფა­ნე­ბი ხუმ­რო­ბენ, რომ "თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის გა­ღი­მე­ბა, მხო­ლოდ ქარ­თველ­მა ქალ­მა შეძ­ლო."

  • ცოტა რამ ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰან­ზე

მსა­ხი­ო­ბი სტამ­ბოლ­ში 4-შვი­ლი­ან ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. მამა ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და, თა­ვად კი პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. მსა­ხი­ო­ბო­ბამ­დე არა­ერთ სფე­რო­ში სცა­და ბედი. იყო მო­დე­ლი, მომ­ღე­რა­ლი, ფო­ტო­მო­დე­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი. მუ­სი­კას ახ­ლაც წერს და გულ­შე­მატ­კი­ვარს თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბას "ინ­სტაგ­რა­მის" სა­შუ­ა­ლე­ბით უზი­ა­რებს ხოლ­მე...

პო­პუ­ლა­რო­ბა სე­რი­ალ "სხვის შვილ­ში“ ია­მან ქი­რიმ­ლის როლ­მა მო­უ­ტა­ნა. 35 წლის მსა­ხი­ო­ბი და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლია. ამ­ბო­ბენ, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ე­რო­ბა ჰქონ­და სე­რი­ა­ლის მთა­ვარ გმირ სილა თურ­ქოღ­ლუს­თან, თუმ­ცა თა­ვად არა­სო­დეს და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

  • იბ­რა­ჰი­მი ცხოვ­რე­ბა­ზე და საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც უყ­ვარს

- ცხოვ­რე­ბა კარ­გად მი­დის. მე ვა­კე­თებ საქ­მეს, რო­მე­ლიც მიყ­ვარს. ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე იმის­თვის, რომ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი აქამ­დე, სა­დაც დღეს ვარ. სა­ბო­ლო­ოდ, მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ რა­საც ვიხ­დით, იმას ვი­ღებთ. ჩემი ბავ­შვო­ბა ყო­ველ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, მა­შინ რო­დე­საც სხვე­ბი გა­რეთ ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ, მე სიმ­ღე­რებს ვუს­მენ­დი, ტექ­სტებს ვწერ­დი და თურ­ქულ ფილ­მებ­ში ნა­ნახ გმი­რებს ვბა­ძავ­დი. მალე მივ­ხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქ­მე და ასე და­ი­წყო ჩემი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის თავ­გა­და­სა­ვა­ლი.

ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ლა­მა­ზი ხმა მაქვს. შო­უ­ბიზ­ნეს­ში მოვ­ხვდი, რო­გორც სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რი. არ მქო­ნია მი­ზა­ნი, რომ მომ­ღე­რა­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. რომ არა მსა­ხი­ო­ბო­ბა, ალ­ბათ ბიზ­ნეს­მე­ნი ვიქ­ნე­ბო­დი.

  • ია­მან ქი­რიმ­ლის შე­სა­ხებ

- ია­მან ქი­რიმ­ლის პერ­სო­ნა­ჟი არ ჰგავს თურ­ქეთ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი არ­ცერ­თი სე­რი­ა­ლის გმირს. ის უნი­კა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟია. ძა­ლი­ან მომ­წონს მისი, რო­გორც გმი­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ვფიქ­რობ, რომ მა­ყუ­რე­ბელს ყო­ველ­თვის მო­ლო­დინს უმარ­თლებს.

იყო სცე­ნა, რო­დე­საც ია­მა­ნი მა­მის საფ­ლავ­ზე წა­ვი­და. ამ სცე­ნას სა­საფ­ლა­ო­ზე ვი­ღებ­დით. ამ დროს მო­ვი­და სოფ­ლი­დან ერთი ქალ­ბა­ტო­ნი და მე­უბ­ნე­ბა, "შვი­ლო, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, მინ­და შენ­თან ერ­თად გა­და­ვი­ღო სუ­რა­თი, ჩემს მე­უღ­ლეს ყო­ველ­თვის ვუყ­ვე­ბი შენ­ზე, ისიც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია ამით. შეგ­ვიძ­ლია სა­მი­ვემ ერ­თად გა­და­ვი­ღოთ სუ­რა­თი?" - რა თქმა უნდა, დე­დი­კო, ჩვე­ნი სცე­ნა დამ­თავ­რდეს, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­და­ვი­ღებ შენ­თან ერ­თად, სად არის შენი მე­უღ­ლე? - ვე­კი­თხე­ბი და უცებ იქვე, საფ­ლა­ვის ქვა­ზე მა­ნიშ­ნებს...

წარ­მო­იდ­გი­ნე, ის ყო­ველ­დღე და­დი­ო­და მე­უღ­ლის საფ­ლავ­ზე და უყ­ვე­ბო­და ჩემ­ზე...

ია­მა­ნი დი­დად არ იყე­ნებს სხე­უ­ლის ენას. რო­გორც გი­თხა­რით, ის თურ­ქეთ­ში არ­ცერთ პერ­სო­ნაჟს არ ჰგავს.

ახლა Emanet და­ახ­ლო­ე­ბით 18 ქვე­ყა­ნა­ში გა­დის. ჩვენ ოკე­ა­ნე­ე­ბის გა­დაღ­მა გვი­ყუ­რე­ბენ. ეს უკვე ჩემ­თვის, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბაა.

  • რა არის სიყ­ვა­რუ­ლი იბ­რა­ჰი­მის­თვის?

- ეს არის ვნე­ბა. ეს არის სწრაფ­ვა სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ. ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც თავს კარ­გად გრძნობ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბაა. ეს არის ის, რი­თიც ადა­მი­ან­მა უნდა იცხოვ­როს.

წა­რულ­ში რომ დავ­ბრუნ­დე, ჩემს თავს ვე­ტყო­დი, რომ "არ და­ნებ­დე," რად­გან ბევ­რი კრი­ტი­კა მი­ვი­ღე, სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ჰა­ლილ იბ­რა­ჰი­მი გავ­ხდე­ბო­დი.

ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, რომ სრულ­ყო­ფი­ლი ვიყო ცხოვ­რე­ბა­ში. ყო­ფი­ლა მო­მენ­ტე­ბი, როცა მი­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ.

ყველ­ზე მე­ტად უსა­მარ­თლო­ბა მა­ღი­ზი­ა­ნებს. ბო­ლოს ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი მშობ­ლე­ბის მხრი­დან არას­რულ­წლო­ვან ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა­ზე. რო­დე­საც ვხე­დავ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ცუ­დად ექ­ცე­ვი­ან პა­ტა­რა ბავ­შვებს, იმ მო­მენ­ტში მინ­და და­ვა­კა­ვო და პო­ლი­ცი­ა­ში წა­ვიყ­ვა­ნო, მაგ­რამ საქ­მე ასე არაა, მშობ­ლე­ბი არი­ან.

  • მკაც­რი იმი­ჯი

ზო­გა­დად ვცდი­ლობ, რომ ემო­ცი­ე­ბი ნაკ­ლე­ბად გა­მოვ­ხა­ტო, ცხოვ­რე­ბა­შიც ისე ვარ, რო­გორც სე­რი­ალ­შია ჩემი გმი­რი. რო­დე­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, იშ­ვი­ა­თად, რომ ეს სა­ჯა­როდ ვინ­მემ შე­მამ­ჩნი­ოს. თავს უხერ­ხუ­ლად ვგრნობ, რო­დე­საც ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ლა­მა­ზი ვარ. არას­დროს დავ­მდგარ­ვარ სარ­კის წინ და არ მით­ქვამს, "შენ ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი ხარ".

ჰა­ლილს თა­ვის ქარ­თველ კო­ლე­გას­თან ნა­ნუ­კა სტამ­ბო­ლიშ­ვილ­თან ახლო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. რო­გორც მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სთო­რე­ბი­დან ჩანს, მსა­ხი­ო­ბებს შო­რის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და მის მიღ­მა სრუ­ლი ჰარ­მო­ნი­აა. რო­გორც ჩანს, ის ისე­თი პირ­ქუ­შიც არაა, რო­გორც თა­ვი­დან მი­იჩ­ნი­ეს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
4

მშვენიერი წყვილია, სულ ვწერ რომ საინტერესო წყვილია, მათი ასეთი თავსებადობა მათ მიერ სამსახიობო მხრით ბრწყინვალედ შესრულებამ გამოიწვია... ნანამ ბრწყინვალედ გაართვა თავი ჰალილის პარტნიორობას! წარმატებები კარიერაში!!!

მაია
3

ძალიან ლამაზი და ნიჭიერი წყვილია, წარმარებები მათ❤️

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ნანუკამ მისი გაღიმება შეძლო" - როგორია კამერებს მიღმა, როგორ ცხოვრობს და რას ამხელს პირად ცხოვრებაზე ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი (ფოტოები)

"ნანუკამ მისი გაღიმება შეძლო" - როგორია კამერებს მიღმა, როგორ ცხოვრობს და რას ამხელს პირად ცხოვრებაზე ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი (ფოტოები)

რამდენიმე კვირის წინ, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. იმ დღეებში უამრავი თურქი მსახიობი გაერთიანდა და დაზარალებულთა დასახმარებლად არაერთი მარათონი მოაწყვეს. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა, წამყვანმა თქვა, რომ დარეკა მსახიობმა ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანმა და 900 ათასი ლირა (121 ათასი ლარი) გაიღო.

მას შემდეგ ცნობილი თურქი მსახიობის პოპულარობა საკუთარ ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზარდა, საქართველოში იბრაჰიმი მანამდეც ცნობილი იყო. ქართველებმა მას სერიალში "სხვისი შვილი" შესრულებული როლის გამო "გაუცინარი კაცი" შეარქვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც სერიალი მთავარმა გმირმა ქალმა დატოვა და მის ნაცვლად ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი გამოჩნდა, კაცი, რომელიც არ იცინოდა, ახლა ხშირად იღიმის, სერიალის ფანები ხუმრობენ, რომ "თურქი მსახიობის გაღიმება, მხოლოდ ქართველმა ქალმა შეძლო."

  • ცოტა რამ ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანზე

მსახიობი სტამბოლში 4-შვილიან ოჯახში გაიზარდა. მამა ქარხანაში მუშაობდა, თავად კი პოპულარობაზე ოცნებობდა. მსახიობობამდე არაერთ სფეროში სცადა ბედი. იყო მოდელი, მომღერალი, ფოტომოდელი, კომპოზიტორი. მუსიკას ახლაც წერს და გულშემატკივარს თავის შემოქმედებას "ინსტაგრამის" საშუალებით უზიარებს ხოლმე...

პოპულარობა სერიალ "სხვის შვილში“ იამან ქირიმლის როლმა მოუტანა. 35 წლის მსახიობი დასაოჯახებელია. ამბობენ, რომ სასიყვარულო ურთიერობა ჰქონდა სერიალის მთავარ გმირ სილა თურქოღლუსთან, თუმცა თავად არასოდეს დაუდასტურებია.

  • იბრაჰიმი ცხოვრებაზე და საქმეზე, რომელიც უყვარს

- ცხოვრება კარგად მიდის. მე ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ მოვსულიყავი აქამდე, სადაც დღეს ვარ. საბოლოოდ, მეჩვენება, რომ რასაც ვიხდით, იმას ვიღებთ. ჩემი ბავშვობა ყოველთვის ხელოვნებას უკავშირდებოდა, მაშინ როდესაც სხვები გარეთ ფეხბურთს თამაშობდნენ, მე სიმღერებს ვუსმენდი, ტექსტებს ვწერდი და თურქულ ფილმებში ნანახ გმირებს ვბაძავდი. მალე მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე და ასე დაიწყო ჩემი, როგორც მსახიობის თავგადასავალი.

ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ლამაზი ხმა მაქვს. შოუბიზნესში მოვხვდი, როგორც სიმღერების ავტორი. არ მქონია მიზანი, რომ მომღერალი გავმხდარიყავი. რომ არა მსახიობობა, ალბათ ბიზნესმენი ვიქნებოდი.

  • იამან ქირიმლის შესახებ

- იამან ქირიმლის პერსონაჟი არ ჰგავს თურქეთში გადაღებული არცერთი სერიალის გმირს. ის უნიკალური პერსონაჟია. ძალიან მომწონს მისი, როგორც გმირის განვითარება, ვფიქრობ, რომ მაყურებელს ყოველთვის მოლოდინს უმართლებს.

იყო სცენა, როდესაც იამანი მამის საფლავზე წავიდა. ამ სცენას სასაფლაოზე ვიღებდით. ამ დროს მოვიდა სოფლიდან ერთი ქალბატონი და მეუბნება, "შვილო, ძალიან მიყვარხარ, მინდა შენთან ერთად გადავიღო სურათი, ჩემს მეუღლეს ყოველთვის ვუყვები შენზე, ისიც ძალიან ბედნიერია ამით. შეგვიძლია სამივემ ერთად გადავიღოთ სურათი?" - რა თქმა უნდა, დედიკო, ჩვენი სცენა დამთავრდეს, დიდი სიამოვნებით გადავიღებ შენთან ერთად, სად არის შენი მეუღლე? - ვეკითხები და უცებ იქვე, საფლავის ქვაზე მანიშნებს...

წარმოიდგინე, ის ყოველდღე დადიოდა მეუღლის საფლავზე და უყვებოდა ჩემზე...

იამანი დიდად არ იყენებს სხეულის ენას. როგორც გითხარით, ის თურქეთში არცერთ პერსონაჟს არ ჰგავს.

ახლა Emanet დაახლოებით 18 ქვეყანაში გადის. ჩვენ ოკეანეების გადაღმა გვიყურებენ. ეს უკვე ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ძალიან დიდი წარმატებაა.

  • რა არის სიყვარული იბრაჰიმისთვის?

- ეს არის ვნება. ეს არის სწრაფვა სრულყოფილებისკენ. ეს ის ადგილია, სადაც თავს კარგად გრძნობ. ეს განსაკუთრებული გრძნობაა. ეს არის ის, რითიც ადამიანმა უნდა იცხოვროს.

წარულში რომ დავბრუნდე, ჩემს თავს ვეტყოდი, რომ "არ დანებდე," რადგან ბევრი კრიტიკა მივიღე, სანამ საზოგადოებისთვის ცნობილი ჰალილ იბრაჰიმი გავხდებოდი.

ყოველთვის ვცდილობ, რომ სრულყოფილი ვიყო ცხოვრებაში. ყოფილა მომენტები, როცა მივუტოვებივარ.

ყველზე მეტად უსამართლობა მაღიზიანებს. ბოლოს ძალიან გავბრაზდი მშობლების მხრიდან არასრულწლოვან ბავშვზე ძალადობაზე. როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ცუდად ექცევიან პატარა ბავშვებს, იმ მომენტში მინდა დავაკავო და პოლიციაში წავიყვანო, მაგრამ საქმე ასე არაა, მშობლები არიან.

  • მკაცრი იმიჯი

ზოგადად ვცდილობ, რომ ემოციები ნაკლებად გამოვხატო, ცხოვრებაშიც ისე ვარ, როგორც სერიალშია ჩემი გმირი. როდესაც შეყვარებული ვარ, იშვიათად, რომ ეს საჯაროდ ვინმემ შემამჩნიოს. თავს უხერხულად ვგრნობ, როდესაც ჩემზე ამბობენ, რომ ლამაზი ვარ. არასდროს დავმდგარვარ სარკის წინ და არ მითქვამს, "შენ ძალიან სიმპათიური ხარ".

ჰალილს თავის ქართველ კოლეგასთან ნანუკა სტამბოლიშვილთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს. როგორც მსახიობების მიერ გამოქვეყნებული სთორებიდან ჩანს, მსახიობებს შორის გადასაღებ მოედანზე და მის მიღმა სრული ჰარმონიაა. როგორც ჩანს, ის ისეთი პირქუშიც არაა, როგორც თავიდან მიიჩნიეს.