საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესანსლე ყოფილი"  - ვალენტინობისთვის ზოგიერთი ზოოპარკი  გულგატეხილ ადამიანებს ყოფილზე შურისძიების გზას სთავაზობს
"შესანსლე ყოფილი"  - ვალენტინობისთვის ზოგიერთი ზოოპარკი  გულგატეხილ ადამიანებს ყოფილზე შურისძიების გზას სთავაზობს

ეს სტა­ტია გულ­გა­ტე­ხი­ლე­ბის­თვი­საა - მათ­თვის, ვი­საც საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ძა­ლი­ან აწყე­ნი­ნეს. ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღეს სოლსბე­რის ზო­ო­პარ­კი თქვე­ნი გა­ტე­ხი­ლი გუ­ლე­ბით ისარ­გებ­ლებს, თუმ­ცა ვალ­შიც არ დაგ­რჩე­ბი­ან - ისი­ნი შე­მო­სა­ვალს მი­ი­ღე­ბენ, თქვენ კი ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­ზე "შურს იძი­ებთ."

  • რო­გორ მო­ი­ო­ხოთ გული?

"შე­წი­რუ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ, თქვენ მიერ შერ­ჩე­უ­ლი ცხო­ვე­ლის ვი­დე­ოს მი­ი­ღებთ, რო­მელ­შიც ის თქვე­ნი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სეხ­ნია მწერს შე­ჭამს", - აცხა­დე­ბენ ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

ზო­ო­პარ­კი თა­ვის შე­მომ­წირ­ვე­ლებს მე­ტად უჩ­ვე­უ­ლო სერ­ვისს სთა­ვა­ზობს: 5$-ის სა­ნაც­ვლოდ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, შერ­ჩე­ულ მწერს თქვე­ნი ყო­ფი­ლის სა­ხე­ლი და­არ­ქვათ და შემ­დეგ უყუ­როთ, თუ რო­გორ შე­სანსლავს მას რო­მე­ლი­მე მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სან ან­ტო­ნი­ოს ზო­ო­პარკს, თუ თქვენ “Cry Me a Cockroach”-ის შე­მო­წი­რუ­ლო­ბა­ში 150$-ზე მეტს გა­და­იხ­დით, ისი­ნი ვი­დე­ოს გა­ახ­მო­ვა­ნე­ბენ კი­დეც და მე­ტიც, თქვენს ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს გა­უგ­ზავ­ნი­ან.

"შე­საძ­ლოა, ყო­ველ­თვის ვერ ახერ­ხებ­დეთ სწო­რი სი­ტყვე­ბის პოვ­ნას, მაგ­რამ ყო­ველ­თვის შე­გიძ­ლი­ათ შე­ა­ში­ნოთ ისი­ნი", - აცხა­დე­ბენ ზო­ო­პარკში.

  • შემ­დეგ კი ისი­ნი თა­ვი­ანთ კლი­ენ­ტებს არ­წმუ­ნე­ბენ, რომ მათი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ტა­რაკ­ნე­ბი სა­მუ­და­მოა: "შე­არ­ჩი­ეთ ტა­რა­კა­ნა თქვენს ვა­ლენ­ტი­ნად, ტა­რაკ­ნე­ბი სა­მუ­და­მოა".

რო­გორც ზო­ო­პარ­კე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, "ყო­ფი­ლე­ბის შე­სან­სვლის" სერ­ვი­სით უმე­ტე­სად ქა­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ.

წყა­რო: washingtonpost

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"შესანსლე ყოფილი"  - ვალენტინობისთვის ზოგიერთი ზოოპარკი  გულგატეხილ ადამიანებს ყოფილზე შურისძიების გზას სთავაზობს

"შესანსლე ყოფილი"  - ვალენტინობისთვის ზოგიერთი ზოოპარკი  გულგატეხილ ადამიანებს ყოფილზე შურისძიების გზას სთავაზობს

ეს სტატია გულგატეხილებისთვისაა - მათთვის, ვისაც საყვარელმა ადამიანებმა ძალიან აწყენინეს. ვალენტინობის დღეს სოლსბერის ზოოპარკი თქვენი გატეხილი გულებით ისარგებლებს, თუმცა ვალშიც არ დაგრჩებიან - ისინი შემოსავალს მიიღებენ, თქვენ კი ყოფილ შეყვარებულებზე "შურს იძიებთ."

  • როგორ მოიოხოთ გული?

"შეწირულობის სანაცვლოდ, თქვენ მიერ შერჩეული ცხოველის ვიდეოს მიიღებთ, რომელშიც ის თქვენი ყოფილი შეყვარებულის სეხნია მწერს შეჭამს", - აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.

ზოოპარკი თავის შემომწირველებს მეტად უჩვეულო სერვისს სთავაზობს: 5$-ის სანაცვლოდ საშუალება გაქვთ, შერჩეულ მწერს თქვენი ყოფილის სახელი დაარქვათ და შემდეგ უყუროთ, თუ როგორ შესანსლავს მას რომელიმე მტაცებელი ცხოველი.

რაც შეეხება სან ანტონიოს ზოოპარკს, თუ თქვენ “Cry Me a Cockroach”-ის შემოწირულობაში 150$-ზე მეტს გადაიხდით, ისინი ვიდეოს გაახმოვანებენ კიდეც და მეტიც, თქვენს ყოფილ შეყვარებულს გაუგზავნიან.

"შესაძლოა, ყოველთვის ვერ ახერხებდეთ სწორი სიტყვების პოვნას, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ შეაშინოთ ისინი", - აცხადებენ ზოოპარკში.

  • შემდეგ კი ისინი თავიანთ კლიენტებს არწმუნებენ, რომ მათი შეყვარებულებისგან განსხვავებით, ტარაკნები სამუდამოა: "შეარჩიეთ ტარაკანა თქვენს ვალენტინად, ტარაკნები სამუდამოა".

როგორც ზოოპარკების ადმინისტრაციაში ამბობენ, "ყოფილების შესანსვლის" სერვისით უმეტესად ქალები სარგებლობენ.

წყარო: washingtonpost

მოამზადა ანა სიბოშვილმა