პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა - ხელისუფლება კი დასავლეთის სასურსათო დახმარებას "მოწამლულ კანფეტს" უწოდებს და ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებს
ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა -  ხელისუფლება კი დასავლეთის სასურსათო დახმარებას  "მოწამლულ კანფეტს" უწოდებს და ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებს

სამ­ხრეთ კო­რე­ის ცნო­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის უამ­რავ პრო­ვინ­ცი­ა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის შიმ­ში­ლის­გან სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი იზ­რდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კიმ ჩენ ინის რე­ჟი­მი წი­ნა­აღ­მდე­გია, რომ სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღოს. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მთა­ვა­რი სა­ხელ­მწი­ფო გა­ზე­თის, Rodong Sinmun-ის თქმით, სურ­სა­თის დე­ფი­ციტ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად გა­რე­დან შე­მო­სუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა "მო­წამ­ლუ­ლი კან­ფე­ტის“ ჭა­მას ჰგავს.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა სურ­სა­თის ნაკ­ლე­ბო­ბის პრობ­ლე­მას უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ებ­რძვის. ეს ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბით, ჩი­ნეთ­თან ვაჭ­რო­ბის მკვეთ­რი შე­ფერ­ხე­ბით, სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტვით და კო­რო­ნა­ვირუ­სის "ლოკ­და­უ­ნე­ბი­თაა“ გა­მოწ­ვე­უ­ლი.

Rodong Sinmun-მა მკი­თხველს ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და და "იმ­პე­რი­ა­ლის­ტე­ბის­გან“ დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლა. მათი თქმით, ეს მა­ხეა: მათ სურთ გა­მო­იმ­წყვდი­ონ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე მდგო­მი ქვეყ­ნე­ბი, რათა გა­ძარ­ცვონ ისი­ნი და და­ი­მორ­ჩი­ლონ, შემ­დეგ კი მათ შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ე­რი­ონ: "შეც­დო­მა იქ­ნე­ბა, თუ ეკო­ნო­მი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მო­წამ­ლუ­ლი კან­ფე­ტის მი­ღე­ბა­ზე თან­ხმო­ბით შე­ვეც­დე­ბით“,- ნათ­ქვა­მია მუ­შა­თა პარ­ტი­ის გა­ზე­თის კო­მენ­ტარ­ში.

გა­ე­როს სა­ა­გენ­ტო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბამ და და­სავ­ლურ­მა დახ­მა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა მი­ა­ტო­ვეს, შე­დე­გად, ქვეყ­ნის­თვის სურ­სა­თის მი­ღე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ რე­სურ­სად ჩი­ნე­თი რჩე­ბა.

"სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბა წინა წელ­თან შე­და­რე­ბით შემ­ცირ­და და საკ­ვე­ბის მი­წო­დე­ბის და გა­ნა­წი­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბის გამო, დის­ტრი­ბუ­ცი­ის პრობ­ლე­მებ­მა იჩი­ნა თავი“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს სამ­ხრეთ კო­რე­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. მი­ნის­ტრმა, კვონ იანგ-სემ გა­ნა­ცხა­და, რომ ფხე­ნი­ან­მა გა­ე­როს სურ­სა­თის სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რა სთხო­ვა, მაგ­რამ მო­ნი­ტო­რინ­გის სა­კი­თხზე უთან­ხმო­ე­ბის გამო, პროგ­რე­სი არ ყო­ფი­ლა.

38North.org-ის ანა­ლი­ზის თა­ნახ­მად, ქვე­ყა­ნა­ში საკ­ვე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ასე­თი არამ­დგრა­დი 1990-იანი წლე­ბის ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ აღარ ყო­ფი­ლა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

2022 წელს, მსოფ­ლი­ოს სა­სურ­სა­თო პროგ­რა­მის გა­მოთ­ვლით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მო­სახ­ლე­ო­ბის 40%-ზე მეტი, და­ახ­ლო­ე­ბით 10.7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი, არა­საკ­მა­რი­სად იკ­ვე­ბე­ბო­და და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, ეს რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა. კლი­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა კა­ტას­ტრო­ფებ­მა, რო­გო­რი­ცაა გვალ­ვა, წყალ­დი­დო­ბა, ტა­ი­ფუ­ნი და სი­ცხის ტალ­ღე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბას აფერ­ხე­ბენ, კი­დევ უფრო გა­ა­უ­ა­რე­სა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სურ­სა­თის ნაკ­ლე­ბო­ბის პრობ­ლე­მა.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბნელებს
0

შტატების ვასალები: სინგაპური, ინდონეზია, ტაივანი,სამხრეთ კორეა, ავსტრალია, კანადა და ევროკავშირი. რუსეთის: ირანი, სირია, ვენესუელა, კუბა, ვანუატუ და ჩრდილოეთ კორეა! ქოცებმა ამ მეორისთვის გაგვიმეტეს! ჰე, შემოსცხეთ ტროლებო კლავიატურას. ჩვენი ფულებით ნაყიდი კომპიუტერები ქე გაქვთ!

******
0

მე ის მიკვირს?! აქ ვცხოვრობთ, ჩვენს ქვეყანას რა უბედურება ჭირს ის ვერ გაგვიგია და ჩრდილოეთ კორეის ბედნიერი ცხოვრების რატომ ჯერა მაინცდამაინც ამდენ საქართველოს მოქალაქეს? ასეთი აყვავებული სამშობლო თუ უნდათ, წესით პრეტენზიაც არ უნდა ჰქონდეთ. 

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა - ხელისუფლება კი დასავლეთის სასურსათო დახმარებას "მოწამლულ კანფეტს" უწოდებს და ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებს

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა -  ხელისუფლება კი დასავლეთის სასურსათო დახმარებას  "მოწამლულ კანფეტს" უწოდებს და ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებს

სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის უამრავ პროვინციაში, მოსახლეობის შიმშილისგან სიკვდილის შემთხვევები იზრდება. მიუხედავად ამისა, კიმ ჩენ ინის რეჟიმი წინააღმდეგია, რომ სხვა ქვეყნებისგან დახმარება მიიღოს. ჩრდილოეთ კორეის მთავარი სახელმწიფო გაზეთის, Rodong Sinmun-ის თქმით, სურსათის დეფიციტთან გასამკლავებლად გარედან შემოსული დახმარების მიღება "მოწამლული კანფეტის“ ჭამას ჰგავს.

ჩრდილოეთ კორეა სურსათის ნაკლებობის პრობლემას უკვე რამდენიმე წელია ებრძვის. ეს ბუნებრივი კატასტროფებით, საერთაშორისო სანქციებით, ჩინეთთან ვაჭრობის მკვეთრი შეფერხებით, საზღვრების ჩაკეტვით და კორონავირუსის "ლოკდაუნებითაა“ გამოწვეული.

Rodong Sinmun-მა მკითხველს ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და "იმპერიალისტებისგან“ დახმარების მიღების შესახებ გაფრთხილა. მათი თქმით, ეს მახეა: მათ სურთ გამოიმწყვდიონ პრობლემის წინაშე მდგომი ქვეყნები, რათა გაძარცვონ ისინი და დაიმორჩილონ, შემდეგ კი მათ შიდა პოლიტიკაში ჩაერიონ: "შეცდომა იქნება, თუ ეკონომიკის გაუმჯობესებას მოწამლული კანფეტის მიღებაზე თანხმობით შევეცდებით“,- ნათქვამია მუშათა პარტიის გაზეთის კომენტარში.

გაეროს სააგენტოების უმეტესობამ და დასავლურმა დახმარების ორგანიზაციებმა ჩრდილოეთ კორეა მიატოვეს, შედეგად, ქვეყნისთვის სურსათის მიღების ერთ-ერთ მთავარ რესურსად ჩინეთი რჩება.

"სურსათის წარმოება წინა წელთან შედარებით შემცირდა და საკვების მიწოდების და განაწილების პოლიტიკის ცვლილების გამო, დისტრიბუციის პრობლემებმა იჩინა თავი“, - განუცხადა ჟურნალისტებს სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს წარმომადგენელმა. მინისტრმა, კვონ იანგ-სემ განაცხადა, რომ ფხენიანმა გაეროს სურსათის სააგენტოს მხარდაჭერა სთხოვა, მაგრამ მონიტორინგის საკითხზე უთანხმოების გამო, პროგრესი არ ყოფილა.

38North.org-ის ანალიზის თანახმად, ქვეყანაში საკვების ხელმისაწვდომობა ასეთი არამდგრადი 1990-იანი წლების ჩრდილოეთ კორეის შიმშილობის შემდეგ აღარ ყოფილა. ვარაუდობენ, რომ ამ პერიოდში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა.

2022 წელს, მსოფლიოს სასურსათო პროგრამის გამოთვლით, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 40%-ზე მეტი, დაახლოებით 10.7 მილიონი ადამიანი, არასაკმარისად იკვებებოდა და ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებდა. ექსპერტების თქმით, გასულ წელთან შედარებით, ეს რიცხვი გაიზრდება. კლიმატთან დაკავშირებულმა კატასტროფებმა, როგორიცაა გვალვა, წყალდიდობა, ტაიფუნი და სიცხის ტალღები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას აფერხებენ, კიდევ უფრო გააუარესა ჩრდილოეთ კორეის სურსათის ნაკლებობის პრობლემა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა