პოლონეთმა ბელარუსთან სახმელეთო საზღვრის გამაგრება დაიწყო, მათ შორის ე.წ. “ტანკსაწინააღმდეგო ზღარბების“ მოწყობით, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი "ტვიტერზე“ წერს.
"დღეს ჯარისკაცებმა დაიწყეს თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა. ეს არის ჩვენი თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიის ნაწილი", - დაწერა მინისტრმა "ტვიტერზე“.
გასულის წლის ზაფხულში პოლონეთმა, ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ, ბელარუსის საზღვარზე 5 მეტრი სიმაღლის ბარიერის მშენებლობა დაასრულა, რომლის სიგრძე თითქმის 190 კმ-ია.
არ ეშინიათ, ფრთხილობენ, თადარიგს იჭერენ, ნატოც რო არ იყოს ერთ მშვენიერ დღეს პოლონეთი მოწინავე ქვეანა გახდა ტექნოლიგიებში შეიარაღების ხაზით ფეხებს ვერ მოჭამს ვერავინ.
ახალი ამბავი:)