პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ მოგმართოთ ბატონო შალვა - ბატონო სპიკერო, თუ ბატონო აგენტო?!" - ანა ნაცვლიშვილი შალვა პაპუაშვილს
"როგორ მოგმართოთ ბატონო შალვა - ბატონო სპიკერო, თუ ბატონო აგენტო?!" - ანა ნაცვლიშვილი შალვა პაპუაშვილს

"რო­გორ მოგ­მარ­თოთ ბა­ტო­ნო შალ­ვა - ბა­ტო­ნო სპი­კე­რო, თუ ბა­ტო­ნო აგენ­ტო?! ყო­ფი­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი აგენ­ტი, მე ასე მოგ­მარ­თავთ, რად­გან თქვენც იმ წი­ა­ღი­დან მო­დი­ხართ, რო­მელ­საც ახლა აგენ­ტად გა­მო­ცხა­დე­ბას უპი­რებთ. ბა­ტო­ნო შალ­ვა, უკვე ხვდე­ბით, რომ ამ კა­ნონს ხელს არ მო­ა­წერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და პი­რა­დად თქვე­ნი სა­ხე­ლის და გვა­რის და­ფიქ­სი­რე­ბა მო­გი­წევთ ამ კა­ნო­ნის ქვეშ, რი­თაც გა­და­ხა­ზავთ სა­კუ­თარ წარ­სულს, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ გად­მო­ბარ­გე­ბის შემ­დეგ აკე­თებთ", - ასე მი­მარ­თა "ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა "ხალ­ხის ძა­ლის“ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

ნაც­ვლიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას აუქ­მებს.

"მე ვერ მო­ვის­მი­ნე თქვე­ნი მხრი­დან და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პა­სუ­ხი, თუ რა­ტომ არ არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცია იქ, სა­დაც უნდა იყოს ახლა, კი­ევ­ში, სა­დაც გლო­ბა­ლუ­რი ლი­დე­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან ახა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის­თვის. ჩვენ უკვე ვი­ყა­ვით იქ და ეს იყო სწო­რი ნა­ბი­ჯი. გუ­შინ თქვენ არ გქონ­დათ არა­ნა­ი­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, რა­ტომ თქვით უარი მოწ­ვე­ვა­ზე ისე, რომ არც კი გან­გი­ხი­ლავთ არა­ვის­თან და ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბა "მე­გობ­რო­ბის ჯგუ­ფის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბა­ტო­ნი თა­ლაკ­ვა­ძე. არ აქვს არა­ფე­რი სათ­ქმე­ლი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ტომ ვერ ჩა­ვი­და კი­ევ­ში?! ძა­ლი­ან ცუდი, ეს უკვე პა­სუ­ხია მისი მხრი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ კა­ნონს, აქ ოჩი­გა­ვას საქ­მე­ზე რომ ლა­პა­რა­კობ­დით, შემ­თხვე­ვით, ხომ არ მო­გი­კი­თხავთ, ეს საქ­მე ვინ მო­ი­გო, ვინ მუ­შა­ობ­და ამ საქ­მე­ზე ისე­ვე, რო­გორც ნა­წა­მე­ბი პა­ტიმ­რე­ბის და და­ჩაგ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მე­ებ­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში? - ზუს­ტად ის ხალ­ხი მუ­შა­ობ­და, რო­მელ­საც თქვენ ახლა უპი­რებთ უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბი და­არ­ქვათ და შემ­დეგ ქუ­ჩებ­ში მი­უქ­სი­ოთ თქვე­ნი "ტი­ტუშ­კე­ბი“ - აი, ეს არის სცე­ნა­რი. თქვენ, ბა­ტო­ნო შალ­ვა, ძა­ლი­ან კარ­გად იცით, რომ თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რი, რო­მელ­საც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მე­დი­ე­ბი, აქ­ტი­ვის­ტთა ჯგუ­ფე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იღე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან, რომ­ლის­გა­ნაც თქვენ, ბი­უ­ჯეტ­ში იღებთ მი­ლი­ო­ნო­ბით თან­ხას და იგი­ვე პარტნი­ო­რე­ბი აფი­ნან­სე­ბენ ჩვენს თავ­დაც­ვას, ჯან­დაც­ვას, გა­ნათ­ლე­ბას, გე­ლა­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და ა.შ. აი, ის თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბა გამჭვირ­ვა­ლედ და რო­გორც დო­ნო­რე­ბი, ისე­ვე სა­ხელ­მწი­ფო სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს, ვის­გან მო­დის ეს თან­ხე­ბი და შე­მირ­ცხვე­ნია იმ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა, რო­მელ­საც ჰგო­ნია, რომ მის ქვე­ყა­ნა­ში რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა აგენ­ტუ­რულ ქსელს აბამს და იმას ელო­დე­ბა, რომ აგენ­ტი მივა და და­წერს აგენ­ტი ვარო. ეს შე­უ­რა­ცხყო­ფაა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის. თუ ასე­თი რამე ხდე­ბა, თუ გავ­ლე­ნე­ბის ქსე­ლია გაბ­მუ­ლი და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ელო­დე­ბა, ვინ რო­დის გა­მო­ი­ცხა­დებს თავს აგენ­ტად, სირ­ცხვი­ლია ეს.

თქვენ ძა­ლი­ან კარ­გად იცით, რომ ეს გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნი არ არის, ეს არის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც აუქ­მებს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ ქვე­ყა­ნა­ში. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა გა­მოც­ნო­ბა და თე­ო­რი­უ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი. ჩვენ ვნა­ხეთ რუ­სეთ­ში ამ კა­ნო­ნის შე­დე­გე­ბი. ბა­ტო­ნო შალ­ვა, უკვე ხვდე­ბით, რომ ამ კა­ნონს ხელს არ მო­ა­წერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და პი­რა­დად თქვე­ნი სა­ხე­ლის და გვა­რის და­ფიქ­სი­რე­ბა მო­გი­წევთ ამ კა­ნო­ნის ქვეშ, რი­თაც გა­და­ხა­ზავთ სა­კუ­თარ წარ­სულს, იმ წარ­სულს, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ გად­მო­ბარ­გე­ბის შემ­დეგ აკე­თებთ. ამა­ზე იფიქ­რეთ“, - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ხალ­ხის ძა­ლის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით“ უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის რე­ესტრი შე­იქ­მნე­ბა, სა­დაც ყვე­ლა ის არა­სა­მე­წარ­მეო იუ­რი­დი­უ­ლი პირი და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა და­რე­გის­ტრირ­დე­ბა, რო­მელ­თა შე­მო­სავ­ლე­ბის 20%-ზე მეტი უცხო­უ­რი ძა­ლე­ბის მიერ ფი­ნანსდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
0

ჩვენი ლოყებ ღაჟღაჟა გოგო ))))))))))))

 

ცოტა ჭამას რომ მოუკლო ურიგო არ იქნება გოგონი.

Maia
4

რა შტერია ეს გოგო

ამის მამაზე თქვეს მგონი, საწარმო გაძარცვა, ჯართად გაიტანა 90-იანებში

ქურდბაცაცას შვილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"როგორ მოგმართოთ ბატონო შალვა - ბატონო სპიკერო, თუ ბატონო აგენტო?!" - ანა ნაცვლიშვილი შალვა პაპუაშვილს

"როგორ მოგმართოთ ბატონო შალვა - ბატონო სპიკერო, თუ ბატონო აგენტო?!" - ანა ნაცვლიშვილი შალვა პაპუაშვილს

"როგორ მოგმართოთ ბატონო შალვა - ბატონო სპიკერო, თუ ბატონო აგენტო?! ყოფილი დამსახურებული აგენტი, მე ასე მოგმართავთ, რადგან თქვენც იმ წიაღიდან მოდიხართ, რომელსაც ახლა აგენტად გამოცხადებას უპირებთ. ბატონო შალვა, უკვე ხვდებით, რომ ამ კანონს ხელს არ მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელის და გვარის დაფიქსირება მოგიწევთ ამ კანონის ქვეშ, რითაც გადახაზავთ საკუთარ წარსულს, რომელიც გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე "ქართულ ოცნებაში“ გადმობარგების შემდეგ აკეთებთ", - ასე მიმართა "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა "ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე.

ნაცვლიშვილის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას აუქმებს.

"მე ვერ მოვისმინე თქვენი მხრიდან დამაჯერებელი პასუხი, თუ რატომ არ არის საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იქ, სადაც უნდა იყოს ახლა, კიევში, სადაც გლობალური ლიდერები იკრიბებიან ახალი უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ჩვენ უკვე ვიყავით იქ და ეს იყო სწორი ნაბიჯი. გუშინ თქვენ არ გქონდათ არანაირი ახსნა-განმარტება, რატომ თქვით უარი მოწვევაზე ისე, რომ არც კი განგიხილავთ არავისთან და ნიშანდობლივია, რომ დღევანდელ სხდომაზე არ იმყოფება "მეგობრობის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, ბატონი თალაკვაძე. არ აქვს არაფერი სათქმელი იმასთან დაკავშირებით, რატომ ვერ ჩავიდა კიევში?! ძალიან ცუდი, ეს უკვე პასუხია მისი მხრიდან.

რაც შეეხება ამ კანონს, აქ ოჩიგავას საქმეზე რომ ლაპარაკობდით, შემთხვევით, ხომ არ მოგიკითხავთ, ეს საქმე ვინ მოიგო, ვინ მუშაობდა ამ საქმეზე ისევე, როგორც ნაწამები პატიმრების და დაჩაგრული ადამიანების საქმეებზე წლების განმავლობაში? - ზუსტად ის ხალხი მუშაობდა, რომელსაც თქვენ ახლა უპირებთ უცხო ქვეყნის აგენტები დაარქვათ და შემდეგ ქუჩებში მიუქსიოთ თქვენი "ტიტუშკები“ - აი, ეს არის სცენარი. თქვენ, ბატონო შალვა, ძალიან კარგად იცით, რომ თითოეული თეთრი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები, აქტივისტთა ჯგუფები და მოქალაქეები იღებენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომლისგანაც თქვენ, ბიუჯეტში იღებთ მილიონობით თანხას და იგივე პარტნიორები აფინანსებენ ჩვენს თავდაცვას, ჯანდაცვას, განათლებას, გელათის რეაბილიტაციას და ა.შ. აი, ის თანხები იხარჯება გამჭვირვალედ და როგორც დონორები, ისევე სახელმწიფო სრულ ინფორმაციას ფლობს, ვისგან მოდის ეს თანხები და შემირცხვენია იმ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჰგონია, რომ მის ქვეყანაში რომელიმე ქვეყანა აგენტურულ ქსელს აბამს და იმას ელოდება, რომ აგენტი მივა და დაწერს აგენტი ვარო. ეს შეურაცხყოფაა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებისთვის. თუ ასეთი რამე ხდება, თუ გავლენების ქსელია გაბმული და უსაფრთხოების სამსახური ელოდება, ვინ როდის გამოიცხადებს თავს აგენტად, სირცხვილია ეს.

თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს გამჭვირვალობის კანონი არ არის, ეს არის კანონი, რომელიც აუქმებს სამოქალაქო საზოგადოებას ამ ქვეყანაში. ჩვენ არ გვჭირდება გამოცნობა და თეორიული ექსპერიმენტი. ჩვენ ვნახეთ რუსეთში ამ კანონის შედეგები. ბატონო შალვა, უკვე ხვდებით, რომ ამ კანონს ხელს არ მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელის და გვარის დაფიქსირება მოგიწევთ ამ კანონის ქვეშ, რითაც გადახაზავთ საკუთარ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე "ქართულ ოცნებაში“ გადმობარგების შემდეგ აკეთებთ. ამაზე იფიქრეთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.