შორენა ბეგაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შვილთან ერთად იტალიაში იმყოფება სოციალურ ქსელში ჰოლივუდის ვარკვლავთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
ქართველი მოდელი, მსახიობი და ინფლუენსერი რომის ერთ-ერთ სასტუმროში ლუკ ევანსთან ერთად საუზმობს.
"როცა საუზმეზე ჰოლივუდის ვარსკვლავს ხვდები“, - წერს ბეგაშვილი.
შორენა ბეგაშვილი ბოლო წლებია სისტემატურად სტუმრობს იტალიას. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ის "კანონიერ ქურდს," ლაშა ბარათელს დაშორდა, პირადი ცხოვრების შესახებ მედიასთან აღარ საუბრობს.
ამჟამად მისი ბოიფრენდი ესპანელი ფრენ ტომასია, რომელსაც წელიწადზე მეტია ხვდება. წყვილი ერთად ოფიციალურად გასული წლის ბოლოს, "იუნისეფის“ ღონისძიებაზე გამოჩნდა. ამ წლის იანვარში კი ისინი პაპარაცებმა მაიამის სანაპიროზე გადაიღეს.
შორენ! კარგია, რომ არ შეგვარცხვინე, ეს რას მიაღწიე, ათმაგად ბედნიერი ხარ. სხვა რამ, ხომ არ გიცუღლუტია.
აქ რაზეა საუბარი? როგორ ისაუზმეს რა მიირთვეს ვინ იყო ეს მამაკაცი ამ ქალის სილამაზე და...ამ კაცის მეუღლე რატომ გამოგრჩათ? რა უხერხულიააააა....