პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც ხმას მისცემს "ხალხის ძალის" კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი" - დეგნანი
"ვინც ხმას მისცემს "ხალხის ძალის" კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი" - დეგნანი

ვინც ხმას მის­ცემს "ხალ­ხის ძა­ლის" კა­ნონპ­რო­ექ­ტის ნე­ბის­მი­ერ ვერ­სი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის რის­კის ქვეშ და­ყე­ნე­ბის­თვის პირ­და­პირ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა კელი დეგ­ნან­მა მწე­რალ­თა სახ­ლში “რეპ­რე­სი­რე­ბულ მწე­რალ­თა მუ­ზე­უ­მის” გახ­სნა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი­სას გა­ნა­ცხა­და.

დიპ­ლო­მა­ტის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის „არ­ცერ­თი ვერ­სია არ სჭირ­დე­ბა“.

"აქ რე­ა­ლუ­რი კი­თხვაა - რა არის სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ში? ნა­თე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს [კა­ნონპ­რო­ქე­ტის] არ­ცერ­თი ვერ­სია არ სჭირ­დე­ბა, ეს კა­ნო­ნი არ სჭირ­დე­ბა.

და ასე­ვე ნა­თე­ლია, რომ ვინც ხმას მის­ცემს ნე­ბის­მი­ერ ვერ­სი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის რის­კის ქვეშ და­ყე­ნე­ბის­თვის პირ­და­პირ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

გა­ე­რომ, აშშ-მა, ევ­რო­კავ­შირ­მა, ევ­რო­პის საბ­ჭომ, ბევ­რმა წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფომ, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რებ­მა არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ არ მი­ი­ღოს ეს კა­ნო­ნი, შე­ჩერ­დეს ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, ვი­ნა­ი­დან, ეს საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნებს იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბას, მათ შო­რის იმ ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბას, რო­მელ­თა ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი ხალ­ხის ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბენ, რაც გუ­ლის­ხმობს უსაფრ­თხო წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალს. და ეს საქ­მე, რაც უკვე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რებ­სა და მის ად­გი­ლობ­რივ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

ასე რომ კი­თხვა ჩნდე­ბა - რა­ტომ? რა არის ამ კა­ნო­ნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი? და რა არის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გად ვხე­დავთ, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევრო-ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალს ნამ­დვი­ლად საფრ­თხის ქვეშ ჩა­აგ­დებს, რაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ძა­ლი­ან მკა­ფიო არ­ჩე­ვა­ნია”, - თქვა დეგ­ნან­მა.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
0

გადაუთარგმნეთ მაინც, მარა კიდიათ და შე..........

ჰოდა
0

დეგნან ჯან, ეგ კანონი თქვენი ამერიკულის ასლია, გაიგე თუ ყურებში ბამბა გაქვს ჩადებული? ესე იგი გამოდის რომ თქვენი კანონი რუსული ყოფილა? მაშ მალადეც პუტინი თუ ამერიკას თავისი კანონი მიაღებინა. მოკლედ, ხომ გაგითავდა უფლებამოსილება, ჰოდა ჩაჯექი თვითმფრინავში და რუსული ხომალდის გზას გაუყევი. თვითმფრინავით უფრო ჩქარა მიაღწევ. Have a nice trip!

ავტორი:

"ვინც ხმას მისცემს "ხალხის ძალის" კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი" - დეგნანი

"ვინც ხმას მისცემს "ხალხის ძალის" კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი" - დეგნანი

ვინც ხმას მისცემს "ხალხის ძალის" კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მწერალთა სახლში “რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის” გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

დიპლომატის თქმით, საქართველოს გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტების „არცერთი ვერსია არ სჭირდება“.

"აქ რეალური კითხვაა - რა არის საქართველოს ინტერესებში? ნათელია, რომ საქართველოს [კანონპროქეტის] არცერთი ვერსია არ სჭირდება, ეს კანონი არ სჭირდება.

და ასევე ნათელია, რომ ვინც ხმას მისცემს ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი.

გაერომ, აშშ-მა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, ბევრმა წევრმა სახელმწიფომ, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს მეგობრებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი, შეჩერდეს ამ კანონის მიღება, ვინაიდან, ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ ორგანიზაციების მუშაობას, მათ შორის იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადგილობრივი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, რომლებიც საერთო მიზნებისთვის მუშაობენ, რაც გულისხმობს უსაფრთხო წარმატებულ მომავალს. და ეს საქმე, რაც უკვე წლების განმავლობაში გრძელდება საქართველოს მეგობრებსა და მის ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ასე რომ კითხვა ჩნდება - რატომ? რა არის ამ კანონის მთავარი მიზანი? და რა არის მთავარი მიზეზი, რადგან ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს ნამდვილად საფრთხის ქვეშ ჩააგდებს, რაც ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანია”, - თქვა დეგნანმა.