პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პასუხისმგებლობიანი ბიზნესი - "თეგეტა ჰოლდინგმა" CSR სტრატეგია წარადგინა
პასუხისმგებლობიანი ბიზნესი - "თეგეტა ჰოლდინგმა" CSR სტრატეგია წარადგინა
  • ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ავ­ტოს­ფე­როს ლი­დე­რი კომ­პა­ნია ერთ-ერთი პირ­ვე­ლია, რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სტრა­ტე­გია შე­ი­მუ­შა­ვა
  • თა­ნამ­შრო­მელ­თა კე­თილ­დღე­ო­ბა, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია
  • თე­გე­ტას თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მე­დი­ი­სათ­ვის კომ­პა­ნი­ამ 2022 წლის CSR პრო­ექ­ტე­ბის ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მსხვი­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­მაც ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის სტრა­ტე­გია შე­ი­მუ­შა­ვა. დო­კუ­მენ­ტში გან­სა­ზღვრუ­ლია ჰოლ­დინ­გის ხედ­ვა, ზო­გა­დი პო­ლი­ტი­კა, გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი და სა­მოქ­მე­დო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა ძი­რი­თა­დი სფე­როს მი­ხედ­ვით.

კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნი­სა­ზღვრა სტრა­ტე­გი­ის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი - თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა; გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა; უსაფრ­თხო­ე­ბა. თი­თო­ე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე შე­მუ­შავ­და სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას კომ­პა­ნია 2030 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში აპი­რებს. დო­კუ­მენ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია „თბი­ლი­სის ციფ­რულ სივ­რცე­ში“ გა­ი­მარ­თა.

ვახ­ტანგ კა­ჭა­რა­ვა, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: „კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა „თე­გე­ტას­თვის“ საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მე­ტიც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა ჰოლ­დინ­გის იდენ­ტო­ბად მიგ­ვაჩ­ნია. თე­გე­ტას­თვის, რო­გორც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სის­თვის, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სტრა­ტე­გია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩვენ ვართ პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მსხვი­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით CSR სტრა­ტე­გია შე­ი­მუ­შა­ვა. გვჯე­რა, რომ ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით შევ­ძლებთ, შევ­ქმნათ მდგრად გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, კომ­პა­ნი­ი­სა და მის მი­მართ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის სა­სარ­გებ­ლო ბიზ­ნეს­მო­დე­ლი“.

გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე მომ­ზად­და. გა­მო­ი­კი­თხა სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბი, მათ შო­რის ჰოლ­დინ­გის ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რო­მელ­თა უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. გა­ნი­სა­ზღვრა „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ საქ­მი­ა­ნო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­გავ­ლე­ნე­ბი. გა­მოვ­ლინ­დნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი, გა­მო­იკ­ვე­თა კომ­პა­ნი­ის CSR საქ­მი­ა­ნო­ბის ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი, ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი სფე­რო­ე­ბი. გა­ნი­სა­ზღვრა კომ­პა­ნი­ის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი, ამო­ცა­ნე­ბი და სტრა­ტე­გი­ის სა­ზო­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი.

კომ­პა­ნი­ის ხედ­ვას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი CSR სტრა­ტე­გია მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა და კომ­პა­ნი­ის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მე­ნე­ჯერ­მა წა­რუდ­გი­ნეს.

ნა­თი­კა ბერ­ძუ­ლი, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „ამ ერ­თგვარ გზამ­კვლევ­ში თავ­მოყ­რი­ლია ჰოლ­დინ­გის საყ­რდე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ის მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი, რაც კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში გა­დამ­წყვე­ტია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ პრო­ექტს, ეს პრო­ცე­სი ერთ სის­ტე­მა­ში არ იყო მოქ­ცე­უ­ლი. სა­ჭი­რო­ე­ბამ მო­ი­ტა­ნა მი­მარ­თუ­ლე­ბის შექ­მნა, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტებ­ზე. ამ პრო­ცე­სე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის­თვის კი აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო მისი დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა. სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი გახ­ლდათ. მას­ზე სა­კონ­სულ­ტა­ციო სა­ა­გენ­ტოს­თან CSR Agency-სთან ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ და დიდი მად­ლო­ბა მათ ამ ძა­ლის­ხმე­ვი­სათ­ვის. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის სრულ­ყო­ფი­ლი დო­კუ­მენ­ტი.

ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კომ­პა­ნი­ა­ში ბევ­რი სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბა დავ­ნერ­გეთ. და­ვი­წყეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ და CSR ჩვე­ნი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად ვაქ­ცი­ეთ“.

CSR სტრა­ტე­გი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ას­თან ერ­თად, „თბი­ლი­სის ციფ­რულ სივ­რცე­ში“ „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის ერთი წელი შე­ა­ჯა­მა. ღო­ნის­ძი­ე­ბი­სათ­ვის ლო­კა­ცია სა­გან­გე­ბოდ შე­არ­ჩი­ეს, სტუმ­რე­ბი ციფ­რულ ექ­სპო­ზი­ცი­ა­ზე მი­იწ­ვი­ეს და 2022 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი პრო­ექ­ცი­ის სა­ხით წა­რუდ­გი­ნეს.

2022 წელი ჰოლ­დინ­გმა ზრუნ­ვის წლად გა­მო­ა­ცხა­და. შე­იქ­მნა ზრუნ­ვის პლატ­ფორ­მა Tegeta.care, სა­დაც ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სჭირ­დე­ბათ მხარ­და­ჭე­რა. პლატ­ფორ­მის დო­ნა­ცი­ე­ბით 100 000-ზე მეტი ლარი შეგ­როვ­და.

2022 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ზრუნ­ვის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად, გან­ხორ­ცი­ელ­და სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო იდე­ა­სა და მიზ­ნებს პა­სუ­ხობს.

თე­გე­ტას 2022 წლის CSR პრო­ექ­ტე­ბის შე­დე­გე­ბი ასე­თია: ცოდ­ნა აი­მაღ­ლა 100-ამდე სო­ცი­ა­ლურ­მა მე­წარ­მემ; გა­ნათ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო 200-ზე მეტი მო­ზარ­დი; 30-ამდე ქალი პრო­ფე­სი­უ­ლად გა­დამ­ზად­და; 600-ზე მეტ­მა ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა მი­ი­ღო სა­სურ­ვე­ლი სა­ჩუ­ქა­რი; 200-ზე მეტ ცხო­ველს ჩა­უ­ტარ­და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი; გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, გა­და­მუ­შავ­და ტო­ნო­ბით ნარ­ჩე­ნი ზეთი, სა­ბუ­რა­ვი და აკუ­მუ­ლა­ტო­რი; და­ი­ზო­გა 2800 შეკ­ვრა ქა­ღალ­დი და 50 000-ამდე პლასტმა­სის ბოთ­ლი გა­და­იგ­ზავ­ნა გა­და­სა­მუ­შა­ვებ­ლად.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

პასუხისმგებლობიანი ბიზნესი - "თეგეტა ჰოლდინგმა" CSR სტრატეგია წარადგინა

პასუხისმგებლობიანი ბიზნესი - "თეგეტა ჰოლდინგმა" CSR სტრატეგია წარადგინა
  • ამიერკავკასიაში ავტოსფეროს ლიდერი კომპანია ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია შეიმუშავა
  • თანამშრომელთა კეთილდღეობა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და უსაფრთხოება ჩარჩო დოკუმენტის პრიორიტეტული მიმართულებებია
  • თეგეტას თანამშრომლების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიისათვის კომპანიამ 2022 წლის CSR პროექტების ანგარიში წარადგინა

„თეგეტა ჰოლდინგი“ პირველი ქართული მსხვილი კომპანიაა, რომელმაც ევროპულ სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა. დოკუმენტში განსაზღვრულია ჰოლდინგის ხედვა, ზოგადი პოლიტიკა, გრძელვადიანი მიზნები და სამოქმედო მიმართულებები მდგრადი განვითარების ყველა ძირითადი სფეროს მიხედვით.

კვლევის საფუძველზე განისაზღვრა სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები - თანამშრომლების კეთილდღეობა; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა; უსაფრთხოება. თითოეულ მიმართულებაზე შემუშავდა სტრატეგიული გეგმები, რომელთა განხორციელებას კომპანია 2030 წლამდე პერიოდში აპირებს. დოკუმენტის პრეზენტაცია „თბილისის ციფრულ სივრცეში“ გაიმართა.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „თეგეტასთვის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა ჰოლდინგის იდენტობად მიგვაჩნია. თეგეტასთვის, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელოა. მეამაყება, რომ ჩვენ ვართ პირველი ქართული მსხვილი კომპანია, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით CSR სტრატეგია შეიმუშავა. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, შევქმნათ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, კომპანიისა და მის მიმართ ყველა დაინტერესებული მხარისთვის სასარგებლო ბიზნესმოდელი“.

გრძელვადიანი სტრატეგია კვლევის საფუძველზე მომზადდა. გამოიკითხა სამიზნე ჯგუფები, მათ შორის ჰოლდინგის ის თანამშრომლები, რომელთა უშუალო ჩართულობაც აუცილებელი იქნება სტრატეგიის განხორციელებისთვის. განისაზღვრა „თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობის სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ზეგავლენები. გამოვლინდნენ დაინტერესებული პირები, გამოიკვეთა კომპანიის CSR საქმიანობის ძლიერი მხარეები, ნაკლოვანებები და გაუმჯობესების პოტენციური სფეროები. განისაზღვრა კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებები, გრძელვადიანი მიზნები, ამოცანები და სტრატეგიის საზომი ინსტრუმენტები.

კომპანიის ხედვასთან ინტეგრირებული CSR სტრატეგია მოწვეულ სტუმრებს „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა და კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა წარუდგინეს.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ამ ერთგვარ გზამკვლევში თავმოყრილია ჰოლდინგის საყრდენი ღირებულებები, ის მიზნები და ამოცანები, რაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელებასა და განვითარებაში გადამწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ წლების განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა სოციალურ პროექტს, ეს პროცესი ერთ სისტემაში არ იყო მოქცეული. საჭიროებამ მოიტანა მიმართულების შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა მდგრადი განვითარების პროექტებზე. ამ პროცესების ეფექტიანი მუშაობისთვის კი აუცილებელი იყო მისი დოკუმენტირება. სტრატეგიის შემუშავება ხანგრძლივი პროცესი გახლდათ. მასზე საკონსულტაციო სააგენტოსთან CSR Agency-სთან ერთად ვიმუშავეთ და დიდი მადლობა მათ ამ ძალისხმევისათვის. შედეგად მივიღეთ კორპორაციული მდგრადობის სრულყოფილი დოკუმენტი.

ბოლო პერიოდის განმავლობაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიაში ბევრი სასიკეთო ცვლილება დავნერგეთ. დავიწყეთ თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, პარტნიორებთან ერთად უპრეცედენტო პროექტები განვახორციელეთ და CSR ჩვენი კორპორაციული კულტურის განუყოფელ ნაწილად ვაქციეთ“.

CSR სტრატეგიის პრეზენტაციასთან ერთად, „თბილისის ციფრულ სივრცეში“ „თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა. ღონისძიებისათვის ლოკაცია საგანგებოდ შეარჩიეს, სტუმრები ციფრულ ექსპოზიციაზე მიიწვიეს და 2022 წელს განხორციელებული პროექტები პროექციის სახით წარუდგინეს.

2022 წელი ჰოლდინგმა ზრუნვის წლად გამოაცხადა. შეიქმნა ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care, სადაც ის ორგანიზაციებია გაერთიანებული, რომელთაც განსაკუთრებულად სჭირდებათ მხარდაჭერა. პლატფორმის დონაციებით 100 000-ზე მეტი ლარი შეგროვდა.

2022 წლის განმავლობაში, „თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის კამპანიის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, განხორციელდა სხვადასხვა პროექტი, რომლებიც მდგრადი განვითარების საერთაშორისო იდეასა და მიზნებს პასუხობს.

თეგეტას 2022 წლის CSR პროექტების შედეგები ასეთია: ცოდნა აიმაღლა 100-ამდე სოციალურმა მეწარმემ; განათლების წახალისების პროცესში ჩაერთო 200-ზე მეტი მოზარდი; 30-ამდე ქალი პროფესიულად გადამზადდა; 600-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო სასურველი საჩუქარი; 200-ზე მეტ ცხოველს ჩაუტარდა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროცედურები; გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გადამუშავდა ტონობით ნარჩენი ზეთი, საბურავი და აკუმულატორი; დაიზოგა 2800 შეკვრა ქაღალდი და 50 000-ამდე პლასტმასის ბოთლი გადაიგზავნა გადასამუშავებლად.

NS