მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როსს, გიგა გი­გაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და "ექ­სპერ­ტი­ზა, მშე­ნებ­ლო­ბა, დი­ზა­ი­ნის“ სპე­ცი­ა­ლისტსაც.

მო­სა­მარ­თლემ ამით და­ა­კამ­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის - პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

დაც­ვის მხა­რე გიგა გი­გაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ან 10 ათას ლა­რი­ან გი­რა­ოს ითხოვ­და, ხოლო "ექ­სპერ­ტი­ზა, მშე­ნებ­ლო­ბა, დი­ზა­ი­ნის“ სპე­ცი­ა­ლისტ ვახ­ტანგ ლონ­და­რი­ძის­თვის 5 000 ლა­რი­ან გი­რა­ოს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვა­კის პარკში მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრა­ლი დღეს მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როსს, გიგა გი­გაშ­ვილს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია წა­რუდ­გი­ნა. ასე­ვე ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბის და გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე",ექ­სპერ­ტი­ზა, მშე­ნებ­ლო­ბა, დი­ზა­ი­ნის“ სპე­ცი­ა­ლისტს ვახ­ტანგ ლონ­და­რი­ძეს. გარ­და ამი­სა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა სამ იუ­რი­დი­ულ პირ­საც -“გრინ­სერ­ვის +”-ს, "ექ­სპერ­ტი­ზა, მშე­ნებ­ლო­ბა, დი­ზა­ინს“ და "მშე­ნექ­სპერტს“.

ცნო­ბის­თვის, 2022 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად, 13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ორი მო­ზარ­დი - ან­დრია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძე კი და­შავ­და.

მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლი 9 პი­რის, საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ავტორი:

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობა შეეფარდა ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტსაც.

მოსამართლემ ამით დააკამყოფილა ბრალდების მხარის - პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

დაცვის მხარე გიგა გიგაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტ ვახტანგ ლონდარიძისთვის 5 000 ლარიან გირაოს.

პროკურატურამ ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალი დღეს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია წარუდგინა. ასევე ბრალი წარედგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირსაც -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ბრალდებული 9 პირის, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.