პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უფალმა ერთი მხრივ დამაჯილდოვა, თუმცა, ამასთანავე, საშინელ დღეში ჩამაგდო..." - მანანა მენაბდის შემოქმედების 5 სტიქია
"უფალმა ერთი მხრივ დამაჯილდოვა, თუმცა, ამასთანავე, საშინელ დღეში ჩამაგდო..." - მანანა მენაბდის შემოქმედების 5 სტიქია

14 თე­ბერ­ვალს მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მა­ნა­ნა მე­ნაბ­დის სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. ეს არის მუ­სი­კო­სი, რო­მელ­თან შეხ­ვედ­რაც ადა­მი­ანს სულ სხვა სი­ხა­რულს ანი­ჭებს. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა სიღ­რმეს გძენს. ჯერ კი­დევ 80-იან წლებ­ში, მე­ნაბ­დე თბი­ლი­სუ­რი ბო­ჰე­მის ვარ­სკვლა­ვი იყო მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლე­გენ­და­რუ­ლი იშხნე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია, მას აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რა და ხმა აქვს. ხმა, რომ­ლის და­ვი­წყე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ღა­მოს წინ, კუ­ლი­სებ­ში შე­ვე­დი. თა­ვის ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად იჯდა და ელო­და საყ­ვა­რელ მა­ყუ­რე­ბელ­თან შეხ­ვედ­რას. უცებ, ჩუ­მად ჩა­ი­ლა­პა­რა­კა - რად მინ­დო­და, რას ავი­ჩე­მე ახლა ეს სა­ღა­მოო... წუხ­და, რად­გან ცოტა შე­უძ­ლოდ იყო. გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად მინ­და გი­თხრათ, და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო შედ­გა. დიდი ხანი ემო­ცი­ე­ბი­დან ვერ გა­მო­ვე­დით დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა სა­ღა­მოს შემ­დგომ, ემო­ცი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი გა­დაღ­ლი­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც დამ­თან­ხმდა ინ­ტერ­ვი­უ­ზე.

- უპირ­ვე­ლე­სად, უღ­რმე­სი მად­ლო­ბა, რომ დროს გვით­მობთ...

- მო­გე­სალ­მე­ბით. დიდი მად­ლო­ბა, რომ ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უს სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდათ. ყო­ველ­თვის სი­ხა­რუ­ლით ვხვდე­ბი ჩემს მა­ყუ­რე­ბელს. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა თი­თო­ე­ულ მათ­განს. ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რი ვარ მსმე­ნე­ლის და დღე­საც თი­თო­ე­ულ მათ­განს, ვინც დრო და ფული არ და­ი­ნა­ნა, დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი აქ მობ­რძა­ნე­ბის­თვის!

შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ ამ თე­ატ­რში ვარ. მი­შას მო­წა­ფედ მი­ვიჩ­ნევ თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხო­ლოდ სამი წელი ვი­ყა­ვი მისი სტუ­დენ­ტი. ამ წლებ­მა ბევ­რი რამ შემ­ძი­ნა პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით. ეს თე­ატ­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს. არ ვა­ჭარ­ბებ, ჩემი მე­ო­რე სახ­ლი­ვი­თაა. ამ თე­ატ­რის და­არ­სე­ბის, გახ­სნი­სა და მისი პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის მოწ­მე ვარ. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ბა­ტო­ნი მი­შას შე­დევ­რი დად­გმა “დონ ჟუ­ა­ნი” , რო­მელ­შიც ზურა ყიფ­ში­ძე და ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე თა­მა­შობ­დნენ მთა­ვარ რო­ლებს. ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი!

- ხომ არ გა­იხ­სე­ნებ­დით ბა­ტონ მი­შას და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პა­ტა­რა ამ­ბავს...სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ იყო მისი და­ბა­დე­ბის დღე...

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში პირ­ვე­ლი “ნათ­ლო­ბა” ბა­ტო­ნი მი­შას­გან მი­ვი­ღე. მან და­მი­ლო­ცა გზა სა­ერ­თოდ სცე­ნის­კენ. რო­დე­საც ასე­თი პი­როვ­ნე­ბა გაძ­ლევს “სცე­ნის საგ­ზურს”, ეს უკვე ძა­ლი­ან ბევ­რს გა­ვა­ლებს. თავს ვე­ღარ მის­ცემ უფ­ლე­ბას, მო­დუნ­დე. ასე მგო­ნია, ზე­ვი­დან დამ­ყუ­რებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უხა­რია, რომ მისი ერთ-ერთი "უძღე­ბი შვი­ლი“, ფი­გუ­რა­ლუ­რად თუ გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით, კვლავ მის თე­ატ­რში დაბ­რუნ­და, თა­ვის პრო­ფე­სი­ას და­უბ­რუნ­და და სუ­ლი­ე­რად მას­თან არის. სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მისი და­ბა­დე­ბის დღე იყო, რო­მე­ლიც თე­ატრმა, რო­გორც ყო­ველ­თვის, აღ­ნიშ­ნა. ვწუხ­ვარ, რომ ამ ზე­იმს ვერ და­ვეს­წა­რი. სულ თვალ­წინ მიდ­გას ჩემი სახ­ლის, ფა­ლი­აშ­ვი­ლის 33 ა - ს ბი­ნის ფან­ჯრი­დან, რო­გორ ვუთ­ვალ­თვა­ლებ­დი ბა­ტონ მი­შას. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­სა­ხე­და­ვი იყო. შველს ვამ­სგავ­სებ­დი. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მისი სტუ­დენ­ტი გავ­ხდე­ბო­დი?! მინ­და ერთი რამ გა­ვიხ­სე­ნო - ბა­ტო­ნი მიშა ბევ­რს ეწე­ო­და. ერთ ლექ­ცი­ა­ზე ისე მოხ­და, რომ არ იყო სა­ფერ­ფლე. ვიდ­რე სა­ფერ­ფლეს ეძებ­დნენ, ამ დროს მე, ბლოკ­ნო­ტი­დან ფურ­ცე­ლი ამოვ­ხიე და ქა­ღალ­დის ნავი გა­ვუ­კე­თე სა­ფერ­ფლის მა­გივ­რად. მი­შას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ეს იდეა და იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ვიდ­რე დავ­ტო­ვებ­დი ბა­ტონ მი­შა­სა და ინ­სტი­ტუტს, ვუ­კე­თებ­დი ამ ნა­ვებს. ჩემი წა­მოს­ვლის შემ­დეგ ეს ნავი-სა­ფერ­ფლე რო­გორც ტრა­დი­ცი­ად, ისე დარ­ჩა მისი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე. ასე რომ, ნუ­რა­ვინ შე­მე­ცი­ლე­ბა პირ­ვე­ლო­ბა­ში!

- სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ამ თე­ატ­რში დად­გით, რო­გორ ფიქ­რობთ, თა­ვად ბა­ტონ მი­შას რომ ენა­ხა, რას გე­ტყო­დათ?

- რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რას იტყო­და... რომ ვთქვა მო­ე­წო­ნე­ბო­და - მეთ­ქი, ნამ­დვი­ლად არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი, რომ ვთქვა, რომ არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, არც ეს იქ­ნე­ბა მარ­თა­ლი. მაგ­რამ თუკი იმას მი­ვი­ღებთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რომ მიშა არა მხო­ლოდ "ეს­პა­ნე­ლი მღვდე­ლის“,“დონ ჟუ­ა­ნის“ და სხვა მრა­ვა­ლი კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის რე­ჟი­სო­რია, არა­მედ “ან­ტი­გო­ნე­სა” და “ჭინჭრა­ქა­სიც”, ეს მაძ­ლევს უფ­ლე­ბას, ვი­ფიქ­რო, რომ ძა­ლი­ან და­ა­ინ­ტე­რე­სებ­და ჩემი ხედ­ვა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უეჭ­ვე­ლად შევ­კა­მათ­დე­ბო­დით და ისეთ რა­მეს შე­მომ­თა­ვა­ზებ­და, რა­საც მე ვე­რას­დროს მო­ვი­ფიქ­რებ.

- საქ­მე ის არის, რომ თქვენ მა­ინც სიმ­ღე­რას­თან ასო­ცირ­დე­ბით...

- იცით, უფალ­მა ერთი მხრივ და­მა­ჯილ­დო­ვა, თუმ­ცა ამას­თა­ნა­ვე სა­ში­ნელ დღე­ში ჩა­მაგ­დო, იმი­ტომ, რომ ბევ­რი რამე ხელ­მე­წი­ფე­ბა. ხუთ სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ. ესე­ნია: წერა, მხატ­ვრო­ბა, ფო­ტოგ­რა­ფია, რე­ჟი­სუ­რა და მუ­სი­კა. ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი რა­მეს ვა­კე­თებ, მინ­და ყვე­ლა­ფე­რი ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს და ამი­ტო­მაც თა­ვა­უ­ღებ­ლად ვმუ­შა­ობ. უქ­მად ყოფ­ნა არ მიყ­ვარს. შრო­მა სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

- რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა მწერ­ლის ამ­პლუ­ა­ში ყოფ­ნა?

- მწერ­ლის ამ­პლუა ცოტა არას­წო­რად ნათ­ქვა­მია, არა­ნა­ირ როლ­ში არ ვყო­ფილ­ვარ, წლე­ბი და­ვუთ­მე ამ ყვე­ლა­ფერს, დიდი შრო­მა, წვა­ლე­ბა და უძი­ლო ღა­მე­ე­ბი მი­ვუ­ძღვე­ნი იმას, რომ მკი­თხვე­ლის წი­ნა­შე წარვმდგა­რი­ყა­ვი. სი­ტყვა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. უშ­ლის თუ არა სიმ­ღე­რა და წერა ერ­თმა­ნეთს ხელს? - არა, არ უშ­ლის. მე ხომ წე­რის დროს არ ვმღე­რი ან სიმ­ღე­რის დროს ხომ არ ვწერ...

- იგავ-არა­კე­ბის და­წე­რა რამ შთა­გა­გო­ნათ?

- თუ გახ­სოვთ, იგა­ვე­ბის გმი­რი კა­ცია და მას სა­ხე­ლი არა აქვს. ასე იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ კაც­ში სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნი მო­ი­აზ­რე­ბა და არა კონ­კრე­ტუ­ლად მა­მა­კა­ცი, და, რაღა თქმა უნდა, ის კაცი-ადა­მი­ა­ნი მე ვარ, ჩემი შეც­დო­მე­ბით, ტკი­ვი­ლე­ბით და ხში­რად აბ­სურ­დუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით, სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ე­ბით. ყვე­ლა მწე­რა­ლი უმე­ტე­სად თა­ვის თავს აღ­წერს, ხან აი­დე­ა­ლებს, ხან დოს­ტო­ევ­სკი­ვით ან ოთარ ჭი­ლა­ძე­სა­ვით ადა­მი­ან­სა და მის ცხოვ­რე­ბას მარ­ტივ მამ­რავ­ლე­ბად შლის... გა­ვიხ­სე­ნებ, რო­გორ დავ­წე­რე პა­ტა­რა არა­კი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი და მე­გო­ბარს ვეს­ტუმ­რე. მის სახ­ლთან რომ მი­ვე­დი, ვი­ფიქ­რე, მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვალ და რა­მეს ვუ­ყი­დი-მეთ­ქი. შე­ვე­დი, ვი­ყი­დე და გა­მო­ვე­დი. უცებ მე­წე­ვა გამ­ყიდ­ვე­ლი, ჩემ­სკენ სირ­ბი­ლით მო­დის… ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, ხურ­და და­იბ­რუ­ნე­თო! რა­ტომ­ღაც ვი­ფიქ­რე, მე რომ მა­ნა­ნა მე­ნაბ­დე არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ხურ­დას და­მიბ­რუ­ნებ­და-მეთ­ქი? და იმ­წამ­სვე და­ი­ბა­და ასე­თი იგა­ვი: "კაცს ისეთ პა­ტივს სცემ­დნენ, რომ ხურ­და­საც კი უბ­რუ­ნებ­დნენ"... ნა­წე­რი მხო­ლოდ იმით ხომ არ არის სა­ინ­ტე­რე­სო, რა ში­ნა­არ­სი აქვს, მას თა­ვი­სე­ბუ­რი სტი­ლი სჭირ­დე­ბა. აი, სე­ზანს ხომ ხატ­ვის თა­ვი­სე­ბუ­რი მა­ნე­რა აქვს, ან გა­ლა­კტი­ო­ნის პო­ე­ზია ხომ არა­ვის­ში აგე­რე­ვა? ჩემს წიგნ­საც რომ წა­ი­კი­თხავ, უნდა მიხ­ვდე, რომ მა­ნა­ნა მე­ნაბ­დემ და­წე­რა. არ იფიქ­როთ, გა­ლა­კტი­ონს ვედ­რე­ბი ან ვინ­მე სხვა დიდ მწე­რალს, უბ­რა­ლოდ, მინ­და აგიხ­სნათ, რა­საც ვგუ­ლის­ხმობ.

სცე­ნა მა­ნა­ნა მე­ნაბ­დის სპექ­ტაკ­ლი­დან

- და­ბო­ლოს, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში რას უნდა ვე­ლო­დოთ მა­ნა­ნა მე­ნაბ­დი­სა­გან?

- მაქვს რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი. პირ­ველ რიგ­ში, სპექ­ტაკ­ლი უნდა აღ­ვად­გი­ნო, რო­მე­ლიც “თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში” 8 მსა­ხი­ობ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე წლის წინ დავ­დგი. მა­შინ ბევ­რმა რა­მემ შეგ­ვი­შა­ლა ხელი და ერთ-ერთი მთა­ვა­რი შემ­შლე­ლი პი­რო­ბა - პან­დე­მია იყო. უკვე და­წყე­ბუ­ლია აღ­დგე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ ბა­ტონ ვანო ხუ­ციშ­ვილს, რო­მე­ლიც გვერ­დით ამო­მიდ­გა. ამ სპექ­ტაკ­ლის აღ­დგე­ნა­ში ასე­ვე მეხ­მა­რე­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვა­რი თეო კუ­ხი­ა­ნი­ძე. კოს­ტი­უ­მებ­ზე მუ­შა­ობს სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, ჩემი მე­გო­ბა­რი, ზურა გო­გო­რი­კი­ძე, რო­მე­ლიც სრუ­ლად არის ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში და დიდი იმე­დი მაქვს, სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით ეს სპექ­ტაკ­ლი ბევ­რად უკე­თე­სი გა­მო­ვა, ვიდ­რე იყო. გარ­და ამი­სა, კვლავ წე­რით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით, ბევ­რი მკი­თხვე­ლი არ მყავს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რა­ღაც ნა­წილ­მა უკვე იცის, რომ ვწერ და ვთარ­გმნი კი­დე­ვაც. ახლა ვწერ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ რო­მანს, ეს იქ­ნე­ბა მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა. ასე­ვე ვად­გენ მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბულს. კი­დევ ვმუ­შა­ობ სამ დიდ პრო­ექ­ტზე, რო­მელ­ზე­დაც ახლა არ ვი­ლა­პა­რა­კებ, ჯობს ინ­ტრი­გად დარ­ჩეს... (იცი­ნის) მოკ­ლედ, ასე ვცხოვ­რობ… ვერ ვჩერ­დე­ბი... ვმუ­შა­ობ და ვმუ­შა­ობ...

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nato
0

აი ესაა ნამდვილი პროფესიონალი ეხლა ვიგაცა იკნავლებს ფონოგრამაზე და არიქა ვარსკვლავია 

 

აი
0

სხვა მომღერლებს პირი რომ იმისთვისა აქვთ, რომ ხმა ამოუშვან, ამას იმისთვის აქვს, რომ მის შიგნით შეკავებული ხმა-ზღვა არ გამოუშვას. თორემ აავსებს ყველაფერს ))) ჩვენ გვირჩევნია გამოუშვას მარა კულტურა და მორიდებული ხასიათი უშლის )))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"უფალმა ერთი მხრივ დამაჯილდოვა, თუმცა, ამასთანავე, საშინელ დღეში ჩამაგდო..." - მანანა მენაბდის შემოქმედების 5 სტიქია

"უფალმა ერთი მხრივ დამაჯილდოვა, თუმცა, ამასთანავე, საშინელ დღეში ჩამაგდო..." - მანანა მენაბდის შემოქმედების 5 სტიქია

14 თებერვალს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში, განუმეორებელი მანანა მენაბდის საღამო გაიმართა. ეს არის მუსიკოსი, რომელთან შეხვედრაც ადამიანს სულ სხვა სიხარულს ანიჭებს. მასთან ურთიერთობა სხვა სიღრმეს გძენს. ჯერ კიდევ 80-იან წლებში, მენაბდე თბილისური ბოჰემის ვარსკვლავი იყო მუსიკის მოყვარული ახალგაზრდებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული იშხნელების შთამომავალია, მას აბსოლუტურად განსხვავებული შესრულების მანერა და ხმა აქვს. ხმა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. საღამოს წინ, კულისებში შევედი. თავის ჯგუფის წევრებთან ერთად იჯდა და ელოდა საყვარელ მაყურებელთან შეხვედრას. უცებ, ჩუმად ჩაილაპარაკა - რად მინდოდა, რას ავიჩემე ახლა ეს საღამოო... წუხდა, რადგან ცოტა შეუძლოდ იყო. გადაუჭარბებლად მინდა გითხრათ, დაუვიწყარი საღამო შედგა. დიდი ხანი ემოციებიდან ვერ გამოვედით დამსწრე საზოგადოება. ქალბატონი მანანა საღამოს შემდგომ, ემოციური და ფიზიკური გადაღლილობის მიუხედავად, მაინც დამთანხმდა ინტერვიუზე.

- უპირველესად, უღრმესი მადლობა, რომ დროს გვითმობთ...

- მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ჩემთან ინტერვიუს სურვილი გაგიჩნდათ. ყოველთვის სიხარულით ვხვდები ჩემს მაყურებელს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს. ყოველთვის მადლიერი ვარ მსმენელის და დღესაც თითოეულ მათგანს, ვინც დრო და ფული არ დაინანა, დიდ მადლობას გადავუხდი აქ მობრძანებისთვის!

შემთხვევითი არ არის, რომ ამ თეატრში ვარ. მიშას მოწაფედ მივიჩნევ თავს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამი წელი ვიყავი მისი სტუდენტი. ამ წლებმა ბევრი რამ შემძინა პროფესიული თვალსაზრისით. ეს თეატრი განსაკუთრებით მიყვარს. არ ვაჭარბებ, ჩემი მეორე სახლივითაა. ამ თეატრის დაარსების, გახსნისა და მისი პირველი სპექტაკლების მოწმე ვარ. ძალიან კარგად მახსოვს ბატონი მიშას შედევრი დადგმა “დონ ჟუანი” , რომელშიც ზურა ყიფშიძე და ნინელი ჭანკვეტაძე თამაშობდნენ მთავარ როლებს. ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი!

- ხომ არ გაიხსენებდით ბატონ მიშას და მასთან დაკავშირებულ პატარა ამბავს...სულ რამდენიმე დღის წინ იყო მისი დაბადების დღე...

- შეიძლება ითქვას, რომ ჩემს პროფესიაში პირველი “ნათლობა” ბატონი მიშასგან მივიღე. მან დამილოცა გზა საერთოდ სცენისკენ. როდესაც ასეთი პიროვნება გაძლევს “სცენის საგზურს”, ეს უკვე ძალიან ბევრს გავალებს. თავს ვეღარ მისცემ უფლებას, მოდუნდე. ასე მგონია, ზევიდან დამყურებს და დარწმუნებული ვარ, უხარია, რომ მისი ერთ-ერთი "უძღები შვილი“, ფიგურალურად თუ გადატანითი მნიშვნელობით, კვლავ მის თეატრში დაბრუნდა, თავის პროფესიას დაუბრუნდა და სულიერად მასთან არის. სულ რამდენიმე დღის წინ, მისი დაბადების დღე იყო, რომელიც თეატრმა, როგორც ყოველთვის, აღნიშნა. ვწუხვარ, რომ ამ ზეიმს ვერ დავესწარი. სულ თვალწინ მიდგას ჩემი სახლის, ფალიაშვილის 33 ა - ს ბინის ფანჯრიდან, როგორ ვუთვალთვალებდი ბატონ მიშას. ძალიან საინტერესო შესახედავი იყო. შველს ვამსგავსებდი. რას წარმოვიდგენდი, რომ მისი სტუდენტი გავხდებოდი?! მინდა ერთი რამ გავიხსენო - ბატონი მიშა ბევრს ეწეოდა. ერთ ლექციაზე ისე მოხდა, რომ არ იყო საფერფლე. ვიდრე საფერფლეს ეძებდნენ, ამ დროს მე, ბლოკნოტიდან ფურცელი ამოვხიე და ქაღალდის ნავი გავუკეთე საფერფლის მაგივრად. მიშას ძალიან მოეწონა ეს იდეა და იმ დღიდან მოყოლებული, ვიდრე დავტოვებდი ბატონ მიშასა და ინსტიტუტს, ვუკეთებდი ამ ნავებს. ჩემი წამოსვლის შემდეგ ეს ნავი-საფერფლე როგორც ტრადიციად, ისე დარჩა მისი სიცოცხლის ბოლომდე. ასე რომ, ნურავინ შემეცილება პირველობაში!

- სპექტაკლი, რომელიც ამ თეატრში დადგით, როგორ ფიქრობთ, თავად ბატონ მიშას რომ ენახა, რას გეტყოდათ?

- რთული სათქმელია, რას იტყოდა... რომ ვთქვა მოეწონებოდა - მეთქი, ნამდვილად არ ვიქნები მართალი, რომ ვთქვა, რომ არ მოეწონებოდა, არც ეს იქნება მართალი. მაგრამ თუკი იმას მივიღებთ მხედველობაში, რომ მიშა არა მხოლოდ "ესპანელი მღვდელის“,“დონ ჟუანის“ და სხვა მრავალი კლასიკური ნაწარმოების რეჟისორია, არამედ “ანტიგონესა” და “ჭინჭრაქასიც”, ეს მაძლევს უფლებას, ვიფიქრო, რომ ძალიან დააინტერესებდა ჩემი ხედვა. დარწმუნებული ვარ, უეჭველად შევკამათდებოდით და ისეთ რამეს შემომთავაზებდა, რასაც მე ვერასდროს მოვიფიქრებ.

- საქმე ის არის, რომ თქვენ მაინც სიმღერასთან ასოცირდებით...

- იცით, უფალმა ერთი მხრივ დამაჯილდოვა, თუმცა ამასთანავე საშინელ დღეში ჩამაგდო, იმიტომ, რომ ბევრი რამე ხელმეწიფება. ხუთ სფეროში ვმუშაობ. ესენია: წერა, მხატვრობა, ფოტოგრაფია, რეჟისურა და მუსიკა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუკი რამეს ვაკეთებ, მინდა ყველაფერი ხარისხიანი იყოს და ამიტომაც თავაუღებლად ვმუშაობ. უქმად ყოფნა არ მიყვარს. შრომა სიამოვნებას მანიჭებს.

- როგორი შეგრძნებაა მწერლის ამპლუაში ყოფნა?

- მწერლის ამპლუა ცოტა არასწორად ნათქვამია, არანაირ როლში არ ვყოფილვარ, წლები დავუთმე ამ ყველაფერს, დიდი შრომა, წვალება და უძილო ღამეები მივუძღვენი იმას, რომ მკითხველის წინაშე წარვმდგარიყავი. სიტყვა დიდი პასუხისმგებლობაა. უშლის თუ არა სიმღერა და წერა ერთმანეთს ხელს? - არა, არ უშლის. მე ხომ წერის დროს არ ვმღერი ან სიმღერის დროს ხომ არ ვწერ...

- იგავ-არაკების დაწერა რამ შთაგაგონათ?

- თუ გახსოვთ, იგავების გმირი კაცია და მას სახელი არა აქვს. ასე იმიტომ გადავწყვიტე, რომ კაცში საერთოდ ადამიანი მოიაზრება და არა კონკრეტულად მამაკაცი, და, რაღა თქმა უნდა, ის კაცი-ადამიანი მე ვარ, ჩემი შეცდომებით, ტკივილებით და ხშირად აბსურდული მოქმედებებით, სხვადასხვა სიტუაციებით. ყველა მწერალი უმეტესად თავის თავს აღწერს, ხან აიდეალებს, ხან დოსტოევსკივით ან ოთარ ჭილაძესავით ადამიანსა და მის ცხოვრებას მარტივ მამრავლებად შლის... გავიხსენებ, როგორ დავწერე პატარა არაკი. საქართველოში ვიყავი ჩამოსული და მეგობარს ვესტუმრე. მის სახლთან რომ მივედი, ვიფიქრე, მაღაზიაში შევალ და რამეს ვუყიდი-მეთქი. შევედი, ვიყიდე და გამოვედი. უცებ მეწევა გამყიდველი, ჩემსკენ სირბილით მოდის… ქალბატონო მანანა, ქალბატონო მანანა, ხურდა დაიბრუნეთო! რატომღაც ვიფიქრე, მე რომ მანანა მენაბდე არ ვყოფილიყავი, ხურდას დამიბრუნებდა-მეთქი? და იმწამსვე დაიბადა ასეთი იგავი: "კაცს ისეთ პატივს სცემდნენ, რომ ხურდასაც კი უბრუნებდნენ"... ნაწერი მხოლოდ იმით ხომ არ არის საინტერესო, რა შინაარსი აქვს, მას თავისებური სტილი სჭირდება. აი, სეზანს ხომ ხატვის თავისებური მანერა აქვს, ან გალაკტიონის პოეზია ხომ არავისში აგერევა? ჩემს წიგნსაც რომ წაიკითხავ, უნდა მიხვდე, რომ მანანა მენაბდემ დაწერა. არ იფიქროთ, გალაკტიონს ვედრები ან ვინმე სხვა დიდ მწერალს, უბრალოდ, მინდა აგიხსნათ, რასაც ვგულისხმობ.

სცენა მანანა მენაბდის სპექტაკლიდან

- დაბოლოს, უახლოეს პერიოდში რას უნდა ველოდოთ მანანა მენაბდისაგან?

- მაქვს რამდენიმე პროექტი. პირველ რიგში, სპექტაკლი უნდა აღვადგინო, რომელიც “თუმანიშვილის თეატრში” 8 მსახიობთან ერთად, რამდენიმე წლის წინ დავდგი. მაშინ ბევრმა რამემ შეგვიშალა ხელი და ერთ-ერთი მთავარი შემშლელი პირობა - პანდემია იყო. უკვე დაწყებულია აღდგენაზე მუშაობა და რეპეტიციები. მინდა, მადლობა გადავუხადო თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ბატონ ვანო ხუციშვილს, რომელიც გვერდით ამომიდგა. ამ სპექტაკლის აღდგენაში ასევე მეხმარება არაჩვეულებრივი მხატვარი თეო კუხიანიძე. კოსტიუმებზე მუშაობს საოცარი ადამიანი, ჩემი მეგობარი, ზურა გოგორიკიძე, რომელიც სრულად არის ჩართული ამ პროცესში და დიდი იმედი მაქვს, საერთო ძალისხმევით ეს სპექტაკლი ბევრად უკეთესი გამოვა, ვიდრე იყო. გარდა ამისა, კვლავ წერით ვარ დაკავებული. ჯერჯერობით, ბევრი მკითხველი არ მყავს, მაგრამ საზოგადოების რაღაც ნაწილმა უკვე იცის, რომ ვწერ და ვთარგმნი კიდევაც. ახლა ვწერ ავტობიოგრაფიულ რომანს, ეს იქნება მხატვრულ-დოკუმენტური პროზა. ასევე ვადგენ მოთხრობების კრებულს. კიდევ ვმუშაობ სამ დიდ პროექტზე, რომელზედაც ახლა არ ვილაპარაკებ, ჯობს ინტრიგად დარჩეს... (იცინის) მოკლედ, ასე ვცხოვრობ… ვერ ვჩერდები... ვმუშაობ და ვმუშაობ...

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი