ავტორი:

"20 წელი ვატარე ეს კვართი! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

"20 წელი ვატარე ეს კვართი! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

პარტია "ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი, ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს:

დავით კაჭარავა:

- კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო! ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს წერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოკითხეთ პასუხი!ვნახავ რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი (გულისხმობს რაგბის სამოსს). 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე რომ კითხვაც არ დამისვა!!! რა ხდება კაჭიო?!

შეგახსენებთ, რომ სწორედ პარტია „ხალხის ძალა“ იყო კანონის „უცხოელი აგენტების“ შესახებ ინიციატორი. დავით კაჭარავა პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა, თუმცა მოგვიანებით „ხალხის ძალას“ შეურთდა. კაჭარავა ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელთაც კანონის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირეს.