ბაკურიანში სნოუბორდის, ფრისტაილისა და ფრისკის მსოფლიოს ჩემპიონატმა სტარტი 16 თებერვალს აიღო, როდესაც სპორტის ამ სახეობების ვარსკვლავებმა პირველი ვარჯიში ჩაატარეს, შემდგომ იყო ოფიციალური გახსნა და დღეს უკვე პირველი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების პირველი ორი კომპლექტი გათამაშდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ როგორც ვაჟთა, ისე ქალთა შორის. ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული იაპონელმა მიკი ცუბაკიმ მოიპოვა.
ვერცხლის მედალს ავსტრიელი დანიელა ულბინგი დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი პოლონეთის წარმომადგენელი ალექსანდრა კროლი გახდა.
ვაჟთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი პოლონელი ოსკარ კვიატკოვსკი გახდა, ვერცხლის მედალი შვეიცარიელმა დარიო კავიეზელმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოსმედალოსანი ავსტრიის წარმომადგენელი ალექსანდრ პაიერი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ვაჟთა შორის პარალელურ გიგანტურ სლალომში იასპარეზა რევაზ ნაზღაიძემ. ქართველმა სპორტსმენმა ასპარეზობა 39-ე ადგილზე დაასრულა. ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ მედლების 30 კომპლექტი გათამაშდება.
ბაკურიანში მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, შვილთან - პატარა მერიკოსთან ერთად, დაესწრო. მინისტრმა სიტყვით მიმართა ჩემპიონატის ყველა ორგანიზატორს, მონაწილესა და მხარდამჭერს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით მათ მადლობა გადაუხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩატარდება და ბაკურიანში შექმნილი ინფრასტრუქტურა დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება როგორც ქართველ, ისე უცხოელ სპორტსმენებსა თუ ტურისტებს.
ბაკურიანში ჩემპიონატმა სტარტი 16 თებერვალს აიღო და 5 მარტამდე გაგრძელდება.
ტურნირში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.
ინფორმაციისთვის:
სნოუბორდის, ფრისტაილისა და ფრისკის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ბაკურიანმა 2018 წელს მოიპოვა. ხუთწლიან მონაკვეთში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და სხვადასხვა უწყებებისა თუ კერძო სექტორის შეთანხმებული მუშაობით განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები: ბაკურიანში დიდველსა და კოხტაგორაზე მოეწყო ექვსი ახალი ტრასა და სამი საბაგირო გზა, რომლებიც ბაკურიანის ოთხ სათხილამურო ტრასას (მიტარბი, კოხტა, დიდველი და ტატრაპომა) დააკავშირებს.
30-კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო გათოვლიანების თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სისტემა. საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში განხორციელებული პროექტებისთვის 270 მილიონი ლარი გამოყო.აღსანიშნავია, რომ დაბა ბაკურიანი 2025 წელს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსაც უმასპინძლებს.
ნეტავ ყველას მიაკიᲗხავდნენ:))მერეც წერონ ბინᲫური კომენტარები
ბავშთან რა გინდათ ბოროტო ნაძირლებო?მასე ბოღმაში ამოგვხვებათ სული გარეწრებო