მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი უკრაინას რაკეტებით ესხმის თავს" - ზელენსკის ადმინისტრაცია მოსახლეობას აფრთხილებს
"რუსეთი უკრაინას რაკეტებით ესხმის თავს" - ზელენსკის ადმინისტრაცია მოსახლეობას აფრთხილებს

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ან­დრეი ერ­მა­კის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

ერ­მაკ­მა უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში არ უგუ­ლე­ბელ­ყონ.

ხარ­კო­ვის სამ­ხედ­რო გარ­ნი­ზო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლის, სერ­გეი მელ­ნი­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სებ­მა ფე­ო­დო­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან „კა­ლიბ­რის“ ტი­პის 6 რა­კე­ტა გა­ის­რო­ლეს.

მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს ლვო­ვის სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მაქ­სიმ კო­ზიც­კიც.

„ლვო­ვის ოლ­ქის მცხოვ­რებ­ლე­ბო, გა­და­დით თავ­შე­სა­ფარ­ში“, - წერს ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რუ­სე­ბის სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის გამო, სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში გა­მო­ცხად­და.

დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ში და კი­ე­ვის, ოდე­სი­სა და დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლ­ქებ­ში სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის საფრ­თხის გამო, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­წყდა. ამას­თან, ხმელ­ნიც­კის ოლ­ქის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სერ­ჰი გა­მა­ლიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ოლ­ქში ორი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა. მი­კო­ლა­ი­ვის ოლ­ქის სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ვი­ტა­ლი კიმ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რა­კე­ტის ნამ­სხვრე­ვე­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნდა და და­წე­რა, რომ ოლ­ქში სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა მუ­შა­ობს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მსაჯული
38

ზელენსკის რომ ომი აწყობს, როგორც მის დასავლელ მხარდამჭერებს, აშკარაა. ომმა დიდი ფული იცის და ეს მათთვის მისაღები ფორმაა, მაგრამ ეს მაინტერესებს, ნუთუ უკრაინაში პატრიოტი არ დარჩა, რომ ომის შესაჩერებლად რამე იღონოს? ქვას უთოვია იმ უკრაინაში, თუ უკრაინელები არ იცხოვრებენ. გასაგებია, ბევრი პატრიოტია და გულუბრყვილოც, რომლებიც ომში წინა ხაზზე იბრძვის და სისხლს ღვრის, მაგრამ ვისთვის, კაცი თუ აღარ დარჩა ცოცხალი. მოლაპარაკების მაგიდასთან რომ დასვას მხარეები, ასეთი კაცი ვერ(არ) მოინახა დღემდე. სამწუხაროა, დედაქალაქს მიადგნენ...

 

 

tngh
16

 უკრაინისათვის ფართოდ არის ღია "ნატოს" კარიც და "ევროკავშირის" ფანჯარაც... აბა საცოდავი ავტრიისა და შვეიცარიისავით ნეიტრალიტეტს ხომ არ აირჩევდა.

ავტორი:

"რუსეთი უკრაინას რაკეტებით ესხმის თავს" - ზელენსკის ადმინისტრაცია მოსახლეობას აფრთხილებს

"რუსეთი უკრაინას რაკეტებით ესხმის თავს" - ზელენსკის ადმინისტრაცია მოსახლეობას აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსები უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ.

ერმაკმა უკრაინის მოსახლეობას მოუწოდა, საჰაერო განგაში არ უგულებელყონ.

ხარკოვის სამხედრო გარნიზონის ხელმძღვანელის, სერგეი მელნიკის ინფორმაციით, რუსებმა ფეოდოსიის ტერიტორიიდან „კალიბრის“ ტიპის 6 რაკეტა გაისროლეს.

მოსახლეობას აფრთხილებს ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკიც.

„ლვოვის ოლქის მცხოვრებლებო, გადადით თავშესაფარში“, - წერს ის სოციალურ ქსელში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა.

დედაქალაქ კიევში და კიევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ამასთან, ხმელნიცკის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გამალიმ განაცხადა, რომ ოლქში ორი აფეთქების ხმა გაისმა. მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა სოციალურ ქსელში რაკეტის ნამსხვრევების ფოტო გამოაქვეყნდა და დაწერა, რომ ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.