პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ტკივილი რისხვად გადაიქცა" - მწვავე პროტესტი და შეტაკებები ათენში: მატარებლების შეჯახების საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული, ტრანსპორტის მინისტრი კი გადადგა
"ჩვენი ტკივილი რისხვად გადაიქცა" - მწვავე პროტესტი და შეტაკებები ათენში: მატარებლების შეჯახების საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული, ტრანსპორტის მინისტრი კი გადადგა

პირ­ველ მარტს სა­ბერ­ძნეთ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. ერ­თმა­ნეთს სამ­გზავ­რო და სატ­ვირ­თო მა­ტა­რებ­ლე­ბი შე­ე­ჯა­ხა, რა­საც ათო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 43-მდე გა­ი­ზარ­და.

მე­დი­ის ცნო­ბით, და­ღუ­პულ­თა შო­რის უმე­ტე­სო­ბა სტუ­დენ­ტე­ბი, 20 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც თე­სა­ლო­ნიკ­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. მას შემ­დეგ, რაც შა­ბათ-კვი­რას მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მარ­ხვის და­წყე­ბა აღ­ნიშ­ნეს.

სა­ბერ­ძნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, კი­რი­ა­კოს მი­ცო­ტა­კის­მა, სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ა­ცხა­და და სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბის დაშ­ვე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა. "ეს არის სა­ში­ნე­ლი სარ­კი­ნიგ­ზო ავა­რია, რო­მე­ლიც უპ­რე­ცე­დენ­ტოა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა. კი­რი­ა­კოს მი­ცო­ტა­კის­მა პი­რო­ბა დადო, რომ მომ­ხდა­რის მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად სრულ­ყო­ფი­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა.

ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სა­ბერ­ძნე­თის ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრი გა­დად­გა და გა­ნა­ცხა­და, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს. მისი თქმით, სარ­კი­ნიგ­ზო სის­ტე­მა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი იყო და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და 21-ე სა­უ­კუ­ნის სტან­დარ­ტებს.

ლა­რი­სა­ში სად­გუ­რის 59 წლის თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სხვი­სი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუხ­ლით. და­კა­ვე­ბულ­მა უარ­ყო რა­ი­მე სა­ხის დარ­ღვე­ვა და ავა­რი­ის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი და­ა­სა­ხე­ლა.

  • მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სა­ბერ­ძნე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მწვა­ვე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა. ათენ­ში შე­ტა­კე­ბე­ბი იყო მო­მი­ტინ­გე­ებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის Hellenic Train-ის ოფის­თან. ეს არის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ბერ­ძნე­თის რკი­ნიგ­ზის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბა­ზე.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ასე­ვე გა­ი­მარ­თა სა­ლო­ნიკ­ში და ქა­ლაქ ლა­რი­სა­ში, სა­დაც ეს ტრა­გე­დია მოხ­და. სა­ბერ­ძნე­თის სარ­კი­ნიგ­ზო კავ­ში­რის წევ­რე­ბი თვლი­ან, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა არ მუ­შა­ობ­და გა­მარ­თუ­ლად და ამის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აფრ­თხი­ლებ­დნენ.

"ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი რის­ხვად გა­და­იქ­ცა ათე­უ­ლო­ბით და­ღუ­პუ­ლი და და­შა­ვე­ბუ­ლი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის გამო; სა­ბერ­ძნე­თის რკი­ნიგ­ზის მი­მართ მთავ­რო­ბე­ბის მიერ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ლე­ნილ­მა უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია ეს ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი“, - ნათ­ქვა­მია სა­ბერ­ძნე­თის პროფ­კავ­ში­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nini
0

ღმერთო რამხელა ტრაგედიაა,ვუსამძიმრებ ბერძენ ხალხს....ისე ნამუსიანი ტრანსპორტის მინისტრი კი ყოლიათ.....

ციციკორე
22

ასე ხდება ნორმალურ ქვეყანაში. პასუხისმგებელი პირი, მინიმუმ გადადგომაზე წერს განცხადებას. ჩვენთან: საწყალი კახი, ყველაზე მეტად ეგ განიცდის. რა მაგის ბრალია?! და ასეთები. იგივე ეხება სხვა ჩინოვნიკებსაც. მაგალითად, ბათუმში საცლის ჩამონგრევახე, სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობა-0.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ჩვენი ტკივილი რისხვად გადაიქცა" - მწვავე პროტესტი და შეტაკებები ათენში: მატარებლების შეჯახების საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული, ტრანსპორტის მინისტრი კი გადადგა

"ჩვენი ტკივილი რისხვად გადაიქცა" - მწვავე პროტესტი და შეტაკებები ათენში: მატარებლების შეჯახების საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული, ტრანსპორტის მინისტრი კი გადადგა

პირველ მარტს საბერძნეთში უდიდესი ტრაგედია მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის უმეტესობა სტუდენტები, 20 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებიც თესალონიკში ბრუნდებოდნენ. მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას მართლმადიდებლური მარხვის დაწყება აღნიშნეს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და სახელმწიფო დროშების დაშვების განკარგულება გასცა. "ეს არის საშინელი სარკინიგზო ავარია, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა. კირიაკოს მიცოტაკისმა პირობა დადო, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება.

ტრაგედიის შემდეგ საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი გადადგა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს. მისი თქმით, სარკინიგზო სისტემა დიდი ხნის განმავლობაში გამოსასწორებელი იყო და არ შეესაბამებოდა 21-ე საუკუნის სტანდარტებს.

ლარისაში სადგურის 59 წლის თანამშრომელი დააკავეს გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობის მუხლით. დაკავებულმა უარყო რაიმე სახის დარღვევა და ავარიის გამომწვევ მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა.

  • მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში მწვავე საპროტესტო აქცია გაიმართა. ათენში შეტაკებები იყო მომიტინგეებსა და აქციის მონაწილეებს შორის Hellenic Train-ის ოფისთან. ეს არის კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია საბერძნეთის რკინიგზის გამართულად მუშაობაზე.

საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა სალონიკში და ქალაქ ლარისაში, სადაც ეს ტრაგედია მოხდა. საბერძნეთის სარკინიგზო კავშირის წევრები თვლიან, რომ უსაფრთხოების სისტემა არ მუშაობდა გამართულად და ამის შესახებ შესაბამის უწყებებს მრავალი წლის განმავლობაში აფრთხილებდნენ.

"ჩვენი ტკივილი რისხვად გადაიქცა ათეულობით დაღუპული და დაშავებული თანამოქალაქის გამო; საბერძნეთის რკინიგზის მიმართ მთავრობების მიერ წლების განმავლობაში გამოვლენილმა უპატივცემულობამ გამოიწვია ეს ტრაგიკული შედეგი“, - ნათქვამია საბერძნეთის პროფკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.